18/11/2018 – 07:29
მთავარი კულტურა მუსიკა

ე.მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის სკოლის ხალხური სიმღერების გუნდი საბოლოოდ ჩამოყალიბდა 2010 წელს. იგი აერთიანებს 8-22 წლის გოგონებსა და ბიჭებს, რომლებიც დაყოფილი არიან სამ ხმად და ასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს.
2012 წელს გუნდმა მხოლოდ 8-მომგერლიანი შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო სან ფრანცისკოში გამართულ ბავშვთა საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე – ” Golden Gate”,დაც დაჯილდოვდა განსაკუთრებული პრიზით გლობალური მემკვიდრეობისათვის და სერტიფიკატით კულტურული გაცვლისა და საერთაშორისო მეგობრობისათვის. სხვა გუნდებთან შედარებით ქართველებს მაყურებელი კონცერტებზე ოვაციებით ხვდებოდა. ქართული სიმღერების უნიკალურობისა და გუნდის განსაკუთრებულობის გამო ფესტივალმა ქართველებზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი “საქართველოს პერსპექტივა”.
2013 წლის ივლისში გუნდის მხოლოდ 4-მა წევრმა (ეკონომიკური პრობლემის გამო) მონაწილეობა მიიო აიდაჰოს შტატის საერტაშორისო საგუნდო ფესტივალზე. ფესტივალის შემდეგ ჩატარდა სოლო კონცერტები ქალაქ მისსოულასა და ვაშინგტონ დ-ში.
2013 წლის ოქტომბერს გუნდმა მონაწილეობა მიიღო რომის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე, რომელიც ორგანიზებული იყო ხმელთაშუა ზღვის ორგანიზაციისა და რომის მუნიციპალიტეტის მიერ.
ამჟამად გუნდი მიწვეულია ვენაში, საერთაშორისო საგუნდო ფესტივალზე, რომელიც მსოფლიოს მშვიდობისათვის იმართება გაეროს მხარდაჭერით. ფესტივალზე 24 გუნდი მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც სიმღერებს შეასრულებენ წმ. სტეფანეს ტაძარში, ვენის მთავარ საკონცერტო დარბაზში -მუსიკვერეინში და გაეროს ვენის შტაბ-ბინის წინ. მონაწილეებს გაერო მშვიდობის სერტიფიკატით დააჯილდოვებს. ე.მიქელაძის სკოლის გუნდის ფესტივალზე მონაწილეობას მხარს უჭერს საქართველოს საელჩო ავსტრიაში.
გუნდის ხელმძღვანელობა აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს მსოფლიოს სხვადასხა ფესტივალებთან, ორგანიზაციებთან თუ საელჩოებთან, თუმცა ეკონომიკური პრობლემებისა და სპონსორების არარსებობის გამო ხშირად ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანი პროექტები ვერ ხორციელდება.
ამ სტატიის ავტორი ანუ მე ალექსანდრე ჯაში ამ გუნდის წევრი ვარ. მიხარია,რომ ჩვენს ტრადიციებს მივსდევ და ვმღერი ხალხურ და საგალობელ სიმღერებს. ამჟამად,როგორც სტატიიდან გაიგეთ მივფრინავ ვენაში, სადაც მინდა წარმოვაჩინო ჩემი ტალანტი და მსოფლიოს ვაჩვენო,რომ საქართველო უდიდესი კულტურის პატრონია. ვენაში მოგზაურობის სიუჟეტს ჩამოსვლის მერე რამდენიმე დღეში საიტზე ნახავთ.

San Francisco

Aidaho

Lasha Kicks – ეს სახელი უმეტესობისათვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ვისაც მასზე ჯერ არ გსმენიათ , გეტყვით, რომ ის არის 19 წლის მუსიკოსი, რომელმაც წარმატებას არამარტო საქართველოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც მიღწია. თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ჰოლივუდის ვარსკვლავთან, როგორიცაა ROBERT HOFFMAN. HOFFMAN-ი ყველას კარგად გვახსოვს ფილმიდან Step Up 2 , სადაც ის მთავარ როლს ასრულებს. რობერტ ჰოფმანმა 2012 წელს გადაიღო ვიდეო, სახელწოდებით The Bangers , სადაც ამერიკის 4 საუკეთესო მოცეკვავე იღებს მონაწილეობას, მათ შორის თვითონ Hoffman-იც. სწორედ Lasha Kicks-ის ელექტრონული მუსიკითაა გაფორმებული ეს ვიდეო. ამჟამად ლაშა თავის ალბომზე მუშაობს, რომელიც მალე გამოვა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ მუსიკალურ ფესტივალებში, როგორიცაა Tbilisi Newcomers 2013 და Tbilisi Open Air 2014. რაც შეეხება საზღვარგარეთ მის გამოსვლებს, 2012-2013 წლებში უკრავდა The Treasher-ზე Belzebass-თან ერთად. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მისი ელექტრონული მუსიკა, დღესდღეობით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და მოთხოვნადია.

ჩვენ დავუკავშირდით მას და ვესაუბრეთ თავის შემოქმედებაზე, კარიერასა და სამომავლო გეგმებზე. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Lasha Kicks-თან.

–  ლაშა, პირველად როდის დაინტერესდი ზოგადად მუსიკით და რატომ მიიქცია ელექტრონულმა მუსიკამ შენი განსაკუთრებული ყურადღება?

–  მუსიკით ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი და ბავშვობიდან ჩემი გემოვნება მქონდა. დაახლოებით ოთხი წლის ასაკში მამას გამოვართვი დისკი, რომელსაც მანქანაში რთავდა ხოლმე. ეს იყო Deep Forest-ის ალბომი. ყველა ჟანრის მუსიკას ვუსმენდი და მომწონდა, როცა რაღაც „ჩემსას“ დავინახავდი მასში, მის იდეასა და ხარისხში. ელექტრონული მუსიკა ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ჩემს მუსიკალურ სამყაროში. დიდი გარდატეხა მოახდინა კერძოდ Dubstep-მა და Hard Bass მუსიკამ.

–  მომიყევი,როგორ ჩამოყალიბდი ისეთ მუსიკოსად, როგორიც დღეს ხარ?

-ჩემი მუსიკოსობა რეალურად თამაშით დაიწყო იმ კომპიუტერულ პროგრამებთან, რომლებშიც იწერება ტრეკები. მალე იმდენად გამიტაცა ამ სფერომ , რომ ვხვდვებოდი თანდათან როგორ იმსხვრეოდა მუსიკალური სტერეოტიპები ჩემში და მიბიძგა მუსიკოსობისკენ, გამიჩინა ამბიცია, რომ ოდესმე ერთ-ერთი საუკეთესო და რევოლუციონერი მუსიკოსი გავხდებოდი. თავიდანვე Prodigy , Skrillex და Koan Sound არავინ იბადება. ყველა ნიჭს განვითარება უნდა. მე დღეს ნამდვილად არ ვარ ის , ვინც მინდა ვიყო, ალბათ, იმის 5%-საც კი ვერ შევადგენ, თუმცა ვფიქრობ ესეც ღირსეულად, დიდი შრომით და წვალებით მოვიპოვე. რამდენადაც არიან ადამიანები , ვინც ჩემს მუსიკას უსმენენ, ესეიგი , ეს უკვე მიღწევა და წარმატებაა.

 

-  მინდა რომ ორიოდ სიტყვით მოყვე შენი და Robert Hoffman-ის თანამშრომლობაზე.

–  Hoffman-ი ძალიან დიდი ფიგურაა ჩემთვის. მან ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. წლის ბოლოს ამერიკაში მივდივარ და უნდა შევხვდე. იმ იმედით არ ვარ, რომ რამეში დამეხმარება , თუმცა გამორიცხულიც არ არის.

–  შენი აზრით, საქართველოში არის იმის ხელშემწყობი პირობები, რომ მუსიკოსმა სრულყოფილად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და პროფესიულად განვითარდეს?

–  საქართველოში მუსიკოსმა შესაძლოა ბოლომდე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები , თუმცა მსოფლიო დონის შემსრულებელი რამდენად იქნება, ვერ გეტყვი… სამწუხაროდ ეს გარემო ჩაკეტილი სივრცეა, სადაც მხოლოდ შორს ჭვრეტით და ინტერნეტით ვვითარდებით, ვინც უკვე ე.წ „სთარია“ და რაღაც წვლილი აქვს შეტანილი ქართული მუსიკის ინდუსტრიაში, ნაკლებად ზრუნავენ დამწყები მუსიკოსების განვითარებაზე. ყველანაირი დაპირების უკან ისევ საკუთარი თავისთვის ან ახლო მეგობრებისათვის სასარგებლო განზრახვა აქვთ. სამწუხაროდ, ასეთ პირობებში მნიშვნელოვანს ვერაფერს ვისწავლით და შემოქმედებითად ვერ   განვვითარდებით.

10522674_1447877435496313_720048569_n

–  წელს Tbilisi Open Air-ზე შენი გამოსვლა საკმაოდ წარმატებული იყო. მომიყევი შენი შთაბეჭდილებები.

–  წლევანდელ Open Airs რაც შეეხება, არ ვიცი ნამდვილად, როგორი შთაბეჭდილება დამრჩა – ცუდი თუ კარგი… მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის, აქამდეც და ახლაც, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო გარემო და ხალხი, ვიდრე ფული და პიარი. ანაზღაურების გარეშეც ძალიან ბევრჯერ დამიკრავს, ოღონდ გააჩნია სად და მომითხოვია ისეთი თანხაც, რაც ნამდვილად მეკუთვნის, ისიც საქართველოს პირობებთან შედარებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაინც გაურკვევლობაში ვარ Tbilisi Open Air-ს რომ ვიხსენებ.

–  რატომ? იყო რამე ისეთი რითიც უკმაყოფილო დარჩი?

–  კარგი ფაქტორებიც იყო და ცუდიც. ჯერ უარყოფითს ვიტყვი: Line up – ი იყო არასწორად დალაგებული. მანამდე Tbilisi Newcomers-ზეგავიმარჯვეთ სამმა არტისტმა . შემდეგ Tbilisi Open Air-ის არსი ის იყო, რომ ჩვენ უნდა გამოვსულიყავით ძალიან მაღალი დონის უცხოელ შემსრულებლებთან, დაპირებაც სწორედ ასეთი იყო.საბოლოოდ, იმის მაგივრად, რომ გაკეთებულიყო ერთდღიანი კონცერტი და გამოვსულიყავით ჩვენ და ვინმე ერთი ძალიან მაგარი შემსრულებელი, აღმოჩნდა რომ ეს ფესტივალი ისევ საშინელ კომერციაზე იყო გათვლილი- გაკეთდა სამდღიანი, 20 არტისტით. იმედგაცრუებაც ადვილად გადავიტანეთ და ფინანსური პრობლემებიც გავიგეთ, თუმცა ის მომენტი, რომ Tbilisi Newcomers-ზე წაგებული შემსრულებლები ჩვენზე გაცილებით კარგ პირობებში გამოვიდნენ Open Air-ზე, ცოტა უსამართლობად მიმაჩნია. მაგალითად ჯგუფი „არა“ , რომელმაც წააგო, მაინც გამოვიდა ფესტივალზე, ეს მაგალითისთვის მომყავს, ცუდად არ ვამბობ, მითუმეტეს რომ ამ ჯგუფში ჩემი მეგობრები არიან. უბრალოდ ცუდი ისაა, რომ ჩვენ, გამარჯვებულ შემსრულებლებს, არანაირი პრივილეგია არ გვქონდა. ყველას ძალიან უკვირდა, რომ საღამოს 7 საათზე უნდა გამოვსულიყავი, რაც ჩემი მუსიკიდან გამომდინარე, არახელსაყრელიდა არასწორად შერჩეული დრო იყო.

10540555_1447877415496315_288242096_n

–  ფესტივალის დადებით მხარეებზე რა შეგიძლია თქვა?

–  ახლა დადებით ფაქტორებზე გადავალ. როცა დაკვრა დავიწყე, ძალიან ვნერვიულობდი, რომ ცოტა ხალხი მოვიდოდა(ასეც აღმოჩნდა), მაგრამ ნელ-ნელა გაიზარდა მსმენელის ნაკადი და იმხელა ენერგია შეკრეს , რომ ალბათ მთელი ტერიტორია სავსე რომ ყოფილიყო, ესენი მაინც გამოჩნდებოდნენ. მე ბევრი რომ არ ვილაპარაკო ჩემს თავზე, ვიდეოებშიც კარგად ჩანს რამხელა ენერგია ჩავდე ამ ყველაფერში. Backstage-ში 1 საათის შემდეგ სასწრაფოც დამჭირდა. ნერვიულობა, გაბრაზება, სიხარული, ბედნიერება – ყველაფერი ერთმანეთში აირია და საბოლოოდ რაღაც უცნაური დღე გამოვიდა. ყველას უზარმაზარ მადლობას ვუხდი, ვინც იქ ჩემს გამო მოვიდა, დამაფასა და მიიღო ჩემგან ის, რასაც მოელოდა, ან არ მოელოდა. ვცდილობ მხოლოდ კარგი მომენტები გავიხსენო და პოზიტიური ემოციები წავიღო აქედან, რომ დადებითი ენერგიით შევხვდე ამერიკის სასიამოვნო პრობლემებს და სირთულეებს.

–  ქართველ მსმენელზე რას ფიქრობ, რამდენად უკომპლექსოა, თუნდაც TBILISI OPEN AIR 2014 – ის მაგალითზე?

–  იმ დღეს იქ მყოფი ადამიანებისგან, ალბათ 15-20% იყო უკომპლექსო. დანარჩენები ძალიან, ძალიან შებოჭილები იყვნენ.”Release yourselves people!” – ეს მათ!

10543111_1447877385496318_1172497976_n

–  როგორც შენი FACEBOOK-ის ოფიციალურ გვერდზე წავიკითხე, სახელის შეცვლას აპირებ და LASHA KICKS-ი აღარ იქნები. რასთან არის დაკავშირებული ეს გადაწყვეტილება?

–  ამ სახელში მაინც Hoffman-ის გავლენაა. მინდა ახალი სახელით, ცვლილებებით მსმენელს მალე ძალიან მაღალი დონის პროდუქტი შევთავაზო.

–  ახალი სახელი ხომ არ გაქვს უკვე მოფიქრებული?

–  რაღაც ვერსიები არის, ველოდები, რომ ახალი სახელის იდეა უფრო ემოციების ფონზე მოვა და ძალიან მაგარი იქნება. თავიდან ბოლომდე გამოხატავს ჩემს მუსიკას და პიროვნებას – ეს ზუსტად ვიცი.

–  მუსიკას სახლის პირობებში ქმნი თუ სტუდიაში?

–  სახლის პირობებში, მხოლოდ ლეპტოპი და ყურსასმენები.

10566597_1447877468829643_1522720529_n

–  ვიცით, რომ კარგად ცეკვავ. მუსიკისა და ცეკვის გარდა, კიდევ რა არის შენი ინტერესის სფერო? რაიმე ისეთი ჰობი თუ გაქვს, რაც ყველამ არ იცის?

–  ალბათ ანიმეების ხატვა. კიდევ ველოსიპედით ისეთი რაღაცების გაკეთება, რითაც მშობლებს სისხლს ვუშრობ. ბაიკინგი მიყვარს ძალიან. RedBull X-Fighter- ის ყურებაც ჩემი ჰობია. მოკლედ, Digital Art და Dirty Bike არის ჩემი ჰობი.

–  ელექტრონული მუსიკის გარდა, კიდევ რომელ ჟანრს გამოყოფდი, რომელიც შენ განსაკუთრებით მოგწონს, ხშირად უსმენ და ვინაა შენი საყვარელი შემსრულებელი ან შემსრულებლები?

–  ჩემს ფლეილისთს რომ გადახედო აიპოდში, ალბათ ყველაფერს ნახავNew Agedan დაწყებული Linkin Park-ის One Step Closer-მდე. Justin Timberlake არის არაელექტრონულ მუსიკაში ჩემი საყვარელი შემსრულებელი. Evanescence, God Smack, Linkin Park, Christina Aguilera და T pain-იც მიყვარს. აი, ნახე რა არეულია. მაგრამ ზოგადად ჩემი საყვარელი შემსრულებლები მაინც MJ, Justin Timberlake, Skrillex, Prodigy და შემდეგ უკვე არეულად ყველა.

 

–  მხოლოდ შენს გადაწყვეტილებაზე რომ იყოს დამოკიდებული, რომელ ქვეყანაში, რომელ ქალაქში იცხოვრებდი?

–  თავიდან LA, შემდეგ ტოკიო. ტოკიოში გავატარებდი ჩემი ცხოვრების უმეტეს ნაწილს, სადღაც 40 წლის შემდეგ.მანამდეც ბევრჯერ ჩავიდოდი, ოღონდ უფრო საქმიანი ვიზიტებით, კონცერტებით.

10568065_1447877455496311_646969429_n

–  თავისუფალ დროს როგორ ატარებ, რითი ერთობი?

–  ძირითადად ვმუშაობ ვიდრე ვერთობი. მუსიკას ვწერ უმეტესად. სულ ვმუშაობ, სულ და გართობით უფრო მეგობრებთან ერთად ვარ ხოლმე. ათასში ერთხელ კომპიუტერული თამაშებითაც ვკავდები. რა თქმა უნდა უკეთესი იქნებოდა გართობისთვის უფრო მეტიდრო მქონდეს, მაგრამ ამ დროს საქმისთვის ვიყენებ და უფრო კმაყოფილი ვრჩები.

–  და ბოლო კითხვა, როგორ წარმოგიდგენია შენი თავი, როგორც მუსიკოსი საკუთარი კარიერის ზენიტში?

–  ალბათ წარმომიდგენია, რომ უკვე ახალი მუსიკალური „ჟანრი“ თუ მიმდინარეობა მაქვს შექმნილი, ბევრისთვის ავტორიტეტი ვარ,ბევრი მაგარი მუსიკოსი აღმოვაჩინე, გავზარდე, ფეხზე დავაყენე…წარმომიდგენია, რომ მაგ დროისთვის ვარ წარმატებული ბიზნესმენიც და ყველაზე მაგარი ბრენდის დამაარსებელი. და კიდევ, ბედნიერი ადამიანი.

–  კარგი, ამით დაგემშვიდობები. დიდ მადლობას გიხდი, რომ დრო დამითმე და გისურვებ წარმატებებს.

–  მადლობა, შენც ასევე.

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი.

დღეს, 19 ივლისს,  ჯაზის ლეგენდა ლაიონელ ფერბოსი გარდაიცვალა. მას 103 წელი, 2 დღის წინ შეუსრულდა. ხუთშაბათს ფერბოსი დაბადების დღის წვეულებაზეც იყო. მართალია, დაკვრა აღარ შეეძლო , მაგრამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და ფოტოებიც გადაიღო.

ფერბოსი ყველაზე ასაკოვანი ნიუ ორლეანური ჯაზის შემსრულებელი იყო. მარტში მან ბოლო კონცერტი ჩაატარა, ამ პერიოდის შემდეგ კი ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: “მე სულ ცუდად ვიყავი და ექიმმა მითხრა, რომ ასაკოვანი ვერ გავხდებოდი , მაშინ 50 წლის ვიყავი”.

 “ქუჩის მუსიკის დღე 2014“- დღე, განურჩევლად ასაკისა ყველა ადამიანს აერთიანებს, გამაერთიანებელი მთავარი ჯაჭვი აქ, სიმღერაა. თეთრ მაისურებში გამოწყობილი თითმის ყველა თაობის ადამიანები ერთი დღით სიმღერის სამყაროში აღმოჩდნენ. როკი, მეტალი, ფოლკი, ჰიპ-ჰოპი, ეს ის ჟანრებია, რომელიც რუსთაველის გამზირზე მთელი  დღის განმავლობაში ისმის მონაწილეების მხრიდან. მუსიკის დღე თბილისში მაისის თვეში ტარდება. მას დედაქალაქის მცხოვრებელები დადებითად აფასებენ და სურთ,რომ კიდევ უფრო სისტემატიური ხასიათი შეიძინოს ამ ფესტივალმა.

საზოგადოებისთვის, უკვე კარგად ნაცნობი, ბახვა წერედიანი, ფიქრობს რომ ქუჩა, ხელოვან ადამიანს საკუთარი შესაძლებლობლობების კარგად წარმოჩინებაში ეხმარება”.

 

ბახვა წერედიანი-” მოხარული ვარ, რომ ეს ღონისძიება უკვე მესამედ იმართება ჩვენს დედაქალაქში, აქ, თითოეულ ადამიანს შეუძლია,რომ საკუთარი შესასძლებლობები ყველას აჩვენოს და აკეთოს ის რაც მას სურს”.

ნატა სოფრომაძე-“ძალიან მიხარია,რომ მუსიკის დღე აღინიშნება თბილისში , მუსიკა ძალიან მიყვარს და ყოველ წელს მივიღებ მონაწილეობას ამ ფესტივალში, მოხარული ვიქნები თუ წელიწადში ორი ,სამჯერ მაინც ჩატარდება”.

ქუჩის მუსიკის იდეა,  რომელმაც არამარტო ახალგაზრდების გული მოიგო, ლიტვაში 2007 წელს, ანდრიუს მამონტოვის ინიციატივით დაიბადა. ამის შემდეგ, ფესტივალმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, მათ შორის, მუსიკის დღეს აღნიშნავენ, ლატვიაში, ესტონეთში,  ჰოლანდიასა და ჩეხეთში. თბილისში, ქუჩის მუსიკის დღის აღნიშვნა, ახალგაზრდულმა ასოციაცია “დრონიმ” დააწესა, რომელიც მანამდე აქტიურად თანამშრომლობდა ლიტვასთან და კერძოდ ფესტივალის დამფუძნებელთან. სწორედ, ერთობლივი მუშაობის შედეგია, ის,რომ  უკვე მესამედ ქუჩის მუსიკის დღე  ჩვენთანაც  აღნიშნება.

ანდრიუს მამონტოვი”როდესაცადამიანები ქუჩაში მღერიან, გარშემო არაჩეულებრივი განწყობა იქმნება, მსგავსი ფესტივალი უკვე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში  იმართება და აგერ უკვე ორი წელია რაც ამ ქვეყენების  სიას საქართველოც შეუერთდა, რაც ძალიან სასიხარულოა” 

   გიორგი კიკალიშვილი-“ორგანიზაციის ხელმძღვანელი-“ჩვენ, ანდრიუს მამოტოვთან წლებია ვთანამშრომლობთ, ყოველთვის გვინოდა,რაიმე სიახლის, ინოვაციური პროექტის, შემოტანა საქართველოში, ვფიქრობ,რომ ქუჩის მუსიკის დღის შემოტანით სწორედ ასეთი პროექტი განვახორციელეთ”.

ახალგაზრდული ასოციაცია, აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან და ქალაქებთან, რომლებიც  სხვადასხვა პროექტებს ახორცილებენ  ახალგაზრდების წინსვლისთვის. წელიწადში ორჯერ, ასოციაცია “დრონი” საქველმოქმედო აქციასაც ეწევა, სადაც ისინი დევნილ ოჯახებს ეხმარებიან, სპეციალურად დევნილი ბავშვებისთვის კი, სხვადასხვა სახის გასართობ ღონისძიებებს მართავენ.

  დიმიტრი კურტანიძე-საქველმოქედოდა საერთაშორისო პროექტების მენეჯერი.-ასოციაცია- “დრონის” თანამშრომლობის მემორანდუმები აქვს გაფორმებული სხვადასხვა ქვეყნებთან, მემორანდუმის თანახმად ჩვენ ვაწყობთ სხვადასხვა სახის უცხოურ პროეტებს, ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით და ასევე მათთივე მონაწილეობით ვაწყობთ საქველმოქმედო აქციებს დევნილი ოჯახებისთვის ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ მათ ის ტკივილი ,რაც ომისგან მიადგათ და გავულამაზოთ ერთი დღე”.

ფესტივალის დასკვნით ნაწილში ანდრიუს მამონტოვა ღონისძიების მონაწილეებთან ერთად იმღერა. ქუჩის მუსიკის დღე სიმღერის მოყვარულებს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

ავტორი: ბაჩო გოგრიჭიანი

„მნიშვნელობა არ აქვს ვინ ხარ, არ აქვს მნიშვნელობა საით მიდის შენი ცხოვრების გზა, ხანდახან გჭირდება ადამიანი შენს გვერდით იდგეს”….

ასე იწყება სიმღერა, რომელიც youtube-ში  63 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. უკვე 10 წელია, რაც მუსიკალური პროექტი “Playing for Change”მიმდინარეობს –  ქუჩის მუსიკოსების მიერ ნამღერს აგროვებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქუჩის მუსიკოსები ერთ სიმღერას მღრიან, თავისებურად, განსხვავებულად. შედეგი საოცარია.

მუსიკას რომ საზღვრები არ აქვს, ამ ვიდეოთი თქვენ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. ხელოვნება ყველგანაა, თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს. იგი  გამოხატვის განსხვავებული ფორმების ნაკრებია, თუმცა ადრესატებმა ყოველთვის იციან რა, როგორ გაიგონ და რომელ ემოციას უპასუხონ.

გაუზიარეთ ეს ვიდეო სხვებსაც და გააცანით მსოფლიო მეგობრებსაც!

Dj Tiesto New york-ში ხვალ ჩვიდმეტ ივნისს წარმოადგენს მის მორიგ ალბოს სახელად ”ტერმინალი N5”

წყარო: tiesto.com