23/04/2018 – 11:53
მთავარი კულტურა კინო

თავით-ფეხებამდე შავი ტყავის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი ზღვის ნაპირას დგას, მზეს აჰყურებს და ამბობს: მე მინდა ვიცოცხლო! მისი ნიღაბი სადომაზოხისტის ჩაცმულობას ჰგავს ერთი შეხედვით. თუმცა საქმე გაცილებით რთულადაა, ფილმის მთავარ გმირს რიკის (რომელსაც ბრედ პიტი თამაშობს) უკურნებელი სენი სჭირს – კანის ძალზე იშვიათი დაავადება, რომელიც სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს. რიკის ტყავის ვიწრო ნიღაბი მზის სხივებისგან იცავს, მზის სხივები სასიკვდილოა მისთვის. რეჟისორი ბიჟიდარ ნიკოლიჩი თითქმის ნახევარი ფილმის მანძილზე არ გვაჩვენებს მთავარი გმირის სახეს, საბოლოოდ კი ვიღებთ საოცარ ეფექტს; რიკი ნიღაბს იხსნის დღის შუქზე, სარკის წინ დგას და აცრემლებული თავის თავს პირველად ხედავს სარკეში. რამ აიძულა მას ასეთი ნაბიჯის გადადგმა? რიკი ხვდება მოხეტიალე დასის მსახიობს ფრენსისს და ერთი ნახვით შეუყვარდება იგი. ფრენსისიც არაა მისდამი გულგრილი. იგი მოხიბლულია ნიღბიანი მოტოციკლისტით, რომელსაც კარნავალზე გაიცნობს. არადა ნიღაბი რიკის ბნელი მხარეა, მისი საკანია, „მზესაც ხომ შეიძლებ ჰქონდეს ბნელი მხარე“. ფრენსისს ნიღბიანი რაინდი უყვარს, რომელიც ედგარ ალან პოს სიტყვებით ესაუბრება („მე ბავშვობიდან, ყველაფერს სახვაგვარად ვხედავდი…“), ნამდვილი რიკი მისთვის მხოლოდ მეგობარია…

ფილმის მანძილზე არაერთხელ ისმის ბახის გენიალური ოპუსი, ორმაგი სავიოლინო კონცერტი. არსებობს ამ ნაწარმოების შესანიშნავი ჩანაწერი, სადაც იაშა ხეიფეცი ვიოლინოს ორივე პარტიას თავად ასრულებს. არ ვიცი ფილმის რეჟისორს რამდენად ჰქონდა ეს ჩანაწერი მოსმენილი, მაგრამ მუსიკალური მეტაფორა, თუ მინიშნება ძალიან ზუსტი კი გამოუვიდა, თუნდაც ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა იყოს. ფილმის მთავარი გმირი, ხომ რიკიცაა და ნიღბიანი რაინდიც, ისევე როგორც  ხეიფეცი ასრულებს ვიოლინოს ორივე პარტიას.

საბოლოოდ ფრენსისი გაიცნობს ნამდვილ რიკის, თუმცა დრო თითქმის აღარ რჩება… ფილმი ნამდვილად დრამატულია, ისევე როგორც მისი შექმნის პროცესი.  გადაღებები 1988 წელს დაიწყო, თუმცა ყოფილ იუგოსლავიაში ომის დაწყების გამო, გარკვეული ხნით შეჩერდა, საბოლოოდ ფილმი დღის სინათლეზე მხოლოდ წლების შემდეგ გამოჩნდა, ისევე როგორც რიკ კლეიტონი.

აქვეა მცირე ფრაგმენტები ფილმიდან. დასაწყისში ბახის ორმაგი სავიოლინო კონცერტიც ისმის.

ახალგაზრდულ შემოქმედებითი ფესტივალი “ფანARTი” რიგით მესამედ ჩატარდება. ფესტივალი ტრადიციულად მარტში ტარდება და ერთ კვირას გრძელდება, რის გამოც ამ პერიოდს ორგანიზატორებმა მარტისტების კვირეული უწოდეს.ტრადიცია წელსაც გრძელდება და ფესტივალი 24-დან 31 მარტამდე მწერალთა სახლში იქნება წარმოდგენილი.

საავტორო ან იმპროვიზირებული ნაწარმოები;
სარეკლამო Art;
ლიტერატურა;
ინტერიერის დიზაინი;
როკი/ალტერნატივა;
ჯაზი;
მოდა;
კინო/ანიმაცია;
ფოტოგრაფია;
მხატვრობა- ეს ის ათი კატეგორიაა რომლებიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს სასურველი დარგი და წარმოაჩინოს თავისი ნიჭი.

თითოეულ დარგს ჰყავს თავისი კონსულტანტი, რომელიც გაგზავნილი ნამუშევრებიდან საუკეთესოებს ამოარჩევს ფესტივალში მონაწილეობისთვის.ყოველი დღე სხვადასხვა კატეგორიების მონაწილეებს დაეთმობათ:
24 მარტი – ფესტივალის გახსნა, საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა
25 მარტი – ლიტერატურა
26 მარტი – მხატვრობა/ფოტოგრაფია
27 მარტი – კინო/ანიმაცია/სარეკლამო ART
28 მარტი – როკი/ალტერნატივა
29 მარტი – ჯაზი
30 მარტი – მოდა/დიზაინი
31 მარტი – დაჯილდოვება. ფესტივალის საზეიმო დახურვა.

მონაწილეების ასაკი განისაზღვრება 15დან 29 წლამდე. მსურველებმა მონაწილეობის მისაღებად ონლაინ აპლიკაცია 17 მარტამდე უნდა შეავსონ https://www.facebook.com/cync.ge/app_137541772984354 .

ფანARTი პირველად 2013 წელს ჩატარდა და მისი დაარსების იდეა ეკუთვნის ნიკოლოზ რაჭველს, ორგანიზებას კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უწევს. ფესტივალი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ფართო აუდიტორიის წინაშე.

რამდენიმე საათის წინ, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების ცერემონიალი დასრულდა. მას ესწრებოდნენ ქართველი რეჟისორი – ზაზა ურუშაძე  და მსახიობები – გიორგი ნაკაშიძე და მიშა მესხი, რამდენადაც საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე წარდგენილი იყო ფილმი “მანდარინები”. სამწუხაროდ ‘მანდარინებმა’ ოსკარი ვერ დაიმსახურა და ჯილდო პოლონეთის სახელით წარდგენილმა ფილმმა  “იდა’-მ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ‘ოქროს გლობუსი’ ამ კატეგორიაში, რუსეთის სახელით წარდგენილ ფილმ ‘ლევიათანს’ გადაეცა, შესაბამისად, ოსკარსაც მას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა.

გთავაზობთ, რიგით 87-ე ‘ოსკარის’ ცერემონიალის გამარჯვებულთა სიას.

საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი – ედი რედმეინი ( ფილმი ‘ყველაფრის თეორია’ )

_81171453_redmayne

საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი – ჯულიანა მური ( ფილმი ‘კვლავ ელისი’ )

87th Annual Academy Awards - Press Room

წლის მთავარი კინონამუშევარი – ‘ადამიანი ჩიტი’ ( ‘Birdman’ )

2_img_inset

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალი – პატრიცია არკეტი ( ფილმი ‘სიყრმე’ )

საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი კაცი – ჯეი ქეი სიმონსი ( ფილმი ‘შეპტრობილი’ )

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი – ‘იდა’ ( პოლონეთი )

საუკეთესო ანიმაციური ნამუშევარი – ‘დიდი გმირი’

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – ‘მოქალაქე 4′

საუკეთესო ოპერატიული ნამუშევარი – “Birdman”

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი – ‘სასტუმრო გრანდ ბუდაბეშტი’

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – ‘სატელეფონო ზარი’

 

20 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა იწყებს ,,ევროკავშირის ფილმების ფესტივალ 2015-ს” საქართველოში. ფილმების ჩვენება გაიმართება კინოთეატრ ამირანსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ფესტივალის გახსნის დღეს, პარასკევს, 20 თებერვალს 18:00 საათზე ნაჩვენები იქნება ფრანჩესკა კომენჩინის ფილმი „განსაკუთრებული დღე“

ფილმების ჩვენება თბილისის გარდა ასევე გაიმართვება გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში.
ყველა ფილმი ნათარგმნია ქართულ ენაზე და ხუთივე ქალაქში, ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია დაესწროს კინოჩვენებას.

კინოფესტივალის დეტალური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე http://www.eufilm.ge/

0 2068

ჯორჯ მარტინის “ყინულისა და ცეცხლის სიმღერა’ მსოფლიო ბესტსელერთა სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. ეს ნაწარმოები სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით არის გამორჩეული. სწორედ ასეთივეა მის მიხედვით გადაღებული სატელევიზიო შოუ  ‘სამეფო კარის თამაშები’. ის, რაც ამ სერიალს ყველაზე მეტად გამოარჩევს, არის მთავარი გმირების მოულოდნელი სიკვდილი.

n-GOT-large570

აპრილში, HBO სერიალის მეხუთე სეზონს უშვებს. როგორც ჯორჯ მარტინმა განაცხადა, ახალი სეზონი მათაც კი გააკვირვებს, ვისაც წიგნი უკვე წაკითხული აქვს,რამდენადაც ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია გაცილებით დაძაბული იქნება. ‘იმ გმირების ბედი, რომლებიც ამ სეზონში იღუპებიან, წიგნში სრულიად სხვაგვარადაა გადაწყვეტილი, სერიალში გაცილებით მეტ სიკვდილს ვიხილავთ!’ – განაცხადა ‘ყინულისა და ცეცხლის სიმღერის’ ავტორმა

Season2CastEW

ძნელია, წინასწარ ვივარაუდოთ, თუ რომელი პერსონაჟისათვის იქნება მეხუთე სეზონი უკანასკნელი – ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერი. თუ კი გავიხსენებთ სერიალის წინა სეზონებს, ზემოთქმულში ნამდვილად დავრწმუნდებით.

game-of-thrones-season-4-trailer-2-00

Jon-Snow-Game-Of-Thrones

“გაყინულის” შემქმნელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მალე გამოვა ანიმაციის მეორე ნაწილი, რომელიც იქნება მოკლემეტრაჟიანი. სიუჟეტი ვითარდება ანას დაბადების დღეზე და მოგვითხრობს მთავარი გმირების ცხოვრებას რამდენიმე თვის შემდეგ.

ფილმი ეკრანებზე 2015 წელს გამოვა და მისი ხანგრძლოვობა 7 წუთი იქნება.

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ჰერმიონას როლის შემსრულებელი ემა ვოთსონი დისნეის ახალ ფილმში “ურჩხული და მზეთუნახავი” ბელის როლს შეასრულებს. ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა მსახიობმაც.

“ბოლოს და ბოლოს შემიძლია განვაცხადო, რომ მე შევასრულებ ბელის როლს დისნეის ახალ ფილმში “ურჩხული და მზეთუნახავი”. ეს ანიმაცია ჩემი ბავშვობის ნაწილია. ძალიან მიხარია და ერთი სული მაქვს მალე მიხილოთ ამ როლში” – წერს ემა ვოთსონი სოციალურ ქსელში.

ფილმი ეკრანებზე 2016 წელს გამოვა. მისი რეჟისორია ბილ ქონდონი, ხოლო სცენარის ავტორი – შტეფან შბოსკი.

ch6x3yasye6olp3ea8bw

 

2015 წლის 5, 6 და 7 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „ნული საათის“ ქართული დადგმის საპრემიერო ჩვენება გაიმართება. ეს სპექტაკლი არის ბრიტანული ეკრანიზებული თეატრის სრულიად არაჩვეულებრივი და ინოვაციური ნიმუში. აღნიშნული წარმოდგენა საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იდგმება.

ფილმის ჩარჩოებში მოქცეული, რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი „ნული საათი“, ორიგინალური შერწყმაა ცოცხალი წარმოდგენის წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან, კომპიუტერულ იმიჯებთან და ყოველივეს მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა ეპიცენტრშია.

„ნული საათი“ არის სპექტაკლი, რომელიც აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე. ამ პრემიერაში ჩვენ წარმოვაჩენთ კომპანიის “imitating the dog” (ITD) ერთგვარ ხელწერას, სავიზიტო ბარათს და რაც ჩვენი ღრმა რწმენით ქართულ აუდიტორიასა და თეატრალებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესძენს. მაყურებელს შეუძლია დიდ ეკრანზე ნახოს ცოცხალი შესრულება, რომელიც ხორციელდება წინა და უკანა პროექციებს შორის.

„ნული საათი“ მოგვითხრობს ჩახლართულ ამბავს და გვიჩვენებს ისტორიის რაღაც მომენტმა თუ წამმა რამდენად განუსაზღვრელი შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ ორომტრიალში ჩათრეულებს. ეს წარმოდგენა ამავდროულად არის თავდავიწყებამდე რომანტიკული და ტკივილამდე შეპყრობილი (სექსით, ბავშვებით, სიკვდილით, მეორე მსოფლიო ომით და დროში მოგზაურობით) და უშუალოდ ახდენს imitating the dog კომპანიისთვის დამახასიათებელი ინოვაციური თხრობის დემონსტრირებას.

„ნული საათი“, მისი დადგმა საქართველოში წარმოადგენს კომპანიის imitating the dog, ბათუმის მუსიკალური ცენტრისა და ბათუმის დრამატული თეატრის ერთობლივ ნამუშევარს. წარმოდგენის მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო.

სუპერთასზე „ფორსაჟი 7“-ის ახალი ტრეილერის პრემიერა შედგა. ეკრანზე ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი, პოლ უოქერი და ჯეისონ სტეტჰემი გამოჩნდნენ. როგორც ვარაუდობენ ეს ფორსაჟის ისტორიაში საუკეთესო ნაწილი იქნება.

„ფორსაჟი 7“ გაქირავებაში 2015 წლის 3 აპრილს გამოვა, მანადმდე კი უყურეთ ტრეილერს.