18/11/2018 – 08:48
მთავარი კულტურა ხელოვნება

გარდა ისტორიული ცნობადობისა, ტრანსლივანია სახელგანთქმულია ულამაზესი ლანდშაფტით. სწორედ ამიტომ, ის ხშირად ხდება სხვადასხვა ფოტოგრაფის ინსპირაციის წყარო.

იაკუბ პავლოვსკი 21 წლის ფოტოგრაფია. რამდენიმე ხნის წინ, მან საინტერესო პროექტი წამოიწო, რომლის სახელწოდებაა “წიგნები გვიხმობს”. პროექტი წარმოადგენს ფოტოების სერიას, რომელიც გვიჩვენებს, რომ სპეციალურად წიგნების კითხვისათვის განკუთვნილი ადგილი და დრო არ არსებობს და ეს შესაძლებელია ყველგან მოახერხოს ამით დაინტერესებულმა ადამიანმა. როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს, მისი ფოტოსერია ერთგვარ პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს და იმედოვნებს, ეს შედეგს გამოიღებს.

” რამდენიმე თვის წინ გავაცნობიერე, რომ ადამიანები უფრო და უფრო ნაკლებ დროს უთმობენ წიგნების კითხხვას. დღეს, ყველა თანამედროვე ტექნოლოგიებს ვამჯობინებთ. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველას –  მე ვსაუბრობ უმრავლესობაზე. სწორედ ამიტომ, წამოვიწყე პროექტი – “წიგნები გვიხმობს”. მინდა ხალხს შევახსენო, რომ წიგნების კითხვა შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში და ნებისმიერ ადგილას.” – ამბობს პავლოვსკი.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 22 აპრილს 18:00 საათზე მოეწყობა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული 80–მდე ნამუშევარი.

ჟანრი ლოლაშვილი 1959 წლიდან ხატავს. მას გამოფენები ჰქონდა გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში). საქართველოში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა ასევე ერთი პერსონალური გამოფენა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს იქნება პირველი მასშტაბური ექსპოზიცია, რომლითაც ფართო საზოგადოება ჟანრი ლოლაშვილს როგორც მხატვარს ისე გაიცნობს.

გამოფენას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი უწევენ ორგანიზებას. ნამუშევრები გალერეაში 30 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.

გთავაზობთ მის რამდენიმე ნამუშევარს

11149335_10152839991750866_1913539090717080115_n

11038121_10152839992980866_2310899296141014686_n

11150424_10152679358386269_5679239695590646925_n

11165321_10152840004850866_4256894130795868640_n

რუსეთში მოღვაწე დიზაინერმა ალექსანდრე არუთუნოვმა 2015-2016 წლის შემოდგომა ზამთრის ჩვენებაზე, ფიროსმანის ნამუშევრებით გაფორმებული კოლექცია წარმოადგინა.

bandicam 2015-04-15 02-18-37-421

11086644_958921790806885_1090740971_n

11148875_958921830806881_416991500_n

11157041_958921807473550_878495439_n

bandicam 2015-04-15 02-10-21-959

bandicam 2015-04-15 02-10-27-328

bandicam 2015-04-15 02-11-28-026

ავტორი: ქეთი ქებაძე

თავით-ფეხებამდე შავი ტყავის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი ზღვის ნაპირას დგას, მზეს აჰყურებს და ამბობს: მე მინდა ვიცოცხლო! მისი ნიღაბი სადომაზოხისტის ჩაცმულობას ჰგავს ერთი შეხედვით. თუმცა საქმე გაცილებით რთულადაა, ფილმის მთავარ გმირს რიკის (რომელსაც ბრედ პიტი თამაშობს) უკურნებელი სენი სჭირს – კანის ძალზე იშვიათი დაავადება, რომელიც სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს. რიკის ტყავის ვიწრო ნიღაბი მზის სხივებისგან იცავს, მზის სხივები სასიკვდილოა მისთვის. რეჟისორი ბიჟიდარ ნიკოლიჩი თითქმის ნახევარი ფილმის მანძილზე არ გვაჩვენებს მთავარი გმირის სახეს, საბოლოოდ კი ვიღებთ საოცარ ეფექტს; რიკი ნიღაბს იხსნის დღის შუქზე, სარკის წინ დგას და აცრემლებული თავის თავს პირველად ხედავს სარკეში. რამ აიძულა მას ასეთი ნაბიჯის გადადგმა? რიკი ხვდება მოხეტიალე დასის მსახიობს ფრენსისს და ერთი ნახვით შეუყვარდება იგი. ფრენსისიც არაა მისდამი გულგრილი. იგი მოხიბლულია ნიღბიანი მოტოციკლისტით, რომელსაც კარნავალზე გაიცნობს. არადა ნიღაბი რიკის ბნელი მხარეა, მისი საკანია, „მზესაც ხომ შეიძლებ ჰქონდეს ბნელი მხარე“. ფრენსისს ნიღბიანი რაინდი უყვარს, რომელიც ედგარ ალან პოს სიტყვებით ესაუბრება („მე ბავშვობიდან, ყველაფერს სახვაგვარად ვხედავდი…“), ნამდვილი რიკი მისთვის მხოლოდ მეგობარია…

ფილმის მანძილზე არაერთხელ ისმის ბახის გენიალური ოპუსი, ორმაგი სავიოლინო კონცერტი. არსებობს ამ ნაწარმოების შესანიშნავი ჩანაწერი, სადაც იაშა ხეიფეცი ვიოლინოს ორივე პარტიას თავად ასრულებს. არ ვიცი ფილმის რეჟისორს რამდენად ჰქონდა ეს ჩანაწერი მოსმენილი, მაგრამ მუსიკალური მეტაფორა, თუ მინიშნება ძალიან ზუსტი კი გამოუვიდა, თუნდაც ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა იყოს. ფილმის მთავარი გმირი, ხომ რიკიცაა და ნიღბიანი რაინდიც, ისევე როგორც  ხეიფეცი ასრულებს ვიოლინოს ორივე პარტიას.

საბოლოოდ ფრენსისი გაიცნობს ნამდვილ რიკის, თუმცა დრო თითქმის აღარ რჩება… ფილმი ნამდვილად დრამატულია, ისევე როგორც მისი შექმნის პროცესი.  გადაღებები 1988 წელს დაიწყო, თუმცა ყოფილ იუგოსლავიაში ომის დაწყების გამო, გარკვეული ხნით შეჩერდა, საბოლოოდ ფილმი დღის სინათლეზე მხოლოდ წლების შემდეგ გამოჩნდა, ისევე როგორც რიკ კლეიტონი.

აქვეა მცირე ფრაგმენტები ფილმიდან. დასაწყისში ბახის ორმაგი სავიოლინო კონცერტიც ისმის.

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, პოეტ ნინო მოდრეკილაძის ორგანიზებით სიმსივნით დაავადებული თეა ძამუკაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო საღამო – ” როცა სიკეთე ლექსის სტროფია…”, გაიმართა.

საღამოზე ლექსები წაიკითხეს თანამედროვე პოეტებმა ანა იაკობაშვილმა ,ალეკო მიშელაშვილმა, დავით არახამიამ,მაია მიქაიამ,ცირა თევდორაშვილმა, ეკატერინე ბაზერაშვილმა, ლიკა ჭელიძემ და სხვებმა . ასევე იქ იმყოფებოდა ჩოხოსანთა ფოლკლორული ანსამბლი “შავლეგო”, რომელმაც მსმენელს რამდენიმე ხალხური სიმღერა შეუსრულა.
პარალელურად დარბაზის შესასვლელში მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, როგორც წიგნების, ასევე ნახატების , ხელნაკეთი აქსესუარებისა და დისკების. გამოფენაზე წარმოდგენილი წიგნები და თითოეული ნივთი ავტორებისა და შემქმნელებისგან სპეციალურად ქველმოქმედებისთვის იყო შემოწირული.

დარბაზში იმყოფებოდა თავად თეა ძამუკაშვილიც შვილთან ერთად ,რომელმაც საღამოს დასასრულს დედისთვის ლექსი თვითონაც წაიკითხა. საღამოზე ერთ-ერთმა პოეტმა კეთილ სურვილებთან ერთად ქალბატონ თეას თავისი გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ ებრძოდა ორიოდე წლის წინ დაავადებას და სწორედ ამ დარბაზში მისთვისაც გამართულა საქველმოქმედო საღამო და ბრძოლისკენ მოუწოდა.

საღამოზე მთლიანად შემოსულმა თანხამ ათას ლარს გადააჭარბა .

IMG_8437

IMG_8465

IMG_8478

IMG_8543

IMG_8525

IMG_8495

ქუჩის ხელოვნება ეს არის ხელოვნება, რომელიც ქუჩაში იქმნება და ის არ შეიცავს ტრადიციული ხელოვნების ელემენტებს. ამ ტერმინმა პოპულარობა 1980წელს შეიძინა,როდესაც მოდაში იყო კედლებზე ლამაზი წარწერების გაკეთება. ეს ხელოვნება დღემდე პოპულალურია და საქართველოშიც კარგად ვითარდება.

000

182213_461606337242499_203186163_n

189519_462381223831677_1170285552_n

644229_451974264872373_102282246_n

936665_656846864385111_4798169314358522526_n

999407_493449770724822_1409123264_n

1072361_692648647471599_6620612070402244192_o

1093934_670976469638817_5590299255768755277_o

1463521_543694809033651_1435355608_n

1551560_680815618654902_6779724271026177655_n

1620676_680815631988234_527130803251768913_n

1925061_693549247381539_181285739496339163_n

10246313_680815481988249_7906211664135167381_n

10246801_605963632806768_4252140476532726389_n

10265547_690380097698454_3632421428054441459_o

10347634_683470918389372_1418662615225673918_n

10349143_765420153527781_6133291422758632931_n

10359010_680467285356402_7071223172908338549_o

10360842_700532716683192_4742335707292232689_n

10361028_638526562883808_7853010386423001147_n

10362754_670973639639100_7652400685878240921_o

10380247_690899387646525_7177078733934671308_o

10393939_655550291181435_7802285309928081973_n

10394831_687264538010010_7339993719235520282_n

10405593_700429490026848_3498545262422312184_n

10423840_700532846683179_8925429757043266705_n

10425375_730297093706754_7609851230248854035_n

10451021_673577359378728_298734027110778299_n

10482055_721621314574332_4417289546126603558_n

10497484_655546761181788_8355494048834916959_o

10580836_662091170527347_1291727180175343946_o

10599521_682149828521481_2144024908791785614_n

10605992_717867951616335_253574998936911575_n

10608604_670943856308745_1472023621408372549_o

10614273_662078357195295_2929924622078032622_n

10622819_681762551893542_7756134428002112569_n

10635887_680815495321581_1674701473017554312_n

10646904_678855372184260_7786112366714406642_n

10648365_690376534365477_7841169291762651404_o

10658644_695691987167265_1533851393026979720_o

10660356_680545592015238_6229855231307104169_n

10665087_680815485321582_74568139088920524_n

10665335_680815635321567_8228238193554529422_n

10678736_700532700016527_4798916618920123229_n

10702157_675122905890840_3687209720129170609_n

10887321_738554496214347_207589061761338063_o

10891564_728239440579186_1821590006878294604_n

11021302_763199367083193_4795141279566606535_o

a-four

Canudos-Ethnic-Bar-ის-კარი.

d

David

davitgareji

dgd

Dikarka-Photographer

doctor

dr.love_

dr-ll

eti-and-gagosh

fdf

Ghisgarlin-for-Batumi-Grafikart-Festival

Giorgi-Gagoshidze-Art

giorgi-tabatadze

koska-tamooz

sff

ავტორი: ანა კარდანახაშვილი

ახალგაზრდულ შემოქმედებითი ფესტივალი “ფანARTი” რიგით მესამედ ჩატარდება. ფესტივალი ტრადიციულად მარტში ტარდება და ერთ კვირას გრძელდება, რის გამოც ამ პერიოდს ორგანიზატორებმა მარტისტების კვირეული უწოდეს.ტრადიცია წელსაც გრძელდება და ფესტივალი 24-დან 31 მარტამდე მწერალთა სახლში იქნება წარმოდგენილი.

საავტორო ან იმპროვიზირებული ნაწარმოები;
სარეკლამო Art;
ლიტერატურა;
ინტერიერის დიზაინი;
როკი/ალტერნატივა;
ჯაზი;
მოდა;
კინო/ანიმაცია;
ფოტოგრაფია;
მხატვრობა- ეს ის ათი კატეგორიაა რომლებიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს სასურველი დარგი და წარმოაჩინოს თავისი ნიჭი.

თითოეულ დარგს ჰყავს თავისი კონსულტანტი, რომელიც გაგზავნილი ნამუშევრებიდან საუკეთესოებს ამოარჩევს ფესტივალში მონაწილეობისთვის.ყოველი დღე სხვადასხვა კატეგორიების მონაწილეებს დაეთმობათ:
24 მარტი – ფესტივალის გახსნა, საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა
25 მარტი – ლიტერატურა
26 მარტი – მხატვრობა/ფოტოგრაფია
27 მარტი – კინო/ანიმაცია/სარეკლამო ART
28 მარტი – როკი/ალტერნატივა
29 მარტი – ჯაზი
30 მარტი – მოდა/დიზაინი
31 მარტი – დაჯილდოვება. ფესტივალის საზეიმო დახურვა.

მონაწილეების ასაკი განისაზღვრება 15დან 29 წლამდე. მსურველებმა მონაწილეობის მისაღებად ონლაინ აპლიკაცია 17 მარტამდე უნდა შეავსონ https://www.facebook.com/cync.ge/app_137541772984354 .

ფანARTი პირველად 2013 წელს ჩატარდა და მისი დაარსების იდეა ეკუთვნის ნიკოლოზ რაჭველს, ორგანიზებას კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უწევს. ფესტივალი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ფართო აუდიტორიის წინაშე.

გამოფენა “სათამაშო მოედანი” წარმოადგენს მაკა ბატიაშვილის უახლესი ფერწერული ნამუშევრების სელექციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2014 – 2015 წლებში შესრულებული ნამუშევრები.
“სათამაშო მოედანი” მხატვრის შემოქმედების ზოგად მიმართულებას ასახავს, არამხოლოდ კონკრეტულ კონტექსტში. წარმოდგენილ ნამუშევრებში ფიგურების თამაში როგორც თემა თუ მიდგომა ხშირად მეორდება.
“თამაში იწყება ბავშვობიდან და გრძელდება ცხოვრების ბოლომდე, ის ვლინდება მრავალფეროვანი ფორმებით და ყოველთვის მოიცავს გარკვეულ მიზანს .
ბავშვობაში ჩვენ გვჭირდება სათამაშოები, რომელთაც შემდგომ უფრო ძვირადღირებული საგნები ცვლის. ასევე ვირგებთ როლებს, რომელიც ძირითადად რეალური სახის დასაფარად გვჭირდება. ვთამაშობთ იმას, როგორებიც გვინდა ვიყოთ.
ჩვენ ზუსტად თამაშის მეშვეობით ვაბალანსებთ და ვაკონტროლებთ საკუთარ ქცევებსა თუ ემოეციებს იმ მოედანზე, სადაც ჩვენ დავიბადეთ და ვერსად ვერ გავიქცევით თამაშის დროსაც კი;” – მაკა ბატიაშვილი.

გამოფენა 6 მარტამდე გაგრძელდება.

me3

ნინი მაჭავარიანი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოღვაწე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელთათვის (შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და მხატვრებისათვის) საქართველოს და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშესაწყობად.

კონკურსის მიზანია: აჭარის რეგიონში არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და მხატვრების საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა; აჭარის ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ქართველ და უცხოელ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარება და ამ კონტაქტების განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტებს, რომელთაგანხორციელებაც მნიშვნელოვანი იქნება ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდისა და ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევემის ფარგლებს გარეთ.

მსურველებმა პროექტები სამინისტროში 20 თებერვლამდე უნდა წარადგინონ.კონკურსი 5 ეტაპად ჩატარდება და სექტემბრამდე გაგრძელდება.