25/09/2017 – 10:09
მთავარი კულტურა მუსიკა

ქალბატონი ლიანა ისაკაძე და მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ 4 სექტემბერს საქველმოქმედო კონცერტს უძღვნიან სოლიდარობის ფონდის ბავშვებს.

კონცერტში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები დენის შაპოვალოვი (ჩელო) და მუჰაი ტანგი (დირიჟორი).

ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადმოეცემა სოლიდარობის ფონდს სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდასაჭერად.

საქველმოქმედო კონცერტი 4 სექტემბერს საღამოს 8 საათზე გაიმართება თბილისში სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში.

თუკი გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ ბავშვებისა და მათი ოჯახების თანადგომის საქმეში, გთხოვთ შემოგვიერთდეთ კამერული მუსიკის არაჩვეულებრივ საღამოზე.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კონცერტის ორგანიზატორებს შემდეგ ტელეფონებზე: 14 177 117 ან 595 100 180.

საუკეთესო სურვილებით,

საქართველოს სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია

„ჰით ბათუმი 2015“ გრძელდება. ამჯერად, 25-30 აგვისტოს ზღვისპირა ქალაქი კლასიკური მუსიკის დღეებს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში დღეს საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ სტარტს აიღებს. კონცერტები ბათუმში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება.

25 აგვისტოდან ბათუმი უკვე მეშვიდედ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „ღამის სერენადებს“ უმასპინძლებს. კამერულ ანსამბლ „ვირტუოზებთან“ ერთად ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული სოლიტები და დირიჟორებიც მიიღებენ. „ღამის სერენადები“ წელს იცვლის გეოგრაფიას და მასშტაბებს და ბათუმის კონცერტებს თბილისური საღამოებიც შეემატება. წელს ფესტივალს თბილისი-ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის სახელი მიენიჭა. საფესტივალო საღამოები ბათუმში 25-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება, ხოლო 2, 3 და 4 სექტემბერს – თბილისში. ფესტივალი საქველმოქმედო საღამოთი დაიხურება. კონცერტიდან შემოსული თანხა ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ “საქართველოს სოლიდარობის ფონდში” გადაირიცხება.

ღამის სერენადები 2009 წლიდან ბათუმში იმართება. მისი დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა. ფესტივალში მონაწილეობს ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი საერთაშორისო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ და მსოფლიოში აღიარებული სოლისტები და დირიჟორები. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გამოვა „ღამის სერენადების“ საფესტივალო ჩანაწერების კომპაქტ დისკი, რომლის პრეზენტაცია კვირეულის ფარგლებში შედგება.

I’CULTURE Orchestra , რომელიც სხვადასხვა სიმპოფონიური ორკესტრის ცნობილ წარმომადგენლებს აერთიანებს, ზღვისპირა ქალაქს დღეს ესტუმრება. კლასიკური მუსიკის დღეების ფარგლებში მსოფლიო ორკესტრი ხვალ, 26 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში დიდი შემადგენლობით დაუკრავს. სხვა ცნობილ სოლისტებთან ერთად, ამ დღეს ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილიც მონაწილოებს. ამჯერად, ორკესტრს უკრაინელი დირიჟორი კირილ კარაბიცი უხელმძღვანელებს. კალისკური მუსიკის მოყვარულებს სასიამოვნო საღამო ელით. ეს იქნება კონცერტ, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. I’ CULTURE Orchestra ზღვისპირა ქალაქში რახმანინოვთან და პროკოფიევთან ერთად ბევრ ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ზღვისპირა ქალაქი „ჰით ბათუმი 2015“ -ის ფარგლებში 25-30 აგვისტოს ედრიენ ბელიუს, ბიგ ჯონსა და გრუვსონიქსის უმასპინძლებს. ამასთან, ქართველი შემრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის დათო გომართელი, კორკოტა, ქუჩის მუსიკოსები, გიო ხუციშვილი და მისი ბიჭები, გუფილენდი.

გუშინ, 23 მაისს, ევროვიზია 2015-ის ფინალური ტური გაიმართა. დასკვნით ტურში, სულ 27 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ –  საქართველო, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი…  საქართველოს სახელით, კონკურსზე ნინა სუბლატი წარსდგა – სიმღერით “WARRIOR”.

წესების თანახმად, ევროვიზიის გამარჯვებული ქვეყნების მიერ  ხმის მიცემით და მის პროპორციულად დაწერილი ქულებით გამოვლინდება.  ამ შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე შვედეთის წარმომადგენელი გავიდა 365 ქულით, მეორე ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა – პოლინა გაგარინამ დაიკავა,  303 ქულით. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მეთერთმეტე ადგილი გხვდა წილად და ჯამში 51 ქულა დავაგროვეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს შედეგები ნამდვილად მოულოდნელი იყო. მართალია, იმის შანსები, რომ საქართველო გაიმარჯვებდა, ძალიან მცირე იყო, გამომდინარე ევროვიზიის კონკურსის პოლიტიკური ხასიათისა, თუმცა, საპატიო ხუთეულში მოხვედრის მოლოდინი ნამდვილად არსებობდა. რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობდა კონკურსის წინ და მისი მსვლელობისას სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებიდან , ასევე საერთაშორისო მედიისა თუ კრიტიკოსების შეფასებებიდან . ნინა სუბლატი ნამდვილად იყო ის კონკურსანტი, რომელიც თავიდანვე ყურადღების ცენტრში მოექცა –  ის აღიარეს კონკურსის ყველაზე ლამაზ მონაწილედ, “Warrior” შეფასდა, როგორც სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად პასუხობდა თანამედროვე მუსიკალურ ტენდენციებს, ასევე დიდი  ყურადღება გამოიწვია მისმა სასცენო იმიჯმა, რომელიც პირველი ნახევარფინალური კონცერტის შემდეგ, მედიის განხილვის საგანი გახდა. “ძლიერი და ლამაზი”, “მებრძოლი ნინა საქართველოდან” – ეს იმ შეფასებების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები მოიხსენიებდნენ ნინა სუბლატს. BBC-ის , TELEGRAPH-ის  და სხვა ლიდერი მედია საშუალებების სტატიებში, საქართველოს წარმომადგენელზე ყოველთვის აქცენტი იყო გაკეთებული, და რაც მთავარია, დადებითი კუთხით.

აქედან გამომდინარე, წინასწარი პროგნოზები საქართველოს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა, შედეგების  გამოვლენის დროს, სრულიად სხვა ტენდენციები გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ყოველთვის აკრიტიკებენ რუსეთს, განსაკუთრებით კი უკრაინის მოვლენების შემდგომ – ბევრმა ევოროპულმა ქვეყანამ ქულების უმრავლესობა სწორედ რუსეთს მიანიჭა. რა საკვირველია, ამ შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს მოსაზრება, რომ რუსეთი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი არაფერ შუაშია, რომ ეს სიმღერის კონკურსია და ხელოვნებას არაფერი არ აქვს საერთო პოლიტიკასთან, მაგრამ მრავალწლიანი გამოცდილებით ნამდვილად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროვიზიის შემთხვევაში, ეს ასე არ არის. დღეს კი შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ – დიახ, ევროვიზია ცალსახად პოლიტიკური კონკურსია – პოლიტიკური სტრატეგიით!

ის, რომ მსოფლიოსათვის საქართველო ნაკლებად ავტორიტეტული ქვეყანაა, გუშინ ნათლად გამოიხატა, უბრალოდ, აქ დგას კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი – რატომ მიიღო საქართველომ სხვა წლებთან შედარებით დაბალი შეფასება მაშინ, როცა 2015 წლის ევროვიზიის კონკურსზე საუკეთესო წარმომადგენლით გამოვდიოდით.

ასეა თუ ისე, ევროვიზიის კონკურსზე უამრავი დეტალია, რომელიც ე.წ  შიდა სამზარეულოში ხდება. ეს დეტალები, ალბათ, მას შემდეგ გახდება ჩვენთვის უფრო გასაგები, რაც ნინა საქართველოში დაბრუნდება და ოფიციალურ კომენტარს გააკეთებს. მანამდე კი არის საზოგადოების ცალსახად უარყოფითი შეფასებები შედეგების მისამართით და ნინას უპირობო მხარდაჭერა ( თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს –  თინა კანდელაკს, რომელმაც რუსეთის წარმომადგენელი უპირობო ლიდერად გამოაცხადა ).

დაბოლოს, მოვახდენ ნინას ერთადერთი კომენტარის ციტირებას, რომელიც მან ფინალის  შემდეგ გაააკეთა  - “რა დიდი სირცხვილია!”

 

 

 

 

ამ წუთებში,  ევროვიზიის კონკურსი მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა - თინა კანდელაკმა საკუთარი ინსტაგრამის პროფილზე რუსეთის მონაწილის, პოლინა გაგარინას ფოტო გამოაქვეყნა მხარდასაჭერი წარწერით : “მხარს ვუჭერთ ყველაზე ნიჭიერ პოლინა გაგარინას. ნიჭი არაფერს ნიშნავს შრომისა და ძალისხმევის გარეშე. ის ღირსია ფინალში რუსეთს წარმოადგენდეს. ველით გამარჯვებას!”

ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია ვაფიქსირებთ  თინა კანდელაკისაგან განსხვავებული პოზიციას და გამარჯვებას ვუსურვებთ ნინა სუბლატს.

10996949_10153273150199350_2897903032681532445_n

 

tina_kandelaki14_

 

“იგრძენი ქუჩის გულისცემა” ასე ქვია ფესტივალს, რომელიც ქუჩის მუსიკის დღეს ეძღვნება და წელს 31 მაისს ბათუმის ქუჩებში აღინიშნება.

ფესტივალი არის მუსიკოსებისათვის, იმათთვის ვინც უკრავს, მღერის, ქმნის ნებისმიერი ჟანრის კომპოზიციას .ქუჩის მუსიკის დღე მიზნად ისახავს როგორც უცნობი მომღერლების პოპულარიზაციას , ასევე პროფესიონალი მუსიკოსების ნიჭის წარმოჩენას ,ასევე მუსიკის მოყვარულებს სთავაზობს დღის სასიამოვნოდ და მუსიკალურად გატარებას.

მოკლედ ამ დღის შესახებ:
ქუჩის მუსიკის დღე – ყოველწლიური ფესტივალია ლიტვაში, რომელიც 2007 წელს, ცნობილმა ლიტველმა მუსიკოსმა ანდრიუს მამონტოვასმა დააფუძნა. ყოველი მაისის ერთ დღეს ყველა მუსიკოსი და შემსრულებელი იკავებს სხვადასხვა ქალაქს, გამოდის ქუჩაში და უკრავს მუსიკას.ევროპის ქვეყნებმა არ დააყოვნეს და შეუერთდნენ ლიტვის ამ ტრადიციას. თავად დამფუძნებლის სურვილი იყო დაენერგა ქუჩის მუსიკის დღე მთელს მსოფლიოში.

2012 წელს ქუჩის მუსიკის დღე პირველად გაიმართა საქართველოშიც და ყოველ წელს ტრადიციულად ტარდება.
ფესტივალიზე, რომლის ორგანიზატორები ასოციაცია “ქუჩის მუსიკის დღე” და ორგანიზაცია “EREDELI” არიან რეგისტრაცია გახსნილია და ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ გაიაროთ მითითებულ ლინკზე :https://docs.google.com/forms/d/1wrsqEZEUyQHnGhKsFLxvYuAASHdpEWMaczys4Gve7zw/viewform?c=0&w=1

თავით-ფეხებამდე შავი ტყავის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი ზღვის ნაპირას დგას, მზეს აჰყურებს და ამბობს: მე მინდა ვიცოცხლო! მისი ნიღაბი სადომაზოხისტის ჩაცმულობას ჰგავს ერთი შეხედვით. თუმცა საქმე გაცილებით რთულადაა, ფილმის მთავარ გმირს რიკის (რომელსაც ბრედ პიტი თამაშობს) უკურნებელი სენი სჭირს – კანის ძალზე იშვიათი დაავადება, რომელიც სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს. რიკის ტყავის ვიწრო ნიღაბი მზის სხივებისგან იცავს, მზის სხივები სასიკვდილოა მისთვის. რეჟისორი ბიჟიდარ ნიკოლიჩი თითქმის ნახევარი ფილმის მანძილზე არ გვაჩვენებს მთავარი გმირის სახეს, საბოლოოდ კი ვიღებთ საოცარ ეფექტს; რიკი ნიღაბს იხსნის დღის შუქზე, სარკის წინ დგას და აცრემლებული თავის თავს პირველად ხედავს სარკეში. რამ აიძულა მას ასეთი ნაბიჯის გადადგმა? რიკი ხვდება მოხეტიალე დასის მსახიობს ფრენსისს და ერთი ნახვით შეუყვარდება იგი. ფრენსისიც არაა მისდამი გულგრილი. იგი მოხიბლულია ნიღბიანი მოტოციკლისტით, რომელსაც კარნავალზე გაიცნობს. არადა ნიღაბი რიკის ბნელი მხარეა, მისი საკანია, „მზესაც ხომ შეიძლებ ჰქონდეს ბნელი მხარე“. ფრენსისს ნიღბიანი რაინდი უყვარს, რომელიც ედგარ ალან პოს სიტყვებით ესაუბრება („მე ბავშვობიდან, ყველაფერს სახვაგვარად ვხედავდი…“), ნამდვილი რიკი მისთვის მხოლოდ მეგობარია…

ფილმის მანძილზე არაერთხელ ისმის ბახის გენიალური ოპუსი, ორმაგი სავიოლინო კონცერტი. არსებობს ამ ნაწარმოების შესანიშნავი ჩანაწერი, სადაც იაშა ხეიფეცი ვიოლინოს ორივე პარტიას თავად ასრულებს. არ ვიცი ფილმის რეჟისორს რამდენად ჰქონდა ეს ჩანაწერი მოსმენილი, მაგრამ მუსიკალური მეტაფორა, თუ მინიშნება ძალიან ზუსტი კი გამოუვიდა, თუნდაც ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა იყოს. ფილმის მთავარი გმირი, ხომ რიკიცაა და ნიღბიანი რაინდიც, ისევე როგორც  ხეიფეცი ასრულებს ვიოლინოს ორივე პარტიას.

საბოლოოდ ფრენსისი გაიცნობს ნამდვილ რიკის, თუმცა დრო თითქმის აღარ რჩება… ფილმი ნამდვილად დრამატულია, ისევე როგორც მისი შექმნის პროცესი.  გადაღებები 1988 წელს დაიწყო, თუმცა ყოფილ იუგოსლავიაში ომის დაწყების გამო, გარკვეული ხნით შეჩერდა, საბოლოოდ ფილმი დღის სინათლეზე მხოლოდ წლების შემდეგ გამოჩნდა, ისევე როგორც რიკ კლეიტონი.

აქვეა მცირე ფრაგმენტები ფილმიდან. დასაწყისში ბახის ორმაგი სავიოლინო კონცერტიც ისმის.

2015 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს ნინა სუბლატი წარადგენს. ის 19 მაისს, პირველ ნახევარფინალურ საღამოზე წარსდგება საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

NINA

უნდა ითქვას, რომ ნინა ნამდვილად გამოირჩევა თავისი სტილით და იმიჯით, მითუმეტეს იმ შემსრულებლებისგან, რომლებიც აქამდე გასულან კონკურსზე  საქართველოს სახელით.  არც ისე ხშირია, როცა კონკურსანტი ჯერ კიდევ ნახევარფინალამდე, ასეთ დიდ გამოხმაურებას და ყურადღებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ ნინას არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელიც გულშემატკივრობს და ბევრი მათგანი მას უპირობო გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს. გადაჭარბებული შეფასება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ნინა კონკურსანტებისათვის ძლიერი და ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია.

11 მარტს, ევროვიზია 20015-ის საკონკურსო სიმღერის WARRIOR-ის ოფიციალური ვიდეო კლიპის პრემიერა შედგა, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უმეტესობა, მათ შორის უცხო ქვეყნების მსმენელები, დადებითად აფასებენ ვიდეო ნამუშევარს, თუმცა, არის კრიტიკული შეფასებებიც.  ყველაზე  საინტერესოა ის, რომ საუბრობენ WARRIOR-ის კლიპისა და ფრანგი შემსრულებელი –  WOODKID-ის სიმღერის IRON-ის ვიდეოს შორის არსებულ შესამჩნევ მსგავსებაზე .

ჩვენ ვესაუბრეთ ნინას და  ვთხოვეთ, კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით:

ნინა სუბლატი: “ჩვენი სიმღერის შინაარსიდან, მისი კონცეფციიდან  გამომდინარე, რომელიც ძლიერ ქალზე, მის მებრძოლ ხასიათზეა, კლიპი შავ-თეთრი უნდა ყოფილიყო. ეს აუცილებელი იყო, რათა  ფორმის,  ფერის ბალანსი არ დარღვეულიყო და ფერებით სხვა ემოცია არ მიგვეღო. შენელებული კადრები კი, კარგად აჩვენებს იმ დეტალებს, რომლებზეც გინდა, რომ აქცენტი გააკეთო. ალბათ, თუ ვინმე შავ-თეთრ კლიპს შენელებული კადრებით გადაიღებს, ყველა ერთმანეთს დაემსგავსება, მაგრამ მთავარი შინაარსია – ის  ერთმანეთისგან განასხვავებს კლიპებს. ისე კი, ყველას მეგობრულად ვურჩევ: ამდენ კრიტიკას სჯობს მხარში დავუდგეთ ერთმანეთს ევროვიზიაზე და ზოგადად, ყველა საკითთან მიმართებით. ყველა ქვეყნის წარმომადგენელს თავისი ერი უდგას მხარში. ამხნევებენ, საქებარ სიტყვებს არ იშურებენ სოციალურ ქსელში იმის მიუხედავად, მოსწონთ თუ არა ნამუშევარი. ჩვენთან კი, არტისტს სტრესავენ და, ხშირად, არაობიექტურად აკრიტიკებენ. სჯობს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს და თუ კარგს არ წერენ, არც ცუდი დაწერონ, მითუმეტეს იქ, სადაც მთელი მსოფლიოა ჩართული.”

ასეა თუ ისე, ობიექტურად უნდა ითქვას, რომ ნინას რეალურად აქვს ის პოტენციალი, რამაც შესაძლოა საქართველოს ევროვიზიის 2015 წლის კონკურსის გამარჯვებულის ტიტული მოაპოვებინოს. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე მუსიკალურ ტენდენციებს, გემოვნებიანი მსმენელის მოთხოვნებს – ნინა ყველა ამ სტანდარტს აკმაყოფილებს.

“საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია” და “შენი მედია გუნდი”  წარმატებას უსურვებს ნინას, ხოლო  მკითხველს მუდმივად შემოგთავაზებთ ევროვიზიის კონკურსთან დაკავშირებულ სიახლეებს.

როგორც ცნობილია, 2015 წლის ევროვიზიის კონკურსზე საქართველოს წარადგენს ნინა სუბლატი. ის თავისივე დაწერილი სიმღერით ( WARRIOR) წარსდგება მსოფლიოს წინაშე. სიმღერამ გასაჯაროებისთანავე დაიმსახურა მოწონება და საზოგადოების დიდი ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ წელს, პირველად გვაქვს რეალური შანსი მოვიგოთ ეს საერთაშორისო კონკურსი. აღსანიშნავია, რომ ქართველ მომღერალს მხარს არამარტო ქართველები, არამედ სხვა ქვეყნის მსმენელებიც უჭერენ.

11 მარტს, ინტერნეტში სიმღერის ოფიციალური ვიდეო გავრცელდა. ვიდეომ მნახველთა უმეტესი ნაწილის მოწონება დაიმსახურა, თუმცა, არის კრიტიკული შეფასებებიც. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ძალიან გავს წარმოშობით ფრანგი შემსრულებლის – WOODKID-ის სიმღერის IRON-ის ვიდეოს. ამასთან დაკავშირებით კრიტიკამ უკვე გაიჟღერა სოციალურ ქსელსა და ვიდეოს კომენტარებში.

WOODKID – IRON

ახალგაზრდულ შემოქმედებითი ფესტივალი “ფანARTი” რიგით მესამედ ჩატარდება. ფესტივალი ტრადიციულად მარტში ტარდება და ერთ კვირას გრძელდება, რის გამოც ამ პერიოდს ორგანიზატორებმა მარტისტების კვირეული უწოდეს.ტრადიცია წელსაც გრძელდება და ფესტივალი 24-დან 31 მარტამდე მწერალთა სახლში იქნება წარმოდგენილი.

საავტორო ან იმპროვიზირებული ნაწარმოები;
სარეკლამო Art;
ლიტერატურა;
ინტერიერის დიზაინი;
როკი/ალტერნატივა;
ჯაზი;
მოდა;
კინო/ანიმაცია;
ფოტოგრაფია;
მხატვრობა- ეს ის ათი კატეგორიაა რომლებიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს სასურველი დარგი და წარმოაჩინოს თავისი ნიჭი.

თითოეულ დარგს ჰყავს თავისი კონსულტანტი, რომელიც გაგზავნილი ნამუშევრებიდან საუკეთესოებს ამოარჩევს ფესტივალში მონაწილეობისთვის.ყოველი დღე სხვადასხვა კატეგორიების მონაწილეებს დაეთმობათ:
24 მარტი – ფესტივალის გახსნა, საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა
25 მარტი – ლიტერატურა
26 მარტი – მხატვრობა/ფოტოგრაფია
27 მარტი – კინო/ანიმაცია/სარეკლამო ART
28 მარტი – როკი/ალტერნატივა
29 მარტი – ჯაზი
30 მარტი – მოდა/დიზაინი
31 მარტი – დაჯილდოვება. ფესტივალის საზეიმო დახურვა.

მონაწილეების ასაკი განისაზღვრება 15დან 29 წლამდე. მსურველებმა მონაწილეობის მისაღებად ონლაინ აპლიკაცია 17 მარტამდე უნდა შეავსონ https://www.facebook.com/cync.ge/app_137541772984354 .

ფანARTი პირველად 2013 წელს ჩატარდა და მისი დაარსების იდეა ეკუთვნის ნიკოლოზ რაჭველს, ორგანიზებას კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უწევს. ფესტივალი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ფართო აუდიტორიის წინაშე.

19 თებერვალს 20:00 საათზე, მუშტაიდის ბაღში, ჯაზის კონცერტი გაიმართება.

მონაწილეობენ : რეზო კიკნაძე (ვანო სარაჯიშვილის კონსერვატორიის რექტორი) – საქსაფონი
ნიკა გაბაძე – გიტარა
მიშა ხოშიკიანი – ბასი
გიო კაპანაძე – დრამი

დასწრება თავისუფალია

10686682_347513572106712_5775678050534968670_n

10801653_876449655740485_6572933670383369391_n

ნინი მაჭავარიანი