18/11/2018 – 07:29
მთავარი კულტურა მუსიკა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 2014 წლის 11 ნოემბერს გაიმართა კონცერტი , რომელიც პოლონეთის ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს და ანდჟეი პანუფნიკის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი, პოლონელი დირიჟორი  პაველ კოტლატა, სოლისტი – პოლონელი ჩელისტი იან კალინოვსკი.
 

 

ავტორი: ნინი მაჭავარიანი

,,პაშა ივენთი”  ასე ქვია  ახალ  კორპორაციას, რომელიც უზრუნველყოფს  ტოპ დიჯეების ჩამოყვანას  საქართველოში.ცნობილი დიჯეი ,,super flu”  კლუბ ,,ანდერვილში” პირველად დაუკრავს. საღამოს ორგანიზატორები აცხადებენ, რომ  დღევანდელი საღამო  კლუბური მუსიკის მოყვარულთათვის , ხარისხით იქნება  მაქსიმალურად მიახლოებული იმ სტანდარტებთან, რომელსაც აკმაყოფილებს ევროპის საუკეთესო კლუბები.

11 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ხალხური სიმღერების გუნდის კონცერტი.

30 სექტემბერს ლონდონში iTunes ფესტივალი ჩატარდა. მასზე ისეთი ცნობილი შემსრულებლები გამოვიდნენ, როგორებიც არიან: დევიდ გუეტა, ედ შირანი, კასაბიანი, კელვინ ჰარისი, კაილი მინოუგი, პლაცებო და უამრავი სხვა  ვარსკვლავი. ფესტივალზე მიწვეული იყო  პლასიდო დომინგო, რომელთან ერთადაც ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი  წარსდგა მაყურებლის წინაშე.

გთავაზობთ  2014 წლის iTunes ფესტივალის ფოტოებს.

პლაციდო დომინგო და ხატია ბუნიათიშვილი

10376906_814545338598323_2850509054348466213_n

10149836_814546191931571_3438069389166843791_n

1560384_814545535264970_8255630550652580133_n

10301599_814546171931573_6533928436157744875_n

10668771_388474017969329_316972771_n

10723147_388473981302666_514216527_n

ადამ ლევინი ( ჯგუფი MAROON5 )

maroon-5-itunes-festival-2014-2-1410517791-large-article-0

დევიდ გუეტა

david-guetta-live-at-itunes-festival-2012--1347877403-view-0

კელვინ ჰარისი

itunes2_810x540

DEADMAU5

deadmau5-0376-640x426

ლენი კრავიცი

1411901475_2

PLACEBO

placebo_3050318b

2014 iTunes Festival - Day 23 - Placebo perform live

ფარელ უილიამსი

pharrell-itunes-festival

ედ შირანი

149759

music-v-festival-2014-ed-sheeran

KASABIAN

kasabian-at-itunes-festival-20142-1410525175-view-0

მერი ჯი ბლაიჯი

Mary_J_Blige_iTune_3052894b

THE SCRIPT

the-script-itunes-festival-2014-2-1410875474-view-0

ჯესი ჯეი

jessiej4

jessie-j-roundhouse-2

კაილი მინოუგი

kylie-minogue-itunes-festival-2014-3-1411997733-view-0

kylie-minogue-itunes-festival-2014--1411997728-view-0

133116440528747611290_1

SXSW-Music-Festival

 

 

 

 

 

დიდი ლებოვსკი ( The Big Lebowski )  ძმები ქოენების ლეგენდარული ნამუშევარია. ის 1998 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მაშინვე კრიტიკოსებსა და კინომოყვარულებში დიდი აღიარება ჰპოვა. ჯეფ ბრიჯესი, ჯულიანა მური, სტივ ბუშემი, დევიდ ჰადელსტონი –  ეს ფილმში მონაწილე ლეგენდარული მსახიობების არასრული ჩამონათვალია. გამოსვლისთანავე ფილმი სხვადასხვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებზე.

The-Big-Lebowski

the-big-lebowski-blu-ray-release-august-16-2011-julianne-moore-24810736-2500-1995-jeff-bridges-to-play-special-gig-at-lebowski-fest

კინომოყვარულთა უმეტესობას არათუ ნანახი აქვს ეს ფილმი, არამედ “დიდი ლებოვსკი” მათი  საყვარელი ფილმების სიაში მოწინავე ადგილსაც იკავებს. მიუხედავად ამისა, ცოტამ თუ იცის, რომ ერთ-ერთი სცენა ამ ფილმში უძველესი ქართული საგალობლითაა მუსიკალურად გაფორმებული, თუმცა ეს არსად არ არის ოფიციალურად მითითებული. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა საგალობელი ამ ფილმის სოუნდტრეკთა სიაში, ინტერნეტში არ მოიპოვება.

თუ კი ჩვენს მკითხველს არასდროს სმენია  “დიდი ლებოვსკის ყურებისას” ნაცნობი ჟღერადობა, მაშინ ნამდვილად ღირს კიდევ ერთხელ ვუყუროთ ფილმის ერთ-ერთ სცენას, რომელიც 59:00 წუთიდან იწყება.

big-lebowski-1

The-Dude-The-Big-Lebowski-Jeff-Bridges-_300081-20

 

ტრიო “მანდილი” 6 თვის წინ ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრები თათია მგელაძე, შორენა ცისკარაული და ანი ჭინჭარაული არიან. თათია და შორენა 19 წლის არიან და უნივერსიტეტში სწავლობენ, ხოლო ანი ტრიოს უმცროსი წევრია, ის წელს გადავიდა მეთერთმეტე კლასში.

“მანდილის” რეპერტუარი ქართული ხალხური სიმღერებისაგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ფართო საზოგადოებამ გაიცნო, ახალგაზრდა შემსრულებლებმა უამრავი ადამიანის მოწონება და სიყვარული დაიმსახურეს.

რამდენიმე დღის წინ, თავად ჯგუფის წევრების მიერ  გადაღებული  სამოყვარულო ვიდეო მსოფლიოს ქვეყნების წამყვან ვებ-გვერდებზე განთავსდა, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ამერიკულ ბლოგზე  – www.huffingtonpost.com-ზე. სტატიიდან და კომენტარებიდან კარგად ჩანს ის აღფრთოვანება, რაც ტრიოს  მიერ შესრულებულმა სიმღერამ გამოიწვია. აღნიშნული ვიდეო ბერლინის ქუჩებში, დიდ ეკრანებზეც გავიდა და  გამვლელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

MANDILII

გთავაზობთ ტრიო “მანდილის”  YMT -ისათვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც  ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს თავის შემოქმედებაზე, მოღვაწეობასა და სამომავლო გეგმებზე.

- პირველ რიგში, მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ, რომ  დრო დაგვითმეთ და ინტერვიუზე დაგვთანხმდით. მაინტერესებს სულ თავიდან როგორ შიკრიბეთ და როგორ გაჩნდა ტრიოს ჩამოყალიბების იდეა?

– დაახლოებით 1 წელია ერთად ვმღერით და საქველმოქმედო საღამოებზე გავდივართ. ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა 6 თვის წინ გაჩნდა სტუდენტური დღეების გამო, სადაც გორგასლის უნივერსიტეტის სახელით გავედით და დიდი წარმატებაც მოვიპოვეთ. მას შემდეგ, საქველმოქმედო საღამოებზეც გავდივართ, როგორც ტრიო “მანდილი”. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯგუფის ჩამოყალიბებაში ძალიან დაგვეხმარა ბატონი გია ნაცვლიშვილი.

10706525_346384988858367_2121579785_n

თქვენი აზრით, სათანადოდ არის დაფასებული ფოლკლორული მუსიკა საქართველოში ? რამდენად ფართო აუდიტორია ჰყავს მსმენელის სახით?

-ფართო აუდიტორია ნამდვილად ჰყავს, თუმცა,  რამდენად დაფასებულია არ ვიცით. რამდენიმე კატეგორიის ხალხია – ვისაც ნამდვილად მოსწონს, ვისაც არ მოსწონს, არც ინტერესდება ფოლკლორული მუსიკით და ის, ვინც მოდის გამო მღერის და უსმენს. გაგიკვირდებათ და ასეთი კატეგორიაც არსებობს, სამწუხაროდ.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად არის შესაბამისი გარემო ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის, ვინც ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებს, კეთდება თუარა პროექტები, სადაც გიწვევენ და ამ გზით საზოგადოებას უკეთ აცნობენ თქვენს თავს? პირადად თქვენი ჯგუფის მაგალითზე რომ ისაუბროთ, გრძნობთ თუარა გარკვეული სახის ხელშეწყობას?

 

– ჩვენი აზრით, ბევრია ჩვენს ჟანრში ისეთი, ვისაც “პატრონი” ჰყავს და ვიღაცის დახმარებით ხშირად გამოდის ფართო აუდიტორიის წინაშე. ხშირად იმართება საღამოები ,  ძირითადად საქველმოქმედო, ჩვენც ამით დავიწყეთ და ბევრი მეგობარი შევიძინეთ. სულ მათ გვერდით ვიქნებით, რათა  დავეხმაროთ უამრავ გაჭირვებულ ოჯახს.  ჩვენ თვითონაც დავგეგმეთ ერთხელ ასეთი საღამო… ხელშეწყობას რაც შეეხება, ჩვენ ყველაფერს ჩვენით მივაღწიეთ (ეს ყველაფერი ჯერ მცირედია, მაგრამ მაინც). პედაგოგიც კი არ გვყოლია, მაგრამ როგორც კი ხალხმა აიტაცა ჩვენი ბავშვურად გადაღებული ვიდეო,  ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც ხელს გვიწყობს.. სამწუხაროდ,  აქამდე სიმღერები იმიტომ ვერ ჩავწერეთ, რომ თანხა არ გვქონდა, არადა ,  ბევრი საკუთარი დაწერილი  სიმღერა გვაქვს.

10668278_346384978858368_1931623259_n

-ახლა სწორედ ამ  ვიდეოზე მინდა გკითხოთ, რომელიც ასეთი პოპულარული გახდა.  იქნებ მომიყვეთ როგორ მოხდა, რომ ისეთ ცნობილ ამერიკულ ბლოგზე მოხვდით როგორც huffingtonpost.com  და  globalpost.com- ია ( და არა მარტო), როგორ გაიგეთ ამის შესახებ  და რა რეაქცია გქონდათ?

– სიმართლე გითხრათ, ამ ვებ-გვერდების   შესახებ ახლა გავიგეთ თქვენი ნათქვამიდან.   მაგ დღეს უბედნიერესები ვიყავით, როგორც ვიდეოდან გაიგეთ, ჯგუფის ერთ-ერთ წევრს – შორენას სიურპრიზი გავუკეთეთ. ისე ჩავედით მის სოფელში, არც კი იცოდა და გასეირნება გადავწყვიტეთ. გზაზე ხშირად ვმღერით ხოლმე და ვიდეოც უბრალოდ გადავიღეთ, სამახსოვროდ რომ გვქონოდა. შემდეგ “მანდილის” facebook-ის გვერდზე დავდეთ და ერთმა უცხოელმა ქალბატონმა გააზიარა. სწორედ აქედან  დაიწყო ყველაფერი, მისგან გაგვიცნო ყველამ.  youtube-ზეც სრულიად შემთხვევით დავდეთ. მეგობარს უნდოდა გადაწერა და აღარც მიგვიქცევია ყურადღება. შმდეგ გვაჩვენეს ეს ვიდეო, მაშინ ჯერ კიდევ 300000 ნახვა ჰქონდა,   დღეს უკვე 800 000-მდეა გაზრდილი ეს რიცხვი.

-ამ ვიდეოს ასეთი წარმატების შემდეგ თუ გაიზარდა თქვენი პოპულარობა ამ რამდენიმე დღეში, უფრო მეტ აქტიურობას თუ გრძნობთ საზოგადოების მხრიდან, თუნდაც სოციალური ქსელის მეშვეობით?

– ხალხისგან საგრძნობლად გაიზარდა აქტიურობა ჩვენ მიმართ და არა მხოლოდ სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი ჩვენგანის დედა  საუბრობდა დღეს ჩვენზე  და “მანდილი” როგორც ახსენა, სრულიად უცხო ქალბატონმა  უთხრა, თქვენ საიდან იცითო.  თუმცა, სიმართლე გითხრათ, პოპულარობა, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, ყველაფრით კარგი არ ყოფილა.

- ამას რატომ ამბობთ?  მოხდა რაიმე უსიამოვნო ფაქტი?

– ჩემი აზრით, როცა არ მოგწონს რაიმე, იმას არც მოუსმენ, არ შეხედავ და უბრალოდ “დააიგნორებ”,  მაგრამ თურმე არსებობს ხალხი, რომლებიც უსმენს და თან საშინელებებს წერს. ზოგი რაღაც უმნიშვნელო და გაუგებარ დეტალებზეც კი ღიზიანდება, რაც ამ ვიდეოში ჩანს, მაგალითად, ვარცხნილობაზე, მიმიკებზე  და ასე შემდეგ . მიუხედავად ამისა,  გვინდა მათ ვუთხრათ, რომ ისინიც ძალიან გვიყვარს.  ვიცით,  რომ  ყველაფერზე  აქვს ხალხს დადებითი და უარყოფითი აზრი. კრიტიკა მხოლოდ ინკოგნიტო ადამიანებისაგან მოდის, დაფარული სახელებით. მაგალითად,  ერთმა გოგონამ დაწერა, ამას პაპაჩემიც აღარ მღერისო.   არადა, ზუსტად ძველი რომ არის და ქართული, ამით ვამაყობთ და ეს გვინდა რომ გადავარჩინოთ და შემოვინახოთ – ყველაფერი ძველი! გვინდა ყველას მივმართოთ, რომ ამგვარი კომენტარებით  ნამდვილად ვერაფერს მოიგებენ.  ჩვენ საზოგადოების ნებისმიერ რეაქციას უფრო დიდი სიყვარულითა და უფრო ბევრი სიმღერით ვუპასუხებთ.

MANDILI

ბოლოს მინდა გთხოვოთ, რამდენიმე სიტყვით თქვენს სამომავლო გეგმებზე მოგვიყვეთ.   რაიმე შემოთავაზება ხომ არ გაქვთ ან საღამოს, კონცერტს ხომ არ გეგმავთ, სადაც მსმენელს შეეძლება უკეთ გაგიცნოთ?

– დიახ, ბევრი გეგმები გვაქვს. იყო ერთი სერიოზული შემოთავაზება, რაზეც სამწუხაროდ უარი ვთქვით იმიტომ,  რომ სხვა გზით ვაპირებთ წასვლას, ისევ და ისევ საქველმოქმედო საღამოებზე მივიღებთ მონაწილეობას და გვერდში დავუდგებით ხალხს. ტელევიზიებიდან გვაქვს მიწვევები. დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ყველას, ვინც დაინტერესდა ჩვენით, მათ შორის თქვენც. ასევე  ვაპირებთ, ჩვენი სიმღერების   სტუდიურად ჩაწერას, რომლებიც, ვფიქრობთ, ხალხს ძალიან მოეწონება.  გვინდა, როგორც უცხოელებს შევაყვარეთ ქართული სიმღერა, ასე შევაყვაროთ ქართველების იმ ნაწილსაც, ვისაც არ მოსწონს და  არ აინტერესებს.

- ამით დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებას! 

– გმადლობ, ასევე თვენც !

 

ამერიკელი რეპერი ემინემი გინესის მსოფლიო რეკორდსმენთა სიას შეუერთდა. მან რეკორდი თავისი სინგლით ” Rap God”- ით დაამყარა. ის აღიარეს ყველაზე სწრაფად შესრულებულ ტრეკად. სიმღერა 6 წუთს გრძელდება და 1560 სიტყვას მოიცავს.

გარდა ამ წარმატებისა,  ემინემი ამ წელს  დასახელდა, როგორც ყველაზე გაყიდვადი არტისტი უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში.

140907-eminem-world-record-most-words-in-hit-song

22 სექტემბერს ამერიკული მუსიკალური კონკურსის “The Voice”-ს მეშვიდე სეზონის პრემიერაა. აღნიშნული კონკურსი წელს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ჟიურის შემადგენლობაში ცვლილებაა. წელს კონკურსის მონაწილეებს ადამ ლევინთან და  ბლეიკ  შელტონთან ერთად, გვენ სტეფანი და ფარელ უილიამსიც შეაფასებენ.  სტეფანი და უილიამსი The Voice USA- ს ჯიურიში პირველად არიან. მათ გამოჩენას  დადებითი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მედიის , ასევე მაყურებლის მხრიდან.

TheVoiceSeason7

 

 

 

 

Gwen Stefani, Pharrell Williams

 

 

1912486_10152788707842240_1182282748997956704_n

 

 

https://www.youtube.com/watch?v=Lt2ipJ5DMg4&list=UUpPVDRy4l_w9XanGfWnTgpg

უსინათლო გოგონათა კვარტეტი „ ედელვაისი“ უკვე რამდენიმე წელიწადია არსებობს უკვე ინტერნეტ სივრცეც დაიპყრეს. კონცერტები საკმაოდ ხშირად აქვთ, გამოდიან სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისზიებებზე, არტ-გენსა და ა.შ. ჯგუფის წევრები არიან: ნინო ასლამაზაშვილი, თამუნა ცალქალამანიძე, ნატალი ვეფხვაძე და მარიამ კაპანაძე.
თითოეულ მათგანს ვესაუბრე და მინდა თქვენც გაგაცნოთ,თუ როგორები არიან ისინი:

ნინო ასლამაზაშვილი 22 წლისაა და კვარტეტის ერთადერთი წევრია, რომელიც ხედავს სრულფასოვნად, სწორედ ამიტომ ხშირ შემთხვევაში ის უძღვება რეპეტიციებს.

 

,,რამდენადაც პრიმიტიულად და ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, გულის გათბობა მინდა ჩემი სიმღერით. მინდა ის ჟრუანტელი უვლიდეს ხალხს სულში, რაც მე მივლის კარგი მუსიკის მოსმენისას. სიმღერას განსაზღვრულ დროს არასდროს ვუთმობ, ის ყველგან არის: სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, ე.ი. ყველგან და ნებისმიერ დროს… სულ ვამბობ, რომ მე მომღერალი არ ვარ, უბრალოდ მიყვარს მუსიკა, მინდა შევქმნა ის და ამით კარგ საქმეს ვემსახურო. დაე სულ მბურძგლავდეს, როცა რამე კარგს გავაკეთებ… ჩვენ კონცერტებს ხშირად ვატარებთ და არ შემიძლია არ მოგიყვეთ ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ გამოსვლაზე. ეს იყო საქველმოქმედო ღონისძიება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ბავშვებთან ერთად ვიმღერეთ და კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.“ – გვითხრა ნინომ.

 

 

ნატალი ვეფხვაძე კი 28 წლის არის. ნინოსგან განსხვავებით მას სრულფასოვანი მხედველობა არ აქვს. სიმღერა 1 წლის და 3 თვის ასაკში დაიწყო. ყველაზე დასამახსოვრებელი კონცერტი მისთვის ნიჭიერის ნახევარ ფინალი და 2008 წელს ბარსელონაში გამართულ საერთაშორისო კონკურსი იყო, რომელმაც გამარჯვება მოუტანა.

 

,,იცი? ბევრჯერ მითქვამს, რომ უფლის მადლიერი ვარ, რადგან ჯანმრთელი თვალის ნაცვლად ხმა და სმენა მაჩუქა. ტაძარშიც დავიწყე გალობა, იმიტომ რომ მინდა უფალსაც გავუნაწილო ის რითაც დამაჯილდოვა. სიმღერა და ზოგადად მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, ის სხეულის და სულის ნაწილია. როგორ ცუდათაც არ უნდა ვიყო სიმღერა არასდროს მეზარება. საკუთარ თავზე მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობ. ჩემი ნამღერით ვცდილობ გამოვხატო სულიერი მდგომარეობა და მსურს, რომ ადამიანები ამ შესრულებით სიამოვნებას იღებდნენ, მათში წარუშლელ კვალს ტოვებდეს და უხალისებდეს ცხოვრებას.„

10601217_715427611827834_432742706_n

ანსამბლის მესამე წევრი მარიამ კაპანაძეა, რომელსაც ასევე მხედველობასთან გაკრვეული პრობლემა აქვს. პირველად მეოთხე კლასში შეასრულა სიმღერა „მანანა ვარ იცოდეთ სხვებში არ შეგეშალოთ“. სიმღერა მისთვის სულიერ და საარსებო წყაროდ იქცა. ბევრი დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი გამოსვლა ჰქონია ცხოვრებაში. როგორც მითხრა, თითოეული სცენაზე გამოსვლა, საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარებოდა.
,,ძალიან მომწონს, რომ სხვისთვის ვმღერი, ვცდილობ ჩემი გრძნობები, ის სითბო და სიყვარული, რომელსაც მე ვგრძნობ მსმენელამდე მივიტანო.
კვარტეტს რაც შეეხება, როდესაც ერთად ვდგავართ სცენაზე ასე მგონია ერთნი ვართ. წარმოიდგინე, ოთხი ადამიანის ემოცია გადმოდის მსმენელზე, მიყვარს როდესაც ერთმანეთს ვგრძნობთ.“

 

 

კვარტეტ „ ედელვაისის“ მეოთხე წევრი თამუნა ცალქალამანიძეა, 27 წლის. როგორც ჯანმრთელობის ანკეტაში უწერია – უსინათლო, თუმცა მე მას ასე ვერ აღვიქვამ, რადგან ეს ადამიანი ცხოვრებაში ყველაფერს თავად აკეთებს და რაც ყველაზე აღსანიშნავია, სრულფასოვნად ცხოვრობს. პროფესიით ფსიქოლოგია და ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება. სიმღერა ხუთი წლის ასაკში დაიწყო, ძალიან ბევრი გამოსვლა ჰქონდა და უამრავი ჯილდო აქვს მიღებული.
„სიმღერა ძალიან მიყვარს, ზოგადად მუსიკა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. როცა ვმღერი ამით ჩემს ემოციებსა და გრძნობებს გადმოვცემ, ვთავისუფლდები და შინაგანად თავს კარგად ვგრძნობ.
კვარტეტი „ედელვაისი“ სექტემბერში 5 წლის ვხდებით და საიუბილეო კონცერტს ვგეგმავთ მეგობრებთან ერთად, მსმენელს ბევრ პატარ-პატარა სიურპრიზებსა და ახალ კომპოზიციებს ვპირდებით.

 

ეს სწორედ ის ადამიანიები არიან, რომელნიც თავის სიტყვას კიდევ ბევრჯერ იტყვიან. ”შენი მედია გუნდი”, უსინათლო გოგონათა კვარტეტს დიდ წარმატებას უსურვებს!

 

ავტორი: ნინო მაჭავარიანი

10556974_713510515352877_4214901955914130731_o
საზაფხულო მუსიკალური ფესტივალი საფრანგეთის პატარა ქალაქ ბერჟერაკში ტარდება, მისი ორგანიზატორია ასოციაცია ‘’ABC MUSIQUE’’. ამ ღონისძიებაზე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამაა წარმოდგენილი. ბერჟერაკი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პატარა ქალაქია, რომელიც თავისი უნიკალური ვაზის ჯიშებით და ღვინით არის პოპულარული.
ფესტივალის ორგანიზატორებმა 25 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ეს ღონისძიება შეუცვლელ კულტურულ მოვლენად აქციეს, სადაც სხვადასხვა სახის კონცერტები იმართება, მონაწილეობას იღებს მრავალი ქვეყნის ხელოვანი ხალხი : მსახიობები, მოცეკვავეები, მომღერლები, მუსიკოსები და სხვა.
ორგანიზატორების განცხადებით: ,, ეს ფესტივალი ხელოვან ადამიანებს საჯაროდ საკუთარი სიტყვის თქმის საშუალებას აძლევს, აქ ხდება სრული ხელოვნების ზეიმი ”.
ახლა ბერჟერაკში მიმდინარეობს 26-ე საზაფხული ფესტივალი, რომელიც 2007 წლიდან დაარსდა, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ხელოვანები იღებენ. მათ შორის მიწვეულნი ქართველებიც არიან. წელს საქართველოს სახელით პირველად გამოდიან გენიალური და ყველასთვის საყვარელი ქართველი მუსიკოსი, ჯაზ-მომღერალი ნინო ქათამაძე & ინსაითი და ახალგაზრდა მუსიკოსი და პიანისტი მიშო ყანდაშვილი, რომელიც ყველაზე უმცროსია მონაწილეთა შორის.

ნინო ქათამაძის კონცერტი 3 აგვისტოს მონპაიზერში 9:30 წუთზე გაიმართა.

10589265_713502332020362_813000307_o
მიშო ყანდაშვილის სოლო კონცერტი კი 10 აგვისტოს გაიმართება.

ავტორი: ნინი მაჭავარიანი