18/01/2018 – 00:00
მთავარი მედია

„მაესტროს“ 27 გათავისუფლებულ თანამშრომელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

საუბარია „ბიზნეს კონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ თანამშრომლებზე.

ჟურნალისტების თქმით, ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ მათ ჯერ უფლებამოსილება შეუჩერა, 6 ივნისს კი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლების თქმით, მათ არა ერთხელ სცადეს ახალ მენეჯმენტთან მოლაპარაკება, თუმცა უშედეგოდ და ახლა პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ გზად საქმის სასამართლოში განხილვას მიიჩნევენ.

ჟურნალისტები „მაესტროსგან“ ფინანსური დავალიანების დაფარვას მოითხოვენ.

„ბიზნეს კონტაქტისა“ და „საქმიანი დილის“ ინტერესებს პროფკავშირების იურისტი რაისა ლიპარტელიანი დაიცავს.

მისი თქმით, შპს „მაესტრომ“ რამდენჯერმე დაარღვია ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, რის გამოც, ერთადერთ გამოსავლად სამართლებრივი დავა რჩება.

„სამართლებრივად არასწორი და უკანონო იყო შპს „მაესტროს“ 2 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიზეზიც თანამშრომელთა გაფიცვა გახდა. ეს იყო მათი უფლება და „მაესტროს“ ეს უნდა გაეთვალისწინებინა. ამავდროულად, თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომ მზად იყვნენ გაეგრძელებინათ შრომითი უფლებამოსილება 30 დღის ვადით და შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები. ჩვენი მხრიდან არაერთგზის იყო მოლაპარაკება მაისის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ზეპირსიტყვიერად შევთანხმდით მხარეები, რომ ანაზღაურების თარიღად განისაზღვრებოდა 14 ივნისი. ასევე შპს „მაესტროს“ უნდა მოეხდინა ამ 14 დღის ანაზღაურებაც, თუმცა სამწუხაროდ, „მაესტრომ“ დაარღვია შეთანხმება და ერთადერთი გამოსავალი, სამართლებრივი დავაა. მოქმედი კანონმდებლობით, შპს „მაესტროს“ ყოველ გადაცილებულ დღეზე დაემატება გათავისუფლებულ თანამშრომელთა ხელფასის 0.07 %-ის გადახდა, სანამ არ მოხდება მათი მთლიანი გასტუმრება”, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის გაშუქებით. სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ მომზადებულ მასალებში ბევრი ისეთი დეტალი გასაჯაროვდა, რაც არ შეიცავდა საზოგადოებრივ ინტერესს.

აღსანიშნავია, რომ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მედია ფრთხილად მოეკიდოს ამ თემის გაშუქებას, რათა უნებურად არ გახდეს რომელიმე მხარის ინტერესების გამტარებელი ანდა მანიპულაციის ობიექტი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რეკომენდაციით მიმართავს მედიასაშუალებებს:

  • დაიცვან როგორც მსხვერპლის ოჯახის წევრთა, ისე ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
  • თავი შეიკავონ ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრების ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის და არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს

„აშენებულა მარგველაშვილი,  10 მილიონს თუ წელიწადში გადაჭარბებულად ხარჯავს”- ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, მარიამ ქობულია დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის საპასუხო განცხადებას ეხმაურება, რომელიც ათონელის რეზიდენციაში გადაუსვლელობით პრეზიდენტის მიერ ქვეყნისადმი გამოვლენილ უპატივცემულობას ეხებოდა.  ქობულიას განმარტებით, ეს სერიოზული ბრალდებაა და თუ ასეა, მან სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი.

„ეს სერიოზული ბრალდებაა და თუ ასეა და იცის ივანიშვილმა,  რომ ეს ასეა, მაშინ ასე განცხადებებით კი არა,  სამართლებრივად უნდა აგოს პასუხი, ამიტომ ცოტა პარადოქსულად მეჩვენება ეს ბრალდება.

 ან რა უცნაურია, ქვეყნის პირველ პირად რომ უშვებ ადამიანს,  რომელიც შენი ოპოზიციონერია. ესეც პარადოქსულად მეჩვენება. ან კარგად არის დადგმული ეს ყველაფერი და რაღაც სცენარით მიმდინარეობს ან არა და ვაი, ჩვენს თავს ისეა ჩვენი საქმე. აბა ცალკე მარგველაშვილი ვერასდროს, რომ ვერ გახდებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, ეს ისედაც ნათელია, ვერც ღარიბაშვილი იქნებოდა პრემიერმინისტრი, რომ არა ბიძინას ნდობა მის მიმართ.

საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ყველა თავის დროზე დაიყენა გვერდით, ზოგი თანამდებობას დახამდა, ზოგი ფულს, ზოგი მართლა გულწრფელად გაყვა, საბოლოოდ ყველას ნელა გაუშვებს. ასეც ხდება და დარჩება მის გვერდით ან ისეთები, რომლებიც ნაკლებად არიან გასვრილი პოლიტიკაში, ან ისევ მისთვის ზედმეტად სანდო ადამიანები.

მაინც მგონია,  ღარიბაშვილსაც დააბრუნებს, ისე არ გაუშვებდა კულისებში, თან შეახსენებდა შენს ცოლოურობას შესაძლოა ზედმეტი მოუვიდაო, რომელმაც დააზარალა ჩვენი იმიჯიო.

მის გარემოცვაში ასევე ძლიერ მოთამაშედ რჩება კალაძე, მიუხედავად ყველაფრისა, მან იმდენი იმუშავა საკუთარ თავზე, დღეს სხვა პოლიტიკოსებს არ ჩამოუვარდება საჯარო გამოსვლებში, ყველაზე სწრაფად განვითარებადი მინისტრია ჩემი სუბიექტური აზრით, არ ვუკარგავ ამას, რადგან ვაკვირდები და ვხედავ,  რომ ეს ასეა. თუმცა კორცხელის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა, ვფიქრობ, მაინც უაროფითი ზეგავლენა მოახდინა. გუშინდელი დღიდან ის აღარ არის პირველი ვიცე-პრემიერი, ის ჩაანაცვლა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც არც პოლიტიკურ კინკლაობებში ჩანს და არის თავისთვის. თავის საქმეს აკეთებს, (არც არავის ლანძღავს და არც არავინ ლანძღავს) თუმცა მაინც კვირიკაშვილის კადრად მიმაჩნია, ხოლო კვირიკაშვილი ბიძინას ფავორიტი გახდა, ამჟამინდელი პრემიერის მიმართ არც საზოგადოებაა უარყოფითად განწყობილი.

მოკლედ, არ ვიცი ჩემი ლოგიკური მსჯელობები რამდენად სწორია,  მაგრამ წინ ბევრი საინტერესო ცვლილება რომ გველის,  ეს უკვე ფაქტია.“- წერს მარიამ ქობულია.

0 731

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დღეს ოქროყანაში, ”ტექნოპარკის” შენობაში მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

პრესკონფერენცია 12 საათზე დაიწყება. ივანიშვილი, ასევე შეხვდა ტელეკომპანიების წარმომადგენლებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრები დაიწყო.

0 763

ინტერნეტ მედია ჯგუფის მფლობელი, მედია ჰოლდინგ დრონი-ს დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში   „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

,,ჩემო მეგობრებო…
რ2 მიაქვს ჩვენს გმირს… სურს გადარგოს, გამოკეტოს, დააბას…
ამის გამო გვქონდა, გვაქვს და გვექნება პრობლემები…
სერიოზული, ხელშესახები და ისეთი, აი პირადად რომ შეგვეხება.
მაგალითად, ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლებას რომ ვერ მივიღებთ აგვისტომდე, ეს პირადად იქნება იმ ჩვენი გმირის ბრალი. 
მაგალითად: არჩევნების ლეგიტიმაციას რომ საფრთხე დაემუქრება, თქვენი ხმა რომ ძალას დაკარგავს და შემდეგ, ამ არალეგიტიმურ არჩევნებს რომ მღელვარება და შესაძლოა, მღელვარებაზე ბევრად მეტი რომ მოყვება, აი, ესეც პირადად მისი ბრალი იქნება.
მაგალითად: ღიად რომ დაიწყებენ ქვეყნის გათრევას ცივილიზებული სივრციდან ბნელი, კრიმინალური და ოკუპანტი რუსეთისაკენ, თქვენს მიერ არჩეულ საგარეო ვექტორს რომ შეაბრუნებენ ჩრდილოეთისაკენ, რითაც დარტყმას მიაყენებენ ჩვენი შვილებისა და ქვეყნის კეთილდღეობას, აი, ესეც პირადად იმ უცნაური გმირის ბრალი იქნება.
რა ვქნათ?
ჩვენივე ხელით მოვსპოთ ის პერსპექტივა, რომელიც ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნებს ევროპულ ოჯახში, რასაც ცხადია, მოყვება ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, სოცუზრუნველყოფის – ყველა მნიშვნელოვანი სფეროს გამოცოცხლება, რომელიც პირდაპირ აისახება თქვენს ჯიბეებზე, მაცივარზე, სამუშაო ადგილებზე თუ მივცეთ უფლება იმ უცნაურ კაცს, შემოღობოს საქართველო და აქციოს ერთ დიდ და ბნელ ზოოპარკად?
რ2 არ არის მარტო ტელევიზია – ეს არის თქვენი ხმა, ქვეყნის იმიჯი, ჩვენი ევროპული მომავლის მცველი და საგარეო კურსის ჩრდილოეთისაკენ შებრუნების მთავარი ბარიერი…
ამიტომ, რ2-ის დაცვით მეც და თქვენც ვიცავთ პირველ რიგში ჩვენს ძალიან რეალურ პერსპექტივას რომ ვიცხოვროთ უკეთ, გვქონდეს სამსახური, მაღალი ანაზრაურება, სამართლიანი სასამართლო… ჩვენს შვილებს ჰქონდეთ კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა, დაცულ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრების შანსი.
გვეუბნებიან რომ დღეს უმუშევრობა შემცირებულია, ეკონომიკა აღორძინებული, ადამიანის უფლებები დაცული, სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილი… მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ, ასეა? როგორ ცხოვრობს ჩვენი მეზობელი, ნათესავი, მეგობარი, ნაცნობი – უკეთ?
ისინი გვეუბნებიან ერთს, ჩვენ ვხედავთ მეორეს და იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ აჩვენებს და ავრცელებს რ2.
ზუსტად ამიტომ, ყველაზე გავლენიანი და მასშტაბური ხმა, რომელიც ამბობს რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც გვეუბნებიან, დღეს ხონჩით მიართვეს იმ უცნაურ და რაღაცნაირ გმირს…
დავუთმოთ? ბნელა?
არა, თუ ბნელა კი ბატონო, მარა დღე როა?”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი კაპანაძე.

ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახური სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ვიდეო დამონტაჟებულია. საუბარია, თითქოსდა, “კონტაქტის” 15- საათიან გამოშვებაში გავიდა არქივის კადრები გია გაჩეჩილაძის პროექტიდან “საკანი ნომერი 5”. აღნიშნულს არხი კატეგორიულად უარყოფს.
“სოციალური ქსელით ვრცელდება დამონტაჟებული ვიდეომასალა. რომლის მიხედვით, თითქოს “კონტაქტის” 15- საათიან გამოშვებაში გავიდა არქივის კადრები გია გაჩეჩილაძის პროექტიდან “საკანი ნომერი 5”.
ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო სამსახური აცხადებს, რომ ეს არის დამონტაჟებული ვიდეო, რომელიც არხის ეთერში არ გასულა და მიზნად ისახავს საინფორმაციო სამსახურის დისკრედიტაციას“, – წერია არხის საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ცოტა ხნის წინ არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბაჩო კიკაბიძემ გააკეთა პირველი ვრცელი კომენტარი მედიასთან. ბაჩო კიკაბიძე პასუხობს, როგორც გია გაჩეჩილაძის კომენტარებს, ისე მისი ადვოკატის განცხადებებს.

კიკაბიძე ამბობს, რომ ,,მაესტრო “გამართულად მაუწყებლობს და გია გაჩეჩილაძის შველა არ სჭირდება არხს. მისივე განცხადებით, უსაფუძვლოა ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ არხი იძარცვება. მისი თქმით, არხი სწორედ იმ პერიოდში იძარცვებოდა, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სწორედ, გია გაჩეჩილაძე აქტიურად ერეოდა ტელევიზიის საქმიანობაში.

ასევე ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიაში შემოვიდა მაკა ასათიანი, ღრმა კრიზისიდან გამოვიდა არხი. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში გაჩეჩილაძეს არხზე არცერთი პრობლემა არ მოუგვარებია.

„სად იყო მაშინ, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი გადმოძვრა ,,მაესტროს” ოფისში და აცხადებდა, რომ მაესტრო თვითონ იყო. სასამართლო პროცესებზე, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი მრავალმილიონიან ჯარიმებს ითხოვდა, არც მაშინ მინახავს,” – აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

0 612

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა. განცხადება სასამართლოს საიტზეა გამოქვეყნებული. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის განცხადების საფუძველზე, რომ ტელეკომპანიის წილს დავით დვალს გადასცემს, განჩინების ნაწილი დვალის დროებით მმართველად დანიშვნის შესახებ გაუქმდა. რევაზ საყევარიშვილს კი შეუჩერდა დროებითი მმართველის უფლებამოსილება სასამართლოს ყველა ინსტანციაში განჩინების განხილვის დასრულებამდე.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენლების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებით, ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე.

სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებებით მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა დააფიქსირა პოზიცია – სასამართლო დავების მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, დავით დვალისათვის შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წილის ნაწილის გადაცემის თაობაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა.

დროებითმა მმართველებმა – დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა, სასამართლოში წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ მათი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქმნება ვაკუუმი შპს ‘’სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის’’ საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენლების საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს- ყოფილ მენეჯმენტს.

აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში”, – წერია განცხადებაში.

0 809

სასამართლოს მიერ დანიშნულმა “რუსთავი 2″-ის დროებითმა მმართველებმა – რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის “რუსთავი 2″-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.
“იმისთვის, რომ შეგვევსო არსებულ პერიოდთან დაკავშირებული ვაკუუმი – ჩვენ არ შევდივართ “რუსთავი 2″-ში, მათ კი არ აქვთ მმართველობის უფლებამოსილება, ჩვენ მივმართეთ თხოვნით დამფუძნებლებს, გამოეყოთ პირი, ვინც განახორციელებდა მართვას, რათა შეფერხება არ ყოფილიყო. მიუხედავად სრულიად არაადეკვატური პასუხისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ მიმართვაზე, რომ არ გვცნობენ საერთოდ, მაინც გადავდგით შემდეგი ნაბიჯი. მე ორი დღის წინ შევხვდი “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილს, ვისაუბრეთ ამ თემაზე, ავუხსენი ჩვენი პოზიცია, რომ თუ ორივე მხარე მართლა ვართ დაინტერესებული, დაძაბულობა არ მოხდეს და მშვიდ ტემპში გაგრძელდეს ყველაფერი, მე მზად ვარ, მას გადავულოცო ჩემი უფლებამოსილება.
დღეს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად განვახორციელეთ, მე და ბატონმა რეზომ ჩვენი უფლებამოსილება მივანიჭეთ ზაალ უდუმაშვილს.მას უკვე ეს უფლება მინიჭებული აქვს, რაც საჯარო რეესტრში რეგისტიებულია, ანუ ზაალ უდუმაშვილს სრულფსოვნად შეუძლია, განახორციელოს დროებითი მმართველის ფუნქცია”, – აღნიშნა დავით დვალმა.