18/11/2018 – 08:23
მთავარი მედია ანალიზი

გივი სიხარულიძემ “ობიექტივის” ეთერში სტუმრობისას, არაერთხელ გამოიყენა სექსისტური გამონათქვამები, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის წახალისების ნიშნებსაც შეიცავდა. იმავე გადაცემიდან ნაწყვეტი  Palitratv.ge-მაც გამოაქვეყნა,  რუბრიკაში „საზოგადოება“. 

გადაცემა ქალთა მიმართ ძალადობის წახალისების გარდა, მათი  სექსუალური ცხოვრების მიმართ სტერეოტიპების გაღვივებასაც უწყობს ხელს. სიხარულიძე ქალებს მოიხსენიებს ეპითეტით „ნახმარი“. ის ამბობს:

„მე ძალიან მძაგს ეს სვეცკი გოგოები. სვეცკი რა არის დღეს? ბოზი რომ ხარ. 200 ქმარი რომ გყავს გამოცვლილი, მაშინ გცემენ პატივს ეს, ბოდიშიდა, ხურუშიანი ბიჭები. მარა ვაჟკაცი ბიჭები ვინც არიან, იმათ ვენაცვალე მე, ვისაც ქართული ოჯახი უნდა, პატიოსან გოგოებს ეძებენ. ესენი ბოზებს ეძებენ. ეტყობა, არ შეუძლიათ არაფერი და 100-ჯერ ნახმართან უფრო მივლენ. ხოდა, აი ესენი ქმნიან დღეს, ეს სვეცკი ქალები. სვეცკი კი არა, ესენი დღეში 8-ჯერ უნდა სცემო“, – ამბობს სიხარულიძე.

გივი სიხარულიძის თქმით, ოჯახში დომინანტი მამაკაცი უნდა იყოს:

„რის გენდერული თნასწორობა? ოჯახში მამაკაცი მამაკაცი უნდა იყოს და თუ მამაკაცია ნაღდი ოჯახში, იმას არც ცოლის შეურაცხყოფა მოუწევს არასდროს და არაფერი, იმიტომ, რომ ის თავის ადგილზე ზის, როგორც კაცი და ქალმაც იცის მისი ფასი და იმ ქალის გულისთვის ეს კაცი თავს გასწირავს თავისი ცოლისთვის. და არა ეს ხურუშიანები დღეში რო ასჯერ ცილდებიან და მოყავთ და თუ სხვისი ნახმარი არ არის ასჯერ არ მოიყვანს იმიტომ, რომ სირცხვილია დღეს“, – ამბობს გივი სიხარულიძე.

„ობიექტივის“ წამყვანი რესპონდენტის გამონათქვამებს სიცილით ეთანხმება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

 

ავტორი: მაია წიკლაური

 

Palitra.tv-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სიუჟეტი სათაურით: “შემზარავი დანაშაული თბილისში: 29 წლის მამინაცვალმა 3 წლის გერი გააუპატიურა”.

 

სიუჟეტში 3 წლის გოგონას გაუპატიურების შემთხვევაზე დედა და ბებია დაწვრილებით საუბრობენ. ყვებიან იმის შესახებ, რომ მომხდარის შემდეგ ბავშვს მაღალი ტემპერატურა და ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. დეტალურადაა აღწერილი გაუპატიურების მეთოდიც. აღნიშნული ფაქტის შესახებ საუბრობენ მამინაცვლის მეზობლებიც.

 

სიუჟტი 7 წუთსა და 58 წამს გრძელდება და  მოთხრობილია 3 წლის გოგონას დედისა და მამინაცვლის პირადი ცხოვრების დეტალებიც. მასალაში ყველა რესპონდენტი დაფარულია. ნაჩვენებია დამნაშავის საცხოვრებელი კორპუსი და საცხოვრებელი ბინის კარიც, თუმცა არასრულწლოვნის იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

სიუჟეტი ერთ კონრეტულ შემთხვევას ეხება, პრობლემა არაა განზოგადებული და სიღრმისეულად წარმოჩენილი, წყაროებად მხოლოდ არასრულწლოვნის დედა, ბებია და მეზობლები არიან ჩაწერილები. სიუჟეტში ასევე გვხვდება სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის კომენტარიც, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ბავშის მდგომარეობაზე საუბრობს.

 

ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ პუბლიკაციებში გასათვალისწინებელია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელო მითითებები და პრინციპები:

 

“ჟურნალისტებმა ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალის გამოქვეყნებისას, საგულდაგულოდ უნდა აწონ-დაწონონ შესაძლო შედეგები და მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის ფაქტორი. მოერიდონ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების სენსაციურ და სტერეოტიპულ გაშუქებას პუბლიკაციების პოპულარობის მიზნით”.


ავტორი: ქეთევან კანდელაკი

 

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ 13 ივლისს გავიდა სიუჟეტი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების შესახებ. რესპონდენტის, გიორგი რეხვიაშვილის თქმით, 2011 წელს მან დიდუბე ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს იმდროინდელი უფროსის დავით სიდამონიძის მოთხოვნით, პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ავტომობილი გადასცა სანაცვლოდ კი მის შვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ციხიდან გათავისუფლდა.

სიუჟეტში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ გამოძიების თანახმად, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა კიდევ 2 მანქანა 2011 წლამდე პერიოდში მიისაკუთრა. მისი მფლობელი კი კუდის მაშინდელი უფროსი დავით ახალაია გახდა.

„იმედის“ ეთერში გასულ მასალაში არ ჩანს სიდამონიძის ან ახალაიას ან მათი წარმომადგენლის პასუხი სიუჟეტში აღწერილ ბრალდებებზე.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის

თანახმად, პირსრომლის მიმართ პროგრამაში ბრალდებები გამოითქვაუნდამიეცეს დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება.

 

ნატა ძველიშვილი 


 

გაზეთ „რეზონანსში“ (განყოფილება – „ბიზნეს რეზონანსი“) გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „საქართველო „ენჯეოების“ ალყაში“.

სათაური თავიდანვე განაწყობს მკითხველს არასამთავრობო ორგანიზაციების, ე.წ. „ენჯეოების“ მიმარ. სტატია ამავე პათოსით გრძელდება. მასალაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე საუბრობენ ავტორი და რესპოდენტები. თავად არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების პოზიცია კი არ ჩანს. ასევე არ ჩანს ჟურნალისტის მცდელობა, რომ დაკავშირებოდა რომელიმე მათგანს. გარდა ამისა, სტატია ხელს უწყობს საზოგადოებაში არასამთავრობო სექტორის მიმართ არსებული სტერეოტიპების გაღვივებას და მათ მიმართ ნეგატიური განწყობის გამყარებას.

სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში დაახლოებით 20 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა და მათი რიცხვი ყოველწლიურად 1500-ით იზრდება.

„სპეციალისტების ერთი ნაწილისთვის „ენჯეოების“ არსებობა პრობლემა არაა, თუკი მათი საქმიანობა შედეგზეა ორიენტირებული. ცუდი ისაა, რომ მათი მოღვაწეობა უმრავლეს შემთხვევაში უშედეგოა და მხოლოდ გრანტების მიღებას უკავშირდება. ამასთან, ასეთ ორგანიზაციებში მოღვაწეობა ერთგვარი ტრამპლინია ჯერ დიდ ორგანიზაციებში გადასვლისთვის და შემდეგ პოლიტიკაში მოხვედრისთვის“, – წერს სტატიის ავტორი

ის შენიშნავს, რომ საქართველოში არასამთავრობოთა რაოდენობა „არაადეკვატურად დიდია“, რაც რამდენიმე მიზეზითაა გამოწვეული. ერთერთი მთავარი მიზეზი კი ფინანსური ინტერესია.

ავტორი სტატიაში იმ რესპოდენტებს ეყრდნობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაცია კარგი არ არის. რესპოდენტები არიან: მასობრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია და „ფორ.გე“-ს რედაქტორი გია იაკობაშვილი.

არჩილ გამზარდია ირწმუნება, რომ არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების საქმიანობაში ერევა. ის ამბობს, რომ არასამთავრობოთა დიდი ნაწილი „ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიებია, რომლებსაც მხოლოდ ფორმალურად გააჩნიათ არასამთავრობოების სტატუსი“ და ისინი ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებული.

ფულის შოვნის იოლ მეთოდს უკავშირებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, გია იაკობაშვილიც. ისიც ამბობს, რომ ასეთ ორგანიზაციებში მუშაობა, ტრამპლინია დიდ პოლიტიკაში მოსახვედრად.

„ნებისმიერ საკითხზე, რომელიც საზოაგდოებას აღელვებს და რაზეც მედია ამახვილებს ყურადღებას, კომენტარებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკეთებენ. უცხოური დელეგაციები რომ ჩამოდიან, ისინიც სწორედ ამ ხალხს ხვდებიან. არასამთავრობოების წევრები არ გამოირჩევიან არც ინტელექტით, არც პროფესიული გამოცდილებით და ამ დროს კი მათ საზოგადოებაში სერიოზული ადგილი უკავიათ, ჭკუას ეკითხებიან, მათ აზრს ითვალისწინებენ. ამასთან, მოგზაურობენ, გადაადგილდებიან კარგი მანქანებით, აქვთ კარგი შემოსავალი და სოციალური სტატუსი.რიგითი ადამიანები მათ რომ უყურებენ, უჩნდებათ სურვილი, რომ მათაც მიაღწიონ წარმატებას და ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა იშოვონ ფული. “ენჯეოები” რომ იდეის გარშემო იქმნებოდეს, არ გვეყოლებოდა ერთი და იგივე საკითხზე მომუშავე ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია. სრულიადაც არა! მათ უნდათ ცალკე შექმნან, თავად ერქვათ “თავმჯდომარეები” და ამ გზით გაიკაფონ გზა – ჯერ მედიაში გამოჩნდნენ, მერე დაირქვან ექსპერტები და საბოლოო ჯამში კი პოლიტიკაში გადაინაცვლონ”, - ამბობს იაკობაშვილი.

სტატიაში კონკრეტულად არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის დასახელებული, რაც მასში წამოჭრილ პრობლემას განაზოგადებს და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, როგორც ფულის საჭრელ მანქანას, რომელიც კარიერული ტრამპლინისთვის იქმნება. სტატიაში, არც ავტორისა და არც რესპონდენტების მხრიდან, წარმოდგენილი არ არის განსხვავებული მოსაზრებები არასამთავრობო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით.

,,შენი მედია გუნდი” აქვყენებს, www.mediachecker.ge -ზე გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც უშუალოდ  ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტს უკავშირდება. 


28 ივნისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა გადაცემა „იმედის კვირა“, რომლის ერთი ნაწილი ციხეში გარდაცვლილ სერგო თეთრაძის საქმეს ეხებოდა. გადაცემის მსვლელობისას, სიუჟეტში ახლო ხედით  აჩვენეს თეთრაძის გვამი, სხეულის დაზიანებები. ანონიმური წყარო კი ყვებოდა, პატიმრის გაუპატიურების დეტალებს
ამყვანმა აუდიტორია გააფრთხილა, რომ სიუჟეტი მძიმე კადრებს შეიცავდა. მასალა ეთერში 21:03 წუთზე გავიდა.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“  კრძალავს ძალადობის ამსახველი  მასალის საღამოს ეთერში გაშვებას:„ძალადობის ან მისი შედეგების ამსახველი კადრებიაგრეთვე ძალადობის, როგორც ვიზუალურიისე ვერბალურიაღწერის გადაცემაუნდა იყოს ჯეროვნად რედაქტირებული 23:00 საათამდეგარდა იმშემთხვევისაროცა ესგამართლებულია შესაბამისი კონტექსტით“.

 

“მარაოს” გადაცემა  “ერთგულების ტესტი” თავისი ფორმატით დამაინტრიგებელია, თუმცა იდეის სათავე იმ სტერეოტიპიდან მომდინარეობს, რომ მამაკაცებს  ერთგულება და მონოგამიურ ურთიერთობაში ყოფნა უჭირთ. ეს გადაცემაც, ექსპერიმენტის სახით, ამ მოსაზრების მართებულობის გადამოწმებას ცდილობს. თუმცა საკითხავია “ერთგულების ტესტი” ზემოთხსენებულ სტერეოტიპს ამსხვრევს თუ ამყარებს?

2015 წლის 5 მაისის “ერთგულების ტესტი” კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს. ამ შემთხვევაში ექსპერიმენტმა თავის კულმინაციას მიაღწია და  სრულიად საქართველომ ტომას ჯელეკისა და მარი ბაბეტას სექსი იხილა. ეპატაჟურობა რომ პოპულარობის მოპოვების უმოკლეს გზად იქცა, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლეს აღარ წარმაოდგენს. მაგრამ სად გადის ზღვარი?

საინტერესოა წინასწარ აფრთხილებენ თუ არა მსხვერპლთან შესაგზავნ ქალბატონებს რისი უფლება აქვთ და რისი არა? თუ გოგოები თავად ირჩევენ ინტიმური სიახლოვის ზღვარს? მარი ბაბეტას გადაწყვეტილება, რომ კამერის თანდასწრებით სქესობრივი აქტი დაემყარებინა, ექსკლუზიურად მისია თუ უნდა ვიფიქროთ, რომ მისი წინამორბედებიც მსგავსად მოიქცეოდნენ თუკი ექსპერიმენტი შორს წავიდოდა? ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაცემის ყველა მონაწილეს და მათ გადაწყვეტილებებს. მაგრამ რადგანაც დაისვა კითხვა, თუ რას იზამდნენ სხვა გოგოები, ეს უკვე ირიბი უპატივცემულობაა გადაცემის მხრიდან მათ მიმართ.

რა თქმა უნდა, ეჭვიც არ გვეპარება, რომ “მარაო” მონაწილეთა თანხმობის გარეშე, არცერთ ფარულ ჩანაწერს არ გაუშვებს ეთერში, თუმცა მაყურებელზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? ერთი შეხედვით გასართობი, სკანდალური გადაცემა რა გავლენას შეიძლება ახდენდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმიბრებაზე? რატომ ვამოწმებთ მამაკაცებს ერთგულებაზე? რატომ ვაკეთებთ ამით აქცენტს ერთი კონკრეტული სქესის ქცევაზე? როგორი იქნება მოზარდების რეაქცია, როდესაც ისინი მსგავსი ტიპის მესიჯებს იღებენ მედია საშუალებიდან?

სამწუხაროა, რომ ჩვენც იმ დიდი გამოხმაურების ნაწილი გავხდით, რომელიც ამ გადაცემის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა. არ ვიცით რამდენად რეალურია თუ დადგმული ეს შოუ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უამრავი კითხვა გაგვიჩნდა და  არ შეგვეძლო ჩვენი კომენტარი არ გაგვეკეთებინა.

საბედნიეროდ “ერთგულების ტესტი” საღამოს ეთერში გადის და ტომას ჯელეკისა და მარი ბაბეტას სქესობრივი კავშირი ბევრ არასრულწლოვანს არ უნახავს. მაგრამ ღამის 9 საათი არც ისე გვიანი დროა 15-17 წლის მოზარდებისთვის.  18+ მითითებაც ადევს აღნიშნულ გადაცემას, თუმცა მოგმართავთ თხოვნით, რომ YOUTUBE-ის სივრცეშიც და MYVIDEO-ზეც დაადოთ ასაკობრივი ზღვარი, რადგან ამჯერად ეს ვიდეო ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 

პატივისცემით,

“საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია”

თოქ-შოუს  ანალიზისთვის შევარჩიე  ტელეკომპანია ,,იმედის“ გადაცემა ,,რეაქცია“ 26 დეკემბრის გამოშვება. (გადაცემის ჩანაწერის სანახავად მიყევით ბმულს) http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedihq

გადაცემის წამყვანი გახლდათ ინგა გრიგოლია, ხოლო სტუმარი, საქართველოს პრეზიდენტი- გიორგი მარგველაშვილი. ინტერვიუ გაგრძელდა   60      წუთის განმავლობაში, ინტერვიუ წარმოებდა პირდაპირ ეთერში, გადაცემის წამყვანიცა და სტუმარიც იმყოფებოდნენ სტუდიაში.

სანამ ინგა გრიგოლია ინტერვიუს დაიწყებდა გარკვეული შესავალი გააკეთა. ქვემოთ  მოცემულია ყველა ის ტექსტი, რაც გადაცემის წამყვანმა გამოთქვა გადაცემის მსვლელობისას. უფრო ქვევით კი კონკრეტულად  ამ გადაცემაში პრეზიდენტის მისამართით დასმული კითხევბის ანალიზის შესახებ ვისაუბრებ.

       შესავალი ტექსტი:

  • გადაცემას რამდენიმე წამში საქართველოს  პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გახსნის, როგორ აფასებს 2014 წელს? პრაქტიკულად  ოპოზიციონერი პრეზიდენტი, რომლის დადებული ვეტოს დასაძლევად, მოსმენების შესახებ, უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა. რა რეაქცია ჰქონდა სტრასბურგში, მიხეილ სააკაშვილის დანახვაზე  ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას და რატომ არ მისცეს იქ სიტყვა. რატომ ხვდება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს და ხომ არ ნიშნავს, ეს ფაქტი იმას, რომ პრეზიდენტი საკუთარ მხარდამჭერ პარტიებს იკრებს გარშემო, ოცნებასთან დაპირისპირების ფონზე, რომელთა შორის ,,ნაციონალური მოძრაობაც “  შესაძლებელია იყოს. რას აპირებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურასთან დაკავშირებით? თუ უმრავლესობა მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. როცა ალასანია გადადგა და პრეზიდენტმა ამის გამო, საგანგებო მთავრობის სხდომის მოწვევა მოითხოვა, რატომ არ მოიწვიეს ეს სხდომა? რა კომენტარს გააკეთებს პრემიერის დღევანდელ განცხადებებზე  და იქ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი?  რას იტყვის უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებზე, აპირებს თუ არა შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან და მთავარი კითხვა, როგორ ფიქრობს შეუსრულა თუ არა ხელისუფლებამ ხალხს  დანაპირები, რომელიც 2012 წლის არჩევნების  წინ გასცა. როგორ ფიქრობს გაუარესდა  თუ გაუმჯობესდა ქართული ოჯახების ეკონომიკური მდომარეობა. საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვ სტუდიაში, რომელსაც სულ მალე მეორე შვილი ეყოლება და აქვე მივულოცავ ქალიშვილის გაბედნიერებას.
  • საღამო მშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გთხოვთ დაბრძანდეთ, ისე დაემთხვა, რომ თქვენ აღმოგაჩნდათ ძალიან კარგი ფეხი, სხვისთვის არ ვიცი, ხელისუფლებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ  ჩვენი გადაცემისთვის კი, იმიტომ რომ სეზონის პირველი  გადაცემის მთავარი სტუმარი იყავი და სეზონის ბოლო გადაცემის ასევე პირველი სტუმარი ხარ. წლის ბოლოს უნდა შევაჯამოთ განვლილი წელი და მე მინდა ვრცელი ინტერვიუ ავიღო, დღეს, ჩემი სამივე რესპოდენტისგან, რომელთაგან ორი, იყო ხელისუფლების წევრი და დღეს ოცნებასთან აშკარად ღია დაპირისპირება აქვს, პირველი- ეს არის საქართველოს პრეზიდენტი და მეორე- არის ირაკლი ალასანია.
  • არა? აბა რას ნიშნავდა ჩაგდებული ვეტო?ამაზე მოგვიანებით მიპასუხეთ.
  • კი, ბატონო, ამაზე ჩვენ ყველამ დეტალურად უნდა ვისაუბროთ, მანამდე კი მე მინდა ჩვენი ინტერაქტივის შეკითხვას გასცეთ პასუხი, ბატონო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ, ამ განვლილმა წელმა, 2014 წელმა,  ქართული ოჯახები ეკონომიკურად წელში გამართა, ეს იყო ,,ქართული ოცნების“ დაპირება, ჩვენს ანონსში იყო ბიძინა ივანიშვილის მთავარი განცხადება: ,,პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მოსვლის შემდეგ ყველას ექნება საშუალება,  იზრუნოს საკუთარ ოჯახზე“ ხალხს გაუმართლა , ეკონომიკურად უკეთესად არიან, უარესად თუ არ შეცვლილა მათი მდგომარეობადა რას იტყვის პრეზიდენტი?
  • ღმერთმა ქნას, მე ვარ ერთერთი ის ადამიანი, რომელიც მთელი გულითა და ყველანაირად მხარს უჭერს იმას , რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს ნამდვილად ევროპისკენ და ამასთან დაკავშირებით… სწორედ ეკონომიკიდან გამომდინარე და სწორედ იმის გამო , რომ  ადამიანების პირად ცხოვრებაზე აისახოს ის წარმატება, დავუშვათ რასაც ქვია ევროპული ორიენტაცია, ქვეყნის და იგივე ის რატიფიცირება, რომელსაც თქვენ ესწრებოდით. რამდენიმე წუთში დაგისვამთ ამაზე კითხვას, მანამდე ისევ ამ თემაზე მინდა, თქვენ ამბობთ რომ რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ჯერ ისევ მძიმეა. პრეზიდენტი რას მისცემდა ხმას, რომელ პასუხს, უკეთესობისკენ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა, უარესობისკენ თუ არ შეცვლილა?
  • და ის დაპირება, რომელსაც ჩვენ ვისმენდით, არჩევნების წინ, 2012 წლის არჩევნების წინ, თქვენ ჯერ არ იყავით მაშინ პრეზიდენტი, მაგრამ იყავით იმ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და ბიძინა ივანიშვილის მაშინდელი ფავორიტი, ყველას ექნება საშუალება იზრუნოს თავის ოჯახზე, აქვს დღეს ყველას საშუალება იზრუნოს თავის ოჯახზე?თქვენ გისმენთ ახლა უამრავი ადამიანი, პრეზიდენტის პასუხი როგორია?  შეასრულა ეს დაპირება, მთავარი დაპირება, თქვენმა გუნდმა?
  • კი, ბატონო, მაგრამ მაყურებლის უმეტესობა ამბობს , რომ მათი მდგომარეობა, უარესობისკენ შიცვალა, ჯერჯერობით ათი წუთია რაც ჩვენი ეთერი დაიწყო და მე არ ვიცი, როგორ შეიძლება შეიცვალოს?
  • კი ბატონო პოზიტიური, რაზეც ეხლა თქვენ საუბრობთ და იმედის მომცემი , მაგრამ აი ეხლა, რომ შევთანხმდეთ ახალი წლის წინ, ჩვენ კვირას გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა სხვათაშორის, როგორ ხვდება ჩვენი მოსახლეობა ახალ წელს, ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს.( ერთი თემიდან მორეზე გადადის საკმაოდ დამახინჯებული ტერმინებით) მე მინდა პრეზიდენტის პასუხი მოვისმინო დღეს, ის რაც ხდებოდა საქართველოს პარლამენტში, ის მუშტი-კრივი, დედის გინება, თავში ნივთების  ჩარტყმა დეპუტატების მხრიდან ერთმანეთისთვის, როგორ ფიქრობთ რა სურათს დებს?თქვენი შეფასება როგორია? ხალხი ამას უყურებს ტელევიზორში, მაშინ როცა არ იცის, როგორ იშოვოს სამუშაო ადგილები, მაშინ როცა არ იცის როგორ გამოკვებოს საკუთარი ოჯახი, ადეკვატურია დღეეს ქართული პოლიტიკა, იმ პრობლემებისა, რაც რეალურად ქვეყანაშია?
  • ან განიცდიდა ან არა, მაგალითად მე დღეს აღმოვაჩინე ზვიადაურის ფუნქცია პარლამენტში, როგორ გადახტა და როგორ ჩაერთო  ომში, ეს ცოტა სარკაზმით, ასევე ვიტყოდი ბობოხიძეზეც, ანუ ორივე მხარეს მაგრამ, არ ვიცი შეიძლება მოსწონთ კიდეც საკუთარი თავი.
  • რა არის თქვენთვის გადადგმული, პოზიტიური ნაბიჯები გარდა იმ ჩამონათვალისა , რაც წეღან გააკეთეთ? შემიჯამეთ 2014 წლის პოზიტივები, თქვენთვის როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის.
  • რა მოიგო ხალხმა?
  • რა იყო მინუსი ამ წლის, რასაც თქვენ ელოდით, თქვენივე გუნდისგან , წეღან მითხარით ხაზგასმით, რომ სულაც არ ვარო დაპირისპირებულიო? ანუ თქვენი გუნდი არ არის ოცნება? შევთანხმდეთ ამაზე?
  • პირდაპირ , რომ მითხრათ თქვენი გუნდი არის ,,ქართული ოცნება“ თუ არა?
  • კი, მე იმედი მაქვს, თქვენგან ყოველთვის პირდაპირ პასუხებს ვიღებ ხოლმე ამ ეთერში.
  • და რა მივიღეთ, ამ მოსმენებით, რა დააკანონეს? თქვენი ვეტოს დასაძლევად, იყო დიდი ამბავი პარლამენტში, დეპუტატების გამოძახება, საგანგებო დაბარება, რომ ერთი ხმაც კი არ უნდა დაკლებოდა და რა მივიღეთ? რას იტყვის პრეზიდენტი?
  • ისევ გვისმენენ დღეეს?
  • თქვენ არა, მაგრამ ისევ გვისმენენ? თქვენც გისმენენ ალბათ თუ გვისმენენ.
  • ანუ იგივე, პრობლემები არის , რაც იყო მაშინ როცა მოდიოდით ხელისუფლებაში?
  • მე მოვისმინე თქვენი სიტყვა დეტალურად, ნამდვილად იყო ის პათოსი, ანუ დღეს,  ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, ორ წელიწად ნახევრის შემდეგ იგივე რიტორიკა გიწევთ?
  • ვეტო კიდევ ბევრჯერ შეიძლება დაიძლიოს, აი წინ გაქვთ მაგალითად უზენაესი სასამართლოს თემა, ბატონო გიორგი, თებერვალში კოტე კუბლაშვილს, გასდის ვადა, უნდა წარადგინოთ თქვენ კანდიდატურა, როგორ ფიქრობთ პარლამენტი, რომელიც დაირაზმა იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაეძლიათ,დაამტკიცებს თქვენს შეთავაზებულ კანდიდატურას?  ანუ ხელისუფლება მიიღებს იმ კანდიდატურას, რომელსაც პრეზიდენტი მისცემს?
  • გებრძვიან, არა- რა არა, ეგრე გამოდის.  არა წინ კიდევ ერთი სერიაა უზენაესი სასამართლო.
  • კი, მაგრამ გიპირისპირდებიან.
  • ანუ, უზენაესზეც ეს მოხდება ? ჩააგდებენ და მერე დაამტკიცებენ?
  • ვნახოთ, ვნახოთ დაველოდოთ პროცესებს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თებერვალი გველის წინ, უზენაესი სასამართლო ერთადერთი ძველი ხელისუფლებიდან შემორჩენილი დარჩა, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო, ერთი კითხვა უნდა დაგისვათ.
  • ეხლა წარმოებს სამართალი პოლიტიკური ნიშნით? რეზოლუციასაც თუ გავიხსენებთ, იგივე, ევრო საბჭოსას, პრეზიდენტი ამას შმთხვევით არ ამბობს ხოლმე, ეხლა ანუ პოლიტიკური ნიშნით ხდება, ისევ ის პროცესები, თუნდაც რომ გავიხსენოთ წინა ხელისუფლების, წარმომადგენელების  დაპატიმრებები, დაჭერები და ასე შედეგ.
  • ანუ, ამჟამინდელი ხელისუფლება არ აკონტროლებს ამ პროცესებს?
  • ალასანიას სკანდალი აბა რა იყო?
  • ანუ სასამართლოზე მიბმული არის, თქვენ ახსენეთ , რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა ამ ქვეყანაში, დღეს ისევ არის თუ არა? თუნდაც იგივე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე, თუნდაც იგივე ადამიანი , პოლიტიკური პარტია ლიდერი ყოფილი თავდაცვის მინისტრი და სკანდალი, რომელიც ირაკლი ალასანიას გარშემო განვითარდა. მათ თქვეს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. თქვენ რას იტყვით არის თუ არა?
  • ზოგადი პასუხია.
  • ამ შემთხვევაში არ დაგინახავთ? არცერთი საქმის დროს? ალასანიას გარემოცვის დაპატიმრება, მანამდე წინა ხელისუფლების წარმომადგენელბის. ანუ არ დაგინახავთ პოლიტიკური ნიშნით?
  • ალასანიას შემთხვევაში აპრიორი, არის თუ არა პოლიტიკური, არ შეიძლება რომ ვთქვათ?
  • მაშინ რატომ მოინდომეთ მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევა, როდესაც ირაკლი ალასანია მოხსნეს პოსტიდან, თქვენ იყავით ადამიანი, პრეზიდენტი,  გამოვიდა მოითხოვა საგანგებო სხდომა, რომელიც არ მოუწვევიათ, ანუ თქვენც კითხვის ნიშნები გქონდათ ხო?
  • ბიძინა ივანიშვილი ძალიან დეტალურად იცნობს,მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილმა რომ დეტალურად ისაუბრა?
  • ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ეხლა საუბრობდით აი ამ  სხდომაზე, რომელიც არ იყო მოწვეული, ესეიგი თქვენც გაგიჩნდათ კითხვები, ქვეყნის კურსთან დაკავშირებით?
  • ოპონენტები, დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებენ, სწორედ საგარეო კურსზე, ორიენტაციასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი სკანდალი, რაც მოხდა თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელსაც მოჰყვა დიდი პროტესტი ქვეყნაში , უკრაინაში დაღუპულ ქართველ მეომართან დაკავშირებით. თქვენ გააკეთეთ განცხადება, თქვენ ფიქრობთ ესე იგი, რომ თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის სამინისტროს მაშინ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომ ეს მეომრები აყოლილები არიან,  სააკაშვილის პროვაკაციას?
  • ბატონო გიორგი, უსმინეთ დღეს,ირაკლი ღარიბაშვილის პრესკომფერენციას?
  • კი, ბატონო თუმცა, ქვეყანა  რომელსაც  2008 წელს ბომბავდა რუსეთი, როდესაც კეთდება ასეთი ტიპის განცხადება, რომ იქ მებრძოლი მეომრები დავუშვათ აკეთებენ თურმე, სააკაშვილისა და ,,ნაციონალური მოძრაობის“ საქმეს და მათ  პროვოკაციას არიან აყოლილები, ბუნებრივია, რომ მღელვარებას გამოიწვევდა.
  • თქვენი აზრი როგორია, იქ მებრძოლ ქართველ მებრძოლებთან დაკავშირებით?
  • მე, წეღან გკითხეთ თქვენ თუ უსმინეთ-თქო ირაკლი ღარიბაშვილის პრესკომფერენციას, ერთ-ერთი ხმაურიანი შეკითხვა, უფრო სწორად სიტუაცია დაიძაბა, ხმაური იყო ერთგვარი, არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი, როდესაც დაუსვა  ეს შეკითხვა პრემიერს ჩემმა კოლეგამ, მე ვთვლი რომ ეს კი კითხვა არის ყველა რესპოდენტთად დასასმელი, თუნდაც დილამდელი პრესკომფერენციიდან გამომდინარე, რას იტყვის საქართველოს პრეზიდენტი, არის თუ არა პუტინი დღეს , საქართველოს მტერი?
  • მიწვეული ხართ პუტინთან, დაპატიჟებული ხართ პუტინთან შესახვედრათ…
  • შეხვდებით  პუტინს?
  • სხვა ეხლა ღვინის დასალევად არ მიგიწვევთ, თუ შეხვდებით საქმეზე უნდა ისაუბროთ რასაკვირველია, ანუ თქვენ ფიქრობთ,  არის დასაშვები რომ თქვენი შეხვედრა შედგეს მასთან.
  • სამი კითხვა უნდა დაგისვათ კიდევ და სტუდიაში უკვე თქვენს შემდეგ ირაკლი ალასანიას მოვიწვევ,  თემა ნომერი პირველი თქვენ ბრძანეთ, რომ თუ იქნება ესეთი თემები და ასე შემდეგ, ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი და თუ იქნება შემოთავაზება,  ესე ჩავთვალოთ.
  • ბატონო პრეზიდენტო, რას იტყვით სტრასბურგში თქვენს ვიზიტთან დაკავშირებით, თქვენ ახსენეთ რამდენჯერმე იქ თქვენი ჩასვლის მნიშვნელობა, რატიფიცირების მნიშვნელობა და ასე შემდეგ, რატომ არ მოგქცეს სიტყვა ევროსაბჭოში, როგორ მოხვდა იქ საქართველოს პრეზიდენტი , იმიტომ რომ იყო უზარმაზარი დაპირისპირება, თქვენსა და სახელისუფლებო გუნდს შორის, თავის დროზე ვინ მოაწერდა ხელს და როგორი იყო თქვენი რეაქცია , როდესაც ევრო საბჭოში დაინახეთ მიხეილ სააკაშვილი, არც მეტი არც ნაკლები?
  • არა როგორ არ მაინტერესებს, რატომ გგონიათ რომ არ მაინტერესებს, ჩემი ქვეყნის  განვითარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი?
  • რას ნიშნავს არავინ არ მიდის? ეს რაღაც სიახლეა.
  • ვისგან გაიგეთ?
  • რატომ არ მიდიოდა არავინ?
  • ანუ, ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ წასულიყვნენ სტრასბურგში?
  • იყო ამის საფრთხე, რომ სააკაშვილს ჩაებარებინა?
  • ისე სააკაშვილის როლი თუ არის ამ რატიფიცირებაში?
  • ანუ, მთელ ამ გზაში რაც გავიარეთ და საბოლოოდ ხელშეკრულების ხელმოწერით დამთავრდა.
  • სააკაშვილმა , თქვა რომ არ ეცალა მარგველაშვილთან შესახვედრად, ესეც მოვისმინეთ.
  • ეს საინტერესო პასუხი იყო, მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესო იყო, პრეზიდენტმა განაცხადა ორიოდე წუთის წინ, რომ  იგი სტრასბურგში აღმოჩნდა იმიტომ რომ იყო საფრთხე საქართველოს ხელისუფლებიდან, საერთოდ არავინ არ ყოფილიყო.
  • ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ და დაგემშვიდობოთ, თქვენ ბრძანეთ , რომ მე არ ვარო ღია დაპირისპირებაში ოცნებასთანო, მაშ რატომ ხვდებით, ყველა პარტიას, რა იყო ამ თქვენი შეხვედრების მიზანი? ეძებთ პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში და მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაშიც?
  • ჩემს ყველა კითხვაზე რატომ გეღიმებათ? რამე არასერიოზულ კითხვას ვსვამ?
  • მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ვიდრე დაგემშვიდობებით, თქვენ ბრძანეთ რომ ხელისუფლებას იქ  წასვლა არ ჰქონდაო გადაწყვეტილიო, მაშ როგორ მოხვდა იქ თამარ ბერუჩაშვილი, ქალბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მე ვერასდროს ვერ მოვიწვიე ამ სტუდიაში, მქონდა ამ შეკითხვების დასმის სურვილი მისთვის გამგზავრებამდეც, მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა, მაშ როგორ მოხდა ღარიბაშვილმა თქვა ჩვენ გავუშვითო პრეზიდენტიო ხო?
  • ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა რომ გისურვოთ წარმატება და იმედია ასევე ბედნიერი იქნება თქვენი ფეხი 2015 წელს უკვე, ახალი წლებისთვის შეწყალება, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან იგეგმება, ხომ არ ველოდოთ ემზარ კვიციანის შეწყალებას? მეუბნებიან საეთეროდან არ ვიცი, ეტყობა ძალიან ბევრი ზარია შემოსული.

 

აღნიშნული გადაცემის ყურების შემდეგ  , ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ მეტ-ნაკლებად ობიექტურად წარმართა გადაცემის წამყვანმა, მას ჰქონდა წინასწარ მომზადებული კითხვები და ასევე სვამდა კითხვებს ინტერვიუს მსვლელობისას. გადაცემის წამყვანმა შესავალ ნაწილში დასმული ყველა საკითხი განიხილა პრეზიდენტთან გადაცემის მსვლელობისას, დასვა წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვები. თუმცა ასევე აღსანიშნავია  მისი შეფასებითი წინადადებები მტკიცებით ფორმაში მაგალითად : ,,პრაქტიკულად  ოპოზიციონერი პრეზიდენტი“ ; ,, სხვისთვის არ ვიცი, ხელისუფლებაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ  ჩვენი გადაცემისთვის კი“

წამყვანის შეფასებით პრეზიდენტი წარმოდგენილი იყო, როგორც ხელისუფლებასთან დაპირისპირებული სუბიექტი. წამყვანი მუდმივად უნდა ცდილობდეს მისი აზრები ნაკლებად იყოს დაფიქსირებული გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან როდესაც გარკვეულ შეფასებას აკეთებ მტკიცებით ფორმაში, მაშინ ეს ინფორმაცია უტყუარი უნდა იყოს. წამყვანი არ აცლიდა რესპოდენტს კონკრეტულ კითხვაზე ამომწურავი პასუხების გაცემის საშუალებას, ის შეეხო ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, თუმცა  გადაცემიდან ისე ჩანდა, რომ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხები თვითონ ჟურნალისტმა უკვე იცოდა. ინგა გრიგოლიამ რამდენჯერმა, დასვა ირონიული შეკითხვა, იყო  სარკაზმიც – გადაცემის წამყვანმა ეს თვითონაც აღნიშნა ,, ან განიცდიდა ან არა, მაგალითად მე დღეს აღმოვაჩინე ზვიადაურის ფუნქცია პარლამენტში, როგორ გადახტა და როგორ ჩაერთო  ომში, ეს ცოტა სარკაზმით“

,,სხვა ეხლა ღვინის დასალევად არ მიგიწვევთ, თუ შეხვდებით საქმეზე უნდა ისაუბროთ რასაკვირველია“

ინგა გრიგოლია ცდილობდა გადაცემის მსვლელობის დროს, პრეზიდენტისგან მოესმინა ის, რომ იგი დაპირისპირებულია ,,ქართულ ოცნებასთან“  –

  • , , წეღან მითხარით ხაზგასმით, რომ სულაც არ ვარო დაპირისპირებულიო? ანუ თქვენი გუნდი არ არის ოცნება? შევთანხმდეთ ამაზე? (არა ლოგიკური კითხვა, პრეზიდენტი პასუხობს, რომ არ ვარ დაპირისპირებული ,,ქართულ ოცნებასთან“ და განუმარტა, რომ არის შეუთანხმებელი საკითხები, ამის შემდეგ მაინც ეკითხება იმას რაზეც პასუხი გასცა რესპოდენტმა.
  • პირდაპირ , რომ მითხრათ თქვენი გუნდი არის ,,ქართული ოცნება“ თუ არა?
  • ასევე ბრძანებლური ტონი : ,,გებრძვიან, არა- რა არა, ეგრე გამოდის.  არა წინ კიდევ ერთი სერიაა უზენაესი სასამართლო“  ,, კი, მაგრამ გიპირისპირდებიან“.
  • გებრძვიან არა, რა არა ეგრე გამოდის.  ( აქ წამყვანის ტონი ცდება ჟურნალისტის ეთიკის ნორმებს, რადგან  ის ცდილობს საკუთარი აზრის მოხვევას საზოგადოაბაზე, ირონიული ტონიც მიუღებელია ამ შემთხვევაში),,კი, მაგრამ გიპირისპირდებიან“ ( ამ შემთხვევაშიც ის განაგრძობს მტკიცებით ფორმაში საუბარს და პასუხის მიუხედავად დასკვნას აკეთებს)
  • გამოყენებული ხშირად ,,ანუ ‘’ რის შემდეგაც წამყავნი ზოგჯერ არასწორ ფორმულირებას უკეთებდა მის კითხვებზე გაცემულ პასუხებს.
  • ასევე ადგილი ჰქონდა  ისეთი ჩამოუყალიბებელი კითხვების დასმას როგორიც არის:
  • ,,კი ბატონო პოზიტიური, რაზეც ეხლა თქვენ საუბრობთ და იმედის მომცემი , მაგრამ აი ეხლა, რომ შევთანხმდეთ ახალი წლის წინ, ჩვენ კვირას გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა სხვათაშორის, როგორ ხვდება ჩვენი მოსახლეობა ახალ წელს, ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან უჭირს“ ,,მე მინდა პრეზიდენტის პასუხი მოვისმინო დღეს, ის რაც ხდებოდა საქართველოს პარლამენტში, ის მუშტი-კრივი, დედის გინება, თავში ნივთების  ჩარტყმა დეპუტატების მხრიდან ერთმანეთისთვის, როგორ ფიქრობთ რა სურათს დებს?თქვენი შეფასება როგორია?“ ( ბუნდოვანი და გაურკვეველი გადასვლაა კონკრეტული საკითხიდან სხვა საკითხზე)
  • ,,სამი კითხვა უნდა დაგისვათ კიდევ და სტუდიაში უკვე თქვენს შემდეგ ირაკლი ალასანიას მოვიწვევ,  თემა ნომერი პირველი თქვენ ბრძანეთ, რომ თუ იქნება ესეთი თემები და ასე შემდეგ, ჯერჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი და თუ იქნება შემოთავაზება,  ესე ჩავთვალოთ.“  ( გაუგაუგებარია რომელ თმებს გულისხმობს, უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო როცა ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს და უამრავი მაყურებელლის წინაშე)

აღნიშნული გადაცემიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ,  რომ გადაცემა მეტ-ნაკლებად ობიექტურად წარიმართა, თუმცა იყო დარღვევები, რომელზეც  ზემოთ უკვე ვისაუბრე.

 

ავტორი: მარიამ ქობულია