25/09/2017 – 10:11
მთავარი მედია ანალიზი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის გაშუქებით. სასამართლოში საქმის განხილვის შესახებ მომზადებულ მასალებში ბევრი ისეთი დეტალი გასაჯაროვდა, რაც არ შეიცავდა საზოგადოებრივ ინტერესს.

აღსანიშნავია, რომ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მედია ფრთხილად მოეკიდოს ამ თემის გაშუქებას, რათა უნებურად არ გახდეს რომელიმე მხარის ინტერესების გამტარებელი ანდა მანიპულაციის ობიექტი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო რეკომენდაციით მიმართავს მედიასაშუალებებს:

  • დაიცვან როგორც მსხვერპლის ოჯახის წევრთა, ისე ბრალდებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
  • თავი შეიკავონ ბრალდებულის და შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა პირთა ცხოვრების ისეთი დეტალების გასაჯაროვებისგან, რომელიც საქმესთან კავშირში არ არის და არ წარმოადგენს საზოგადოებრივ ინტერესს

25 ოქტომბრის განსხვავებული აქცენტები” ე.წ. ციხის კადრებს” ეხებოდა. გადაცემის მიხედვითსწორედ ბედუკაძე იყო ის ადამიანივინც თანამზრახველებთან ერთად თავად დგამდა წამების კადრებს და არა მხოლოდ იღებდა, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა კიდეც პატიმრების წამებაში.

გადაცემის პირველ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ ამ კადრებში მონაწილე პირებს ან არაადეკვატურად დაბალი სასჯელი მიესაჯათ, ან საერთოდ გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან:

“ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით საქართველოს ხელისუფლება და მაშინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების წინააღმდეგ წავიდნენ, ისევე, როგორც, ზოგადად, საღი აზრის, სამართლიანობისა და საზოგადოების მოთხოვნის წინააღმდეგ, რომელიც პატიმრების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვდა”, – ამბობს ჟურნალისტი. გადაცემის ბოლო ნაწილში კი აღნიშნავსრადგან ბედუკაძე სრულად გათავისუფლდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მის თანამზრახველს მხოლოდ ცხრათვიანი პატიმრობა მიესაჯა, ეს ოცნების ხელისუფლებასა და ბედუკაძეს შორის დადებულ გარიგებაზე მეტყველებს.

გადაცემაში არ ისმის საგამოძიებო უწყებების ოფიციალური ვერსია, რის გამოც ბედუკაძე სასჯელისგან გათავისუფლდა.

კიდევ ერთი ადამიანი, ვის წინააღმდეგაც გადაცემაში ბრალდებებია გამოთქმულიმედიაკავშირ “ობიექტივის” დამფუძნებელი ირმა ინაშვილია. გადაცემის მიხედვით, ციხის კადრებთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაში ინაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ გავრცელდა კადრები სრულად. ინაშვილის ჩვენებაში წერია, რომ კადრების მხოლოდ ის ნაწილი დადეს, სადაც წამება და სადიზმი იყო აღბეჭდილი, ხოლო ის ნაწილი სადაც დიალოგებია, ჩათვალეს რომ საინტერესო არ იყო.

ჟურნალისტი კი ამტკიცებს, რომ “რეალური მიზეზი, რის გამოც ეს ვიდეომასალა არ გამოქვეყნდა, იყო ის, რომ მასში ისმის ერთი ადამიანის ხმა, ეს ადამიანი ვლადიმერ ბედუკაძეა, რითიც მტკიცდება, რომ ყველა კადრი, რომელიც მაშინ ეთერში გავიდა, არა მხოლოდ გადაიღო ბედუკაძემ, არამედ ის უშუალოდ მონაწილეობდა პატიმართა ცემასა და წამებაში”.

ეთერში ნაჩვენებია წამების კადრები, რომლებშიც ციხის თანაშრომლებისა და პატიმრების საუბარი ისმის. ვიდეოკადრების მინაწერის, ტიტრების მიხედვით (გაშიფრული ტექსტი) ის პირი, ვინც კადრებს იღებს და აწამებს პატიმრებს, ბედუკაძეა. გადაცემაში ნაჩვენებია ნაწყვეტი არქივიდან, (დავით პაიჭაძის გადაცემიდან), სადაც სტუმრად ვლადიმერ ბედუკაძე იყო. პაიჭაძე ბედუკაძეს ეკითხება, არის თუ არა ხმა, რომელიც კადრებში ისმის, მისი ხმა. ბედუკაძე ამბობს, რომ არ იცის, ჰგავს მის ხმას, თუმცა დაზუსტებით ვერ იტყვის.

მიუხედავად უმძიმესი ბრალდებებისა, გადაცემის ავტორებს არც ლადო ბედუკაძისთვის მიუციათ საშუალება საკუთარი პოზიცია გამოეხატა. გადაცემა ბალანსისთვის მხოლოდ არქივის კადრებისა და ინტერვიუების ჩვენებით შემოიფარგლა. ბედუკაძეს საშუალება არ მიეცა თავისი პოზიცია გამოეხატა რეალურ დროში, მაშინ, როცა მასზე გადაცემას ამზადებდნენ. “განსხვავებულ აქცენტებში” არც მასთან დაკავშირების მცდელობა ჩანს.

გადაცემის განმავლობაში ირმა ინაშვილი კიდევ ერთხელ, ე.წ. „ფეისბუკის სქრინშოთების“ ეპიზოდშია ნახსენები. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ფეისბუკის “სქრინშოთები” მას ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ მიაწოდა, ხოლო ლაშა ბერულავას კი ეროსი კიწმარიშვილის მიერ დაქირავებული ჰაკერის მეგობარმა გოგომ. როგორც „განსხვავებული აქცენტებიდან“ ვიგებთ, ჰაკერი გარდაიცვალა, კომპიუტერში ეს მასალა მისმა მეგობარმა გოგომ აღმოაჩინა და ჟურნალისტს გაუგზავნა.

“სქრინშოთებში” ჩანს მედიაკავშირ “ობიექტივის” ჟურნალისტის, ნინო ჯღარკავასა და ვლადიმერ ბედუკაძის მიმოწერა. გადაცემის წამყვანის თქმით, ვლადიმერ ბედუკაძეს “კადრების სანაცვლოდ გარკვეული თანხა უნდა მიეღო, რომ ბელგიაში მისი ცხოვრება დაფინანსებულიყო, ასევე მისი ოჯახის თურქეთში გადაყვანა და ფინანსური უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო, რაც ბუნებრივია ბადებს ეჭვს, რომ პატიმრების შეურაცხყოფასა და ამის ვიდეო გადაღებას ბედუკაძე თავიდანვე შეკვეთით, ფინანსური დაინტერესებით გამო ახდენდა“. წამყვანის ამ ტექსტით „სქრინშოთები“ უტყუარ მტკიცებულებად, ფაქტადაა წარმოდგენილი… თუმცა გადაცემის ამ ნაწილის მიწურულს, წამყვანი აღნიშნავს, რომ „სქრინშოთების“ ავთენტურობის დადგენა ვერ ხერხდება, შესაბამისად, „მას უტყუარ მტკიცებულებად ვერ მივიჩნევთ“.

მიმოწერის მიხედვით, ჯღარკავა ბედუკაძეს ეუბნება, რომ ამ დღეებში მის ცოლს 27 ათას დოლარს გადასცემენ, რომელიც “ირმას (იგულისხმება ირმა ინაშვილი – ავტ.) ხელიდან გავიდა?!”

ნინო ჯღარკავასთან დაკავშირებით გადაცემაში აღინიშნა, რომ მას ინტერვიუ სთხოვეს, თუმცა ჯღარკავამ კატეგორიული უარი განაცხადა. რაც შეეხება ირმა ინაშვილს, რომელიც ამ „სქრინშოთების“ მიხედვით ბედუკაძესა და ივანიშვილს შორის შუამავლად არის წარმოჩენილი, „განსხვავებული აქცენტები“ მას არ დაკავშირებია, ყოველ შემთხვევაში, წამყვანს გადაცემის მიმდინარეობისას, ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გადაცემაშია საუბარი, წინასაარჩევნოდ პატიმრების ცოცხით გაუპატიურების კადრების გავრცელებაა.

“რაც შეეხება ე.წ. ცოცხის კადრს, რის შემდეგადაც ქართულმა ოცნებამ ცოცხი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ აქცია, თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ აღნიშნული კადრები ბედუკაძის მიერ იყო დადგმული”, – ამბობს ჟურნალისტი. გადაცემის მიხედვით, პატიმარი, რომელიც თითქოს ცოცხით გააუპატიურეს, სინამდვილეში ფსიქიკური პრობლემების მქონეა და როგორც გადაცემაში “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს: “ნაწამები ის ადამიანი არ არის. ჩანს ეს რეალურად“, კადრები კი დადგმულია. გადაცემაში ამ კონკრეტულ პატიმარზე არაერთხელ აღნიშნავენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მოგვიანებით, გადაცემაში ამ პატიმრის მიერ მიცემულ ჩვენებას იყენებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ის ცოცხით არ გაუუპატიურებიათ. ჩვენებაში პატიმარი ამბობს, რომ მას ურტყამდნენ, აწამებდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა ცოცხით გაუპატიურება არ მომხდარა.

გადაცემაში არ ყოფილა წარმოჩენილი უფლებადაცვითი ორგანიზაციების პოზიცია, რომლებიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდნენ და რომლებსაც თავიანთ გამოცემებში, განცხადებებსა თუ ანგარიშებში არაერთხელ აღუწერიათ ციხეში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. შესაბამისად, გადაცემით იქმნება შთაბეჭდილება, რომ კადრები დადგმულია, ციხეებში წამებისა  და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არ ხდებოდა.

არაერთი ბრალდება ისმის ხელისუფლების მიმართაც, თუმცა გადაცემაში მათი პოზიცია არ ჩანს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

მუხლი 17. 2. საავტორო პროგრამის წამყვანმა არ უნდა გამოიყენოს საკუთარი მდგომარება საკუთარი მოსაზრების იმ ფორმით გავრცელებისათვის, რომელმაც შეიძლება ხელყოს პროგრამის მიუკერძოებლობა.

მუხლი 18. 6. ჟურნალისტური გამოძიება საზოგადობრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოკვლევის ლეგიტიმური ჟურნალისტური ხერხია. ასეთ პროგრამაში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა ხელმისაწვდომი მტკიცებულება და გამოძიების საგანზე არსებულ განსხვავებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრი. ჟურნალისტმა, რომელიც ატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას უნდა უზრუნველყოს ფაქტების სიზუსტე, რათა დაცული იქნეს ჯეროვანი მიუკერძოებლობა.

 

ავტორი: დავით კახიანი

 

10 ოქტომბერს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საინფორმაციო გადაცემაში “შაბათის ქრონიკა” გავიდა მასალა – “საჰაერო სივრცის დარღვევა – რუსული მიგ-29 სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოაგდეს.”

კადრ-სინქრონის ტიპის მასალაში აღნიშნულია, რომ თურქეთის სამხედრო ძალებმა რუსული მიგ-29, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოაგდეს და თვითმხილველები მასშტაბურ აფეთქებაზე საუბრობენ. წამყვანი ამბობს, რომ თავდაპირველად, სოციალური მედიით გავრცელებული ცნობა ბრიტანული და უკრაინული მედიასაშუალებების ვებგვერდებზე მოხვდა, ოფიციალური კომენტარისთვის კი ჟურნალისტებმა რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის უწყებებს მიმართეს, მაგრამ კომენტარი მათი მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა.

კადრებში ჩანს, რომ “შაბათის ქრონიკა” “Mail Online-ის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის სამხედრო ძალების მიერ რუსული მიგ-29-ის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია არცერთ სანდო საერთაშორისო მედიასაშუალებას(CNN, BBC, Reuters, The Guardian).

სიუჟეტში არ ჩანს, რომ “შაბათის ქრონიკის” ჟურნალისტებმა მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის დასაზუსტებლად “ყველა გონივრული ზომა გამოიყენეს”.


მანანა ვარდიაშვილი

8 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით:„იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტი ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარება იქნება“. ტერმინი ქუჩის ბავშვებისტატიაში კიდევ 4-ჯერ განმეორდა.

“იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, 2016 წლისათვის უწყების პრიორიტეტი ქუჩის ბავშვების პრობლემების მოგვარება იქნება.ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომლის თქმით, სამინისტრო ქუჩის ბავშვების პრობლემებზე მუშაობს”, ვკითხულობთ სტატიაში. “ქუჩის ბავშვები” ნახსენებია მინისტრის მოადგილის კომენტარშიც.

პროფესიული სტანდარტების მიხედვით, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის ქუჩის ბავშვების“ წოდება დისკრიმინაციულია და ხელს უწყობს მათ სტიგმატიზაციას. დღესდღეობით,ყველაზე ნეიტრალურ და არადისკრიმინაციულ ტერმინად ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები“ მიიჩნევა.

გაეროს ბავშვთა ფონდის  სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვებზე მასალის მომზადებისას გვირჩევს, რომ მოვერდიდოთ ბავშვების სტიგმატიზაციას: „თავი აარიდეთ კატეგორიზაციას ან სიუჟეტის ისეთ აღწერას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვისათვის დამატებითი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება, დამცირება, დისკრიმინაცია ან ადგილობრივი საზოგადოების მიერ გარიყვა.
მაია წიკლაური

„ახალი ამბულატორიული ცენტრი “მედალფა” თბილისში – მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება კომფორტულ გარემოში“ – ამ სათაურით Palitra.tv -ზე განთავსებული სიუჟეტი საზოგადოებას ახალი სამედიცინო დაწესებულების უპირატესობებზე აწვდის ინფორმაციას.

სიუჟეტში საუბარია, კომპანია „ავერსის“ შვილობილ კომპანია „მედალფაზე“, რომელმაც თბილისში „თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჟურვილი სამედიცინო დაწესებულება გახსნა“. მასალის მიხედვით, კლინიკა ვიზიტორებს კვალიფიცურ სამედიცინო დახმარებას ჰპირდება. პირველ ნოემბარამდე კლინიკაში საყოველთაო დაზღვევით აღრიცხვაზე დამდგარ პაციენტებს კი, შეღავავათან ტარიფსაც სთავაზობს.

სიუჟეტი შეიცავს რეკლამის ნიშნებს, თუმცა მითითება იმის შესახებ, რომ ის სარეკლამოა, არ აქვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე პრინციპი: “სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოსმარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერდაფინანსებული მასალებისაგან”.

 

ავტორი: დავით კახიანი

 

26 სექტემბერს, შაბათის „კურიერის“ ეთერი საგარეჯოს შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს დაეთმოთ. წამყვანმა სტუდიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ხიდაშელი და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ირმა ინაშვილი მიიწვია.

გიორგი გაბუნიას ერთ-ერთი კითხვა ირმა ინაშვილის მუსლიმი თემისადმი დამოკიდებულებას ეხებოდა. წამყვანმა მაყურებელს ირმა ინაშვილის ყურბან-ბაირამის დროს, მეჩეთსა და მის მიმდებარედ გადაღებული ფოტოები შესთავაზა, რის შემდეგაც ეთერში 2012 წლის ვიდეო ჩანაწერი გავიდა, სადაც ბათუმში შეკრებილ საკუთარ მხარდამჭერებს ირმა ინაშვილი მოუწოდებს, რომ არ დაუშვან ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა. გაბუნია დაინტერესდა, სად იყო ინაშვილის პოზიცია გულწრფელი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუნღალოში, სადაც საპარლამენტო კანდიდატმა რელიგიურ უმცირესობას დღესასწაული მიულოცა თუ ბათუმში, სადაც მხარდამჭერებს ამ რელიგიური უმცირესობის საკულტო ნაგებობის აშენების დაუშვებლობაზე ესაუბრობდა.

ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად ის თანმიმდევრულია მუსლიმებთან დაკავშირებით, მათ პატივს სცემს და ძმებად მიიჩნევს, თუმცა წინააღმდეგია, რომ ბათუმში, „თურქული ფულით“ მეჩეთი აშენდეს:

„ჩვენ არ გვინდოდა დაგვეშვა, ჩვენ ქართველ მუსლიმებთან ერთად, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგნენ და ახლაც ჩვენთან არიან, უცხო ქვეყნის, კონკრეტულად თურქეთის ფულით, თურქეთის წინადადებით, პროექტით აშენებული მეჩეთი ჩვენს ქვეყანაში, თორემ როცა ქართველ მუსლიმებს სჭირდებათ მეჩეთი, რა თქმა უნდა, უნდა აშენდეს… თურქეთის მხრიდან აშენებული მეჩეთი არ გვინდოდა, ჩვენ არ გვინდოდა, ყოფილიყო თურქი რელიგიური მსახური ამ რელიგიურ დაწესებულებაში და სხვათა შორის, ვუსვამ ხაზს, რომ ქართველი მუსლიმები იდგნენ ჩვენს გვერდით და დაახლოებით 60 ათასი კაცი გამოვკითხეთ ბათუმში, მათ შორის ჩვენი მუსლიმი ქართველი ძმები და მათი დიდი ნაწილი წინააღმდეგი იყო, თურქული ფულით, თურქეთის რეკომენდაციით აშენებულიყო იქ მეჩეთი“, – თქვა ინაშვილმა შაბათის „კურიერში“.

ამ საკმაოდ ვრცელი კომენტარის შემდეგ, გადაცემის წამყვანს რესპონდენტისთვის არ უკითხავს, თუ რატომ ფიქრობდა ასე საპარლამენტო კანდიდატი; ან  ინაშვილის ასეთი განცხადება თურქოფობიის გავრცელებისთვის ხელსაყრელ ნიადაგს ხომ არ ქმნიდა, რაც თავის მხრივ, საქართველოში თურქების დისკრიმინაციას წაახალისებდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე მუხლში მითითებულია.ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერდისკრიმინაციის წახალისების საფრთხეამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციისთავიდან ასაცილებლადრასისსქესისსექსუალური ორიენტაციისენისრელიგიის, პოლიტიკური და სხვაშეხედულებებისეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“ ამავე მუხლის განმარტებით ნაწილში ვკითხულობთ: ამ მუხლის განხილვისას კონტექსტს გადამწყვეტიმნიშვნელობა აქვსპირდაპირ ეტერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებსჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდესთუ ჩანაწერიამკაფიოდ უნდა ჩანდესრომარატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიციასაჯარო პირს დისკრიმინაციულიგამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმაკერძო პირს კიშეიძლებაამოუჭრას  თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.ზოგადადევროპული ტენდენცია იმგვარიარომ ჟურნალისტი უნდა ებრძოდეს დისკრიმინაციულ გამონათქვამებს.

 

დავით კახიანი

 

ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ დავით აქუბარდიას სტუმრად მოწვეული ჰყავდა პარტია „ტრადიციონალისტების“ ლიდერი, აკაკი ასათიანი. უკრაინაზე საუბრისას, სტუმარი მიხეილ სააკაშვილის საქმიანობასაც შეეხო და აღნიშნა:

„დღეს დანიშნა ვიღაცა სექს-მოდელი პოლიციის პრესცენტრად. არა, გოგოა, უნდა ნახო.. მე დავნიშანვდი პრემიერად. მაგრამ გააფრინა იმან. იმის მაგივრად, რომ გაიცინო რა, გაიცინე გაიღიმე, დაძაბული უყურებს, მამალი მგელივით“.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში გაწერილია, რომ მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და გამყარებას. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის #7 მუხლში კი აღნიშნულია, რომ ჟურნალისტს უნდა ესმოდეს დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოს მისი თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან სხვა რაიმე ნიშნით.

მუხლის განმარტებაში კი წერია, რომ პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ წარმოთქმულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. ჩანაწერის შემთხვევაში კი, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია.

თამარ კარელიძე

მედიაში კვლავ პრობლემად რჩება ტენდენცია, რომ მედია ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებულ თემებს უკვე მომხდარ ფაქტებთან, ან თარიღებთან მიბმით აშუქებს და თავად არ არის საკითხის მოძებნისა და წამოწევის ინიციატორი. ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც 2015 წლის 1 მარტიდან 1 ივნისის ჩათვლით ქართული ონლაინ, ბეჭდური და ტელემედიის დაკვირვების შედეგებს მოიცავს.

კვლევის მიხედვით, მედია ნაკლებად ცდილობს დაიცვას ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, განსაკუთრებით, როდესაც ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ბავშვებთან დაკავშირებული ტრაგიკული შემთხვევები კი, კვლავ ემოციური გაშუქების საგნად რჩება; სატელევიზიო ტოკ-შოუებში ბავშვებიც და მათთან დაკავშირებული ამბებიც, ხშირად გამოიყენება მაყურებლის მოზიდვისა და მასზე ემოციური ზემოქმედების საშუალებად.

თემატურად, ბავშვები და მათთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე ხშირად, უბედური შემთხვევებისა და ტრაგედიების გაშუქებისასა ჩნდებიან მედიაში.

ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება ბავშვთა საკითხების მშრალი და ზედაპირული გაშუქება; აღსანიშნავია, რომ მასალების დიდ ნაწილში არ იყო გაშუქებული საკითხები სიღრმისეულად. მთლიანი ნამუშევრების მხოლოდ 13 პროცენტში გაშუქდა თემები სიღრმისეულად.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაში მომზადებულ მასალებში კვლავ არ ისმის ბავშვის ხმა; სრულად შესწავლილი მასალის მხოლოდ 13 პროცენტში მონაწილეობდნენ ბავშვები, ბავშვთა საკითხებზე მომზადებულიმასალების 87 პროცენტი ბავშვების გარეშე მზადდებოდა.

ბავშვებთან დაკავშირებული თემები ტელევიზიებში ძირითადად დილისა და დღის გამოშვებებში ხვდებოდა, იშვიათად – პრაიმტაიმში; ქარტიის დაკვირვებამ აჩვენა, რომ სატელევიზიო ახალ ამბების ჟურნალისტები და რედაქტორები მეტად ცდილობენ სტანდარტის დაცვას ბავშვებთან მიმართებით , ვიდრე ტოკ – შოუები;

კიდევ ერთი საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ზოგ შემთხვევაში მედია სიფრთხილის გამოერიდებოდა ბავშვების გადაღებას და ჩაწერას, ისეთ შემთხვევებში, როცა ბავშვის იდენტიფიცირება არანაირ პრობლემა არ ქმნიდა, მისი დაფარვა, „დაბლარვა“ კი პირიქით, ხელს უწყობდა ბავშვის სტიგმატიზაციას.

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი,1 ივნისისბავთა დაცვის საერთაშორისო დღის მედიაგაშუქებაროგორცაღმოჩნდაბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესაცგმირები არა ბავშვებიარამედ საპირველივნისო ღონისძიებისორგანიზატორები იყვნენ:

მედია ბავშვთა დაცვის დღესაც კი არ ცდილობს მათ კეთილდღეობასთან დაკავშირებულ თემებს სერიოზულადმიუდგესან ამ დღეს მაინც მისცეს ბავშვებს შესაძლებლობათავად ესაუბრონ საზოგადოებას ”, – აღნიშნულიაანგარიშში.

ანგარიში სრულად

26 ივლისს „იმედის კვირაში“ გავიდა სიუჟეტი ახალი ნარკოტიკული საშუალების შესახებ, რომელიც კუსტარულად მზადდება.

„გარდაუვალი სიკვდილი, ან სამუდამოდ შეზღუდული შესაძლებლობა“, – ამ სახელწოდებით სიუჟეტი „იმედის“ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. მასალაში საუბარია ახალ ნარკოტიკულ საშუალებაზე, რომელიც საქართველოში გავრცელებული მცენარისგან მზადდება. ჟურნალისტმა თქვა, რომ სპეციალურად არ ასახელებს მცენარის სახელს, თუმცა ამ მცენარის კადრები ბევრჯერ უჩვენა სიუჟეტში მაყურებელს. ვიდეომასალაში ასევე აღნიშნა, რომ ეს მცენარე გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების სამკურნალოდ სახალხო მედიცინაში და მასზე ინფორმაცია მოიპოვება ძველ კარაბადინში.

მცენარე არ დაასახელეს, თუმცა მისი ვიზუალური ფორმისა და თვისებების ცოდნა შესაძლოა, საკმარის ინფორმაციას აწვდიდეს მისი დამზადების მსურველს.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 42-ე მუხლის მიხედვით: “დაუშვებელია ნარკოტიკების უკანონო გამოყენების,ალკოჰოლის ან თამბაქოს არაჯეროვანი გამოყენების გადაცემა 23:00 საათამდე ან საბავშვო პროგრამებში”.სიუჟეტი ეთერში გავიდა 22 საათსა და 04 წუთზე დაიწყო.

ამავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით კი დაუშვებელია ნარკოტიკებისსაინექციო ხელსაწყოებისნარკოტიკული ნივთიერებების მომზადების ტექნოლოგიისგამოყენების პროცესის (იქნება ეს სოციალური კლიპიდოკუმენტური ფილმიტელეგადაცემა თუ სხვ.) გადაცემა.

სიუჟეტში დასახელდა ის ნივთიერებები, რისი მცენარის ნახარშთან შერევის შედეგად, ნარკოტიკული საშუალება მზადდება. სიუჟეტში ასევე, შორი ხედით ნაჩვენებია ინექციის კადრები. კადრებში ჩანს ერთჯერადი შპრიცებიც.

http://www.imedi.ge/index.php?pg=shs&id_pr=5299&id=42

 

მაია წიკლაური


ფრთხილად! თქვენ შეიძლება გითვალთვალებდნენ!!! – ღალატის დედუქცია და სასოწარკვეთილი ქმრები და ცოლები – „იმედის კვირამ“ ერთი დღეკერძო დეტექტივებთან ერთადმოღალატე ქმრის „გამოჭერას“ დაუთმო; ყველაფერი კი, იმით დაიწყო, რომ კერძო დეტექტივებმა, ტელეკამერების წინ, დამკვეთისაგან მორიგი საქმე აიღეს.

დამკვეთი ახალგაზრდა ქალბატონი აღმოჩნდა, როგორც დეტექტივი ამბობს, ის „ბანალური“ საქმის გამოძიებას ითხოვს – ქმრის ღალატში გამოჭერა სურს. ქალი ეჭვობს, რომ მეუღეს საყვარელი ოჯახის საკუთრებაში არსებულ დაკეტილ ბინაში მიჰყავს ხოლმე.

დამკვეთმა დეტექტივებს, მეუღლის პერსონალურ ინფორმაციასთან ერთად, ე.წ კონსპირაციული ბინის გასაღებიც გადასცა. კერძო დეტექტივებმა კამერები მოღალატის საძიენებლსა და მანქანაზე მიამაგრეს, უჩუმრად აედევნენ მსხვერპლს და „გამოიჭირეს“ კიდეც.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ჟურნალიტმა მცდელობა არ დააკლო სიუჟეტის გმირების კონფედენციალურობის დაცვას. დამკვეთი (ცოლი), ასვე სავარაუდო მოღალატე (ქმარი) საგულდაგულოდ დაბლარა. თუმცჟურნალიტს გამოეპარა და სათანადოდ ვერ დაფარა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალიროგორიცაა სიუჟეტის მთავარი გმირი მამაკაცის ავტომანქანის ნომერი, მარკა და ფერი, რითიც, ახლო წრისთვის, მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის, ოჯახის სხვა წევრებისთვის მამაკაცის იდენტიფიცირება მარტივია.. გარდა ამისა, სიუჟეტში ნაჩვენებია ე.წ კონსპირაციული ბინის ინტერიერი, რაც ასევე, შესაძლოა გახდეს სიუჟეტს გმირის იდენტიფიცირების საშუალება.

არის კი კანონიერი კერძო დეტექტივების საქმიანობა? რა ხდება მაშინ, თუკი „მოღალატემ“ სასამართლოს მიმართა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შელახვის კუთხით? მსგავსი საკითხები სიუჟეტში წამოჭრილი არაა, კერძო დეტექტივების საქმიანობა, პირის თვალთვალი, მის საცხოვრებელ სახლში კამერების დამონტაჟება და საყვარელთან სექსუალური სცენების ვიდეოკამერით გადაღება ჩვეულებრივ, ბუნებრივ ქმედებადაა წარმოჩენილი. ყოველ შემთხვევაში, კითხვა, იმის შესახებ, რომ ხომ არ ირღვევა ამ ყველაფრით კანონი, მასალაში არ ისმის.

საქართველოს კანონმდებლობა კერძო დეტექტივის საქმიანობას არ არეგულირებს, თუმცა უკანასკნელი წლების გახმაურებული საქმეების შემდგომ, მკაცრად რეგულირდება ფარული მიყურადება. მის განსახორციელებლად, სასამართლოს სპეციალური ნებართვაა საჭირო, რომლის გაცემა მკაცრად არგუმენტირებულ უნდა იყოს, მიყურადება კი, მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი განმარტავს: „ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“.

იურისტი მამუკა ანდღულაძე განმარტავს, რომ სიუჟეტში მთელი რიგი უზუსტობებია, „კერძოდ, არ მოხდა მოსახლეობის ინფორმარირება იმ სამართლებრივი ბაზის შესახებ, რომელიც ფარულ მოსმენა-გადაღებასთან არის დაკავშირებული; სიუჟეტში საუბარი არ ყოფილა იმაზე, რომ ფარული საგამოძიებო ქმდებების განხორციელების უფლება, მხოლოდ კანონით დადგენილ პირებს აქვთ, რომლებიც მკაცრად განსაზღვრული სტანდარტების დაცვით, უფლებამოსილი არიან აღნიშნული საქმიანობა განახორციელონ; კერძო დეტექტივის ინსტიტუტი კი, არ წარმოადგენს შესაბამის უფლებამოსილ პირს. აღნიშნულმა სიუჟეტმა შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ კერძო კომპანიის წარმომადგენლებს შეუძლიათ ვინმეს უპრობლემოდ უთვალთვალონ, კამერა დაუმონტაჟონ და თითქოს ყოველივე ეს, კანონთან შესაბამისობაშია“.

რაც შეეხება, ტელეკომპანია იმედის კამერების და კერძო დეტექტივების სხვის კერძო საკუთრებაში შესვლას და იქ სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას, იურისტი მამუკა ანდღულაძე ამ შემთხვევაშიც პრობლემას ხედავს, ის განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიის კამერებსა და ე.წ. კერძო დეტექტივებს მეუღლემ (ცოლმა) მისცა სახლში შესვლის უფლება, აქ მნიშვნელოვანია რა განზრახვა აქვს პირს: „მან ფარული თვალთვალის აპარატურა დაამონტაჟა სახლში, მანქანაზე და ა.შ. ამ შემთხვევაში მეუღლე არ წარმოადგენს იმ პირს ვინც სხვა პიროვნების, თუნდაც მეუღლის მიმართ ფარული მიყურადების უფლებას იძლევა“ .

მაუწყებელთა ქცევის კოდექსი:

მუხლი 34: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა. მაუწყებელი ვალდებულია დაიცვას ბალანსი ინფორმაციის თავისუფლებასა და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ლეგიტიმურ მოლოდინს შორის.

 

მუხლი 35, 4: „ინფორმაცია პირის საცხოვრებელი ადგილის, ტელეფონის, ფოსტის თუ სხვა პირადი საკონტაქტო მონაცემების შესახებ, შეიძლება გამჟღავნდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას.

მუხლი 35, 5: „ეთერში გადაცემამდე, მაუწყებელი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ საჯარო თავშეყრის ადგილებში გადაღებული კადრები, სიტყვები ან ქმედება, არ აირს ისეთი პირადი ცხოვრების ელემენტების მატარებელი, რომ საჭიროებდეს პირის ან გადაღებული ორგანიზაციის წინასწარ თანხმობას“.

მუხლი 35, 8:“საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიო ჩანაწერის მოსამზადებლად სავალდებულოა, თანხმობის მიღება შესაბამისი უფლებამოსილი პირისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით“.

მუხლი 35, 15: „კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე ფარული ჩაწერა, შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ საზოგადოებრივი ინტერესით, მათ შორის საფუძვლიანი ვარაუდის არსებობისას, რომ აღმოჩენილი იქნება დანაშაულის მტკიცებულება.