22/10/2018 – 00:53
მთავარი მარიამ ქობულიას ბლოგი

როდესაც ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე და ძირითად სპეციალობად ჟურნალისტიკა ავირჩიე, მქონდა შესაძლებლობა ამერჩია დამატებითი სპეციალობა. ბევრი არ მიფიქრია მეორე არჩევანზე, რადგან ქვეცნობიერად თითქოს სულ  ვგრძნოდი იმას , რომ ფილოსოფია მეცნიერულად ძალიან მიზიდავდა. ანტიკური ეპოქის შესწავლა თალესით დავიწყე, რომელიც იყო პირველი ბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი. ის თვლიდა, რომ საწყისი ელემენტი, რისგანაც შეიქმნა მსოფლიო იყო წყალი. მერე იყო ანაქსიმანდრე, ანაქსიმენი, ჰერაკლიტე და მივაღწიე სოკრატემდე. არ განვავრცობ სოკრატეზე საუბარს, უბრალოდ ეს ადამიანი გახდა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების თანამგზავდი და როდესაც პლატონის დიალოგებს ვკითხულობდი ყოველთვის მიჩნდებოდა სურვილი, მეკამათა მასთან. უცნაური კაცი იყო , მისი ხედვა  ჭეშმარიტების ძიებასთან დაკავშირებით კი აბსოლიტურად განსხვავდებოდა იმ დროინდელი  სწავლულების ხედვისგან. ფაქტობრივად სოფისტური მიდგომის დამანგრეველი აღმოჩნდა მხოლოდ ერთი წინადადებით: ,,თუ ყველა აზრი ჭეშმარიტია, მაშინ ამ აზრების საწინააღმდეგო აზრებიც ჭეშმარიტია”

სოფისტები კი სწორედ პირველ დემოკრატებად ითვლებიან, რომლებიც თვლიდნენ, რომ თითოეული ადამიანის აზრი ჭეშმარიტი იყო. არ ვიცი ანტიკურ ეპოქაში , რომ დავბადებულიყავი და მქონოდა შესაძლებლობა მეკამათა სოკრატესთან , რამდენად კარგად შევძლებდი მაგრამ ამ გადასახედიდადნ ანუ ამ ეპოქიდან მაინც ვბედავ  მის აბსოლიტურად განსხვავებულ აზრებთან შეჭიდებას, რადგან ჩვენ გვაშორებს მხოლოდ დრო და არა იდეა. დროზე სხვა დროს ვისაუბროთ ახლა კი გთავაზობთ პატარა ამონარიდს ჩემი ნაშრომიდან. 

            ჩემი   დიალოგი სოკრატესთან

სოკრატე:  -რა არის შენთვის ღმერთი?

მე:  – ყველაფერი

სოკრატე:- რა არის ყველაფერი?

მე:-ყველაფერი არის ის, რასაც მოვიაზრებ,ვგრძნობ,განვიცდი ,ვხედავ და აღვიქვამ,რაც არსებობს ფიზიკურად თუ მეტაფიზიკრად და ასევე რაც არ არსებობს ჩემთვის და ზოგადად.

სოკრატე: -შენ ამბობ რომ არსებობა მოიცავს არ არსებობას?

მე: -სწორედაც…

სოკრაეტე: -რას ამბობ არსი არის და არ არსი არ არის,ის რაც არის არის, რაც არ არის წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია,და თუ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ არ არსებობა მაშინ როგორ მოიაზრებ არსში არ არსს,შენ მეუბნები რომ წყალი და ცეცხლის ერთად მოაზრება შესაძლებელია.

მე:-არსებობა  მოიცავს არ არსებობას  მხოლოდ იმ იდეით რა იდეითაც ვუშვებთ არ არსებობას თუმცა არ არსებობს არ არსებობის იდეაც,შენ  არ არსებობისა და არსებობის მაგალითი კი არ მოგყავს, არამედ ორივე არსებულის დაპირისპირებით მოგყავს საწინაამღმდეგო არგუმენტი.

სოკრატე: – ანუ შენ გინდა თქვა, რომ იდეა არ არსებობის ,არ არსებობს და გინდა თქვა, რომ ყველაფერი არის მარადიული,რომელიც არც ქრება და არც იცვლის სახეს?ანუ შენ ამბობ ,რომ ყველაფერი  რაც არსებობს ჭეშმარიტია ?რასაც მოვიაზრებთ და რასაც არა?

მე:-ჭეშმარიტება რომ ვიცოდე რა არის მეცოდინებოდა რა არის არ არსებობაც,თუმცა მხოლოდ მოაზარება შემიძლია ამის ,როგორც შენ თქვი რაც არ არსებობს არ არსებობს და ვერ იარსებებს ,მაგრამ არ არსებობაც არსებობის სახეობა გამოდის, არ არსებობაც არსებობს მოაზრებით, რადგან ჩვენ გონებაში აქვს მიჩნეული რაღაც ადგილი.

სოკრატე: – მე კი მაინც მგონია, რომ არ არსებობა არც არსებობაში მოიაზრება და არც არსებობაში..

მე:-მე კი ვამბობ, რომ არსებობა ეს არის არ არსებობა და პირიქით ისინი მუდმივად უცვლიან ერთმაენთს ადგილს როგორც დღე და ღამე და რომ ყველაფერი არის არაფერი და არაფერი ეს არის ყველაფერი.

სოკრატე: – რა გამოდის რომ ღმერთი შენთვის არაფერია?

მე: ყველაფერში ვგულისხმობ ყველაფერს რაც არსებობს და რაც არა…ღმერთია ყველაფერი…

და თუ არ იქნება არაფერი იმ გაგებით რა გაგებითაც მე მოვიაზრებ არაფერს ,ეს ნიშნავს რომ არც ჩემი აზროვნება იქნება, რომ მოვიაზრო რამე ,შესაბამისად  არც იარსებებს არაფერი ჩემთვის.

სოკრატე: – შენ რომ არ მოიაზრებ ეს ხომ არ ნიშნავს იმას , რომ რამე არ იარსებებს?

მე:- თუ ყველაფერს შეცვლის არაფერი არაფერი მოიცავს ყველაფერს და ეხლა პირიქით მგონია ყველაფერი მოიცავს არაფერს ნებისმიერ შემთხვევაში ღმერთი იარსებებს მე მოვიაზრებ რამეს თუ არა.