25/11/2017 – 02:23
მთავარი მედიცინა

0 547

ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

“მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის, რომ გრიპი, რომელიც ახლა არის გავრცელებული უკვე ათასობით ადამიანმა გადაიტანა სრულიად მშვიდობიანად და გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, გრიპი იწვევს ლეტალურ გამოსავალს უხშირესად იმ ადამიანებში, ვისაც აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადება, მაგრამ, იშვიათად, შეიძლება გამოიწვიოს სრულიად ჯანმრთელ ადამიანებშიც. სამწუხაროდ, გვაქვს ასეთი შემთხვევა, როდესაც გამოიწვია სიკვდილი პრაქტიკულად ჯანმრთელ პირში, ანუ ისეთ ადამიანში, რომელსაც რეგისტრირებული რაიმე ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.
რა თქმა უნდა, გაფრთხილებისა და პრევენციის ზომებს ყველამ უნდა მიმართოს. ყველასთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი იმის დაცვა, რომ როდესაც აქვს გრიპი, მოუაროს თავს, შეზღუდოს თავისი გადაადგილება”-აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამადებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი “რუსთავი 2-თან” საუბარში.
ამ სეზონზე ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა.

0 1657


მეცნიერებმა მზის სისტემაში ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასტრონომებმა მაიკლ ბრაუნმა და კონსტანტინ ბატიგინმა განაცხდეს, რომ მზის სისტემაში მეცხრე პლანეტა არსებობს და ის დაახლოებით ნეპტუნის ზომისაა.

მეცნიერების მუშაობის შედეგები ჟურნალმა „საიენსმა“ გამოაქვეყნა. გამოთვლებმა აჩვენა, რომ პლანეტა მზის გარშემო ნეპტუნის 20 ორბიტის მანძილზე მოძრაობს და მისი წონა 10-ჯერ მეტია დედამიწისაზე.

ახალ აღმოჩენასთან დაკავშირებით, მეცნიერებში აზრთა სხვადასხვაობაა. ასტრონომების ერთი ნაწილი თვლის, რომ პლანეტა მხოლოდ გამოთვლების შედეგია და რეალურად არ არსებობს.

სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს 24 საათიან რეჟიმში  მოემსახურებიან, ახალი სისტემის ამოქმედების მიზეზი ეპიდემიის H1N1

ვირუსის მატებაა. ამ თემასთან დაკავშირებით, დავით სერგეენკომ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა.დღეიდან 24 საათიან რეჟიმში პაციენტებს მოემსახურება ორი ცენტრი , წინამძღვრიშვილის 57 მდებარე სამედიცინო ცენტრი და კლინიკა ,,მედცი” რომელიც ქიაჩელის 18 ნომერში მდებარეობს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა ამ ცენტრებში ოჯახის ექიმები პაციენტებს პირველად დახმარებას გაუწევენ. ხვალიდან ამ ორ პოლიკლინიკას სხვა ცენტრებიც დაემატება. დავით სეერგენკოს განცხადებით, ასევე მოხდება 112 ახალი დისპეჩერის პროტოკოლის დანერგვა, რომელიც განაცალკევებს ცხელებას სხვა რისკ ჯგუფებსგან. მინისტრის განცხადებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა იქიდან გამომდინარე , რომ სასწრაფო დახმარების სამსახურების გამოძახებამ საგრძნობლად იმატა, აუცილებელია დამატებითი ცენტრების არსებობა, რადგან დროულად მოხდეს არსებული სიტუაციის განმუხტვა.

მოამზადა: მარიამ ქობულიამ

0 859

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტად გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. როგორც პრემიერმა განაცხადა, მალე საქართველოში ახალი პრეპარატი „ჰარვონი“ შემოვა, რომელიც ვირუსს უფრო ეფექტიანად განკურნავს.

მე და ჯანდაცვის მინისტრმა გადავწყვიტეთ, ერთობლივი ბრიფინგი ჩაგვეტარებინა და მოგაწოდოთ ძალიან პოზიტიური ინფორმაცია, მით უმეტეს, გუშინდელი, ძალიან პოზიტიური ინფორმაციის და დღის შემდეგ.

მოგეხსენებათ, წელს, აპირლში დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, გადაწყვეტილი იყო, რომ პირველ ეტაპზე C ჰეპატიტით დაავადებული 5 ათასამდე პაციენტისთვის გვემკურნალა და შედეგების შეჯამების შემდეგ, დაგვეწყო მეორე ეტაპი.

პირველმა ეტაპმა იმდენად წარმატებულად ჩაიარა, რომ მომავალი წლის დასაწყისში ამერიკელ პარტიონრებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე, გადავწყვიტეთ, რომ C ჰეპატიტის პროგრამის უწყვეტად გაგრძელების შესახებ გაცნობოთ.

პირველივე ეტაპზე, პროექტმა ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩვენი პროექტი შეაფასა, როგორც ერთერთი საუკეთესო და უნიკალური მთელს მსოფლიოში. ჩვენი ამერიკელი პარნტიორების სიტყვები რომ მოვიშველიო, საქართველო გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს მიდგომა ამ ვირუსთან მიმართებით.

დღეს გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე – მალე საქართველოში შემოვა უახლესი თაობის პრეპარატი, ეს გახლავთ „ჰარვონი“, რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას და მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდება.

მე შეგახსენებთ, რომ ერთი პაციენტის მკურნალობა, დაახლოებით 80-დან 100 ათას დოლარამდე ჯდება. ჩვენი სახელმწიფო, ამერიკის მთავრობის დახმარებით, და კომპანია „გილიადის“ დახამრებით, ამ პრეპარატს აბსოლუტურად უფასოდ ვაძლევთ პაციენტებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი ინფორმაციით, ბოლო კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მკურნალობა ეფექტიანია და დაავადებულთა უმრავლესობა გამოჯანმრთელდა.

„რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ ბოლო კვლევა, რომელმაც გვიჩვენა, რომ მათმა სრულმა უმრავლესობამ სრულად დაამარცხა C ჰეპატიტის ვირუსი, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება. მინდა, წარსულში პაციენტებს მივულოცო ძალიან საშინელი ვირუსის დამარცხება“, – თქვა ღარიბაშვილმა.

0 672

ჯანდაცვის სფეროს რეფორმის ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები 21-ე საუკუნეში-აღნიშნულ საკითხებზე სამედიცინო სფეროს წამყვანი სპეციალისტები, ექსპერტები და პოლიტიკოსები გლობალურ კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ბერნარ კუშნერთან ერთად დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ბერნარ კუშნერს საქართველოს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი ჩართულობა ჯანდაცვის რეფორმას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.
“მინდა განსაკუთრებით მივესალმო განსაკუთრებულ სტუმარს ბერნარდ კუშნერს. ადამიანს, რომელიც ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის დროს ძალიან რთულ ვითარებაში როგორ იდგა მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად ომის წინა ხაზზე და ინაწილებდა იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც მაშინ მომდინარეობდა როცა ბომბები ცვიოდა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, ეს ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება. ეს არის მისი გამბედაობის და მისი განსაკუთრებული სოლიდარობის გამოხატვა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად…ჩვენთვის მეტად სასიამოვნოა, რომ ამ რანგის მოღვაწე ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაში მიიღებს მონაწილეობას, და ეს იქნება უდიდესი დახმარება ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენი ჩართულობა კიდევ უფრო წარმატებულს გახდის ამ რეფორმას,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისასალმებელ სიტყვაში პრემიერმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობაა, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით.
” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ჩაუყარა საფუძველი პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებას. მოგეხსენებათ, რომ განვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარი და ყველაზე პროგრესული მიმართულება სწორედ პირველადი ჯანდაცვა გახლავთ, რადგან დროული მკურნალობა ქმნის დაავადებების მძიმე ფორმების განვითარების თავიდან აცილების შესაძლებლობას. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა გლობალურ ალიანსთან ერთად. აუცილებლად მინდა შევეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა ამ უმძიმეს დაავადებას და მიზნად დაისახა მისი ბოლომდე აღმოფხვრა. მე ვარ ბედნიერი, რომ დღეს საქართველოში C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველასთვის და უკვე გვყავს ადამიანები, რომლებმაც თითქმის ბოლომდე დაამარცხეს ეს ვირუსი. წარმატებული პირველი ეტაპის შედეგად ჩვენ საშუალება გვაქვს, წელსვე დავიწყოთ პროგრამის მეორე ეტაპი და ჩვენ დავამარცხებთ ამ დიდ პრობლემას,”-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომავალი წლიდან მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კიდევ უფრო მასშტაბური პროცესი დაიწყება და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა თავის მოხსენებაში საყოველთაო ჯანდაცვის, C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა რეფორმები შეაფასა. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

„ბოლო წლები ჯანდაცვის სამინისტრომ კარგ შედეგებს მიაღწია, ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. ვფიქრობ, ასევე აუცილებელია დასახული მიზნების გაზიარება და მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. უმნიშვნელოვანესი იყო C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება. საქართველო ეს არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ასეთი პროგრამის განხორციელება დაიწყო,“–განაცხადა ბერნარ კუშნერმა.

მანვე სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ვერ ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გლობალური კონფერენცია „ჯანდაცვის გამოწვევები 21-ე საუკუნეში-საქართველო და მსოფლიო“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის ორგანიზებით იმართება.

NASA-ს ასტრონომები აცხადებენ, რომ მსოფლიო 15 დღის განმავლობაში სიბნელეში აღმოჩნდება. ჩარლზ ბოლდენის განცხადებით, პლანეტა მზის გარეშე 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე აღმოჩნდება, წერს newswatch33.

როგორც გამოცემა წერს, ასტრონომებმა აღნიშნულის შესახებ თეთრ სახლს წერილობით შეატყობინეს.

ბოლდენი პროცესს ასტრონომიულ მოვლენას უწოდებს, რომელიც ვენერასა და იუპიტერზე მიმდინარეობს. ამ დროს მზე ფერს შეიცვლის და გალურჯდება. იუპიტერი და ვენერა პარალელურ სიბრტყეში აღმოჩნდებიან და მათ შორის დაშორება მხოლოდ 1 გრადუსი იქნება. ვენერა გადაინაცვლებს იუპიტერის სამხრეთ-დასავლეთით და იუპიტერზე 10-ჯერ მეტი ნათება ექნება, რაც იუპიტერზე გაზის გათბობას და საპასუხო რეაქციას გამოიწვევს, რასაც კოსმოსში წყალბადის უპრეცედენტო რაოდენობის გაფრქვევა მოჰყვება.

cme_blast

წყალბადის რაოდენობა, რომელიც მზესთან კონტაქტში შევა, მზის ზედაპირზე ძლიერ აფეთქებას გამოიწვევს. აფეთქების შედეგად მზის ზედაპირზე ტემპერატურა 9 000 გრადუსით მოიმატებს. ტემპერატურის მომატებას მზის ფერის შეცვლა მოჰყვება და გალურჯდება. მზის პირვანდელი ტემპერატურის დაბრუნებას კი 14 დღე-ღამე დასჭირდება. სანამ მზე გაგრილების პროცესს გაივლის, ბუნდოვანი იქნება.

ბნელი დღეები 30 ნოემბერს დასრულდება.

ჩარლზ ბოლდენის თქმით, ” ჩვენ არ ველით რაიმე სერიოზულ შედეგებს დაბნელების გამო, არ ღირს ამაზე ნერვიულობა და ბევრი ფიქრი. ეს მოვლენა ალიასკაზე ზამთრის მსგავსი იქნება”.

0 1351

თავის  გადანერგვის ოპერაცია, რომელსაც იტალიელი ქირურგი სერჯიო კანავერო უხელმძღვანელებს,  2017 წლის დეკემბერში გაკეთდება. რუსი პროგრამისტი, 30 წლის  ვალერი სპირიდონოვი, რომელიც  თანდაყოლილი ზურგის კუნთების ატროფიას  განიცდის, ოპერაციაზე თანახმაა, თუნდაც წარუმატებლად დასრულდეს.

ოპერაცია სავარაუდოდ,  36 საათს გაგრძელდება, ხოლო ოპერაციის ხანგრძლივობის გამო, სხეული და თავი უნდა გაიყინოს, რათა  ქსოვილებმა  დაშლა არ დაიწყოს.

ოპერაციის ღირებულება 11 მლნ დოლარს შეადგენს. ტრანსპლანტაცია  ამერიკაში ჩატარდება, რადგან რუსეთის კანონმდებლობა ამ სახის ოპერაციებს კრძალავს.

კანავერო  დარწმუნებულია საუკუნის პროექტის წარმატებაში, თუმცა მის  ზოგიერთ  კოლეგას ამის არ სჯერა და ფანტასტიკურ წამოწყებას უწოდებს.

0 968

ყვარლის რაიონულ საავადმყოფოს ინტოქსიკაციის სიმპტომებით, დილის მონაცემებით, 140-მა პაციენტმა მიმართა. როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ზაზა კოპლატაძემ განაცხადა, ნაკადმა იკლო.

„10:00 საათისთვის, ყვარლის რაიონულ ჰოსპიტალს მომართა 140-მა პაციენტმა. მათგან ორი რჩება კლინიკაში, ორივე არის 18 წელს ზემოთ ასაკის. ყველა ბავშვი არის გაწერილი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში -შესაბამისი რჩევა-დარიგებებით და რეკომენდაციებით. ნაკადმა იკლო“, – განაცხადა კოპლატაძემ.

შეგახსენებთ, ადამიანების ჯგუფური მოწამვლის მიზეზი ცნობილია. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ news.ge-ს განუცხადა, ერთერთი პაციენტის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს არის ნაწლავური ინფექცია ნოროვირუსი.

0 947

ყვარელში, მოქალაქეების დაინფიცირება, სავარაუდოდ ნოროვირუსულ აფეთქებას ჰგავს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია ერთ-ერთი ანალიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ დაავადებულების შემთხვევაში ადგილი გვაქვს ნოროვირუსთან. აღნიშნული ინფექცია შესაძლოა წყლის საშუალებითაც გავრცელდეს, თუმცა დაავადებას ძირითადად იწვევს დაუბანელი ხელები ან ფეკალიებით დაბინძურებული საკვები.
“ჩვენ 7 მასალა წამოვიღეთ და ერთ შემთხვევაში არის დადასტურებული, რომ ეს არის ინფექცია – ნოროვირუსი. დაავადებულების სიმპტომები არის დაავადებისათვის ტიპური. თუმცა, ანალიზების კვლევა კვლავ გრძელდება და თუ არის კიდევ რაიმე ტიპის ბაქტერია, ამის დადგენას ორი დღე დასჭირდება.
არ არის გამორიცხული ამ ინფექციის გავრცელება წყლის გზითაც მოხდეს. თუმცა ნოროვირუსი ფეკალურ-ორალური გადამდები ინფექციაა, რომელიც დაუბანელი ხელებით ან ფეკალიებით დაბინძურებული საკვებით ვრცელდება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სოფლებში, სადაც არ არის ცენტრალიზებული წყალმომარაგება და კანალიზაცია, წამოადუღონ წყალი და ამის შემდეგ წყალი გახდება უსაფრთხო”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებულ მოსახლეობას შორის არა მხოლოდ ყვარლის, არამედ მიმდებარე სოფლების მოსახლეობაცაა. რაც შეეხება მკურნალობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ნოროვირუსი სერიოზულ დაავადებას არ იწვევს და სითხის შევსებასა და გადასხმებს საჭიროებს.
ყვარლის საავადმყოფოში წუხელ 60-ზე მეტი ადამიანი შეიყვანეს, რომლებსაც ერთნაირი სიმპტომები – პირის ღებინება და თავბრუსხვევა ქონდათ.

0 973

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ინიშნება. 
ნინო შუბლაძე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის საკითხების მიმართულებით იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა საინფორმაციო სამსახურს, იყო გენერალური დირექტორის მოადგილე. მან არხი გასულ წელს საკუთარი სურვილით დატოვა.
ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს თამარ ბოდოკია ხელმძღვანელობდა.