20/08/2018 – 04:52
მთავარი კულტურა

დღეს ქართული კინოს ლეგენდას,კახი კავსაძეს 81 წელი შეუსრულდა. კახი კავსაძე 1935 წელს თბილისში დაიბადა.
1959 წელს, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაიწყო. მოგვიანებით, მისი კინოდებიუტიც შედგა. 1981 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. საქვეყნოდ ცნობილია მისი და მისი მეუღლის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის სიყვარულის ამბავი. მძიმედ ავადმყოფი ბელა 1992 წლის 27 აგვისტოს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კახი კავსაძემ სხვასთან ცხოვრება ვერ შეძლო და ბოლომდე მარტო დარჩა…
აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”);

2016-06-05_181734

კახი კავსაძე: „არ მიკვირს, თუ ვინმეს წარმატებული და ბედნიერი ვგონივარ. ისეთი პროფესია მაქვს, ვჩანვარ, სხვა არაფერი…“ “ზოგჯერ მეჩვენება, რომ არაფერი გამიკეთებია. ფილმს რომ ვუყურებ, ვამბობ, ეს რა უბედურებაა-მეთქი. კიდევ კარგი, ჩემს თავს სცენაზე ვერ ვუყურებ.“

005

„ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა. ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ – რა უფლება მქონდა, მისი აზრი არ გამემართლებინა?! ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ… ეს ძალზე ინტიმურია.“

2016-06-05_183612

კახი კავსაძე: „სად არის ბედნიერება? – რთულია, ამაზე გიპასუხოთ. იცით, რას გეტყვით? არ მინახავს ბედნიერი კაცი. მდიდარი რომ ხარ – ბედნიერი ხარ? მეფე რომ ხარ, ბედნიერი ხარ? არ არის ეგრე…“

13335687_1208103542556533_3687037984484130274_n

გვეშველება რამე !

2016-06-05_183758
კახი კავსაძე ყველაგან არტისტობს და არასოდეს კარგავს ოპტიმისზმს,სავადმყოფოშიც კი.

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია და ინტერნეტ პორტალი შენი მედია გუნდი ულოცავს კახი კავსაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ბედნიერებას, ბევრ საინტერესო როლს და რაც მთავარია ულევ ჯამრთელობას !

0 528

2016 წლის 29 მაისს, ქალაქ რიგის ანგლიკანურ ტაძარში გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის მუსიკალური სკოლის ბავშვთა ანსამბლის კონცერტი. ანსამბლის ხელმძღვანელი გახლდათ ბადრი ჯიმშელეიშვილი. ბავშვთა გუნდის მიერ შესრულებულ იქნა ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. კონცერტს დაესწრნენ ლატვიის მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები, ლატვიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ლატვიაში მცხოვრები ქართული დიასპორა. კონცერტის შემდგომ ანსამბლს უმასპინძლა ლატვიაში საქართველოს საელჩომ, სადაც ბავშვებმა ასევე შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და რამდენიმე ხალხური სიმღერა. ამ გუნდს კონცერტები ჩატარებული აქვს სხვა ევროპულ ქვეყნეში, ამერიკაშის სხვადასხვა შტატში,როგორიც არის სანფრანცისკო, ვაშინგტონი და სხვა, სადაც მიაღწია დიდ წარმატებას.

საფრანგეთში,  კანის  მთავარი პრიზი – “ოქროს პალმის რტო” –  ბრიტანულმა  ფილმმა “მე დანიელ ბრეიკი” მიიღო. მძაფრსიუჟეტიანი დრამის რეჟისორი კენ ლოუჩი ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.

 გრან-პრის მფლობელი გახდა  “ეს მხოლოდ ქვეყნიერების აღსასრულია”, რეჟისორი კსავიე დოლანი, ჟიურის პრიზი ერგო ფილმს –  “ამერიკული თაფლი”, რეჟისორი ანდრეა არნოლდი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

 საუკეთესო რეჟისურის გამარჯვებული გახდა  შვეიცარიელი ოლივიე ასაიასი, “პირადი მყიდველი” და რუმინელი კრისტიან მუნჯიუ  “ბაკალავრი”.

   საუკეთესო სცენარის გამარჯვებულია  ირანელი ასგარ ფარხატი  “გამსაღებელი”.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი შახაბ ჰოსეინი გახდა ფილმიდან “გამსაღებელი”,   საუკეთესო მსახიობი ქალის ტიტული  ჟაკლინ ჟოზეს ერგო  – “Ma ‘Rosa”.

კანის 69-ე კინოფესტივალი 11 მაისს გაიხსნა და  22 მაისს დაიხურა.

https://www.youtube.com/watch?v=EcKQeeIY3ok

https://www.youtube.com/watch?v=oycxn36QAGU

0 647

განხორციელდა უკანონოდ ხელმოწერილი უკანონო ხელშეკრულების უკანონო რატიფიკაცია, – ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის დუმის მიერ მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების რაფიტიცირებას.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ადგილი აქვს ოკუპაციის გაგრძელებას. „ამ დოკუმენტზე საუბრისთვის დროის ხარჯვა არ მიმაჩნია სწორად, რადგან დიდი ხნის წინ გვქონდა უკვე საუბარი, თუ რამდენად უკანონოა ეს ყველაფერი. ეს მსოფლიოს მიერ დაგმობილია და არარად არის ცნობილი. რაც მოხდა, არის ოკუპაციის გაგრძელების ნაწილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს პაატა

0 641

მუსიკალური ფესტივალის მთავარი ჰედლაინერები UNKLE, AIR და DAMIEN RICE იქნებიან.

მათ გარდა თბილისი ისეთ ბენდებსა და შემსრულებლებს უმასპინძლებს, როგორიცაა MORCHEEBA, STEVE VAI და MOODYMANN. ქვეყნის მუსიკალურ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი
ლაინაფის მქონე ფესტივალი ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის საზღვარზე ჩატარდება.

ფესტივალი 29, 30 და 31 ივლისს გაიმართება.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, 16 მაისამდე დღიური ბილეთი 35 ლარი, აბონემენტი 80 ლარი ეღირება, ხოლო ფესტივალის დასრულებამდე ბილეთი 50, აბონემენტი 120 ლარი.
TBILISI OPEN AIR-ის სალაროები 14აპრილიდან იხსნება სპორტის სასახლესთან, ასევე ონლაინ
მისამართზე: tbilisiopenair.ge.

0 1665

მალე, კინოსტუდია Marvel-ი მსოფლიოს წარუდგენს ახალ სუპერ-გმირს ”Doctor Strange”-ს. მთავარ როლში, ყველასათვის ცნობილი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი ითამაშებს. ეს ფილმი მარველის ფილმებისაგან ძალიან განსხვავებული იქნება. ფილმის შინაარსი ასეთია:
უბედური შემთხვევის შემდეგ ცნობილი ქირურგი სტივენ სტალოო ცდილობს თავისი ხელების გამოცოცხლებას.განკურნების მოლოდინში, ის ხვდება მისტიურ ადამიანს ტილდა სუიტონს და მის მოსწავლეს კარლა მორდონს. საბოლოოდ ის მიჰყვება მათ,რომ აითვისოს მისტიური ხელოვნება. ის ფოკუსირებულია მაგიაზე და მეორე განზომილების შექმნაზე. მარველის სტუდია ახალ საფეხურზე გადადის. ”Doctor strange”-ი მარველის კომიქსებიდან ყველაზე ძლიერი პერსონაჟია. კინო 2016 წლის 4 ნოემბერს გამოდის და ამ თვის ჰიტების დიდი კონკურენტი იქნება.

წარმოგიდგენთ კინოს პირველ მოკლე ტრეილერს.

0 689

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს, რომ მისთვის თანამდებობა პრიორიტეტული არასდროს ყოფილა. დავით ოქიტაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„სამწუხაროა, როცა ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც ავიწყდებათ თუ საიდან მოდიან, ვინ გაუწოდა ხელი და ჰგონიათ, რომ მდგომარეობით, თანამდებობით სიტუაციით, რაღაც ქაღალდებით ადამიანების კეთილგანწყობასაც იყიდიან.

„დრონი მეფობენ და არა მეფენი”” ჩემო მეგობრებო. ჩემი განცხადება ბოლო დროს წინასაარჩევნოდ განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. რაც უფრო ვუახლოვდებით საარჩევნო პერიოდს, ადამიანები მით უფრო ბინძურ ხერხებს მიმართავენ და არ ერიდებიან არანაირ უმსგავსო საქციელს საკუთარ ადგილის დასამკვიდრებლად, თუმცა, ვერ ხვდებიან, რომ ამას მხოლოდ საზოგადოების მხრიდან აგრესია მოჰყვება. გულწრფელი და თავმდაბალი ადამიანები, რომლებისთვისაც მთავარ ღირსებად სიმართლე და ადამიანობა რჩება თავიანთ გზას ყოველთვის იპოვნიან. პირადად ჩემთვის, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა ჩემი სინდისის მიღმა. ჩემთვის, თანამდებობა პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა, ყველგან ვაკეთებდი და გავაკეთებ ჩემს საქმეს. თქვენც კარგად იცით, რომ უდიდესი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა. პატიოსნების ხარისხი იზომება არა შეცდომებით, არამედ იმ შეგრძნებით, რომელიც ადამიანს ეუფლება ამ შეცდომის გაცნობიერებისას. მე ამ პრინციპით ვცხოვრობ, ვმუშაობ და მიხარია, რომ იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც კულტურის პალატაში მუშაობენ – ღირებულია ადამიანობა და არა სხვა მატერიალური ფასეულობები. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კულტურის პალატა ეროვნულ საქმეს აკეთებს და უდიდესი წვლილი შეაქვს ქართული ხელოვნების განვითარებაში. ვიყავით, ვართ და ვიქნებით არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო -კულტურული პროექტის ინიციატორები და ორგანიზატორები. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საქმე კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდეს. ჩვენთვის უპირველესია ქართველი ხელოვანების დაფასება და პატივისცემა, კულტურის პალატისთვის ჯერ პრიორიტეტია ქართული კულტურა და მერე სხვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

0 846

ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალთან 11 წელია თანამშრომლობს.

Cash Rebate

სამთავრობო პროგრამის ახალი კომპონენტი “გადაიღე საქართველოში” და ქვეყანაში ახალი საშეღავათო სისტემის Cash Rebate დანერგვა, ქართული კინოსექტორისთვის ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი სიახლეა.
პროგრამა ხელს შეუწყობს ეროვნული ფილმწარმოების განვითარებას, უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვას და საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველ გადასაღებ ლოკაციად აქცევს.
ამიტომ, წელს ქართულ სტენდზე აქცენტი სწორედ ამ თემებზე გაკეთდება.

ასევე, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იქნება ახალი ქართული ფილმების კატალოგი, წარმოების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი პროექტების კატალოგი (project book), ქართული ფილმების თრეილერებისა და მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმების დისკები, ეროვნული კინოცენტრის საინფორმაციო ბროშურები.

ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობა

ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობა 14-16 თებერვალს მსოფლიოს 29 ქვეყნიდან 36 ახალ კინოპროექტს უმასპინძლებს. მათ შორის არის რეზო გიგინეიშვილის კინოპროექტი “მძევლები”, რომელიც საქართველო-რუსეთის კოპროდუქცია და ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
კოპროდუქციის მარკეტზე კიდევ ერთი ქართველი, ნინო ხარატიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ნინო კინოპროდიუსერებს თავის წიგნს “მერვე სიცოცხლე” (“Das achte Leben (Für Brilka)” წარუდგენს.

ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობაზე პროდიუსერებს ეძლევათ შესაძლებლობა დააინტერესონ მსოფლიო კინოინდუსტრიის გავლენიანი წამომადგენლები და მათ თავიანთი პროექტები წარუდგინონ.

ბერლინალე და საქართველო

2013 წელს, პირველად დიდი პაუზის შემდეგ, ბერლინზე მოხვდა 2 ქართული ფილმი: ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები” და ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი”.
ქართულ ფილმებს ბერლინში დიდი წარმატება ხვდა წილად.
2014 წელს სხვადასხვა სექციებში მოხვდა „შემთხვევითი პაემნები” (ლევან კოღუაშვილი) და „პატარძლები” (თინათინ ყაჯრიშვილი).

ბერლინალეს ისტორიის მანძილზე, ფესტივალზე სულ 15-მდე ქართულ ფილმს მიუღია მონაწილეობა.
პირველად, 1986 წელს გიორგი შენგელაიას „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” იყო მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე და ვერცხლის დათვიც მოიპოვა.
შემდეგ, 1992 წელს მიხეილ კალატოზიშვილის „რჩეული”, 1993 წელს კი თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე”, რომელიც ასევე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთების” პირველი საერთაშორისო ჩვენება 1986 წელს სწორედ ბერლინის კინოფესტივალის პროგრამა “პანორამაში” შედგა.

რამდენიმე თვის წინ საქართველოში ბერლინალეს დირექტორი დიტერ კოსლიკიც იმყოფებოდა საქართველოში კავკასიის რეგიონის სელექტორთან – ნიკოლაი ნიკიტინთან ერთად.
დიტერ კოსლიკმა თავად გამოთქვა სურვილი ენახა საქართველო, გაცნობოდა ადგილობრივ კულტურას, გასაუბრებოდა სახელმწიფო პირებსა და კინოსექტორის წარმომადგენლებს.

ბერლინალეს კინოფესტივალი 11-21 თებერვალს ბერლინში გაიმართება.

0 706

8 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდს დაარსებიდან 11 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ მხარდაჭერისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სამადლობელი სიგელით დააჯილდოვა.
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 2006 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და აკაკი რამიშვილის ფონდის „ტრადიცია და ინოვაციის“ მიერ დაფუძნდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უკვე მეორე წელია ფესტივალის მხარდამჭერია.

12729231_931513846896890_5215933240358304481_n

12669521_931513953563546_424897525356514045_n

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. მთავრობის დამტკიცებამდე დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.
9 თებერვალს, ქობულეთში, კულტურის სახლში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე.
შეხვედრას დაესწრნენ აჭარის რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.

12715196_931543686893906_512925325035309818_n

თებერვალში დაგეგმილია 12 რეგიონული, 10 დარგობრივი და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრა. მინისტრი ეწვევა საქართველოს ყველა რეგიონს (ქვემო ქართლი -ბოლნისი, სამეგრელო-ზემო სხვანეთი – ხობი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – ქობულეთი, გურია – ოზურგეთი, კახეთი – საგარეჯო, მცხეთა-მთიანეთი – დუშეთი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – ონი, იმერეთი – წყალტუბო, შიდა ქართლი – ხაშური, ახალციხე-სამცხე-ჯავახეთი – ბორჯომი. აფხაზეთის ა/რ-სა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების წარმომადგენლებთან შეხვედრები ჩატარდება თბილისში), წარადგენს სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიას და გამართავს კონსულტაციებს რეგიონის კულტურის სფეროს მუშაკებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან. რეგიონული შეხვედრების პარალელურად, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით, დაგეგმილია შეხვედრების ციკლი თბილისში, კულტურის სფეროს პროფესიულ წრეებთან და დაინტერესებულ მხარეებთან (შშმ პირები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია და სხვ.). ბოლო ოთხი შეხვედრა თავისუფალი დასწრების ფორმატით ჩატარდება.
საზოგადოებასთან კონსულტაციების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, დოკუმენტის შემდგომი დახვეწისა და სრულყოფის მიზნით სამუშაო ვერსია განთავსებული იქნება სამინისტროს ვებგვერდზე, სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე (www.culturepolicy.ge), ვიკიპედიაზე. რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაზიარების საშუალება მსურველებს თებერვლის ბოლომდე შეეძლებათ. საზოგადოების ამგვარი ფართომასშტაბიანი მონაწილეობა უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის ისტორიაში.

12662456_931543096893965_143303875682198490_n

კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამართა შეხვედრების პირველი ეტაპი: შედგა სულ 34 რეგიონული, დარგობრივი და უწყებათაშორისო შეხვედრა კულტურისა და შემოქმედების სფეროს მოღვაწეებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (სულ ესწრებოდა 2000-მდე ადამიანი). შეხვედრების პარალელურად, მიმდინარეობდა კონსულტაციები – შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება როგორც წერილობით, აგრეთვე სხვადასხვა ელექტრონული რესურსის საშუალებითაც (ვებგვერდი, ელ.ფოსტა, ცხელი ხაზი, სპეციალური ონლაინ კითხვარი და სხვ.).
კულტურის სტრატეგიის მიზანია, განსაზღვროს საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც წარმოაჩენს როგორც კულტურის თანდაყოლილ ღირებულებას, ასევე, მის მნიშვნელობას ეროვნული იდენტობისა და სოციალური ერთობის განმტკიცებასა და ქვეყნის მდგრად განვითარებაში.

12662451_931543793560562_6667065511497632085_n