18/11/2018 – 08:48
მთავარი კულტურა ხელოვნება

მოდის ლეგენდარული დიზაინერი, ოსკარ დე ლა რენტა  2014 წლის 21 ოქტომბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილი, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით,  მოულოდნელი იყო. მართალია, დე ლა რენტას 2006 წელს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, როგორც ექიმები ამბობდნენ, ის სრულიად გამოჯანმრთელდა. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში, ხშირად საუბრობდნენ დიზაინერის მძიმე ავადმყოფობაზე, თუმცა, ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდებოდა.

oscar-de-la-renta-03_v_15jun12_getty_b

      ოსკარ დე ლა რენტა და მსახიობი ოდრი ჰეპბერნი

“ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ოსკარი, როგორც კაცი, რომელმაც შეძლო ქალს თავი მშვენიერ არსებად ეგრძნო!” – ასე შეაფასა ცნობილი დიზაინერის გარდაცვალება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პირველმა ლედიმ – ლაურა ბუშმა.

images (1)

დე ლა რენტა  ჟაკლინ კენედის პირადი დიზაინერი იყო და ამ დროიდან, ტრადიციულად ის ზრუნავდა  ამერიკის ყველა პირველი ლედის ჩაცმულობაზე. მისი დიზაინი  ელეგანტურობით გამოირჩევა. არაერთ ცნობილ ვარსკვლავს ეცვა დე ლა რენტას  შექმნილი კაბა ოსკარის ცერემონიაზე, ოფიციალურ მიღებებსა თუ საკუთარ ქორწილში. სწორედ ოსკარ დე ლა რენტას მიერ იყო შექმნილი ჯორჯ კლუნის მეუღლის – ამალ ალამუდინის საქორწინო კაბა, რომელმაც კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

Oscar-de-la-Renta-9270239-1-4021392258915

“ცხოვრებაში მხოლოდ ორი უპირობო ჭეშმარიტება არსებობს  – ის, რომ დაიბადე  და ის, რომ შენ აუცილებლად მოკვდები. ჩვენ, ხანდახან, გვავიწყდება ეს და ვფიქრობთ, რომ სამუდამოდ ვიცხოვრებთ.მოსალოდნელი და გარდაუვალი სიკვდილის იდეას არასოდეს ვეგუებით. თუმცა , ეს სიცრუეა! სწორედ ამიტომ უნდა დავაფასოთ ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე!” –  ეს არის სიტყვები, რომელიც ოსკარ დე ლა რენტამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა.

9b9c00df4f0dab9cb865e8dc5c24640e

ხიდი არ არის მხოლოდ ორი ადგილის დასაკავშირებელი კონსტრუქცია – არქიტექტორებსა და ინჟინერებს კოლოსალური შრომა უწევთ, რათა ის ლამაზი და, ამავდროულად, ფუნქციურად სრულყოფილი იყოს.

გთავაზობთ, მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზი ხიდის ფოტოს, თანდართული მცირედი ინფორმაციით. ათეული შედგენილია ტურისტების შეფასებების მიხედვით.

 

10. Golden Gate Bridge , სან ფრანცისკო, ამერიკის შეერთებული შტატები.

მისი აშენება 4 წელზე დიდხანს გრძელდებოდა და  დაახლოებით 27 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ხიდი 1937 წლიდან ფუნქციონირებს და სან ფრანცისკოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ნამუშევარია.

Golden gate bridge vivid day landscape, San Francisco

 

9. ხაჯუს ხიდი, ირანი.

ეს ხიდი არაბული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის მე-17 საუკუნეში აიგო შაჰ-აბას II- ის ბრძანებით და დღემდე საოცრად ლამაზი და ტურისტებისათვის გამორჩეული ადგილია. ძველად, ხიდის ცენტრში არსებული პავილიონები მხოლოდ შაჰისათვის იყო განკუთვნილი, დღეს ის ღიაა ნებისმიერი მნახველისათვის.

Khajoo bridge over Zayandeh river, Isfahan, Iran

 

8. “Millau Viaduct” , საფრანგეთი.

ხიდი აგებულია 2004 წელს ფრანგი ინჟინერისა და ბრიტანელი არქიტექტორის მიერ. მან  არამარტო ფრანგი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოდან ჩასული ტურისტების დიდი მოწონება დაიმსახურა. ხიდი არის მინიმალისტური, თუმცა საკმაოდ ელეგანტური კონსტრუქცია. ის, ამჟამად ,მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხიდად მიიჩნევა ( 343 მეტრი)

Millau-Viaduct-Bridge-Midi-Pyrénées-France

 

7. ჰელიქსის ხიდი, სინგაპური.

ეს ულტრათანამედროვე ხიდი აგებულია შუშისა და ფოლადის მავთულხლართისაგან. მიუხედავად  სპეციფიკური არქიტექტურისა, ის ტურისტებზე გახსნის დღიდან, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ექსპერტების შეფასებით, ხიდი ზუსტად გამოხატავს ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნის – სინგაპურის ცხოვრების რიტმს, გარემოს…  ჰელიქსის ხიდი ღამით ლურჯად არის განათებული, რაც ორმაგად ლამაზ სანახაობას სთავაზობს მნახველებს.

Helix Bridge, Marina Bay Sands Singapore, Night

 

6. ბრუკლინის ხიდი, ნიუ იორკი.

ყველასათვის კარგად ცნობილ ხიდს, საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს – მისი არქიტექტურის დიზაინერს, ჯონ როებლინგს, დაახლოებოთ 15 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ქალაქის თვითმმართველობა დაერწმუნებინა, ნება მიცათ, ეს ხიდი აეშენებინა. სამწუხაროდ, ჯონ როებლინგი გარდაიცვალა მანამდე, სანამ  ნებართვას მიიღებდა. შედეგად, ხიდს მშენებლობა დაიწყო  მისი შვილის – ვაშინტონ როებლინგის ხელმძღვანელობით, თუმცა, მალე ისიც გარდაიცვალა. საბოლოოდ, ხიდი დასრულდა  ვაშინგტონ როებლინგის მეუღლის – ემილის ხელმძღვანელობის პერიოდში.

Brooklyn Brigde and the Towers of Lights , New York City

 

5. პონტე ვეკიო, ფლორენცია, იტალია.

ეს ულამაზესი ხიდი აგებულია არნოს მდინარეზე და ფლორენციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ხიდზე არის უამრავი მაღაზია, სადაც ტურისტებს შეუძლიათ შეიძინონ იტალიური ნაკეთობები :  სამკაული, ტყავის ნაწარმი და სხვადასხვა აქსესუარი. სწორედ ამის გამო, პონტე ვეკიო ყოველთვის სავსეა ტურისტებით, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ამ ხიდს.

Ponte Vecchio Florence Italy

 

4. რიალტოს ხიდი, ვენეცია, იტალია.

რიალტოს ხიდი გამოირჩევა უნიკალური და ორიგინალური არქიტექტურით. ის აგებულია ლეგენდარულ გრანდ კანალზე. ცნობილი ვენეციური გონდოლები,  სტუმართმოყვარე გიდები –  ეს არის ის , რის გამოც ხშირად ნახავთ ამ ხიდის ქვეშ ნავებით მოსეირნე ტურისტებს.

Gondola at the Rialto bridge in Venice, Italy

 

3. Pont du Gard ( გარდის ხიდი ), საფრანგეთი.

ხიდი აგებულია მდინარე გარდზე და არსებობის 2000 წელზე მეტს ითვლის.  თავდაპირველად, ის  სარწყავი სისტემის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა დღეს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და უნიკალურ ტურისტულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

Pont du Gard

 

2. ჩენგიანგის ხიდი, ჩინეთი.

მას ასევე უწოდებენ   ” ქარისა და წვიმის” ხიდების არქიტექტურას. ხიდის  აშენების ასეთი მეთოდი ჩინეთისათვის არის დამახასიათებელი და უნიკალურია, რამდენადაც არ არის გამოყენებული არც რთი ლურსმანი თუ ჭანჭიკი მასალის დასაკავშირებლად. მასში გამოყენებულია მხოლოდ ხე და ქვა. ამ უძველეს ხიდს თამამად შესაძლოა ვუწოდოთ არქიტექტურული საოცრება.

pont de Chengyang

 

1. ტაუერის ხიდი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ტაუერის ხიდი მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ხიდია. მისი პრინტი გამოყენებულია სახლებისა თუ კომერციული დაწესებულებების დიზაინში, ტანისამოსზე, სხვადასხვა აქსესუარზე… არ არსებობს ტურისტი, რომელიც ლონდონში ყოფნისას,  ერთ-ერთ ყველაზე პირველს ტაუერის ხიდს არ მოინახულებს. ხიდი აგებულია მდინარე თემზაზე. დღეს, ეს ხიდი წარმოადგენს ლონდონის ბრწყინვალე ვიქტორიანული ეპოქის სიმბოლოს.

Tower bridge in London

ფოტოგრაფმა სანდრო მილერმა და ჰოლივუდის მსახიობმა – ჯონ მალკოვიჩმ ერთობლივი პროექტი განახორციელეს. მათ გააცოცხლეს მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული ფოტო-პორტრეტები. ყოველი პორტრეტის გმირს განასახიერებს ჯონ მალკოვიჩი. აღსანიშნავია, რომ ფოტოები არ არის ფოტოშოფით დამუშავებული.

 

 

 “ლტოლვილი დედა” (ორიგინალი  გადაღებულია დოროთა ლანჯის მიერ 1936 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-1

 

სალვადორ დალი ( ორიგინალი  გადაღებულია 1954 წელს ფილიპ ჰალსმანის მიერ )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-2

 

 

ალფრედ ჰიჩკოკის ცნობილი ფოტო-პორტრეტი ( ორიგინალი  გადაღებულია ალბერტ უოტსონის მიერ 1973 წელს ) 

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-3

 

 

ამერიკელი მსახიობი ბეტი დევისი ( ორიგინალი გადაღებულია ვიქტორ სკრებნესკის მიერ 1971 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-4

 

 

ენდი უირჰოლის ავტო-პორტრეტი – “პარიკი საფრთხობელა” ( ორიგინალი გადაღებულია ენდი უორჰოლის მიერ 1986 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-5

 

 

“იდენტური ტყუპები”  ( ორიგინალი გადაღებულია დიანა არბუსის მიერ 1967 წელს)

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-6

 

 

“ამერიკული გოთიკა” ( ორიგინალი გადაღებულია გორდონ პარკსის მიერ 1942 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-7

 

 

ენრესტ ჰემინგუეი  ( ორიგინალი  გადაღებულია იუსუფ კარშის მიერ 1957 წელს)

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-8

 

 

პაბლო პიკასო ( ორიგინალი  გადაღებულია ირვინგ პენის მიერ 1957 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-9

 

 

ალბერტ აინშტაინის ცნობილი ფოტო-პორტრეტი ( ორიგინალი  გადაღებულია არტურ სესის მიერ 1951 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-10

 

 

ჩე გევარა ( ორიგინალი  გადაღებულია  ალბერტო კორდას მიერ 1960 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-11

 

 

ჯონ ლენონი და იოკო ონო ( ორიგინალი  გადაღებულია ენი ლეიბოვიცის მიერ 1980 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-12

 

 

“მერლინი ვარდისფერი ვარდებით” ( ორიგინალი  გადაღებულია ბერტ სტერნის მიერ 1962 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-13

 

 

მიკ ჯაგერი  –  “ბეწვის თავსახურავი” ( ორიგინალი  გადაღებულია დევიდ ბეილის მიერ 1964 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-14

 

 

ფოტო-პორტრეტი სახელწოდებით – “სამი ცხენი” ( ორიგინალი  გადაღებულია ედვარდ შერიფ კურტისის მიერ 1905 წელს )

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-15

 

 

ჯეკ ნიკოლსონის ცნობილი ფოტო-პორტრეტი ( ორიგინალი  გადაღებულია ჰერბ რიტსის მიერ 1988 წელს ) 

john-malkovich-iconic-portraits-recreations-sandro-miller-16

პინ-აპ არტი სათავეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან   იღებს. მას  გასული საუკუნის ფოტოშოფსაც კი  უწოდებენ. პინ-აპი არის მხატვრობის  მიმდინარეობა, რომელიც ძირითადად ჟურნალ-გაზეთების ყდებზე, სარეკლამო თუ სხვა სახის ბანერებზე გამოიყენებოდა. ხელოვნების ეს სფერო  ფემინიზმთანაც ასოცირედება, რამდენადაც სწორედ პინ-აპ სურათებზე გამოჩნდა პირველად ქალი, რგოგორც თამამი და სექსუალური ქმნილება.

ალბათ არავის გაგვიკვირდება, თუ ვიტყვით, რომ საბჭოთა კავშირში პინ-აპ მხატვრობა აკრძალული იყო. უფრო მეტიც, სსსრ-ის შემადგენლობაში არსებული ქვეყნების მოსახლეობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მასზე.

დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, თუმცა დარჩა პროტესტი იმ წყობის მიმართ, რომელიც ზღუდავდა ადამიანების თავისუფლებას, უნერგავდა სტერეოტიპებს და ე.წ “მორალის” ჩარჩოებით ბოჭავდა იმ ბედნიერებას, გართობასა და სიამოვნებას, რომლითაც ამ დროს მთელი მსოფლიო იღებდა დადებით მუხტს.

რუსმა  ილუსტრატორმა, ვალერი ბარიკინმა შექმნა პინ-აპ კოლაჟი, რომელიც საბჭოთა კავშირის ცხოვრებას ასახავს და მეორეს მხრივ, სიმბოლურად ავსებს იმ  “დადებითი ენერგიით”,  რაც საბჭოურ ცხოვრებას ნამდვილად აკლდა.

 

 

 

pinup1

pinup7

pinup31


pinup11pinup10

pinup2

pinup5

pinup8

pinup6

ნინო კინწურაშვილი 22 წლის ნიჭიერი მხატვარია. წელს დაამთავრა სამხატვრო აკადემია, სადაც სწავლობდა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ფერწერის განხრით.

10603194_10152580081853058_3476910887309057997_n                        ნინო კინწურაშვილი

 

ჩვენ დავუკავშირდით ნინოს და ვესაუბრეთ თავის  შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე. გთავაზობთ ნინო კინწურაშვილის ინტერვიუს და ფერწერულ ნამუშევრებს.

 

-ნინო, მადლობა მინდა გადაგიხადო, დრო რომ გამონახე და დამთანხმდი ინტერვიუზე. მაინტერესებს,  პირველად  როდის და  როგორ აღმოაჩინე, რომ ხატვის ნიჭი გქონდა?

– სულ თავიდან  მამაჩემმა აღმოაჩინა ჩემი ხატვის ნიჭი, რომელიც თვითონაც მხატვარია. ბავშვობაში სულ ვხატავდი სახლის კედლებზე. ბოლოს შეწუხდნენ ჩემი ოჯახის წევრები და  7 წლის რომ ვიყავი, ხატვაზე შემიყვანეს. იქიდან მოყოლებული, ჩემი ცხოვრება ამ სფეროს დაუკავშირდა.

10600559_10152580048098058_669664166030773798_n

- კონკურსებში თუ მიგიღია მონაწილეობა ან პერსონალური  გამოფენა თუ მოგიწვია?

– სკოლის პერიოდში ამერიკაში მქონდა გამოფენა და კონკურსებზეც გავედი. ერთ-ერთ მათგანზე პირველი ადგილი დავიკავე  ხოლო მეორე კონკურსზე მეორე ადგილზე გავედი. ეს იყო ამერიკის ორ სხვადასხვა შტატში- კანსასში და მისურიში. უკვე მოგვიანებით,  სტუდენტობის პერიოდში რამდენიმე ჯგუფური გამოფენაც გვქონდა მე და ჩემს მეგობრებს.

-შენი აზრით, საქართველოში არის განათლების ის დონე, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კარგ ხელოვნად ჩამოყალიბდე?

-სამხატვრო აკადემიაში აზრთა სხვადასხვაობაა. არის განსხვავებული იდეები, ხედვა… ზოგიერთი მოძველებულია, ზოგიც პირიქით –  ძალიან პროგრესული. ამ ვითარებაში, ვფიქრობ, მთავარია არ დაიბნე, როგორც ხელოვანმა საკუთარი თავი არ დაკარგო და შემოქმედებითად განვითარდე.

10410205_10152580114588058_4144485581878525438_n

- მაინტერესებს, დღესდღეობით რამდენად ეწყობა ღონისძიებები, პროექტები, რომლებიც ემსახურება ნიჭიერი ხელოვანი ახალგაზრდების და მათი შემოქმედების საზოგადოებისათვის გაცნობას?

-მაგ მხრივ , ვფიქრობ, უსიცოცხლო  გარემოა. პერიოდულად არის ხოლმე  რაღაც პროექტები, მაგრამ  საზოგადოების მხრიდან არ არის საკმარისი ინტერესი ხელოვნების მიმართ. სამწუხაროდ, ძალიან დაბალი პროცენტია, ვინც  ეძებს ახალგაზრდა მხატვრებს, რეალურად ინტერესდება მათი შემოქმედებით და ხელს უწყობს განვითარებაში.

-ჩვენს ქვეყანაში , ჩვენს რეალობაში რამდენად არის მხატვრობა შემოსავლიანი პროფესია?

– როგორც უკვე ვთქვი, საზოგადოების მხრიდან არ არის სათანადო ინტერესი.ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ მხატვრობა შემოსავლიან პროფესიად აქციო.

10355891_10152580048238058_3141588165810239447_n

- როგორ ფიქრობ, არიან დღეს საქართველოში  მხატვრები, რომლებსაც აქვთ  პოტენციალი, რომ სათანადო ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში მსოფლიო დონის ხელოვნებად ჩამოყალიბდნენ?

-რა თქმა უნდა! არიან ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები,თუნდაც ჩვენს თაობაში, რომლებსაც სჭირდებათ ხელშეწყობა და ისინი აუცილებლად გახდებიან მსოფლიო დონის მხატვრები. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ბევრია, მაგრამ არის.

10561534_10152580114563058_928239585373120938_n

-შენი აზრით, კარგად ხატვის გარდა, რა სჭირდება ადამიანს, რომ კარგი ფერმწერი იყოს?

-აუცილებლად სჭირდება განათლება. შეუძლებელია, უინტელექტო მხატვარმა რაიმე ფასეული შექმნას. ასევე  აუცილებელია გემოვნება, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდება. მხატვარი უდნა იყოს მგრძნობიარე, ბევრი ფიქრი და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა  უყვარდეს.

-ვინაა შენი საყვარელი მხატვარი და რა მიმდინარეობა მოგწონს ფერწერაში ყველაზე მეტად?

-რთული კითხვაა… პერიოდულად ჩემი ინტერესები და გემოვნება რადიკალურად იცვლება ხოლმე.რა გარდატეხაც არ უნდა მოხდეს, ჩემს საყვარელ მხატვრად ყოველთვის დარჩება ბოტიჩელი. ყველაზე ესთეტიური მხატვარია. გარდა ამისა, ძალიან მომწონს ექსპრესიონიზმი, გამოვყოფდი ფრანცის ბეკონს და სუტინს.

10580226_10152580049048058_699030453092059866_n

-შენ თვითონ რა სტილში ხატავ?

-ჩემთვის ძალიან რთული სათქმელია რა სტილში ვხატავ. მე თვითონ ძალიან ქაოსური ვარ შინაგანად. ხატვის დროს რა ემოციაც გადაწონის, იქით მიმყავს ნამუშევარი. უფრო პასტოზურად ვწერ, მასტეხინით. მიყვარს ფორმების დანგრევა. ყველაფერს ძირითადად ჩემი ცხობვრებიდან ვხატავ, მაგალითად, რაიმე ადგილი ან პიროვნება თუ დამამახსოვრდება, ტილოზე გადამაქვს. ალბათ, მნახველს უფრო გაუმარტივდება რომელიმე სტილს მიმაკუთვნოს.

- გარდა მხატვრობისა, რა სფერო გაინტერესებს? რაიმე ჰობი თუგაქვს?

– ძალიან მიყვარს კითხვა, მოგზაურობა, განსაკუთრებით მთაში. მიყვარს სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობა. ეს ძალიან მეხმარება ხატვის დროს.

10603729_10152580050278058_8091573197843405521_n

- და ბოლო კითხვა, შენს სამომავლო გეგმებზე რას  გვეტყვი?

– როგორც უკვე იცით, წელს დავამთავრე სამხატვრო აკადემია. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას და პროფესიული გამოცდილების მიღებას საზღვარგარეთ ვაპირებ. ამ ერთი წლის განმავლობაში საბუთებს გავაგზავნი სხვადასხვა უნივერსიტეტში. ასევე, ვემზადები პერსონალური გამოფენისთვის. გარდა ამისა, მე და ჩემს მეგობრებს გვინდა ჯგუფური გამოფენა მოვაწყოთ, სადაც ძირითადად ინსტალაციაზე და ვიდეოარტზე ვიმუშავებთ.

- ნინო, ამით დაგემშვიდობები.გისურვებ წარმატებებს.

– მადლობა, ასევე.

 

995036_10152580050798058_7853657498842256676_n

10373726_10152580051248058_6422971950998040132_n

10600574_10152580051423058_2239988206901654943_n

10403670_10152580051668058_7954695974153131321_n (1)

10593124_10152580052153058_2091792393316159174_n

10550844_10152580114573058_5326700360117019096_n

10540794_10152580052438058_4065388928967178490_n

10547600_10152580114548058_3484374061861603963_n

 

 

 

 

https://www.youtube.com/watch?v=Lt2ipJ5DMg4&list=UUpPVDRy4l_w9XanGfWnTgpg

უსინათლო გოგონათა კვარტეტი „ ედელვაისი“ უკვე რამდენიმე წელიწადია არსებობს უკვე ინტერნეტ სივრცეც დაიპყრეს. კონცერტები საკმაოდ ხშირად აქვთ, გამოდიან სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისზიებებზე, არტ-გენსა და ა.შ. ჯგუფის წევრები არიან: ნინო ასლამაზაშვილი, თამუნა ცალქალამანიძე, ნატალი ვეფხვაძე და მარიამ კაპანაძე.
თითოეულ მათგანს ვესაუბრე და მინდა თქვენც გაგაცნოთ,თუ როგორები არიან ისინი:

ნინო ასლამაზაშვილი 22 წლისაა და კვარტეტის ერთადერთი წევრია, რომელიც ხედავს სრულფასოვნად, სწორედ ამიტომ ხშირ შემთხვევაში ის უძღვება რეპეტიციებს.

 

,,რამდენადაც პრიმიტიულად და ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, გულის გათბობა მინდა ჩემი სიმღერით. მინდა ის ჟრუანტელი უვლიდეს ხალხს სულში, რაც მე მივლის კარგი მუსიკის მოსმენისას. სიმღერას განსაზღვრულ დროს არასდროს ვუთმობ, ის ყველგან არის: სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, ე.ი. ყველგან და ნებისმიერ დროს… სულ ვამბობ, რომ მე მომღერალი არ ვარ, უბრალოდ მიყვარს მუსიკა, მინდა შევქმნა ის და ამით კარგ საქმეს ვემსახურო. დაე სულ მბურძგლავდეს, როცა რამე კარგს გავაკეთებ… ჩვენ კონცერტებს ხშირად ვატარებთ და არ შემიძლია არ მოგიყვეთ ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ გამოსვლაზე. ეს იყო საქველმოქმედო ღონისძიება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ბავშვებთან ერთად ვიმღერეთ და კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.“ – გვითხრა ნინომ.

 

 

ნატალი ვეფხვაძე კი 28 წლის არის. ნინოსგან განსხვავებით მას სრულფასოვანი მხედველობა არ აქვს. სიმღერა 1 წლის და 3 თვის ასაკში დაიწყო. ყველაზე დასამახსოვრებელი კონცერტი მისთვის ნიჭიერის ნახევარ ფინალი და 2008 წელს ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსი იყო, რომელმაც გამარჯვება მოუტანა.

 

,,იცი? ბევრჯერ მითქვამს, რომ უფლის მადლიერი ვარ, რადგან ჯანმრთელი თვალის ნაცვლად ხმა და სმენა მაჩუქა. ტაძარშიც დავიწყე გალობა, იმიტომ რომ მინდა უფალსაც გავუნაწილო ის რითაც დამაჯილდოვა. სიმღერა და ზოგადად მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, ის სხეულის და სულის ნაწილია. როგორ ცუდათაც არ უნდა ვიყო სიმღერა არასდროს მეზარება. საკუთარ თავზე მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობ. ჩემი ნამღერით ვცდილობ გამოვხატო სულიერი მდგომარეობა და მსურს, რომ ადამიანები ამ შესრულებით სიამოვნებას იღებდნენ, მათში წარუშლელ კვალს ტოვებდეს და უხალისებდეს ცხოვრებას.„

10601217_715427611827834_432742706_n

ანსამბლის მესამე წევრი მარიამ კაპანაძეა, რომელსაც ასევე მხედველობასთან გაკრვეული პრობლემა აქვს. პირველად მეოთხე კლასში შეასრულა სიმღერა „მანანა ვარ იცოდეთ სხვებში არ შეგეშალოთ“. სიმღერა მისთვის სულიერ და საარსებო წყაროდ იქცა. ბევრი დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონია ცხოვრებაში. როგორც მითხრა, თითოეული სცენაზე გამოსვლა, საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარებოდა.
,,ძალიან მომწონს, რომ სხვისთვის ვმღერი, ვცდილობ ჩემი გრძნობები, ის სითბო და სიყვარული, რომელსაც მე ვგრძნობ მსმენელამდე მივიტანო.
კვარტეტს რაც შეეხება, როდესაც ერთად ვდგავართ სცენაზე ასე მგონია ერთნი ვართ. წარმოიდგინე, ოთხი ადამიანის ემოცია გადმოდის მსმენელზე, მიყვარს როდესაც ერთმანეთს ვგრძნობთ.“

 

 

კვარტეტ „ ედელვაისის“ მეოთხე წევრი თამუნა ცალქალამანიძეა, 27 წლის. როგორც ჯანმრთელობის ანკეტაში უწერია – უსინათლო, თუმცა მე მას ასე ვერ აღვიქვამ, რადგან ეს ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს თავად აკეთებს და რაც ყველაზე აღსანიშნავია, სრულფასოვნად ცხოვრობს. პროფესიით ფსიქოლოგია და ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება. სიმღერა ხუთი წლის ასაკში დაიწყო, ძალიან ბევრი გამოსვლა ჰქონდა და უამრავი ჯილდო აქვს მიღებული.
„სიმღერა ძალიან მიყვარს, ზოგადად მუსიკა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. როცა ვმღერი ამით ჩემს ემოციებსა და გრძნობებს გადმოვცემ, ვთავისუფლდები და შინაგანად თავს კარგად ვგრძნობ.
კვარტეტი „ედელვაისი“ სექტემბერში 5 წლის ვხდებით და საიუბილეო კონცერტს ვგეგმავთ მეგობრებთან ერთად, მსმენელს ბევრ პატარ-პატარა სიურპრიზებსა და ახალ კომპოზიციებს ვპირდებით.

 

ეს სწორედ ის ადამიანიები არიან, რომელნიც თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვიან. ”შენი მედია გუნდი”, უსინათლო გოგონათა კვარტეტს დიდ წარმატებას უსურვებს!

 

ავტორი: ნინო მაჭავარიანი

დეა სანაძე ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფია. მისი სურათები საკმაოდ გემოვნებიანი და დახვეწილია. ჩვენ  ვესაუბრეთ დეას თავის შემოქმედებაზე, ინტერესებზე და სამომავლო გეგმებზე. 

 

1185778_630366127004187_1951491242_n

დეა სანაძე

 

-დეა,პირველ რიგში მოგესალმები.გვითხარი, ფოტოგრაფიით პირველად როდის და როგორ დაინტერესდი?

– ეს სფერო ბავშვობიდან მაინტერესებს. თავიდან ბაბუაჩემის ძველ  შავ-თეთრ სურათებს ვათვარიელებდი და ძალიან მომწონდა. შემდეგ მამაჩემის ფოტოაპარატი მიმქონდა ხოლმე ჩუმად და ვუღებდი ქუჩებს, ხალხს, შორ კადრებს. დღეს უკვე სერიებად ვიღებ ჩემს ფოტოებს, ვაკეთებ ფოტო კოლაჟებს…

- როგორ არჩევ ნატურას? რამ უნდა დაგაინტერესოს ადამიანის გარეგნობაში, რომ მისი გადაღება მოგინდეს?

-ზოგადად არ მიყვარს ტიპური ლამაზი გოგო ან ქალი. მე სილამაზის ჩემებური აღქმა მაქვს, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია საინტერესო გარეგნობა და არა თუნდაც ლამაზი თვალები, ცხვირი და სქელი ტუჩები. რომ შევხედავ, უნდა დამაინტერესოს, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ქუჩაში დამინახავს ადამიანი, გამიჩერებია და შემითავაზებია გადამეღო.

10566280_1446375505646506_666069030_n

-  ამაზე რა რეაქცია აქვთ? უცნაურად არ ეჩვენებათ მოულოდნელად ასეთი შემოთავაზების მიღება?

– რა თქმა უნდა, ცოტა რთულია სრულიად უცხო ადამიანთან მიხვიდე და გადაღებაზე დაითანხმო. თავიდან არასდროს იცი როგორი რეაქცია ექნება, წარმოდგენა არ გაქვს მასზე, მაგრამ ყოველთვის ისეთი განცდა მაქვს, რომ ვინანებ თუ არ მივალ და არ ვცდი.

- ფოტოებს რითი იღებ?

– მე ზოგადად ფირით ვიღებ. ფირის შოვნა საკმაოდ რთულია. ადრე თუ ყველგან შეგხვდებოდა გასაყიდად, დღესდღეობით  სპეციალურ მაღაზიებშიც კი, სადაც წესით უნდა იშოვებოდეს, ფაქტობრივად აღარ არის. მიუხედავად ამისა, სანამ ამის საშუალება იქნება, ყოველთვის ფირით გადავიღებ. ეს პროცესი განსაკუთრებულად საინტერესოა ჩემთვის, თუნდაც იმიტომ რომ, ფირით მუშაობის დროს, მაშინვე ვერ ხედავ რა გამოვიდა ეს კი გადაღების პროცესს მეტად საინტერესოს და ემოციურს ხდის.

- შენ ხშირად იღებ წითურებს. იქნებ ამაზე მოგვიყვე?

– მე პერიოდულად ვგეგმავ ხოლმე სხვადასხვა პროექტებს. ერთ-ერთი მათგანი იყო წითურების პროექტი. მინდოდა შემეკრიბა წითურები და წელიწადის ოთხივე დროის მიხედვით გადამეღო. მათი შეკრება არც ისე ადვილი აღმოჩნდა, განსაკუთრებით თავიდან, როცა სოციალური ქსელები ჯერ კიდევ არ იყო ასეთი პოპულარული და გავრცელებული. ამ დროს ქუჩაში თუ შევნიშნავდი წითურს, ვაჩერებდი, ვაძლევდი ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას და ასე მოვაგროვე გადასაღებად. ამ ყველაფერში ჩემი მეგობრებიც იყვნენ ჩართულნი და მეხმარებოდნენ.

10544899_1446374642313259_1533702148_n

- შენი გადაღებული ფოტოების გამოფენა თუ მოგიწყვია?

– პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია, თუმცა,  ჯგუფურ გამოფენებში მიმიღია მონაწილეობა, მათ შორის, სამხატვრო აკადემიაში. ასევე ვმონაწილეობდი სხვადასხვა ფოტო კონკურსშიც. რაც შეეხება პერსონალურ გამოფენას, მინდა პერფორმანსის სტილში გავაკეთო, სივრცეც ისეთი მინდა ვიპოვო, რომელიც ამისათვის შესაფერისი იქნება და მართლა მომეწონება.

- გარდა ფოტოგრაფიისა, რა სფერო გაინტერესებს?

– რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტი რამ მაინტერესებს. მიმაჩნია, რომ ადამიანი მუდმივად რაღაც ახლის  ძიებაში უნდა იყოს, ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ამჟამად  ჩემს მეუღლესთან, გიორგი აბაშიძესთან ერთად მხატვრულ ესკიზებზე ვმუშაობ, რომელსაც მაისურებზე ვასრულებთ, შემდეგ ინტერნეტში ვდებთ სოცილური ქსელის მეშვეობით. დაინტერესების შემთხვევაში, ყველა  მსურველს შეუძლია მათი შეძენა. საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს, ხშირად ყიდულობენ ხელით მოხატულ მაისურებს. შეკვეთებსაც ვიღებთ.

10151413_753096171397848_831177807_n269323_544981115542689_1540243546_n

- შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

–  როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრი სფერო მაინტერესებს. ფოტოგრაფია არ არის ჩემი უმთავრესი დაინტერესება, თუმცა მას ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. დიდი სურვილი მაქვს ახლო მომავალში ვიდეო ჩანახატების გადაღება დავიწყო, სადაც შემეძლება ჩემი ფოტოების გაცოცხლება. ასევე ვგეგმავ, მაგისტრის ხარისხი რეჟისორისა და ფსიქოლოგიის პროფესიის განხრით დავიცვა.

-  დეა, ამით დაგემშვიდობები. დიდი მადლობა ინტერვიუზე რომ დამთანხმდი,გისურვებ წარმატებებს და შენი მიზნების მიღწევას.

–  ასევე დიდი მადლობა თქვენ.

10566659_1446374148979975_431258010_n

10522595_1446374788979911_2020345676_n

10515013_1446374688979921_404744458_n

10515055_1446374485646608_1990781321_n

10529414_1446373682313355_1759481472_n

10525092_1446373738980016_1991670081_n

10551834_1446374558979934_1857966040_n

10551980_1446374002313323_1339478164_n

10559318_1446375328979857_685557189_n

10563339_1446374235646633_1041166711_n

10563368_1446375348979855_1009234511_n

10565751_1446374178979972_545953788_n

 

 

 

 

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

10556974_713510515352877_4214901955914130731_o
საზაფხულო მუსიკალური ფესტივალი საფრანგეთის პატარა ქალაქ ბერჟერაკში ტარდება, მისი ორგანიზატორია ასოციაცია ‘’ABC MUSIQUE’’. ამ ღონისძიებაზე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამაა წარმოდგენილი. ბერჟერაკი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პატარა ქალაქია, რომელიც თავისი უნიკალური ვაზის ჯიშებით და ღვინით არის პოპულარული.
ფესტივალის ორგანიზატორებმა 25 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ეს ღონისძიება შეუცვლელ კულტურულ მოვლენად აქციეს, სადაც სხვადასხვა სახის კონცერტები იმართება, მონაწილეობას იღებს მრავალი ქვეყნის ხელოვანი ხალხი : მსახიობები, მოცეკვავეები, მომღერლები, მუსიკოსები და სხვა.
ორგანიზატორების განცხადებით: ,, ეს ფესტივალი ხელოვან ადამიანებს საჯაროდ საკუთარი სიტყვის თქმის საშუალებას აძლევს, აქ ხდება სრული ხელოვნების ზეიმი ”.
ახლა ბერჟერაკში მიმდინარეობს 26-ე საზაფხული ფესტივალი, რომელიც 2007 წლიდან დაარსდა, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ხელოვანები იღებენ. მათ შორის მიწვეულნი ქართველებიც არიან. წელს საქართველოს სახელით პირველად გამოდიან გენიალური და ყველასთვის საყვარელი ქართველი მუსიკოსი, ჯაზ-მომღერალი ნინო ქათამაძე & ინსაითი და ახალგაზრდა მუსიკოსი და პიანისტი მიშო ყანდაშვილი, რომელიც ყველაზე უმცროსია მონაწილეთა შორის.

ნინო ქათამაძის კონცერტი 3 აგვისტოს მონპაიზერში 9:30 წუთზე გაიმართა.

10589265_713502332020362_813000307_o
მიშო ყანდაშვილის სოლო კონცერტი კი 10 აგვისტოს გაიმართება.

ავტორი: ნინი მაჭავარიანი

7 მარტივი ხრიკი, რომელიც შესანიშნავი ხარისხის ფოტოების გადაღებაში დაგეხმარება. არ გეწინააღმდეგებით, რა თქმა უნდა, კომპიუტერთან დაჯდომა და ფოტოშოპი ზოგჯერ ადვილია, მაგრამ კრეატიული მიდგომები, იდეები ყოველდღიურობას ალამაზებენ. შენ შეეცდებოდი ასეთი რამის გაკეთებას?

ეს ხომ გენიალურია, გაუზიარე შენს მეგობრებსაც  :)