18/11/2018 – 08:48
მთავარი კულტურა ხელოვნება

2015 წლის 5, 6 და 7 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „ნული საათის“ ქართული დადგმის საპრემიერო ჩვენება გაიმართება. ეს სპექტაკლი არის ბრიტანული ეკრანიზებული თეატრის სრულიად არაჩვეულებრივი და ინოვაციური ნიმუში. აღნიშნული წარმოდგენა საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იდგმება.

ფილმის ჩარჩოებში მოქცეული, რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი „ნული საათი“, ორიგინალური შერწყმაა ცოცხალი წარმოდგენის წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან, კომპიუტერულ იმიჯებთან და ყოველივეს მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა ეპიცენტრშია.

„ნული საათი“ არის სპექტაკლი, რომელიც აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე. ამ პრემიერაში ჩვენ წარმოვაჩენთ კომპანიის “imitating the dog” (ITD) ერთგვარ ხელწერას, სავიზიტო ბარათს და რაც ჩვენი ღრმა რწმენით ქართულ აუდიტორიასა და თეატრალებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესძენს. მაყურებელს შეუძლია დიდ ეკრანზე ნახოს ცოცხალი შესრულება, რომელიც ხორციელდება წინა და უკანა პროექციებს შორის.

„ნული საათი“ მოგვითხრობს ჩახლართულ ამბავს და გვიჩვენებს ისტორიის რაღაც მომენტმა თუ წამმა რამდენად განუსაზღვრელი შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ ორომტრიალში ჩათრეულებს. ეს წარმოდგენა ამავდროულად არის თავდავიწყებამდე რომანტიკული და ტკივილამდე შეპყრობილი (სექსით, ბავშვებით, სიკვდილით, მეორე მსოფლიო ომით და დროში მოგზაურობით) და უშუალოდ ახდენს imitating the dog კომპანიისთვის დამახასიათებელი ინოვაციური თხრობის დემონსტრირებას.

„ნული საათი“, მისი დადგმა საქართველოში წარმოადგენს კომპანიის imitating the dog, ბათუმის მუსიკალური ცენტრისა და ბათუმის დრამატული თეატრის ერთობლივ ნამუშევარს. წარმოდგენის მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო.

2015 წლის 26 იანვარს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშის სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სინთეზური ხელოვნება – მხატვრის წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი“.

მხატვრის წიგნი სინთეზური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჟანრია. პროექტი მომავალში ითვალისწინებს მხატვრის წიგნების სერიულ გამოშვებას. ამ სერიის პირველ წიგნად შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ შეირჩა, რომელიც 2017 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება წარმოდგენილი.

,,ვეფხისტყაოსნის” მხატვრის წიგნად გარდაქმნაში მონაწილეობა მიიღეს თანამედროვე ქართველმა ხელოვანებმა: გოგი ალექსი – მესხიშვილმა, მიშა გოგრიჭიანმა, თამაზ ვარვარიძემ, თამარ კვესიტაძემ, თამუნა მელიქიშვილმა, ოთარ მურაჩაშვილმა, ია მჭედლიშვილმა, კოტე სულაბერიძემ, მაია სუმბაძემ, ოლეგ ტიმჩენკომ, მამუკა ცეცხლაძემ, რუსუდან ხიზანიშვილმა, უშანგი ხუმარაშვილმა, მამუკა ჯაფარიძემ და თემურ ჯავახიშვილმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თოთხმეტი მხატვრის ორასზე მეტი ნამუშევარი და მხატვრულად გაფორმებული ტექსტი. ავტორთა ინიციატივით ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმის კოლექციებში დაიდებს ბინას.

სინთეზური ხელოვნება – მხატვრის წიგნი ,,ვეფხისტყაოსანი“ „ტაია ფილმს“-ის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. სამომავლოდ დაგეგმილია ვეფხისტყაოსნის მხატვრის წიგნის ფორმატში გავრცელება და მხატვრების ნამუშევრების პრეზენტაცია-გამოფენების მოწყობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.

10945773_10152506342776269_1923295418274346243_n

ნინი მაჭავარიანი

ქორწილის ფოტოების კონკურსები თავისი არსით, ყველა სხვა კატეგორიის კონკურსებისაგან განსხვავდება, რამდენადაც ამ ჟანრში მოღვაწე ფოტოგრაფებს ეძლევათ საშუალება, საუკეთესო ფოტოები ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინონ. ამგვარ კონკურსებს ორგანიზებას უწევს საქორწინო ცერემონიის ფოტოგრაფთა საერთაშორისო ასოციაცია ( ISPWP). რამდენიმე თვეში ერთხელ, ეს ასოციაცია წევრი ფოტოგრაფების სურათებს არჩევს და შემდეგ კონკურსზე დამთვარიელებლებს წარუდგენს.

არსებობს 20 კატეგორია, რომლებიც განსხვავდება ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათით  – განათების, კომპოზიციის დინამიკისა და დაჭერილი ემოციის სხვაობა, საბოლოო ჯამში, საქორწილო ფოტოების მრავალფეროვან სერიას განაპირობებს. სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით ავლენს ჟიური საუკეთესო ნამუშევრებს.

 ISPWP-ის ვებ-საიტზე  ფოტოგრაფთა ჩანაწერები ეხება იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც ქორწილის ფოტოებზე მუშაობის სპეციფიკას განაპირობებს- “ყოველ ჯერზე, საჭიროა სწორად გაიგო ფოტოსერიის კონცეფცია, სწორად დაიჭირო კადრი. საჭიროა, შენი ხელობის პროფესიონალი იყო და ზუსტად იცნობდე ხელსაწყოს – ფოტოაპარატს, რომლითაც იღებ, იცოდე მისი ყოველი დეტალი, რათა ყველანაირი სირთულის კადრის დაფიქსირება შეძლო და ეს ყველაფერი სწრაფად და ყოყმანის გარეშე აკეთო. მზად უნდა იყო იმისათვის, რომ გადაღება შესაძლოა 12 საათიც კი გაგრძელდეს .ასეთ დროს, არ უნდა დაკარგო მოთმინება და ენთუზიაზმი, რათა გაამართლო იმ ადამიანების იმედები, რომლებმაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღის სამსახსოვროდ აღბეჭდვა განდეს

გთავაზობთ, სხვადასხვა კატეგორიაში პირველ ადგილზე გასულ ფოტონამუშევრებს:

1. “საუკეთესო განათება”. 2013 წლის ზამთარი, ტაივანი. ფოტოს ავტორი კრის ჰუანგი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-7

2. “იდეალური ფოტოხელოვნება”. 2014 წლის შემოდგომა, ნიუ იორკი. ფოტოს ავტორი ემინ კულიევი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-1

 

3. “საგნების იდეალური კომპოზიცია”. 2014 წლის ზაფხული. ფოტოს ავტორი პაულა ბოტო.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-4

4. “გადამწყვეტი მომენტი”. 2014 წლის ზაფხული, მექსიკა. ფოტოს ავტორი დენიზ ბერტი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-5

5. “ცერემონია”. 2014 წლის გაზაფხული,ესპანეთი. ფოტოს ავტორი ნაჩო მორა.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-8

6. ” ემოციური დარტყმა”. 2014 წლის გაზაფხული, არიზონა. ფოტოს ავტორი ტინა ურაითი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-14

7. “ოჯახური სიყვარული”. 2014 წლის შემოდგომა, ჩინეთი.ფოტოს ავტორი ალენ კო.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-9

8. “გადამწყვეტი მომენტი”. 2014 წლის შემოდგომა, ესპანეთი. ფოტოს ავტორი ვიქტორ ლაქსი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-11

9. “ცერემონიაზე გადაღებული პორტრტეტები”. 2014 წლის შემოდგომა, ჩინეთი. ფოტოს ავტორი ხიანგ ქი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-12

10. “საუკეთესო შუქრჩდილები”. 2013 წლის ზამთარი, ტაივანი. ფოტოს ავტორი მატეუს დაჩეკი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-21

11.”ნიშნობის ცერემონიაზე გადაღებული პორტრეტი”. 2014 წლის ზაფხული, სინგაპური.ფოტოს ავტორი რეიმონდ ფანგი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-22

12. “ხედის საუკეთესო კომპოზიცია”. 2014 წლის ზაფხული, პოლონეთი. ფოტოს ავტორი სიმონ ნიკიელი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-13

13. “საქორწინო ცერემონია”. 2013 წლის ზამთარი, გერმანია. ფოტოს ავტორი რამან ელ ატიაოუი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-16

14. “მდებარეობა – საუკეთესო კომპოზიცია”. 2014 წლის გაზაფხული, გერმანია. ფოტოს ავტორი დენის იაგუსიაკი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-23

15.”ემოციური დარტყმა”. 2014 წლის შემოდგომა, იტალია. ფოტოს ავტორი ანდრეა კორსი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-19

16. “იდეალური ფოტონამუშევარი”. 2013 წლის ზამთარი, საფრანგეთი. ფოტოს ავტორი დან პეტროვიჩი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-2

17. “ბავშვები”. 2014 წლის გაზაფხული. ჰონგ კონგი. ფოტოს ავტორი ნიკ ჩანგი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-15

18.”პირველი ცეკვა”. 2014 წლის ზაფხული, კანმორე. ფოტოს ავტორი ერიკა მანი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-26

19.”საღამოს წვეულება”. 2013 წლის ზამთარი, ესპანეთი. ფოტოს ავტორი აურორა ლეჰუგა.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-17

20. “პირველი ცეკვა”. 2014 წლის შემოდგომა, ნიდერლანდები. ფოტოს ავტორი პიტერ ვან დერ ლინგენი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-25

21. “ემოციური დარტყმა”.2014 წლის ზაფხული, ინდონეზია. ფოტოს ავტორი ტიტო რიკარდო.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-18

22. “საქორწინო დეტალები”. 2014 წლის გზაფხული, ბელგია. ფოტოს ავტორი ივო პოპოვი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-24

23. “ბავშვები”. 2013 წლის ზამთარი, იტალია. ფოტოს ავტორი ჯულიან კანცი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-20

24. “ოჯახური სიყვარული”. 2013 წლის ზამთარი, მასაჩუსეტსი. ფოტოს ავტორი მასაო ოკანო.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-10

25.”საგნების იდეალური კომპოზიცია”. 2013 წლის ზამთარი, რისეთი. ფოტოს ავტორი რუსლან მიტსი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-6

26. “იდეალური ფოტონამუშევარი”. 2014 წლის გაზაფხული, კოლორადო. ფოტოს ავტორი ნათან უელტონი.

creative-best-wedding-photography-awards-2014-ispwp-contest-3

 

რობერტ გონსალვესი თანამედროვე მხატვარია, რომელსაც თავისი განსაკუთრებული სტილი აქვს. მისი ფერწერული ნამუშევრები ოპტიკურ ილუზიებს წარმოადგენს, რომელიც მნახველს ერთ მთავარ კითხვას უჩენს – სად არის ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის?! მისი ყოველი ნახატის მიღმა არის გარკვეული შინაარსი, რომელსაც ხელოვანი  მნახველს სიურეალისტური შტრიხებით გადასცემს.

გონსალვესმა, რომელიც კანადაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ხატვა 12 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ წლები გავიდა და ამ დროის განმავლობაში, მან საკუთარი უნიკალური სტილი შექმნა. როგორც თავად ამბობს, საყვარელი ფერმწერები სალვადორ დალი და რენე მაგრიტე არიან, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს მასზე, როგორც ხელოვანზე.

magic-realism-paintings-rob-gonsalves-1__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-2__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-3__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-4__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-5__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-6__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-7__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-8__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-9__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-10__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-11__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-12__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-13__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-14__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-15__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-16__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-17__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-18__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-19__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-20__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-21__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-22__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-23__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-24__880

magic-realism-paintings-rob-gonsalves-25__880 (1)

22 – 23 დეკემბერს თსუ-ს I კორპუსის მუზეუმში “კავკასიური ლიგის” ინიციატივით გაიმართება ნატალია კუციას პერსონალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება 30-მდე ფერწერული ნამუშევარი.

ღონისძიება ეძღვნება ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტს. გამოფენის მიზანია დაანახოს საზოგადოებას ქალის ესთეტიური მხარე, სულიერი მდგომარეობა. ქალი არა მოკლული ან/და ძალადობის მსხვერპლი, არამედ დაცული უნდა იყოს საყვარელი ადამიანის მიერ.

გამოფენა “ქალური საწყისი” გაიხსნება 22 დეკემბერს 12:00 საათზე და გააგრძელებდა 23 დეკემბერის 18:00 საათამდე.

დასწრება თავისუფალია !

qalu

ნინი მაჭავარიანი

დღეს 13 დეკემბერს ”ბრასელია კოპალაში” გაიმართა ელენე რამიშვილის ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა-გაყიდვა. აქ წარმოდგენილი იყო ახალი და ძველი კოლექცია. იგი ხელოვანია. ის ბავშვობაში ხატავდა და ბევრი ჯილდოც აქვს მიღებული, თუმცა მალევე გადავიდა სამკაულების და ქანდაკებების შექმნაზე. ეს მისი საქმეა და ძალიან უყვარს. მის ხელნაკეთ სამკაულს როდესაც შეეხები ეტყობა რამდენი შრომა და სიყვარულია ჩადებული. ის ამ ყველაფერს ძვირფასი ქვებისგან აკეთებს. მას არ ყავს გამორჩეული კლიენტი. სამკაულებს ყველასთვის დიდი სიყვარულით ამზადებს. დამზადებას ხანდახან 3 დღე ან უფრო მეტიც 1 თვეც ჭირდება. მისი ბინაც მორთულია თავისი ხელნაკეთი ნივთებით და ნახატებით. უცხოელებიც დიდ ინტერეს იჩენენ მისი სამკაულების შეძენით. ამისგამო ის უცხოეთშიც განთქმული პიროვნებაა.

წარმოგიდგენთ ფოტოებს გამოფენიდან.

_DSC7686
ეს უბრალო მორთული როიალი ნუ გგონიათ. ეს არის სამკაულების შესანახი ყუთი.

_DSC7659

_DSC7660

_DSC7661

_DSC7662

_DSC7665

_DSC7694

_DSC7698

_DSC7704

_DSC7707

_DSC7708

_DSC7709

_DSC7742

_DSC7752

_DSC7790

ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს კიდევ ერთხელ ,დღეს ევროპის სახლში გამართულ ფოტო გამოფენაზე „ ფოტოგრაფია თანაბარი შესაძლებლობებით“ დაამტკიცეს თემ „ქედელში “ მცხოვრებმა ადამიანებმა.
თემი „ქედელის“ შემქმნელის ლალი ხანდოლიშვილისა და ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის ორგანიზებით და ფონდი „აბილისის“ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო გამოფენა იმ ფოტოებისა, რომლებსაც ორი თვის განმავლობაში „ქედელში“ მცხოვრები შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანები და ასევე სიღნაღის N 1 სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. ამ ხნის განმავლობაში ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი პროექტის მონაწილეებს უტარებდა თეორიულ და პრაქტიკულ გაკვეთილებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 35 ფოტონამუშევარი.

საღამო არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფოტონამუშევრების გამოფენით , მონაწილეები სხვადასხვა , როგორც ქართული, ასევე უცხოური სიმღერებით წარდგნენ სტუმრების წინაშე. გამოფენა -გაყიდვა იყო ასევე მათი ხელნაკეთი ნივთებისა, თექით დამზადებული დეკორაციების , ნაქსოვი აქსესუარების და ა.შ
პროექტში მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით, მართალია საპრიზო ადგილები არ იყო გათვალისწინებული, თუმცა საუკეთესო ფოტოებისთვის სიღნაღის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნანუკა ხუნაშვილი სერთიფიკატთან ერთად ფოტოაპარატით დააჯილდოვეს. როგორც თვითონ აღნიშნა მოულოდნელი და სასიხარულო იყო მისთვის განსაკუთრებულად გამოყოფა და დაჯილდოვება ,რადგან პროექტს კონკურსის სახე არ ჰქონდა.

ქალბატონმა ლალიმ მოსულ სტუმრებს მოკლედ გააცნო პროექტი ორი თვის განმავლობაში როგორ მიმდინარეობდა და აქვე გულისტივილი გამოთქვა იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში სკოლებისგან არანაირი ჩართულობა და დაინტერესება არ იყო ამ ინკლუზიური ჯგუფის მუშაობით.

აქვე მოკლედ გაგაცნობთ თემი „ქედელის“ შესახებ: მისი დაარსების იდეა ეკუთვნის ლალი ხანდოლიშვილს და უკევ 16 წელია რაც სიღნაღში არსებობს,ამ დროისთვის იქ 22 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ძირითადად ზრდასრული ადამიანი ცხოვრობს . თემში არსებულ შრომით -თერაპიულ სახელოსნოებში საქმიანობით მათ ეძლევათ საკუთარი უნარებისა და სურვილების რეალიზების საშუალება . „ქედელის“ მიზანია იქ მცხოვრებლებს გამოუმუშავოს დამოუკიდებლად ცხოვრების უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. თემში მოქმედებს საცხობი , სადურგლო და საქსოვი სახელოსნოები,ასევე არის სათბური და ბაღი, სადაც მოიწევა ბოსტნეული თემისთვის, აქვე იწარმოება რძის პროდუქტიც და არის ჩირის გადამამუშავებელი საამქრო. თემის მკვიდრნი აქტიურად არიან ჩართულები ხელვნებაში- მღერიან, უკრავენ,ხატავენ ,ძერწავენ და სხვა მრავალმხრივი საქმიანობით არიან დაკავებულნი.

ფოტოგამოფენა „ევროპის სახლში“ 9 დეკემბრამდე გაგრძელდება და ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია მისვლა და ასევე გამოფენილი ხელნაკეთი ნივთების შეძენა. თუმცა პროექტი ამით არ მთავრდება და გადაინაცვლებს თბილისის სკოლებში.

IMG_5840

IMG_5806

IMG_5890

IMG_5836

IMG_5824

IMG_5893

IMG_5858

IMG_5868

IMG_5895

წელს უკვე მეთხუთმეტედ , 5 დეკემბერს თბილისი არტ ჰოლში, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოვების საიუბილეო ცერემონია „მეგა 2014“ გაიმართა.
დაჯილდოვებას ესწრებოდნენ ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სწორედ მათ მიენიჭათ სხვადასხვა ტიტულები თუ ვინ ვინ არის ქართულ შოუ-ბიზნესში.

თბილისი არტ ჰოლის წინ შეკრებილმა ვარსკვლავებმა დარბაზში შესვლამდე წითელ ხალიჩაზე გაიარეს. საღამო საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. წამყვანებმა : ბესო ჩუბინიძემ და ლელა ნინუამ ნომინაციების დასახელებამდე გაიხსენეს „მეგას“ პირველი ნაბიჯები. პირველი „მეგა“ 1999 წელს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ,მას მერე ყოველ წელს ტრადიციულად ტარდება და სხვადასხვა ნომინაციებში ავლენს ქართული კულტურის მოღვაწეებს . არის უცვლელი ნომინაციები და ასევე ახალ შემომატებულები.
წამყვანებმა ასევე მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ და სიმბოლურად ყვითელი და ლურჯი ფერის ( უკრაინის დროშის ფერების ) ფურცლები გამოიყენეს.

ნომინაციებში გამარჯვებული მომღერლების უმეტესობამ თავიანთი ცნობილი სიმღერები შეასრულეს. ზოგიერთი მომღერალი ერთდროულად რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებული გახდა .საქართველოს მუსიკალური დაჯილდოვების „მეგას“ იდეის ავტორსა და შემქმნელს ბესო ჩუბინიძეს , მედიაკავშირი ობიექტივის სახელით,სახალხო დიპლომატიის პრეზიდენტმა ნინო ანდრონიკაშვილმა და საქართველო ისრაელის კავშირის დამფუძნებელმა სიურპრიზად გადასცეს ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო საუკეთესოთა შორის“ .
საღამოს დასასრულს მედიაკავშირ ობიექტივის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა საკუთარი სიმღერა შეასრულა.

მეგა 2014 -ზე დასახელებული ნომინაციებისა და გამარჯვებულების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ყველა თაობის საყვარელი მომღერალი – ვახტანგ ტატიშვილი;
ოძელას მეგა(დავით ოძელაშვილის სახელობის მეგა, შემოქმედებითი ღვაწლისა და მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის) – მიშა ზაქარეიშვილი;
წლის პოპულარული ავტორ-შემსრულებელი – პანჩო;
წლის ნიჭიერი -ნუცა ბუზალაძე;
წლის დუეტი – ოთიკო ანდრიაძე და ოთო ბერიშვილი;
წლის საუკეთესო კონცერტი – თემურ წიკლაურის კონცერტი თელავში;
წლის პოპულარული სიმღერა – „შემოდგომა“ -ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა;
წლის პოპულარული მომრერალი – დავით კენჭიაშვილი;
წლის პროდუქტიული პროექტი- „მოძრავი ფილარმონია“ პროექტი „მონატრება“ (იდეის ავტორი და ორგანიზატორი -ბესო ბერულაშვილი)
ქართულ-ებრაული წლისადმი მიძღვნილი ებრაული სიმღერა – ბაია გიორგაძე „oda israel“
რესტორნის საუკეთესო მუსიკა – რესტორან „კრწანისის“ ანსამბლი;
თეონას მეგა ( თეონა ქუმსიაშვილის „მეგა“-ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ) – ნათია ქოროღლიშვილი;
წლის საუკეთესო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი – „გორულა“ ;
წლის ჟურნალისტი(კულტურასა და ხელოვნებაში შეტანილი მედია წვლილისთვის) – ნინო მჭედლიშვილი (ჟურნალი რეიტინგი)
წლის „სირცხვილია“ – ერეკლე დეისაძის სიმღერა „ჩემი ნაბიჭვარი მამა“
ბრენდი საქართველოს ოქროს ვარსკვლავი- მერაბ სეფაშვილი;
ოქროს დუეტი- ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი;
წლის ჯგუფი – ანსამბლი „გორდელა“ ;
წლის საუკეტესო ვოკალისტი მამაკაცი – ბორის ბედია;
წლის პატრიოტული სიმღერა – „იარონ, იარონ, იარონ ამინ“ -თემურ წიკლაური ;
წლის სასცენო იმიჯი -თემურ წიკლაური ;
წლის საუკეტესო კლიპი – ანი სირაძის სიმღერა „მხოლოდ სიზმარი“ -რეჟისორი ანრი ჯოხაძე ;
ხალხის სიმპატია- ბესიკ კალანდაძე ;
პოპულარული კომპოზიტორი- ნუგზარ ერგემლიძე;
წლის სკანდალი- ხატია წერეთლის კლიპი სიმღერაზე „ქართული ჯარი“ ;
წლის პროდუქტიული მომღერალი – დავით კენჭიაშვილი ;
წლის საუკეთესო ვოკალისტი ქალი – სოფო ბედია.

IMG_5535

IMG_5527

IMG_5563

IMG_5631

IMG_5607

IMG_5611

IMG_5682

IMG_5712

IMG_5697

_MG_5480

„ნეტავი დაანგრევდნენ და … “ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს,ეს სიტყვები მომაძახა ქალმა ,რომელიც ერთ-ერთ იმ შენობაში ცხოვრობს ,რომელთა არქიტექტურა და მოხატულობა,ძველ თბილისს გასაოცარ
იერსახეს ანიჭებს, რომლითაც დედაქალაქის მკვიდრნი ამაყობენ და უცხოელები მოხიბლული არიან.

ძველი თბილისის ქუჩებს უამრავი საოცარი შენობა -ნაგებობა ამშვენებს თუმცა ქალაქის ერთ-ერთი კოლორიტი სახლების სადარბაზოებია. სადარბაზოებში ბევრ საინტერესო თუ ლამაზ მორთულობას შენიშნავ, მოჩუქურთმებული ჭერის კიდეები თუ მოხატული კედლები გულგრილს არავის დატოვებს, ისინი ძირითადად მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა,როცა თბილისში უფრო თანამედროვე სახლების მშენებლობა დაიწყო. მე-19 საუკუნე ის ხანა იყო, როცა თბილისმა ევროპული სტანდარტებისკენ დაიწყო სწრაფვა. ამ პერიოდში აშენებული სახლების როგორც გარე ფასადი ასევე სადარბაზოები იმდენად შთამბეჭდავია, რომ შეიძლება ითქვას ,ისინი ძველი თბილისის სავიზიტო ბარათია.

განსაკუთრებით ხშირია სადარბაზოების იატაკების მოხატულობა, ძირითადად ვარსკვლავისებური და სხვადასხვაგვარი ორნამენტები ,მოზაიკური ნამუშევრები და ასევე ვიტრაჟით გაფორმებული შესასვლელები გვხვდება ,თუმცა ყველაზე ხშირად შეინიშნება შესასვლელში კიბის დასაწყისში ლათინური წარწერა “SALVE” , რომელიც მისალმებას,სალამს ნიშნავს.

თბილისური სადარბაზოები ძირითადად სომეხი ვაჭრების მოირკეთებულ-მოჩუქურთმებულია, ყველას თავისი ისტორიები აქვს,როგორც ერთ-ერთმა გალაქტიონ ტაბიძის 23 ნომერში მცხოვრებმა ,ქალბატონმა ნანა ბობოხიამ გვიამბო, ორი სომეხი ვაჭარი ტაბიძის 22-სა 23 ნომრებშიც ერთდროულად აჩუქურთმებდა მოპირდაპირე შენობებს, ისინი ეჯიბრებოდნენ რომელს უკეთესი მოპირკეთება გამოუვიდოდა,როცა ერთმა შეამჩნია რომ მეორეს მასზე უკეთესი გამოუვიდა უთხრა: „ მე რომ აივნიდან გამოვიხედავ შენს გაკეთებულ ლამაზ შენობას ვუყურებ ხოლმე შენ კი ,ენა დაგდებულ კაცებს უყურეო“ და მის შენობაზე ენა დაგდებული კაცები გამოძერწა, ამ სახლის ინტერიერიც ორნამენტებით არის მორთული და იატაკზე ვარსკვლავისებული გამოსახულებებია.
ასევე ქიქოძის 9 ნომერში მდებარე სახლის სადარბაზოს ჭერი მოხატულია ულამაზესი ორნამენტებით ,ბარნოვის , მაჩაბელის, ინგოროყვას ,ასათიანის, ჭონქაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების თითქმის ყველა სადარბაზო სხვადასხვანაირად არის მოჩუქრთმებული სომეხი ვაჭრების მიერ.
აღსანიშნავია აღმაშენებლის 93 ნომერში მდებარე სახლის სადარბაზო , ის გამოირჩევა ყველა სხვა სადარბაზოსგან, აქ ბენო ტელინგატერის მიერ არის შესრულებული კედლის ფერწერა , სადარბაზოს მოხატულობაში შერეულია სხვადასხვა სტილი ,არის დეკორატიული ორნამენტები, პეიზაჟები რაც სიმდიდრის შთაბეჭდილებას ქმნის, მოხატულია მთლიანი კედლები და ჭერი , სადარბაზო დღესაც მდიდრულ სასახლეს მოგაგონებს. ბ ტელინგატერი სწორედ სადარბაზოებისა და თეატრების დეკორატორად მუშაობდა.

ძველი თბილისის შენობებისა და სადარბაზოების დაცვის როგორც კულტურული მემკვიდრეობის , შესახებ კანონი ძალაში 2007 წლის 8 მაისს შევიდა თუმცა ეს კოლორიტული სადარბაზოები მაინც დანგრევის პირასაა , ზოგიერთ მათგანს ძლივსღა შერჩენია ძველი მოხატულობა, ზოგის ჭერი ნახევრად ჩამოვარდნილია. ხალხი ისტორიულ , კოლორიტულ შენობებში ცხოვრობს რაც ერთი მხრივ საამაყოა, თუმცა შექმნილი ცუდი პირობების გამო, ბევრ მათგანს ურჩევნია დაინგრეს და ახალ თანამედროვე კორპუსში იცხოვროს სანაცვლოდ. მაშინ ,როცა ყოველ დღე ,კიბეზე ჩამოსვლისას ადამიანი საფრთხეს გრძნობს და ეშინია ან კიბე არ ჩაინგრეს ან ჭერიდან რომელიმე ჩუქურთმის ნატეხი არ დაეცეს ,მას აღარ აინტერესებს რას წარმოადგენს და როგორი ძვირფასია ის შენობა სადაც ცხოვრობს. რამდენიმე ადამიანს შენიშნულიც კი არ ჰქონდა,რომ სადარბაზოს კედელზე მოხატულობაა შემორჩენილი. სწორედ ამიტომ ინატრა ზემოაღნიშნულმა ქალბატონმა, აგრერიგად ძველი და ისტორიული სახლის დანგრევა.ისტორიული სახლები, სადაც ნიკო ნიკოლაძე(ტაბიძის ქ. 21) , ევგენი მიქელაძე (ქიქოძის ქ. 11) და სხვა მრავალი ცნობილი საამაყო პიროვნება ცხოვრობდნენ , ნელ-ნელა ინგრევა და ნადგურდება მათი შთამბეჭდავი ფასადები თუ სადარბაზოები.

IMG_7559

IMG_7558

IMG_7554

IMG_7542

IMG_7541

IMG_7458

IMG_7448

IMG_7435

IMG_7463

NATIONAL GEOGRAPHIC ერთერთი მსხვილი არაკომერციული შემეცნებით-საგანმანათლებლო ორგანიზაციაა მსოფლიო მაშტაბით. გარდა საკუთარი ჟურნალისა და ტელეარხისა  ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს კონკურსს ფოტომოყვარულებში.

მონაწილეთა ფოტოები ჩვენი ცხოვრების  სრულიად სხვადასხვა სფეროდან სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებს, ლამაზ სცენებს ასახავს, რომლებსაც ბევრი ჩვენთაგანი უბრალოდ ვერ ამჩნევს.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა უბრალოდ გადააგზავნოთ თქვენი გადაღებული ფოტო. პრიზისათვის კი ნამდვილად ღირს ბრძოლა, რამდენადაც გამარჯვებული 10 000$ მიიღებს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს 7000 ნამუშევრიდან, რომლებსაც 150 ქვეყნიდან აგზავნიან კონკურსზე. დანარჩენი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია კონკურსის ოფიციალურ საიტზე  http://photography.nationalgeographic.com/photography/photo-contest/2013/entries/recent-entries/ .

 

3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 192

 

სტატიის ავტორი: სოფია კახნიაშვილი