24/01/2018 – 02:00
მთავარი კულტურა კინო

მსახიობმა კოლინ ფარელმა ახლახანს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის HBO-ს მიერ გადაღებული სერიალის  –  “True Detective”-ის შემადგენლობას მეორე სეზონიდან შეუერთდება.

“ეს ჩემთვის მეორე სერიალია და საკმაოდ ამაღელვებელია” – განაცხადა ჰოლივუდის მსახიობმა   Sundayworld-თან ინტერვიუში. ფარელმა ასევე ისაუბრა გადაღების დეტალებზეც – ” ვიცი, რომ მეორე სეზონი რვა სერიას მოიცავს და გადაღებები ოთხი ან ხუთი თვე გაგრძელდება. მიხარია, რომ გადასაღები მოედანი ლოს ანჟელესშია, აქედან გამომდინარე საცხოვრებელი ადგილის შეცვლა არ მომიწევს ამ პერიოდის განმავლობაში და ვიქნები ჩემს ოჯახთან, შვილებთან ახლოს.”

კოლინ ფარელის “True Detectiv”-ის შემადგენლობაში ყოფნა უკვე IMDB-ზეც არის ოფიციალურად დაანონსებული.

შეგახსენებთ, რომ სერიალი “Tue Detective” ( ნამდვილი დეტექტივი) HBO-ს უახლესი პროექტია, რომელიც ეკრანებზე 2014 წელს გამოვიდა. ის მალევე დასახელდა წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუდ და მომხმარებლის რეიტინგის მიხედვით, გამოსვლისთანავე ლიდერობს. სერიალში მთავარ როლებს ოსკაროსანი მეთიუ მაქკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ასრულებენ.

 

1 2854

ოქტომბრიდან “ჩემი ცოლის დაქალების” ახალი სეზონი იწყება. მაყურებელი მოუთმენლად ელოდება საყვარელი პერსონაჟების ეკრანებზე დაბრუნებას და ყველა იმ სიახლეს, რომელსაც სერიალის გადამღები ჯგუფი შემოგვთავაზებს.

 

YMT-სთან საუბრისას ამ საკითხებზე კომენტარი გააკეთა  “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტმა,  ქეთი დევდარიანმა   : 

” ახალ სეზონს ბევრი სიახლით ვიწყებთ. იქნებიან ახალი პერსონაჯები თავისი ისტორიებით. ერთ-ერთი აქტუალური თემაა კატოს დაბრუნების საკითხი. შინაარსზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ამიტომ ასეთი დეტალების გახმაურებისაგან თავს შევიკავებ.  ხშირად დასმულ კითხვაზე, ვიხილავთ თუ არა ახალ სეზონში ცოტნე ცოტაშვილის პერსონაჟს,  დადებით პასუხს გაგცემთ. სერიალის მეექვსე სეზონში აქტიურად შემოგთავაზებთ ჯგუფ “გამოუვალ მდგომარეობას” და ამ ბენდის გარშემო განვითარებულ სიუჟეტს. რაც შეეხება საზოგადოების მხრიდან პერსონაჟების მისამართით წამოსულ კრიტიკას, ეს ფაქტორი მხოლოდ დადებითად აისახება სერიალიზე – რეიტინგს აქტუალობა განაპირობებს. ”

 

დიდი ლებოვსკი ( The Big Lebowski )  ძმები ქოენების ლეგენდარული ნამუშევარია. ის 1998 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მაშინვე კრიტიკოსებსა და კინომოყვარულებში დიდი აღიარება ჰპოვა. ჯეფ ბრიჯესი, ჯულიანა მური, სტივ ბუშემი, დევიდ ჰადელსტონი –  ეს ფილმში მონაწილე ლეგენდარული მსახიობების არასრული ჩამონათვალია. გამოსვლისთანავე ფილმი სხვადასხვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ კონკურსებზე.

The-Big-Lebowski

the-big-lebowski-blu-ray-release-august-16-2011-julianne-moore-24810736-2500-1995-jeff-bridges-to-play-special-gig-at-lebowski-fest

კინომოყვარულთა უმეტესობას არათუ ნანახი აქვს ეს ფილმი, არამედ “დიდი ლებოვსკი” მათი  საყვარელი ფილმების სიაში მოწინავე ადგილსაც იკავებს. მიუხედავად ამისა, ცოტამ თუ იცის, რომ ერთ-ერთი სცენა ამ ფილმში უძველესი ქართული საგალობლითაა მუსიკალურად გაფორმებული, თუმცა ეს არსად არ არის ოფიციალურად მითითებული. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდა საგალობელი ამ ფილმის სოუნდტრეკთა სიაში, ინტერნეტში არ მოიპოვება.

თუ კი ჩვენს მკითხველს არასდროს სმენია  “დიდი ლებოვსკის ყურებისას” ნაცნობი ჟღერადობა, მაშინ ნამდვილად ღირს კიდევ ერთხელ ვუყუროთ ფილმის ერთ-ერთ სცენას, რომელიც 59:00 წუთიდან იწყება.

big-lebowski-1

The-Dude-The-Big-Lebowski-Jeff-Bridges-_300081-20

 

0 2144

კინომოყვარულებს საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი BIAFF–ი ბათუმში ეპატიჯება
ბათუმი წელს განსაკუთრებულად გამოირჩეოდა მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებითა თუ ფესტივალებით, რომელიც აღაფრთოვანებდა როგორც ადგილობრივებს, ასევე ჩვენს ქალაქში სტუმრად ჩამოსულ დამსვენებლებსაც. ამჯერადაც ბათუმმა არ უღალატა თავის ტრადიციას და საზოგადოებას, კიდევ ერთ ფესტივალს „საავტორო ფილმების ბათუმის IX-ე საერთაშორისო ფესტივალს“ სთავაზობს, რომელიც 14 სექტემბერს სერგეი ფარაჯანოვის ფილმით „ამბავი სურამის ციხისა“ ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი ერთ კვირას გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში კინომოყვარულებს არაერთი რეჟისორის საინტერესო ფილმის ყურების საშუალება მიეცემათ. კინოჩვენებები, კინოთეატრ აპოლოში, სასტუმრო დივანის საკონფერენციო დარბაზსა და ღია ცის ქვეშ, ევროპის მოედანზე გაიმართება.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ ბიაფის მისიაა იყოს საერთაშორისო კულტურული ღონისიება, რომელიც მიმართულია კულტურული ინტეგრაციის და თანამშრომლობისაკენ ქართული და უცხოური საავტორო და არაკომერციული ფილმების კინოჩვენების ორგანიზების მეშვეობით. მათივე განცხადებით, ფესტივალი საშუალებას აძლევს ცნობილ კინორეჟისორებს, პროდუსერებსა და კინოკრიტიკოსებს შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ნამუშევრები კინოს სფეროში მოღვაწე კოლეგებს. ფესტივალი ასევე კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი კინომოყვარულებისთვის გაეცნონ კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს და ნახონ ახალი ფილმები. BIAFF ასევე უზრუნველყოფს კინემატოგრაფებისთვის პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებას სხვადასხვა სემინარებისა და ვორქშოფების საშუალებით. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ორგანიზატორების მიზანია კინოფესტივალი უახლოეს მომავალში გახდეს მთავარი საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოში, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში კი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კინოფესტივალი შავი ზღვის რეგიონში:
–ჩვენი მოლოდინია რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის, რომ ბათუმში ჩატარდებ არაჩვეულებრივი ერთ კვირიანი კინოფესტივალი, შესანიშნავი პროგრამით და საინტერესო სტუმრებითა რომლებიც საინტერესო მასტერკლასებს შესთავაზებენ კინოოყვარულებს და არამარტო მათ. რაც შეეხება სიახლეებს, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ის რომ წელს ბათუმში პირველად იქნება ნაჩვენები კანის კინოფესტივალის კვირეულის სექციის კინოფილმები, რომელიც სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება. გარდა ამისა ჩვენი კინოფესტივალი აგრძელებს ინდუსტრიული შეხვედრების სექციას, რომლის ფარგლებში გაიმართება ერთი მრგვალი მაგიდა რეგიონალური კინოფონდის განვითარების გადაწყვეტილების შესახებ, რაშიც კულტურის სამინისტროც მიიღებს მონაწილეობას . ასევე შედგება გარკვეული პრეზენტაცია ბიაფის ინდუსტრიული პლატფორმის კონცეფციისა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქართველ პროდუსერებთან ერთად მუშავდება. ნებისმიერი ფილმი, რომელიც არის საკონკურსო პროგრამაში არის ძალიან მაღალმატვრული დონის ბევრ საერთაშორისო ფესტივალზეა ნაჩვენები, აქედან გამომდინარე თავისთავად კინომოყვარულებს კარგი საღამოები კვირეული ელის წინ. ასე რომ მე მოვუწოდებ ყველას მოვიდეს ბიაფზე, ისიამოვნოს ფილმების ყურებით და ამავდროულად გახდეს ქველმოქმედი. განაცხადა, ბიაფის პიარმენეჯერმა ზვიად ელიზიანმა.
ცნობილია, რომ წლევანდელი BIAFF-ის მაყურებელი საქველმოქმედო აქციის მონაწილეც გახდება. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით კინოჩვენებები საღამოს ორი სიანსი ფასიანი იქნება და თითეულ ბილეთში სიმბოლურად გადახდილი თანხა 5 ლარი დიმიტრი ცინცაძის ფონდში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება.
„საავტორო ფილმების ბათუმის მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი“ 2014 წელს ბათუმის მერიის მუნიციპალური ქვეპროგრამის „ბათუმი არტი– ფესტივალების ქალაქი“ ფარგლებში ტარდება და აღნიშნული ფესტივალის განხორციელებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 120 000 ლარია გამოყოფილი.
–ჩვენი მიზანია ქალაქის ცხოვრება კიდევ უფრო გამრავალფეროვნდეს კულტურულად, შესაბამისად ქალაქის მერია მორიგ ფესტივალს სთავაზობს საზოგადოებას ეს არის საავტორო ფილმების მეცხრე ფესტივალი. ბათუმელებს და ბათუმის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა 8 დღის განმაბლობაში იხილონ კინოჩვენებები, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. იქნება რეტროსპექტივა ცნობილი ფილმებისა, მაღ შორის სერგო ფარაჯანოვისა და თენგიზ აბულაძის. ასევე იქნება მასტერკლასები ცნობილი რეჯისორებისა და სცენარისტების მონაწილეობით. მხარს ვუჭერთ ამ ფესტივალს, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სერვისები და ღირებულებები, რომელიც მას გააჩნია. აღნიშნა ბათუმის მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილების უფროსმა ლამზირა ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ რომ ბიაფი 14 სექტემბერს დაიწყო და 21–ი სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც დაგეგმილია მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები, ასევე სერგო ფარაჯანოვისა და თენგიზ აბულაძის საიუბილეო ღონისძიებები. რაც შეეხება დასწრებას, ის ღია ჩვენებებზე და საკომფერეციო დარბაზში თავისუფალია, ხოლო კინოთეატრ აპოლოში როგორც ზემოთ მოგახსენეთ ფილმზე დასწრება სიმბოლური თანხა 5 ლარი ეღირება, რომელიც საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. კონკრეტულად თუ როგორია ფესტივალის პროგრამა აღნიშნულთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე იხილოთ www.biaff.org

ავტორი: მარი კეკელიძე

“პიესების ვერცხლისფერი კრებულისა” და ” ამერიკული აფიორის” შემდეგ  ოსკაროსანი ჯენიფერ ლოურენსისა და ბრედლი კუპერის წყვილს კიდევ ერთ ფილმში ვიხილავთ.  წლის ბოლოს ფილმი  “სერენა” გამოვა ეკრანებზე, რომელიც რონ რაშის ნოველის მიხედვითაა გადაღებული.  სცენარის ავტორი კრისტოფერ კაილია,  ხოლო რეჟისორი სუზან ბაიერი. ფილმის პრემიერა ლონდონის კინოს  ფესტივალზე შედგება, ხოლო მსოფლიო ეკრანებზე  მოგვიანებით, წლის ბოლოს გამოვა .

გთავაზობთ  ფილმის ოფიციალურ ტრეილერს, რომელიც ინტერნეტში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა

 

0 2375

“სამეფო კარის თამაშები”   HBO - ს მიერ გადაღებული სატელევიზო სერიალია, რომელიც ეკრანებზე პირველად 2011 წლის 17 აპრილს გამოჩნდა და  მალევე მოიპოვა მაყურებელთა დიდი მოწონება. დღეს ის IMDB – ზე  ყველაზე რეიტინგულ სერიალთა ჩამონათვალშია.  2015 წელს სერიალის რიგით მეხუთე სეზონი გამოდის, რომელშიც მაყურებელი ორ პერსონაჟს :  ჰოდორს  და ბრან სტარკს  ვეღარ იხილავს.

Bran-Stark-S3-bran-stark-33787457-1600-1200

 

hodor

როგორც ჰოდორის როლის შემსრულებელი, მსახიობი კრისტიან ნაირნი აღნიშნავს, ეს ცვლილება მხოლოდ მეხუთე სეზონს შეეხება და შემდეგ მოქმედი გმირები ისევ დაუბრუნდებიან ეკრანს. კრისტიანმა ასევე ისაუბრა თავის პერსონაჟზე :  “ბევრს ვერ გაუგია თუ რა დანიშნულება აქვს ჰოდორს სიუჟეტში. ყველა მეკითხება ამის შესახებ.  მინდა მათ ვუპასუხო, “სამეფო კარის თამაშები” არის სერიალი, რომელშიც არ არსებობს უმნიშვნელო მოქმედი პირი –  ყველა მათგანს თავისი დანიშნულება აქვს ! ”

Bran-stark-and-hodor-issac-hempstead-wright-and-kristian-nairn-helen-sloan

შეგახსენებთ, რომ სერიალი “სამეფო კარის თამაშები”  ჯორჯ მარტინის ნოველის –  “ყინულისა და ცეცხლის სიმღერის” მიხედვით არის გადაღებული.

 

201304022104

 

 

 

Horrible Bosses ცნობილი ამერიკული კომედიაა, რომელიც ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა. მისი რეჟისორი სინ ანდერსია.  სიუჟეტი სამი საუკეთესო მეგობრის – ნიკის , დეილისა და კურტის გარშემო ვითარდება. ფილმი საკმაოდ წარმატებული და რეიტინგული აღმოჩნდა, ამიტომ პროდიუსერებმა  გადაწყვიტეს მისი გაგრძელება გადაეღოთ.

 

2014 წლის 26 ნოემბერს Horrible Bosses 2- ის მსოფლიო პრემიერაა. ამჯერად მთავარი გმირები გადაწყვეტენ, საქმიანი პარტნიორის ვაჟის გატაცებას, რათა  საკუთარი ბიზნესი გადაარჩინონ. როგორც კომედიის შემქმნელები ამბობენ, მეორე ნაწილის სიუჟეტი უფრო სასაცილო, საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნება მაყურებლისათვის. მთავარ გმირებთან ერთად, ფილმში კვლავაც ვიხილავთ კევინ სპეისსა და ჯენიფერ ენისტონს.

horrible-bosses-2-poster-550x814

0 4555

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიციის თქმით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თვითმკვლელობაა. რობი ვილიამსი ითვლებოდა კომედიის და დრამატურგიის გენიოსად. იგი ცნობილია ძალიან ბევრი ფილმით როგორიც არის: ”დილამშვიდობისა, ვიეტნამო”, ”მკვდარი პოეტების საზოგადება”, ”კაუჭა”, ”ორასი წლის ადამიანი” ”ჯუმანჯი”. მან მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში 1998წელს კინოში ”ნიჭიერი უილ ჰანტინგი” სადაც ფსიქოლოგის როლი ითამაშა. მან ასევე მიღო ოქროს გლობუსლი ნომინაციაში ”საუკეთესო მსახიობი კაცი მიუზიკლსა ან კომედიაში” შემდეგი ფილმების მიხედვით: 1987წ ”დილა მშვიდობისა, ვიეტნამო” 1991წ ”მეფე მეთევზე” 1993წ ”მისის დაუტფაირი”. ასევე მან მულტფილმ ალადის პირველ და მესამე სერიაში გაახმოვანა ჯინი.ჰოლივუდი შოკში იყო როდესაც გაიგო მსახიობის სიკვდილი,თუმცა ვილიამსს აწუხებდა დეპრესია,ებრძოდა ნარკოტიკებს და სასმელს. ის რეაბილიტაციის ცენტრშიც მკურნალობდა. მისმა ცოლმა სუზან შეიდერმა განაცხადა რომ, მისი გული გატეხილია. ვილიამს ყავდა სამი შვილი წინა ქორწინებებიდან.

,,შენი მედია გუნდი“ გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს კინორეჟისორთან და საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარესთან ზაზა ურუშაძესთან.

10525084_10203203869874792_1986896744_n

საუბარს დავიწყებ, თქვენს ბოლო ფილმთან დაკავშირებით. საიდან გაჩნდა იდეა, გადაგეღოთ ფილმი ,,მანდარინები“ და რატომ გადაწყვიტეთ ამ ყველაფერში ესტონეთი ყოფილიყო ჩართული?

რეჟისორი, როცა რაღაცას არ იღებს ცოცხალ-მკვდარივით არის.წელიწადნახევარში გადავიღე სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი და ეს ძალიან კარგია, ბედნიერებაა რომ რეჟისორს აქვს იმის საშუალება , რომ გადაიღოს ფილმები, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში. ფილმი ,,მანდარინები“ ეს არის კოპროდუქცია ესტონეთთან. დაფინანსებულია საქართველოდან, ესტონეთიდან და ,,ევრიმაჟიდან“ (,,ევრიმაჟი“ – ყველაზე ცნობილი ევროპული კინო-ფონდი). დეკორაციები ავაგეთ გურიაში , გავიყვანეთ გზები, ავაშენეთ სახლები, ხეებიც კი დავრგეთ. ნახევარი ჯგუფი იყო ესტონელებისგან შემდგარი, ნახევარი-კი ქართველებისგან. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო , აფხაზეთში ვერ გადავიღეთ. სცენარი სწორედ, აფხაზეთის ომის დროს ვითარდება. ესტონეთის მხარე მას შემდეგ დაინტერესდა ჩემით, როდესაც ტალინში ქართული კინოს დღეები იყო , ჩემი ფილმით ,,სამი სახლით“ გაიხსნა, შემდეგ ერთმა ესტონელმა პროდიუსერმა შემომთავაზა გაგვეკეთებინა ერთობლივი კოპროდუქცია, ასევე ერთი ისტორიაც გამახსენა, სანამ აფხაზეთი ომი დაიწყებოდა, აფხაზეთის სამ სოფელში ესტონელები, 100 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ, ხოლო ომის დაწყების შემდეგ, ესტონეთის ხელისუფლებამ, აფხაზეთში მცხოვრები ესტონელები, სამშობლოში დააბრუნა. ამ ისტორიის მოსმენის მერე, მომეწონა თვითონ თემაც. ძალიან მალე, ორ კვირაში, დავწერე სცენარი, რეალურად ორ კვირაში სცენარის დაწერა არ ხდება, მაგრამ ასე გამოვიდა.
10533460_611228468991440_1919449841_n

რომელ ფესტივალებზე, იყო წარდგენილი ფილმი ,,მანდარინები“ და რა წარმატებები ხვდა მას წილად?

ფილმს თხუთმეტი ჯილდო აქვს მოპოვებული. ძალიან იშვიათია ქართული კინო მთავარ კონკურსში ჩასვან ,,ა“ კლასის კინოფესტივალზე. მსოფლიო პრემიერა შედგა ვარშავაში,ავიღეთ ორი მთავარი პრიზი: ერთი იყო საუკეთესო რეჟისურა, მეორე კი – მაყურებლის პრიზი – ,,საუკეთესო ფილმი“. ასევე ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალზე გერმანიაში მანჰეიმ-ჰეიდელბერგზე წარდგა ფილმი, სადაც სამი მთავარი პრიზი ავიღეთ, შემდეგ იყო იტალია, ტალინი, ამერიკა და ახლაც გრძელდება ფილმის საფესტივალო გზა, მაგალითად ახლა, მთელ პოლონეთში, დგას კინოგაქირავებაში,,მანდარინები“ 20 კინოთეატრში.ესეც ძალიან იშვიათია მოვლენაა, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის.

შესაძლოა რომ ოსკარზეც ვიხილოთ, რამდენად არის ამის ალბათობა?

კი შეიძლება. ველოდებით ნომინაციებს ,,ფელიქსზე“ ,,ლუქსპრაიზსეც“ და ესტონეთი წარადგენს ოსკარზე წელს ფილმს, რადგან ესტონეთის დაფინანსება მეტია, ვიდრე საქართველოსი, მე ვთვლი, რომ ეს უფრო ქართული კინოა, ვიდრე ესტონური, რადგან რეჟისორი მე ვარ, სცენარის ავტორიც, საქათველოშია გადაღებული, ნაწილობრივ პროდუსერიც მე ვარ, მთავარი პროდუსერი არის ესტონელი ივო ფელტი, მაგრამ წილობრივად უფრო მეტი აქვთ ჩადებული ესტონელებს, შესაბამისად ოსკარზეც ესტონეთი წარადგენს. ევროპული ,,ფელიქსი“ ან ოსკარი, არ არის ფესტივალი, ეს არის დაჯილდოვება წლის საუკეთესო ფილმის.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ფილმის ასეთი პოპულარობა ? რეჟისორის ხედვა მოეწონა მაყურებელს, თემა თუ უბრალოდ ტრაგიკული ისტორიები ჰუმანიზმითა და ტოლერანტობით სავსე იზიდავს ყველას?

ალბათ ყველაფერმა ერთად, მგონია რომ ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. სასიამოვნო იყო ის, რომ მხოლოდ საფესტივალო წარმატება არ ქონდა ფილმს, მაყურებლისგანაც ვიღებდით მაღალ შეფასებებს, საქართველოში, ესტონეთში და საზღვარგარეთ. საქართველოში ფაქტობრივად ბილეთები არ იშოვებოდა, ასე მოხდა ესტონეთშიც და სადაც ვნახე ყველგან წინასწარ იყიდებოდა ბილეთები. უხერხულია საკუთარ ფილმზე საუბარი, ტრაბახი არ მინდა გამომივიდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი და განსხვავებული ჩვენება, რომელიც თქვენთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, შეგიძლიათ გაიხსენოთ?

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ევროსაბჭომ მოითხოვა ფილმის ნახვა და ევროსაბჭოში მოეწყო ფილმის ჩვენება სტრასბურგში, ასევე ბრიუსელში იყო ევროპარლამენტარებისთვის, ევროკომისიის თავმჯდომარემ – ჟოზე მანუელ ბაროზომ – გაუწია რეკლამა.

მთავარი იდეა რა იყო ამ ფილმის? იდეა რომელიც შეძლებდა მთელი სამყაროს გაერთიანებას? რადგან რომ არა, ამ იდეაში არსებული აზრი, ვერ მიაღწევდა ადამიანების ცნობიერ აღქმამდე, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მთავარია ადამიანი,არა აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, რელიგიურ კუთვნილებას, მთავარია გქონდეს უნარი მიმტევებლობისა და სიყვარულის.სწორედ ამ იდეაზეა აგებული ეს ფილმი. ფილმის გმირები აღმოჩნდნენ შეიძლება ითქვას ცუდ დროს და ცუდ ადგილას-შუაგულ ომში.
მიუხედავად ამისა ისინი მაინც ინარჩუნებენ, ისეთ ადამიანურ ღირებულებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რაღაცეები იდიალიზირებულია, იმიტომ რომ მხატვრული ფილმია და სურვილი მაქვს ადამიანები ასეთები იყვნენ, რომ ადამიანები ადამიანებად დარჩნენ.

1062259_611228472324773_261947763_n

კინოკრიტიკოსების მხრიდან, მოყვა თუ არა ამ ფილმს კრიტიკა?

კრიტიკით ყველა ფილმს გააკრიტიკებენ, მაგრამ მე ის გამიხარდა, რომ მსოფლიოს ძალიან ცნობილი კინოკრიტიკოსები, ჟიური, აგრეთვე კინო ჟურნლისტები, რა რევიუებიც დაიწერა ფილმზე, საშუალო შეფასება არ მოყოლია, ძალიან დადებითი შეფასებები მოყვა. აგრეთვე გამიხარდა, რომ იშტვან საბომ, მსოფლიოს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა კინორეჟისორმა „მანდარინები“ დაასახელა წლის საუკეთესო ფილმად. ეს შეფასება იყო ძალიან დიდი სტიმული ჩემთვის.

რატომ გადაწყვიტე, ფილმის სახელწოდება მანდარინებთან დაგეკავშირებინა?

მგონი ძალიან დასამახსოვრებელია და ინგლისურადაც კარგად ჟღერს ,, tangerines“, თან ძალიან ნეიტრალური სახელწოდებაა, ბევრი ფილოსოფიური აზრი არ აქვს ჩაქსოვილი, მაგრამ შიგნით რაღაცეები ხდება.

10525429_611228552324765_1626053636_n

რამდენად გქონდა ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან?

თავიდან ცოტა თანხა მომცა ეროვნულმა კინოცენტრმა, 100000(ევრომდე)
მერე უკვე ესტონეთის მხრიდან იყო გარკვეული შეფერხება, მაგ დროისთვის დეკორაციები უკვე აწყობილი გვქონდა და წელიწადნახევარი დეკორაციებს ვიცავდით. მერე უკვე წამოვიდა ,,ევრიმაჟიდან“ თანხა, მაინც არ გვყოფნიდა და კულტურის სამინისტრომ დაგვიმატა კიდევ 100000(ევრო) . ამის შემდეგ გადავიღეთ ფილმი. ასევე ძალიან დაგვეხმარა თავდაცვის სამინისტრო ძალიან, ავტომატებით, ტყვიებით, ვერტმფრენით, ბიჭებით .

თქვენი აზრით, როგორ მდგომარეობაშია დღეს ქართული კინო?

სხვათაშორის არ არის ცუდ მდგომარეობაში, რამოდენიმე საინტერესო ფილმი გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში, ეს ფილმებიც გახმაურდა საზღვარგარეთ,სხვადასხვა ფესტივალებზე. დღეს ევროპაში საუბარი უკვე არის ქართულ კინოზე. ის რომ, ბოლო პერიოდში გაკეთდა საინტერესო ფილმები ეს ცოტა არ არის.

რომელი ქართული ფილმები მიგაჩნიათ საუკეთესოდ, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა?

მაგალითად საინტერესო ფილმებია: ,,გრძელი ნათელი დღეები“, ,,ქუჩის დღეები“, ,,გაიღიმეთ“, ,,გაღმა ნაპირი“ არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, ასევე საინტერესო დოკუმენტური ფილმია ,,მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს“. ეს არ არის სრული ჩამონათვალი.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კინო იწყებს აღორძინებას, თუმცა ამ ყველაფერს ხელისშეწყობა ჭირდება.

როგორ ფიქრობთ, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქართული კინო და როგორ გესახებათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები?

ფინასური მხარდაჭერა არის საჭირო სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი.
ყველა ევროპულ ქვეყანაში სახელმწიფო აფინანსებს კინოს, იმიტომ რომ კინო არ არის მარტო კულტურული მემკვიდრეობა, ბევრ რამეს მოიცავს ერთად. წარმოიდგინეთ, მთელი ქართული კინო ფინანსდება, ოთხ მილიონ ლარად. ევროპაში ორ მილიონ ევროდ შეფასებული ფილმი, ითვლება დაბალ ბიუჯეტიან ფილმად. მინიმუმ ოთხჯერ მაინც უნდა გაიზარდოს ქართული კინოს დაფინანსება. იტყვიან ხოლმე, რა დროს კინოაო?ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაგვაჩნია, კულტურაა.რა გვაქვს ჩვენ რეალურად დღეს? უნდა ვიამაყოთ კულტურით, თუ უნდა ვიამაყოთ შადრევნებით? კინო საკმაოდ პოპულარული ხელოვნებაა, როდესაც უყურებენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები შენი ქვეყნის ფილმს, ეცნობიან შენს ტრადიციებს,ფესვებს, ღირებულებებს, ხედვას და უფრო სხვა დამოკიდებულება უჩნდებათ. ვერ წარმომიდგენია იყო პოლიტიკოსი და ვერ ხვდებოდე იმას, რომ კულტურა უნდა დააფინანსო უფრო სერიოზულად. ეს პოლიტიკოსებს ეხმარება პირველ რიგში, რადგან ქვეყანა წარმოჩინდება ძალიან კარგად. მთელი ქართული კინოს დაფინანსება ოთხი მილიონი ლარით ძალიან არასერიოზულია.

ახალგაზრდა რეჟისორებზე მინდა გკითხოთ, რამდენად აქვთ მათ ხელშეწყობა რომ ფილმები გადაიღონ?

სწავლების პრობლემა აქვთ სამწუხაროდ.
მე დავამთავრე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და შემიძლია ვთქვა რომ მაშინ მაღალ დონეზე იყო სწავლა.
ვფინანსდებოდით სერიოზულად, ვიღებდით ფილმებს და ყველანაირი პირობა გვქონდა გამოგვევლინა თავი. ახლა სავალალო მდგომარობაა უნივერსიტეტში, ცოტა კი გამოსწორდა სიტუაცია, აპარატურა შეიძინეს, რომელიც საერთოდ არ ქონდათ.
ცუდია ისიც რომ ათეულობით ადამიანი ყოველ წელს რეჟისორი გამოდის, მაშინ როცა, ჩვენ დროს, ხუთ წელიწადში ერთხელ იღებდნენ ხუთ ადამიანს კინო სარეჟისოროზე . წესიერი სელექცია არ ხდება ახლა, არც ხელობის შესწავლა,წარმოება ვერ გაიარეს ნორმალურად, ეს დიპლომები რომ ჰქონდეთ სახლში რა აზრი აქვს.

ჩვენ ვსაუბრობთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც მომავალში შექმნიან კინოს და თუ მათ არ ექნებათ ხელშეწყობა, ეს ყველაფერი აისახება ჩვენს კულტურაზე, მაშინ რაშია გამოსავალი?

ნიჭი არაა საკმარისი, თუ პროფესიონალად არ გაზრდი ანუ ხელობას არ შეასწავლი, მაშინ ეს იქნება ნიჭიერი ადამიანის წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაული.

მოდიან თუ არა ახალგაზრდები თქვენთან, რამდენად აქვთ სურვილი გადაიღონ ფილმი და აქვს თუ არა შესაძლებლობა კინოს სახლს დაეხმაროს მათ?

ვერ ვეხმარებით.სამწუხაროდ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დამხვდა, რაღაც ფუნქციებიც დაკარგა კინოკავშირმა, დარბაზიც არ ფუნქციონირებს. მინდა ეს ყველაფერი აღვადგინო. სახელმწიფო არ აფინანსებს კინოკავშირს, იჯარებიდან არის ძირითად შემოსავალი. მინდა აქ იყოს კინო ჩვენებები, სემინარები, შემოქმედებითი ატმოსფერო და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და აღსადგენი.

კულტურის სამინისტრო რამდენად არის ამ ყველაფერში ჩართული?

შესაძლოა დაგვეხმაროს და ვნახოთ რა იქნება.

აპირებთ თუ არა ახალი ფილმის გადაღებას?
რამოდენიმე შემოთავაზება მქონდა , ერთი ავირჩიე და დასავარაუდოდ მომავალ წელს გადავიღებ.
ჟანრი?
დრამა.

თქვენს შემოქმედებას თუ გადავხედავთ, ფილმი ,,დარჩი ჩემთან“ ჟანრობრივად სხვა ფილმებისგან განსხვავებულია, რატომ გადაწყვიტეთ გადაგეღოთ მელოდრამა?

ეს იყო შეკვეთა, თავიდან ვთქვი, მაგრამ მერე დავთანხმდი, დამაინტერესა როგორ გადავიღებდი მელოდრამას. რადგანაც შეკვეთა იყო, არ ვუღალატე მელოდრამის კანონებს.

რატომ აირჩიე ლელა წურწუმია ამ როლისთვის?

თვითონ ისტორია მომღერალთან იყო დაკავშირებული. სხვათაშორის ლელამ ძალიან კარგად ითამაშა, არც მეგონა ასე კარგად თუ ითამაშებდა, ძალიან ძნელია არ იყო ყალბი და ლელა არ იყო ყალბი. თან კარგი მომღერალია, არაჩვეულებრივი ადამიანია და საინტერესო იყო მასთან მუშაობა.

როდესაც ხარ რეჟისორი , სცენარის ავტორი , პროდუსერი. მაშინ როცა ხელოვნებას გარკვეულ ჭეშმარიტებამდე უნდა მივყავდეთ და როცა მაინც გიტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას, მაშინ როდესაც ამ ხევლოვნებაში ფილმის სახით ავლენ შენს რაციონალიზმსა და ემპირიზმს, იწყებ ფიქრს ადამიანებზე, რამდენად სწორად დაინახავენ იმას , რასაც შესთავაზებ?

ცოტას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ფიქრობ, მაგრამ თუ ბევრს იფიქრებ მაყურებელზე,შეიძლება ვერ გადაიღო საინტერესო ფილმი. პირველ რიგში, გულწრფელი უნდა იყო, ასევე პროფესიონალი რა თქმა უნდა, რომ განახორციელო შენი ჩანაფიქრი და საინტერესოც უნდა იყოს სხვისთვის. ჩვენ ხომ ყოვლთვის გვაინტერესებს ახალი, რადგან ის განუმეორებელი სამყაროა.

და ბოლოს, რას გვისურვებთ ჩვენ, ,,შენი მედია გუნდის“ახალგაზრდა ჟურნალისტებს, რომლებიც მინიმალური რესურსით დამოუკიდებლად ვცდილობთ, ვაკეთოთ ის საქმე რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ამასთან ერთად ვიყოთ პროფესიონალები და მიუკერძოებლები?

ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცი რა სიტუაციაც არის, არასდროს არ იყოთ კომფორმისტები, ძალიან რთულია ეს, მაგრამ ბოლომე უნდა იბრძოლოთ, მაშინ უკვე გექნებათ დიდი შანსი იყოთ პროფესიონალი ჟურნალისტები. დევიზი თქვენი უნდა იყოს: ,,NO compromise”

ავტორი: მარიამ ქობულია