18/11/2018 – 07:29
მთავარი კულტურა მუსიკა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოღვაწე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელთათვის (შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და მხატვრებისათვის) საქართველოს და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშესაწყობად.

კონკურსის მიზანია: აჭარის რეგიონში არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და მხატვრების საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა; აჭარის ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ქართველ და უცხოელ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარება და ამ კონტაქტების განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტებს, რომელთაგანხორციელებაც მნიშვნელოვანი იქნება ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდისა და ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევემის ფარგლებს გარეთ.

მსურველებმა პროექტები სამინისტროში 20 თებერვლამდე უნდა წარადგინონ.კონკურსი 5 ეტაპად ჩატარდება და სექტემბრამდე გაგრძელდება.

ბიორკმა ახალ ალბომზე ‘Vulnicura’ -ზე მუშაობა დაასრულა. 20 იანვრიდან მსმენელებს მისი ჩამოტვირთვა iTunes-ის მეშვეობით შეუძლიათ. ალბომი 9 ტრეკს აერთიანებს და თითოეულის ღირებულება 1.29 დოლარია.

bjork___vulnicura__cover__by_nathanlaurindo-d8duhmr

ალბომში შემავალი ტრეკები:

01. Stonemilker
02. Lionsong
03. History of Touches
04. Black Lake
05. Family
06. NotGet
07. Atom Dance (feat. Antony Hegarty)
08. Mouth Mantra
09. Quicksand

björk-vulnicura-cover

31 დეკემბრის რუსულ საახალწლო შოუზე, ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო ვალერიას, გაზმანოვისა და კობზონის მუსიკალური ნომერი, რომელიც სანქციებს შეეხებოდა, კონკრეტულად კი იმ ფაქტს, რომ ლატვიამ რუსული ესტრადის ზოგიერთი წარმომადგენელი დაბლოკა იურმალას მუსიკალური ფესტივალის პროგრამაში. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდებოდა რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის კონფლიქტს. აღსანიშნავია, რომ მომღერლები, რომლებსაც ‘ახალ ტალღაზე’ გამოსვლის საშუალება არ მიეცათ, გამოირჩევიან პროკრემლისტური პოზიციით.

ჰჰჰჰ

ამასთან დაკავშირდებით, სწორედ 2015 წლის სპეციალურ საახალწლო გადაცემაში, რუსული ესტრადის გავლენიანი სამეული- ვალერია, კობზონი და გაზმანოვი სანქციების შესახებ სიმღერით გამოვიდნენ მაყურებლის წინაშე. სიმღერა ერთგვარი შარჟი იყო რეალური გარემოებების – “ძმებო, მათ არ მოსწონთ ჩვენი სახეები” – ეს იყო ფრაზა, რომელიც ხშირად ჟღერდა სიმღერის ტექსტში.

ჰჰჰჰჰჰ

შოუზე მიწვეული სტუმრები საკმაოდ კმაყოფილნი დარჩნენ ამ ნომრით, მათ შორის, რუსეთში მოღვაწე მომღერლები – სოსო პავლიაშვილი და ქეთა თოფურია, რომელთა დადებითი ემოციები კარგად ჩანს ვიდეოში.

ჯკჰსკჰს

ჯჰჯკჰ

ვიდეოს youtube-ზე უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს და კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოება, და მათ შორის რუსული საზოგადოება,  ცალსახად უარყოფითად აფასებს რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელთა ამ პოზიციას.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, შობასთან დაკავშირებული კონცერტი გამართეს პრაინერის კონსერვატორიის, ქართველ პროფესორ თამარა არშბას სტუდენტებმა. მათ შორის იყო ქართველი ახალგაზრდა პიანისტი მიშო ყანდაშვილი, რომელმაც დაუკრა : შუმანის, სკრიაბინის, შოპენის ნაწარმოებები და რაც მთავარია პირველად ასე საჯაროდ შეასრულა თავისი დაწერილი ნაწარმოებები პორტეპიანოსთვის – „Scherzo” N 1 C-dur. კონცერტმა დიდი ოვაციებით ჩაიარა.

- მიშო რამდენი ნაწარმოები გაქვს უკვე დაწერილი?
სულ დაწერილი მაქვს ოცამდე ნაწარმოებები, აქედან ნაწილი თავისუფალი სტილის , ასევე არის “soft jazz”- ის სტილის და მხოლოდ რამდენიმე კლასიკური ჟანრის. მაგრამ კლასიკური მუსიკის საფუძველი თითქმის ყველა ნაწარმოებშია, ასევე მიყვარს ქართული ეროვნული მოტივების გამოყენებაც.

- კონცერტზე დასაკრავად რატომ აირჩიე მაინც და მაინც „Scherzo” და არა ვთქვათ „Christmas Song”-ი ან რომელიმე სხვა?
როდესაც ეს ნაწარმოები ჩავწერე, ჩემმა პროფესორმა მოისმინა, პოზიტიურად შეაფასა და შემომთავაზა, რომ დაგეგმილ საშობაო კონცერტზე დამეკრა და ფართო საზოგადოებისთვის გამეზიარებინა ჩემი შემოქმედება. რის შემდეგაც ჩემი პროფესორისგან მივიღე პიანისტური რჩევები კონკრეტულად ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით.

- რომელ ასაკში დაწერე პირველი ნაწარმოები და რა ჰქვია მას?
პირველი ნაწარმოები დავწერე 16-17 წლის ასაკში, ეს იყო პატარა პიესა ორკესტრისათვის.

- საინტერესოა ნაწარმოების შექმნის მერე სად იწერება აუდიო ჩანაწერი, სანამ youtubze დაიდება?
კოსერვატორიის ერთ-ერთ კლასსში, სადაც კარგი ინსტრუმენტი დგას და რაც შეეხება ტექნიკას, ჯერჯერობით ჩემი საკუთარი მიკროფონის მეშვეობით ვიწერ, რომელიც ძმაკაცმა მაჩუქა. როცა თბილისში ვიყავი, ჩემს საკუთარ ინსტრუმენტზე ვწერდი.

- კონკრეტული ადამიანებისთვის თუ მიგიძღვნია რომელიმე ნაწარმოებები?
კი ორიოდე შემთხვევა ყოფილა, ერთი შემიძლია გაგიმხილოთ, ეს იყო „Grandmather” – ი, რომელიც სათაურიდანვე ჩანს, რომ ბებიას მივუძღვენი.

- რა არის შენი მუსიკის ძირითადი მიზანი და სათქმელი ?
ძნელია კონკრეტულად და სიტყვებით ყველაფრის ახსნა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ერთ-ერთი მთავარი სურვილი და მიზანია ადამიანის გონების მშვიდ გარემოში გადაყვანა , კონცენტრაცია იმ პატარა ნიუანსებზე , რაც იქ ხდება. მშვიდ და ამავდროულად ემოციურ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერება…

- ვენის ბუმბერაზი ქალაქი უკვე აზიარე შენს შემოქმედებას, საინტერესოა აპირებ თუ სამშობლოშიც აზიარო საზოგადოება, რომელიც შენი ახალი სიტყვის მოლოდინშია
სამწუხაროდ ჯერ არ ვიცი, როდის მოხერხდება ამის ორგანიზება, თუმცა , რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს.

DSC_1591

ნინი მაჭავარიანი

შენი მედია გუნდი გისურვებს წარმატებას

ინგლისელი მომღერალი ჯოი კოკერი დღეს 22 დეკემბერს გარდაიცვალა 70 წლის ასაკში. ავრცელებს BBC-ს საინფორმაციო. BBC-ს მისი გარდაცვალება დაუდასტურა კოკერის აგენტმა ბარი მარშალმა. როგორც ”ITV News” იტყობინება ჯოი კოკერი ფილტვების კიბოთი გარდაცვალა. ინგლისელი მომღერალი,რომელიც ბლუზის ჟანრში მღეროდა დაიბადა 20 მაის 1944წელს. სულ 26 ალბომი გამოუშვა. მისი ყველაზე ცნობილი ბლუზ სიმღერებია: ”My Father’s Son”, ”Unchain My Heart”, ”You Can Leave Your Hat On”

კონსერვატორიის დიდი დარბაზი საქართელოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 15-28 დეკემბერს გიწვევთ მე-17 საერთაშორისო ფესტივალზე „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“.

მონაწილეობენ მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსები:

მევიოლინე – ჩაიკოსვკის, ვენიავსკის, სიბელიუსის სახელობის საერთაშორისო სავიოლიონო კონკურსების პირველი პრემიის ლაურეატი – ნიკიტა ბორისოგლებსკი

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჩელისტი – გიორგი ხარაძე

პიანისტები : საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი – ილია კონდრატიევი და მსოფლიო ვარკსვლავი – ბორის ბერეზოვსკი

ჯაზ-ტრიო შვეიცარიიდან : „ვეინ ტრიო“

ფოლკლორული ანსმაბლი „იმერი“

კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი

მსოფლიო საოპერო სცენის ქართველი ვარკსკვლავები : ქეთევან ქემოკლიძე, თეონა დვალი, სალომე ჯიქია, გიან ონიანი, სულხან გველესიანი – კონცერტი ეძღვნება ოთარ თაქთაქიშვილის დაბადებიდან 95 წლისთავს.

თბილისის კამერული ანსამბლი „საქართველოს სინფონიეტა“

თბილისის ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი,
დირიჟრი: დავით კინწურაშვილი და ზაზა აზმაიფარაშვილი.

ნინი მაჭავარიანი

წელს უკვე მეთხუთმეტედ , 5 დეკემბერს თბილისი არტ ჰოლში, საქართველოს მუსიკალური დაჯილდოვების საიუბილეო ცერემონია „მეგა 2014“ გაიმართა.
დაჯილდოვებას ესწრებოდნენ ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და სწორედ მათ მიენიჭათ სხვადასხვა ტიტულები თუ ვინ ვინ არის ქართულ შოუ-ბიზნესში.

თბილისი არტ ჰოლის წინ შეკრებილმა ვარსკვლავებმა დარბაზში შესვლამდე წითელ ხალიჩაზე გაიარეს. საღამო საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. წამყვანებმა : ბესო ჩუბინიძემ და ლელა ნინუამ ნომინაციების დასახელებამდე გაიხსენეს „მეგას“ პირველი ნაბიჯები. პირველი „მეგა“ 1999 წელს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ,მას მერე ყოველ წელს ტრადიციულად ტარდება და სხვადასხვა ნომინაციებში ავლენს ქართული კულტურის მოღვაწეებს . არის უცვლელი ნომინაციები და ასევე ახალ შემომატებულები.
წამყვანებმა ასევე მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ და სიმბოლურად ყვითელი და ლურჯი ფერის ( უკრაინის დროშის ფერების ) ფურცლები გამოიყენეს.

ნომინაციებში გამარჯვებული მომღერლების უმეტესობამ თავიანთი ცნობილი სიმღერები შეასრულეს. ზოგიერთი მომღერალი ერთდროულად რამდენიმე ნომინაციის გამარჯვებული გახდა .საქართველოს მუსიკალური დაჯილდოვების „მეგას“ იდეის ავტორსა და შემქმნელს ბესო ჩუბინიძეს , მედიაკავშირი ობიექტივის სახელით,სახალხო დიპლომატიის პრეზიდენტმა ნინო ანდრონიკაშვილმა და საქართველო ისრაელის კავშირის დამფუძნებელმა სიურპრიზად გადასცეს ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო საუკეთესოთა შორის“ .
საღამოს დასასრულს მედიაკავშირ ობიექტივის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა საკუთარი სიმღერა შეასრულა.

მეგა 2014 -ზე დასახელებული ნომინაციებისა და გამარჯვებულების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ყველა თაობის საყვარელი მომღერალი – ვახტანგ ტატიშვილი;
ოძელას მეგა(დავით ოძელაშვილის სახელობის მეგა, შემოქმედებითი ღვაწლისა და მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის) – მიშა ზაქარეიშვილი;
წლის პოპულარული ავტორ-შემსრულებელი – პანჩო;
წლის ნიჭიერი -ნუცა ბუზალაძე;
წლის დუეტი – ოთიკო ანდრიაძე და ოთო ბერიშვილი;
წლის საუკეთესო კონცერტი – თემურ წიკლაურის კონცერტი თელავში;
წლის პოპულარული სიმღერა – „შემოდგომა“ -ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობა;
წლის პოპულარული მომრერალი – დავით კენჭიაშვილი;
წლის პროდუქტიული პროექტი- „მოძრავი ფილარმონია“ პროექტი „მონატრება“ (იდეის ავტორი და ორგანიზატორი -ბესო ბერულაშვილი)
ქართულ-ებრაული წლისადმი მიძღვნილი ებრაული სიმღერა – ბაია გიორგაძე „oda israel“
რესტორნის საუკეთესო მუსიკა – რესტორან „კრწანისის“ ანსამბლი;
თეონას მეგა ( თეონა ქუმსიაშვილის „მეგა“-ფოლკლორის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ) – ნათია ქოროღლიშვილი;
წლის საუკეთესო ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი – „გორულა“ ;
წლის ჟურნალისტი(კულტურასა და ხელოვნებაში შეტანილი მედია წვლილისთვის) – ნინო მჭედლიშვილი (ჟურნალი რეიტინგი)
წლის „სირცხვილია“ – ერეკლე დეისაძის სიმღერა „ჩემი ნაბიჭვარი მამა“
ბრენდი საქართველოს ოქროს ვარსკვლავი- მერაბ სეფაშვილი;
ოქროს დუეტი- ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი;
წლის ჯგუფი – ანსამბლი „გორდელა“ ;
წლის საუკეტესო ვოკალისტი მამაკაცი – ბორის ბედია;
წლის პატრიოტული სიმღერა – „იარონ, იარონ, იარონ ამინ“ -თემურ წიკლაური ;
წლის სასცენო იმიჯი -თემურ წიკლაური ;
წლის საუკეტესო კლიპი – ანი სირაძის სიმღერა „მხოლოდ სიზმარი“ -რეჟისორი ანრი ჯოხაძე ;
ხალხის სიმპატია- ბესიკ კალანდაძე ;
პოპულარული კომპოზიტორი- ნუგზარ ერგემლიძე;
წლის სკანდალი- ხატია წერეთლის კლიპი სიმღერაზე „ქართული ჯარი“ ;
წლის პროდუქტიული მომღერალი – დავით კენჭიაშვილი ;
წლის საუკეთესო ვოკალისტი ქალი – სოფო ბედია.

IMG_5535

IMG_5527

IMG_5563

IMG_5631

IMG_5607

IMG_5611

IMG_5682

IMG_5712

IMG_5697

_MG_5480

Chanel-ის სარეკლამო კამპანიები ყოველთვის გამოირჩევა გემოვნებითა და ხარისხით. ამჯერად, სწორედ Chanel-ის წამყვანმა დიზაინერმა, კარლ ლაგერფელდმა შემოგვთავაზა სარეჟისორო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით, რომლის სახელწოდებაც არის “გარდასახვა” ( “Reincarnation” ).

ფილმში მონაწილეობენ ცნობილი ტოპ მოდელი კარა დელევინი და მომღერალი ფარელ უილიამსი.

chanel-salzburg

cara-and-pharrell-full-chanel-film-reincarnation-nav

Chanel-Pharrell-Reincarnation-3-520x304

Pharrell-Williams-and-Cara-Delevingne-_glamour_20oct14_PA_b_960x1440

 

 

 

გრემი მუსიკის სამყაროში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. 2015 წლის 8 თებერვალს, გრემის დაჯილდოვების რიგით 57-ე ცერემონია გაიმართება. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, აქტუალური იყო ნომინაციების თემა. რამდენიმე  საათის წინ, billboard.com-ზე დაანონსდა 2015 წლის გრემის სავრაუდო ნომინაციები, უკანასკნელი მონაცემების მიხედვით.

hhh

ნომინაცია: წლის მუსიკალური ალბომი

BeyonceBeyonce
Jack WhiteLazaretto
Ed Sheeran, x
Eric ChurchThe Outsiders
Sam SmithIn the Lonely Hour

რა თქმა უნდა, ეს ნომინაციები, ჯერჯერობით, არ არის ოფიციალური. საუბარია იმაზე, რომ ფარელ უილიამსის, სიას და ქოლდფლეიის ალბომებიც შესაძლოა მოხვდნენ წელს ამ ნომინაციაში, თუმცა, რეიტინგის მიხედვით თუ გავაკეთებთ წინასწარ პროგნოზებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მონაცემები შეიცვალოს.

ნომინაცია: წლის კომპოზიცია

Beyonce feat. Jay Z, “Drunk in Love”
Sam Smith, “Stay With Me”
Taylor Swift, “Shake It Off”
Pharrell Williams, “Happy” (ცოცხალი შესრულება)
Ariana Grande feat. Iggy Azalea, “Problem”

 

ნომინაცია: წლის სიმღერა

John Legend, “All of Me” ( ცოცხალი შესრულება )
Beyonce feat. Jay Z, “Drunk in Love
Sam Smith, “Stay With Me”
Sia, “Chandelier”
Iggy Azalea feat. Charli XCX, “Fancy”

ნომინაცია: საუკეთესო ახალბედა არტისტები

Sam Smith
Iggy Azalea
HAIM
Bastille
FKA Twigs

შეგახსენებთ, რომ გრემის დაჯილდოვებაზე, ყოველწლიურად წარდგენილია 30 მუსიკალური ნომინაცია,აქედან გამომდინარე, ეს სია არასრულია.

 

 

 

 

ჯგუფი მესამე ნაპირი – THIRD STRANDდაახლოებით ერთი წლის წინ შეიქმნა, რომლის იდეაც ეკუთვნის „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორს  – დავით მარკოზაშვილს. მან აარჩია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და დღეს, ბენდს აქვს ჩამოყალიბებული სახე. მესამე ნაპირი“ ჟანრობრივად, ძირითადად, ალტერნატიულ მუსიკას ასრულებს, თუმცა, მასში იგრძნობა სხვა მიმდინარეობების ელემენტებიც, რაც უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის ბენდის შემოქმედებას. ასრულებენ როგორც ცნობილ მსოფლიო ჰიტების ქავერებს, ასევე აქვთ საკუთარი კომპოზიციებიც.

ბენდის ამჟამინდელი ძირითადი შემადგენლობა ასეთია :ირაკლი ანდრიაძე – გიტარა, დავით მარკოზაშვილი – გიტარა, ლაშა თელია – ბასი, გვანცა ხაბალაშვილი – ვოკალი, ნანუკა რამიშვილი – ვოკალი, ლაშა ფერცულიანი – ვოკალი.

ბენდის ჩამოყალიბების ისტორიაზე, მის შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ დათო მარკოზაშვილს და ჯგუფის ვოკალისტს , ნანუკა რამიშვილს.

HHJH

როგორ დაიბადა ჯგუფის ჩამოყალიბების იდეა? ვინ იყო ინიციატორი?

დათო:  გიტარაზე 12 წლიდან ვუკრავ. მანამდე, ფორტეპიანოზე ვუკრავდი. მთელი ცხოვრება მქონდა მუსიკასთან შეხება. პერიოდულად, ვიყავი სხვადასხვა  ბენდის წევრი. უფრო სერიოზულად, ბოლო პერიოდში დავინტერესდი. ამერიკაში სწავლისას, ჰალტის უნივერსიტეტში ჩამოვაყალიბე ბენდი, ძირითადად, ქავერებს ვუკრავდით. როცა იქიდან ჩამოვედი, თავისუფალ უნივერსიტეტში დავიწყე ლექციების კითხვა. სწორედ ამ პერიოდში გადავწყვიტე, გამეკეთებინა ბენდი, რადგან ამხელა უნივერსიტეტში, სადაც ამდენი ნიჭიერი ადამიანი სწავლობს, შეუძლებელი იყო, მუსიკით დაინტერესებული სტუდენტები ვერ მეპოვნა.

როგორ აღმოაჩინე ბენდის დანარჩენი წევრები?

დათო: თავიდან, ჩემს სტუდენტებს მოვუყევი ამ იდეის შესახებ და შემდეგ, ერთგვარი კასტინგივით გავაკეთეთ. საკმაოდ ბევრი ხალხი აღმოჩნდა მსურველი, რომელთაგანაც საუკეთესოები ავარჩიეთ და დავრჩით რამდენიმე. დღევანდელ შემადგენლობაში, ბევრი მათგანი აღარ არის, მაგრამ ეს გასაკვირი არაა – ერთგვარი ბუნებრივი სელექცია ხდებოდა. ბენდი ვითარდებოდა და მისი წევრებიც თვითონ ატყობდნენ, იყო, თუ არა იქ მათი ადგილი.  დღეს, უკვე ასე ვთქვათ, მუდმივი შემადგენლობა გვაქვს და ვცდილობთ,  ერთობლივად შევქმნათ ხარისხიანი მუსიკა – ვფიქრობთ, გამოგვდის.

10469891_874482795903394_8656340033222637628_n

გაქვთ, თუ არა ლაივები? სად შეუძლია მსმენელს მოვიდეს და დაესწროს თქვენს კონცერტს?

დათო: გვქონდა რამდენიმე კონცერტი. გამოვდივართ თავისუფალი უნივერსიტეტის საღამოებზე, ღონისძიებებზე.მაგალითად, წელს, უნივერსიტეტმა ჩაატარა ე.წ „Welcome Party“ და იქაც დავუკარით. ასევე, გვქონდა კონცერტი ერთ-ერთ ბარში და საკმაოდ ბევრი ხალხი ესწრებოდა. წელს, მაისში, გამოვედით ქუჩის მუსიკის დღეებზეც. „თავისუფალ უნივერსიტეტში“ ახლაც იგეგმებოდა რამდენიმე საქველმოქმედო საღამო, სადაც სხვადასხვა ბენდთან და მუსიკოსთან ერთად ჩვენი ჯგუფიც უნდა გამოსულიყო, თუმცა, შექმნილი სამწუხარო ვითარების გამო, ეს საღამოები არ შედგა.

ქავერებზე მუშაობთ, თუ საკუთარი სიმღერებიც გაქვთ?

დათო : ზოგადად, ნებისმიერი ჯგუფი თავიდან ცნობილი სიმღერების დაქავერებით იწყებს და ჩვენს შემთხვევაშიც ასე იყო.  დასაქავერებელ სიმღერებს ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ ხოლმე  და შემდეგ, ჩვენს სტილს და გემოვნებას ვარგებთ – მასში ყოველთვის შეგვაქვს  ცვლილებები, რაც ჩვენთვის, როგორც მუსიკოსებისთვის და ასევე მსმენელებისათვის, უფრო საინტერესოა. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ რეპერტუარს, მის ძირითად ნაწილს სწორედ  საკუთარი სიმღერები შეადგენს

_DSC2279

როგორია მუსიკისა და ტექსტის შექმნის პროცესი?

დათო : სიმღერის ტექსტსაც და მუსიკასაც მე ვწერ, შემდეგ ერთად ვიკრიბებით და განვიხილავთ – ყველას თავისი შტრიხი და დეტალი შემოაქვს. რაც შეეხება უშუალოდ ტექსტისა და მუსიკის შექმნას, ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია. მე ბიზნესს ვასწავლი და ჩემს სტუდენტებს ხშირად ვეუბნები, რომ იდეა შეიძლება მოვიდეს შორიდან, სწორედ ასე ხდება მუსიკაზე მუშაობის შემთხვევაშიც – შეიძლება ჩემთვის ვიჯდე და უცბად მომივიდეს თავში მელოდიის რაღაც მონაკვეთი. ასეთ დროს, აუცილებელია ის ჩაიწერო, რადგან რამდენიმე წუთში შეიძლება დაგეკარგოს. შესაძლოა ნოტების მიმდევრობა გახსოვდეს, მაგრამ ზუსტად ის მუსიკა აღარ გამოგივიდეს. ამიტომ ვიწერ მელოდიას და შემდეგ მასზე ვმუშაობ. ხდება ისეც, რომ საბოლოო ვერსია, სრულიად განსხვავდება იმისაგან, რაც თავდაპირველად მქონდა წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ რთული შემოქმედებითი პროცესია. ტექსტებზეც ასე ხდება, შესაძლოა ამოსავალი წერტილი ერთი სიტყვა იყოს. მაგალითად, ერთ-ერთ ბოლო სიმღერაში ხშირად ისმის სიტყვა –  Nowhere,  ეს არის ის, რაზეც ავაგე მთლიანი ტექსტი.

ნანუკა: ჩვენ  ყველას განსხვავებული გემოვნება გვაქვს და მეტ-ნაკლებად სხვადასხვა შმსრულებლებს ვუსმმენთ, ამიტომ სიმღერის დამუშავებისას, როგორც დათომ თქვა, ყველას ჩვენ ჩვენი დეტალი შემოგვაქვს და ეს დადებითად აისახება მუსიკაზე – შედეგი არის  უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო.

ტექსტებზე მინდა გკითხო, ყველა მათგანი ინგლისურენოვანია, თუ ქართულ ენაზეც მღერით?

დათო: ჩვენი ტექსტები სულ ინგლისურენოვანია. პირადად მე მიმაჩნია და ჩემი ჯგუფის წევრებიც მეთანხმებიან, რომ ამ ჟანრის მუსიკას, რასაც ჩვენ ვუკრავთ, ინგლისური ენა უფრო უხდება. რაც შეეხება მათ შინაარსს, ყოველთვის ვცდილობ, ტექსტები არ იყოს მარტივი და მხოლოდ რითმზე ორიენტირებული – მინდა, მათი მეშვეობით, მნიშვნელოვანი სათქმელი მივიტანოთ მსმენელამდე.

_DSC2280

შენც და ჯგუფის დანარჩენ წევრებსაც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ. მაინტერესებს, როგორ ათავსებთ უნივერსიტეტს და თქვენს ძირითად საქმიანობას ბენდში დაკვრასთან?

დათო: ეს საკმაოდ რთული საკითხია. ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებისთვისაც მუსიკა ძირითადი საქმიანობაა, ყველას გვაქვს დამოუკიდებლად ჩვენი  საქმე. დროის დეფიციტის გამო, კვირაში დაახლოებით 4 საათი გვაქვს რეპეტიციები. დამეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ ცოტაა, თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ერთმანეთს შევუთავსოთ ჩვენი  ცხოვრების სტილი და მუსიკა.

შენ ხარ ლექტორი და  როგორც ვიცი, ჯგუფის რამდენიმე წევრს პირადადაც ასწავლი. რამდენად რთულია, იყო ლექტორი და ამავდროულად ერთ ბენდში უკრავდე  სტუდენტებთან?

დათო: სასწავლო პროცესში საკმაოდ მკაცრი ვარ და მომთხოვნი, თუმცა, უნივერსიტეტის გარეთ მე ყველა მათგანთან ვმეგობრობ. სულ სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ბენდში ჩემს სტუდენტებთან და სულ სხვანაირი ლექციაზე. ეს ყველამ იცის და არანაირი პრობლემა არ არსებობს ამ კუთხით. სწავლის პროცესი სხვაა და ბენდში მუშაობის პროცესი სხვა.

ნანუკა: დათო პირადად მე არ მასწავლის, თუმცა, ჩემს მეგობრებს უკითხავს ლექციებს და, როგორც მათგან ვიცი, საკმაოდ მომთხოვნია. თავიდან,  როცა ერთ ბენდში დავიწყეთ სიმღერა, კარგად არ ვიცნობდი, ამიტომ ცოტა დაძაბული ვიყავი, თუმცა,  რეპეტიციების პროცესში დავახლოვდით და დავმეგობრდით. მუსიკაზე  მუშაობის პროცესში ნამდვილად ვერ ვგრძნობთ, რომ ის ლექტორი ან თუნდაც, ჩვენზე უფროსია.

_DSC2282

და ბოლოს, რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

სამომავლოდ ბევრი გეგმა გვაქვს. უახლოეს მომავალში, გვინდა ლაივ-კონცერტის გაკეთება, რომელიმე კლუბში. შესაძლოა, საზღვარგარეთის უნივერსიტეტის ბენდებთან თანამშრომლობაც, თუნდაც იქ, სადაც მე ვსწავლობდი. რაც შეეხება ისეთი მასშტაბებით გამოსვლას, როგორიცაა ფესტივალები, გვინდა ჯერ მაქსიმალურად დავიხვეწოთ, შევქმნათ რეალურად ხარისხიანი და სრულყოფილი პროდუქტი. ამაზე ვმუშაობთ ამ ეტაპზე და ვფიქრობ გამოგვდის. როცა მაქსიმალურ შედეგს მივაღწევთ, მაშინ წარვსდგებით ფართო საზოგადოების წინაშე.

10430880_874479695903704_2318221680073267944_n