21/08/2018 – 15:59
მთავარი კულტურა კინო

0 2291

“მე ვარ ბესო” ლაშა ცქვიტინიძის სარეჟისორო ნამუშევარია, რომელიც საქართველოს კინოთეატრების ეკრანებზე 2014 წლის 4 თებერვლიდან გავა.

10518983_278339885623586_7191671381268319367_n

მისი აღწერა ასეთია: ‘ბესო არის 14 წლის ბიჭი, რომელიც ერთ-ერთ მიგდებულ სოფელში იზრდება. ბესოს ოჯახში ბევრი პრობლემაა, მამა ჩერნობილში დაინვალიდებული ხანშიშესული კაცია, რომელიც მთელი დღე ტელევიზორს უყურებს და ოჯახის წევრებს აგინებს. ბესოს დედა ოჯახის ძირითადი მარჩენალია, ყოველ დილით ქალაქში დადის სავაჭროდ. ძმა ლერი ჰომოსექსუალია და სახლში ცეკვის კერძო გაკვეთილებს ატარებს. ბესოს და მის მეგობარ ბექას თანაკლასელები ჩაგრავენ. მიუხედავად ყველაფრისა, ბესო და ბექა დროს კარგად ატარებენ, ბენზინს ყნოსავენ, გოგოებს ეპრანჭებიან და ბავშვურად ერთობიან. ბესო რეპს წერს დიქტოფონზე და ოცნებობს, რომ მუსიკით ბევრი ფული იშოვოს, ოჯახს დაეხმაროს და ცხოვრება აიწყოს.’

8953_265926223531619_2731469902115480366_n

 

ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი არის ლაშა ცქვიტინიძე, ხოლო პროდიუსერი – ნოდარ ნოზაძე.  როლებს ასრულებენ: ბესო – ცოტნე ბარბაქაძე; ბექა- სოსო ტარყაშვილი; თამაზი – ზაზა სალია; ლერი – ლერი ბექაური.

აღსანიშნავია, რომ ახალი კინონამუშევარი “მე ვარ ბესო” არის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული. (ეროვნული ფილმების კონკურსის გამარჯვებული )

ფილმის ტრეილერი:

 

0 2711

“ოსკარზე ნომინირების გარეშე დარჩენილი უცხოური ფილმები, რომლებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ” – ასე ჯღერს სიის სათაური, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და რეიტინგულმა ვებ-გვერდმა – Global post-მა გამოავლინა. ამ ჩამონათვალში  მოხვდა ქართული ფილმი – “სიმინდის კუნძული“.

“ეს არის არაჩვეულებრივი და, ამავდროულად, საკმაოდ მოკრძალებული უცხოური, კერძოდ ქართული კინონამუშევარი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია გიორგი ოვაშვილი” – სწორედ ასეა სტატიაში აღწერილი “სიმინდის კუნძული”

get_img

შეგახსენებთ, რომ ფილმს აღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. ის დასახელებული იყო ოსკარზე წარსადგენ ფილმებს შორის, თუმცა, სამწუხაროდ, ნომინანტთა საბოლოო სიაში ვერ მოხვდა.

 

0 2179

წლევანდელი ‘კანის ფესტივალის’ ჟიურის ხელმძღვანელობა უკვე ცნობილია – მის სათავეში ძმები კოენები იქნებიან. ისინი კინემატოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგიურები არიან. ძმებმა კოენებმა სახელი გაითქვეს თავიანთი მრავალპროფილური მოღვაწეობით –  ისინი თავად არიან საკუთარი ფილმების რეჟისორები, სცენარისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და პროდიუსერები. ჯოელ და ეთან კოენების მოღვაწეობა არაერთი საკულტო ფილმის რეჟისურას უკავშირდება – ‘ფარგო’, ‘დიდი ლებოვსკი’, ‘მოხუცებისთვის ადგილი არ არის’, რომელმაც 2007 წელს ოსკარი აიღო.

freres_coen_cineday

“მოხარული ვართ, რომ 2015 წლის ‘კანის ფესტივალის’  ჟიურის ჩვენ ვუხელმძღვანელებთ. როგორც ყოველთვის, მივესალმებით შესაძლებლობას, გავეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფიას. კანის ფესტივალი კარიერის დასაწყისიდანვე უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ჩვენთვის.” – განაცხადეს კოენებმა პრესასთან საუბარში.

ძმები კოენების შემთხვევა პირველია, როდესაც ‘კანის ფესტივალის’ ჟიურის ორი ხელმძღვანელი ეყოლება.

_72405173_coenbrothersreuters

 

0 2834

სადავო საკითხს არავისთვის არ წარმოადგენს ის, რომ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვება მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა, როგორც ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისათვის, ასევე მაყურებელთათვის. ‘ოსკარის’ არათუ ჯილდოს დამსახურება, არამედ ნომინატთა შორის მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა.

წელს, ქართველი კინომოყვარულებისა და სრულიად საზოგადოებისათვის განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ‘ოსკარის’ დაჯილდოვების შედეგები, რადგან საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოხვდა ქართველი რეჟისორის – ზაზა ურუშაძის ფილმი ‘მანდარინები’. ფილმი მართალია ესტონეთის სახელით არის წარდგენილი, თუმცა ის ნაციონალურ პრობლემას ასახავს.

სულ მეორე დღეა, რაც ‘ოსკარზე’ წარდგენილი კონკურსანტები გახდნენ საზოგადოებისათვის ცნობილი. გთავაზობთ ამერიკის კინოაკადემიის 2015 წლის, როგორთ 87-ე დაჯილდოვების ნომინატთა სიას.

ნომინაცია: საუკეთესო კინოსურათი

‘ამერიკელი სნაიპერი’

‘ადამიანი ჩიტი’

‘ბავშვობა’

‘სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი’

‘იმიტაციის თამაში’

‘სელმა’

‘ყველაფრის თეორია’

‘შეპყრობილი’

Boyhood

ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი მამაკაცი

სტივ კარელი ( ‘მელიებზე მონადირე’ )

ბრედლი კუპერი ( ‘ამერიკელი სნაიპერი’ )

ბენედიქტ კამბერბეტჩი ( ‘იმიტაციის თამაში’ )

მაიკლ კიტონი ( ‘ადამიანი ჩიტი’ )

ედი რედმეინი ( ‘ყველაფრის თეორია’ )

546360b31225a2f9404eaec5_american-sniper

ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი ქალი

მარიონ კოტილარდი ( ‘ორი დღე, ერთი ღამე’ )

ფელისიტუ ჯონსი ( ‘ყველაფრის თეორია’ )

ჯულიანა მური ( ‘კვლავ ელისი’ )

როზამუნდ პაიკი ( ‘გაუჩინარებული ქალი’ )

რის უიტერსპუნი ( ‘ველური’ )

marion-cotillard

ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვანი როლისათვის

რობერტ დუვალი ( ‘მოსამართლე’ )

ეთან ჰოუქი ( ‘ბავშვობა’ )

ედვარდ ნორტონი ( ‘ადამიანი ჩიტი’ )

მარკ რუფალო ( ‘მელიებზე მონადირე’ )

ჯეი ქეი სიმონსი ( ‘შეპყრობილი’ )

edward-norton-500x333

ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვანი როლისათვის

პატრიცია არკეტი ( ‘ბავშვობა’ )

ლაურა დერნი ( ‘ველური’ )

კირა ნაითლი ( ‘იმიტაციის თამაში’ )

ემა სტოუნი ( ‘ადამიანი ჩიტი’ )

მერილ სტრიპი ( ‘ტყეში’ )

183367

ნომინაცია: საუკეთესო ანიმაციური ფილმი

‘დიდი გმირი 6′

‘ყუთი-ტროლები’

‘როგორ გავწვრთნათ დრაკონი 2′

‘ზღვის სიმღერა’

‘პრინცესა კაგუიას ამბავი’

howtotraindragon

ნომინაცია: საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი

‘იდა’ ( პოლონეთი )

‘ლევიათანი’ ( რუსეთი )

‘მანდარინები’ ( ესტონეთი )

‘ველური ამბები’ ( არგენტინა )

‘ტიმბუკტუ’ ( მაურიტანია )

138678061976

 

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოვების ცერემონია 22 თებერვალს გაიმართება. მას მსახიობი პატრიკ ჰარისი გაუძღვება

neil-patrick-harris

oscars

 

 

 

 

0 1151

წელს, ‘ოსკარის’ დაჯილდოვების რიგით 87-ე ცერემონია გაიმართება. რამდენიმე საათის წინ, ოფიციალურად გამოქვეყნდა ‘ოსკარის’  ნომინაციების საბოლოო სია. საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში წარდგენილ ნომინანტთა შორის არის ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები”.

ცერემონია 22 თებერვალს გაიმართება.

სულ რამდენიმე საათია, რაც ‘ოქროს გლობუსის‘ დაჯილდოვების ცერემონია დასრულდა. წელს, ის  განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალური იყო ქართული საზოგადოებისათვის, რამდენადაც მასზე საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოხვდა “მანდარინები”. სამწუხაროდ, კინოსურათმა, რომელიც ესტონეთის სახელით იყო წარდგენილი, გამარჯვება ვერ მოიპოვა და ამ ნომინაციაში ჯილდო რუსეთის სახელით წარდგენილ ფილმს  – “ლევიათანს” ხვდა წილად.

გთავაზობთ ოქროს გლობუს 2015-ის გამარჯვებულებს:

ნომინაცია: საუკეთესო კინოსურათი (ჟანრი- დრამა) – “ბავშვობა”

boyhood-teaser-poster

 

ნომინაცია: მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი ( ჟანრი-დრამა) – ჯულიანა მური

Julianne+Moore+2014+Children+Health+Fund+Annual+jhgKnj1nyORl

ნომინაცია: მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი ( ჟანრი – დრამა) – ედი რედმეინი

eddie-redmayne-orange-british-academy-film-awards-2012-01

ნომინაცია: საუკეთესო კინოსურათი კომედიურ ან/და მიუზიკლის ჟანრში – “სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი”

images

 

ნომინაცია: მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი კომედიურ ან/და მიუზიკლის ჟანრში – ემი ადამსი

AmyAdams

ნომინაცია: მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი კომედიურ ან/და მიუზიკლის ჟანრში  – მაიკლ კიტონი

michael-keaton

ნომინაცია: საუკეთესო ანიმაციური ფილმი – “როგორ გავწვრთნათ დრაკონი 2″

httyd2

ნომინაცია: საუკეთესო უცხოური ფილმი – “ლევიათანი” (რუსეთი)

Leviathan_2014_poster

 

ნომინაცია: მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი – პატრიცია არკეტი

PatriciaArquette

ნომინაცია: მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი  – ჯეი ქეი სიმონსი

97bc779065e30b1a8483fe53143ba2a0

ნომინაცია: საუკეთესო რეჟისორი – რიჩარდ ლინკლეითერი (ფილმისათვის – “ბავშვობა”)

ნომინაცია: საუკეთესო სცენარი – ალეჰანდრო გონსალესი ( ფილმის სცენარისათვის – “ადამიანი ჩიტი” )

ნომინაცია: ფილმის საუკეთესო მუსიკალური გაფორმება – ჯოან ჯოანსონი ( ფილმისათვის- “ყველაფრის თეორია”)

ნომინაცია: საუკეთესო საუნდტრეკი – “Glory” (ჯონ ლეჯენდი) (ფილმისათვის – “სელმა”)

ნომინაცია: საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – “სასიყვარულო კავშირი” (The Affair)

სრული სია იხილეთ: http://www.hfpa.org/nominations-2015/

ჟურნალი Forbes-ი ყოველ წლის ბოლოს სთავაზობს მკითხველს შემაჯამებელ სტატიებს –  წლის მოვლენებს, მეცნიერულ მიღწევებს, ტექნოლოგიურ სენსაციებს, პოლიტიკაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტების ანალიზს… ერთ-ერთი თემა, რაც ყოველი წლის ბოლოს აქტუალურია და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, არის მსოფლიო შოუბიზნესი, ჰოლივუდის მსახიობები და მათი წლიური რეიტინგი.

გთავაზობთ 2014 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობების ათეულს:

1. სანდრა ბალოკი – $51 მილიონი

0x600 (9)

2. ჯენიფერ ლოურენსი – $34 მილიონი

0x600 (8)

3. ჯენიფერ ენისტონი – $31 მილიონი

0x600 (7)

4. გუინეტ პელტროუ – $19 მილიონი

0x600 (6)

5. ანჯელინა ჯოლი – $18 მილიონი

0x600 (5)

6. კამერონ დიაზი – $18 მილიონი

0x600 (4)

7. სკარლეტ იოჰანსონი – $17 მილიონი

0x600 (3)

 8. ემი ადამსი -$ 13 მილიონი

0x600 (2)

9. ნატალი პორტმანი – $13 მილიონი

0x600 (1)

10. კრისტენ სტიუარტი – $12 მილიონი

0x600

 

მალე, სარა ჯესიკა პარკერს HBO-ს სერიალის მთავარ გმირად ვიხილავთ. “განქორწინება”(Divorce) ასე ჰქვია სატელევიზიიო შოუს, რომლის შემადგენლობას, მალე, სერიალ “სექსი დიდ ქალაქში”-ს ვარსკვლავი პარკერიც შეურთდება.

როგორც სერიალის შემქმნელები მედიასთან საუბარში იუწყებიან, სარა ჯესიკა პარკერი შეასრულებს შუახნის ქალის როლს, რომელსაც მეგობრები ქმართან დაშორებას ურჩევენ. სერიალი კომედიური ჟანრისაა და მოგვითხრობს  ცხოვრებისეულ პრობლემებზე, რომლებიც კომიკური დეტალებით იქნება შევსებული. სერიალის პროდუსერები ვარაუდობენ, რომ “განქორწინება”  ძალიან მალე გახდება ერთ-ერთი რეიტინგული სატელევიზო შოუ და ეს, რა თქმა უნდა, სარა ჯესიკა პარკერის პერსონის დიდი დამსახურებაცაა.

2014 Fashion Footwear Association Of New York Awards

 

 

ჰოლივუდის მსახიობები სამსახიობო ხელოვნებისა და უსაზღვრო პოპულარობის გარდა, ათეულობით მილიონიანი წლიური შმოსავლითაც გამოირჩევიან. ანაზღაურება, რომელსაც ისინი თითო როლისათვის იღებენ, უმეტესი ადამიანის მთელი ცხოვრების განმავლობაში მიღებულ შემოსავალს უტოლდება და, უფრო მეტიც, აღემატება კიდეც.

ჟურნალმა “Forbes”-მა გამოავლინა 2014 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი მამაკაცები.

2014 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მამაკაცი მსახიობების სია:

1. რობერტ დაუნი უმცროსი -$75 მილიონი

0x600

‘შერლოკ ჰოლმსის’, ‘რკინის კაცის’, ‘შურისმაძიებლებისა’ და სხვა უამრავი საკულტო ფილმის მთავარი გმირი წლევანდელ ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაც მსახიობთა სიაშია. ფილმები მისი მონაწილეობით,  ყოველთვის რეკორდული შემოსავლით გამოირჩევა, მაგალითად, ‘რკინის კაცი 3′-ის შემოსავალმა $1,2 მილიარდს მიაღწია.

2.დუეინ ჯონსონი – $52 მილიონი

0x600 (1)

დუეინ ჯონსონის განსაკუთრებული პოპულარობა და წარმატება 2014 წელს განაპირობა ფილმმა “ჰერკულესი”. გარდა მსახიობობისა, ჯონსონი აღმასრულებელი პროდუსერის კარიერასაც ითავსებს, ასევე აქტიურად თანამშრომლობს ტელევიზიებთან.

3. ბრედლი კუპერი – $46 მილიონი

0x600 (2)

ბრედლი კუპერის მონაწილეობით უამრავი ფილმი გვახსოვს. მას არსად არ აქვს მეორე ხარისხოვანი როლი და ყველგან მთავარ გმირს ასახიერებს. 2014-2013 წლებში, ოსკარზე მისი მონაწილეობით ორი ფილმი იყო წარდგენილი – ‘ამრიკული აფიორა’ და ‘ვერცხლისფერი პიესების კრებული’. წელს, ბრედლი კუპერისა და ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი “სერენა”, რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შფასება დაიმსახურა.

4. ლეონარდო დიკაპრიო – $39 მილიონი

0x600 (3)

ლეონარდო დიკაპრიოს სამსახიობო პროფესიონალიზმს ყველა ერთხმად ვაღიარებთ. ის ყოველ წელს არის წარდგენილი ოსკარზე, თუმცა, სამწუხაროდ ვერც ერთხელ ვერ დაიმსახურა ჯილდო. ეს ფაქტი უკვე  ხუმრობის საგანი გახდა მსოფლიოს კინომოყვარულთათვის. მიუხედავად ამისა, დიკაპრიო წელს, სხვა წლების მსგავსად, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია.

5. კრის ჰემსვორტი – $37 მილიონი

0x600 (4)

‘თორის’ ვარსკვალვი კრის ჰემსვორტი წელს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი გახდა. მისი მონაწილეობით 2015 წელს ახალი კრიმინალური დრამა გამოდის, სახელწოდებით Blackhat. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს კიბერ დანაშაულზე. საინტერესოა რამდენად გაამართლებს ეს პროექტი და შეინარჩუნებს, თუ არა კრისი ამ სტატუსს.

6. ლიამ ნისონი – $36 მილიონი

0x600 (5)

ლიამ ნილსონი ჰოლივუდში ცნობილია, როგორც მსახიობი უამრავი დადებითი პიროვნული თუ პროფესიონალური უნარ-ჩვევით. ‘მძევალი 3′ მისთვის წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც ნისონის შმოსავალი საგრძნობლად გაიზარდა.

7. ბენ აფლეკი -$35 მილიონი

0x600 (6)

ბენ აფლეკი მრავალი წელია ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ მამაკაც მსახიობად სახელდება. წელს, გამოვიდა ფილმი “გაუჩინარებული ქალი”, რომელშიც აფლეკი მთავარ როლს ასრულებს. ფილმმა დიდი რეიტინგი მოიპოვა და 2014 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა არაერთი კინოკრიტიკოსის მიერ.

8. ქრისტიან ბელი – $35 მილიონი

0x600 (7)

‘ბეტმენის’ ვარსკვლავი 2014 წელს ოსკარზეც იყო წარდგენილი “ამერიკულ აფიორაში” შესრულებული როლისათვის. წელს, მისმა შემოსავალმა 35 მილიონი დოლარი შეადგინა.

9. უილ სმიტი – $32 მილიონი

0x600 (8)

როდესაც ფილმში უილ სმიტი თამაშობს, ეს პროექტი აუცილებლად მაღალშემოსავლიანი ხდება. ასეა თუ ისე, აღნიშნული ფაქტი ნამდვილად უკავშირდება სმიტის პერსონას, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. სწორედ ამიტომ ის, ყოველ ჯერზე მაღალ ანაზღაურებას იღებს.

10. მარკ უილბერგი – $32 მილიონი

0x600 (9)

‘მაიმუნების პლანეტა’, ‘განდგომილები’, ‘ცოდვის ქალაქი’, ‘ტრანსფორმერები’, ‘ტედი’ – ეს არის ფილმები, რომლებშიც მარკ უილბერგი მონაწილეობს.  ყველა მათგანმა საკმაოდ დიდი მოგება მოუტანა გადამღებ ჯგუფს. წელს, მარკ უილბერგმა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში დაიკავა მე-10 ადგილი, 32 მილიონი დოლარის შემოსავლით.