22/01/2018 – 12:18
მთავარი კულტურა

0 770

უამინდობის გამო, დღეს, 11 ივლისს ფესტივალ „არტგენის“ მეორე საკონცერტო დღე აღარ გაიმართება. ამის შესახებ  ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს.

„ამის გამო, ფესტივალი 17 ივლისის ნაცვლად 18 ივლისს დაიხურება. მაყურებლის ინტერესიდან გამომდინარე, ჯგუფ „გამოუვალი დგომარეობის“ დღეს დაგეგმილი კონცერტი 18 ივლისს გაიმართება“, – განაცხადეს „არტგენის“ ორგანიზატორებმა.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, დღეს ჩინელი აკრობატების დასის წარმოდგენა გაიმართება. ჩინელ აკრობატთა დასის „Tianjin Beauty Arts Troupe“ წარმოდგენა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 58 არტისტისგან დაკომპლექტებული დასი ჩინურ კულტურას მრავალფეროვანი რეპერტუარით წარადგენს, მათ შორის აკრობატულ ნომრებს, ჩინურ ცეკვასა და სიმღერას, ასევე კუნგფუს წარმოდგენას. წარმოდგენაზე დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ორ ქვეყანას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება, რომელიც 2016-2019 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. სამინისტროს განცხადებით, ღონისძიება ხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩინეთის ხელოვნებისა და გასართობ ღონისძიებათა ჯგუფის, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრისა და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით.

ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით,3 ივლისს, ზღვისპირა ქალაქი, როკის ლეგენდებს უმასპინძლებს – დენ მაკკაფერტი, დუგი უაითი, ტიმ ოუენსი და ბრაინ ჰაუ მხოლოდ ერთი დღით ბათუმის ხელოვნების ცენტრში მსოფლიო როკ მუსიკის ჰიტებს შეასრულებენ. ერთობლივი კონცერტი ხვალ 19:00 საათზეა დაგეგმილი. უცხოელებთან ერთად, კონცერტში ქართველი მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება ბათუმის ხელოვნების ცენტრის სალაროებში.

მარიამ კეკელიძე

0 692

მეცო-სოპრანოს ნინო სურგულაძეს იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული ოპერის ოსკარი გადაეცა. ნინო სურგულაძემ კონკურსში სახელწოდებით „GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება“ ნომინაციაში – საუკეთესო მეცო სოპრანო გაიმარჯვა.

დაჯილდოების ცერემონია იტალიაში გაიმართა და მას საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ლეგენდარული ბალერინა კარლა ფრაჩი. საღამო ცნობილ ესპანელ მსახიობსა და ტელევარსკვლავს მიჰყავდა.

“მიხარია ეს საოპერო ოსკარი, პირველი საოპერო ოსკარი ქართული საოპერო ვოკალური სკოლისთვის. მე მას ვუძღვნი თითოეულ ქართველს. და ჩემს უსაყვარლეს და დიდ პედაგოგს გულიკო კარიაულს და დედას, ნუნუკას.

წარმატებები მსურს ვუსურვო ყველა ჩვენს უნიჭიერეს ქართველს საქართველოში თუ საზღვარგარეთ!”, – აცხადებს სურგულაძე

0 1205

გელათის არქიტექტურული კომპლექსისი სრული რეაბილიტაცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პროქტია, რომლის ფარგლებში მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ქვის კონსერვაცია და სრული გადახურვა თავდაპირველი მეთოდით და მასალით, უკვე დასრულებულია. მოჭიქული ფერადი კრამიტი გელათის არქეოლოგიური კვლევის დროს აღმოჩენილი ასლების მიხედვით არის დამზადებული. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის მონასტრის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და იკომოსთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის გელათის კომპლექსში აღდგენილია გელათის აკადემია, აღმოსავლეთის და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ ნიკოლოზის ეკლესია და გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე.
გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში აღმოიფხვრა მოხატულობის ბათქაშისა და ფერწერული ფენის დაზიანებები და კონსერვაცია ჩაუტარდა ფრაგმენტულად შემორჩენილ XIV საუკუნის კედლის მხატვრობასა და წმ. მარინეს ეკვდერის XV-XVI საუკუნის ფრესკებს.

სამუშაოების შემსრულებელი: „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ (აღმასრულებელი დირექტორი მაკა დვალიშვილი), „საქართველოს მემკვიდრეობა“ (დირექტორი კახა ტრაპაიძე), სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია კონსერვაციის ცენტრი (ხელმძღვანელი ნანა კუპრაშვილი), „იკორთა 2007“ (დირექტორი გია ხურცილავა).
პროექტი ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით.

0 607

მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კინოს ლეგენდა სტუმრობს, – ამ სიტყვებით მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იტალიელ მსახიობს, სოფი ლორენს.

სოფი ლორენი საქართველოში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის – “ნატვრის ხე“ მოწვევით, საპატიო სტუმრის სტატუსით ჩამოვიდა ღონისძიებაზე, რომელიც 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად მიიმართება.

0 976

ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი თბილისშია. მსოფლიო კინოლეგენდა საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა. იტალიელი კინოვარსკვლავი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

„სიყვარულისთვის“ – ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომლის ავტორებიც მომღერალი ნინო სურგულაძე და სოფი ლორენის ვაჟი – კარლო პონტია.

მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ სპექტაკლში მთავარ პარტიებს ნინო სურგულაძე და ნინო ანანიაშვილი შეასრულებენ.

წარმოდგენა მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა მარკო განდინმა დადგა. სპექტაკლს კარლო პონტი უდირიჟორებს.

0 853

მარჯანიშვილის თეატრში, დღეს თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიურ ფესტივალი გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალს პორტუგალიური თანამედროვე ქორეოგრაფიული დასის წარმოდგენა Terra Cha – „ვაკე“ გახსნის.
თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი წელს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, 12-14 ივნისს ტარდება და ორ ძირითად მიმართულებას – თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას – აერთიანებს. ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, დადგმების განსახორციელებლად იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს მასპინძლობს. ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება.
ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა ცვლილებებისთვის”. ფესტივალის მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ისრაელის საელჩო, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი არიან. პროექტის პარტნიორები არიან გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, Artarea, ევროპის სახლი, უზრუნველყოფს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO).

ბათუმის საოცრებათა მოედანზე Maroon 5-ის კონცერტი გაიმართა. ამერიკულმა პოპ-როკ ჯგუფმა პირველი სიმღერა “Animals” შეასრულა. კონცერტზე შესრულდა ცნობილი ჰიტებიც.

13406731_1397073443652117_2675184984746185577_n

უამინდობის მიუხედავად მოედანზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. როგორც ცნობილია კონცერტზე დასასწრებად 30 000-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა.

13413652_1397073096985485_6272942783985621020_n
ამერიკული ჯგუფი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. Maroon 5-ის კონცერტი CheckinGeorgia-ს ფარგლებში ჩატარდა.

13327568_1397073553652106_5392542307221071432_n

0 693

ლადო გუდიაშვილის ტილო “ჩვენი ნიკო” ლონდონში “სოტბის” აუქციონზე 75 ათასს ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. გუდიაშვილი მიერ დაწერილი ნიკო ფიროსმანის პორტრეტის საწყისი ფასი ოთხი ათასი ფუნტი სტერლინგი იყო.

1956 წელს შექმნილი ნახატი აუქციონზე ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო წარმოდგენილი. ტილო კერძო კოლექციაში იყო დაცული.

დღეს ამავე სექციიდან ასევე 629 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა ნიკო ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას”.