25/09/2017 – 10:12
მთავარი კულტურა კინო

0 1365

მალე, კინოსტუდია Marvel-ი მსოფლიოს წარუდგენს ახალ სუპერ-გმირს ”Doctor Strange”-ს. მთავარ როლში, ყველასათვის ცნობილი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი ითამაშებს. ეს ფილმი მარველის ფილმებისაგან ძალიან განსხვავებული იქნება. ფილმის შინაარსი ასეთია:
უბედური შემთხვევის შემდეგ ცნობილი ქირურგი სტივენ სტალოო ცდილობს თავისი ხელების გამოცოცხლებას.განკურნების მოლოდინში, ის ხვდება მისტიურ ადამიანს ტილდა სუიტონს და მის მოსწავლეს კარლა მორდონს. საბოლოოდ ის მიჰყვება მათ,რომ აითვისოს მისტიური ხელოვნება. ის ფოკუსირებულია მაგიაზე და მეორე განზომილების შექმნაზე. მარველის სტუდია ახალ საფეხურზე გადადის. ”Doctor strange”-ი მარველის კომიქსებიდან ყველაზე ძლიერი პერსონაჟია. კინო 2016 წლის 4 ნოემბერს გამოდის და ამ თვის ჰიტების დიდი კონკურენტი იქნება.

წარმოგიდგენთ კინოს პირველ მოკლე ტრეილერს.

5-13 თებერვალს საფრანგეთში კლერმონ ფერანის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომლის საკონკურსო პროგრამაშიც 2 ქართული ფილმი მონაწილეობს:
თორნიკე ბზიავას “მექელეხე” და გიორგი თოდრიას “დაკარგული სოფელი”.

“მექელეხე” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა.
ფილმი ღარიბი, ხანშიშესული მამაკაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც “ქელეხების” შესახებ გაზეთების საშუალებით იგებს, რათა დაესწროს მათ. თუმცა, ამ ერთი შეხედვით სევდიან მდგომარეობას თავისი გასართობი და კომიკური შედეგებიც აქვს.
თორნიკე ბზიავას ფილმი “მექელეხე” თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად აღიარეს და ჯილდო “პრომეთე” გადასცეს.

12360217_870211903097854_4887005601096652544_n

“დაკარგული სოფელი” შუა ხნის ცოლ-ქმრის ცხოვრებას ასახავს მიტოვებულ სოფელში,სადაც ერთ დღესაც დაცარიელებულ სახლებში შუქი ჩნდება, რაც ცოლ-ქმრის ცხოვრებას ცვლის. თითოეული მათგანი ამ მოვლენაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს.
ფილმმა უკვე მოასწრო მთავარი პრიზების მოპოვება ესპანეთის და ათენის კინოფესტივალებზე.

კლერმონ ფერანის კინოფესტივალი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წამყვანი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 მაყურებელი ესწრება.

12341052_1298424756850285_1655059798521287619_n

გუშინ 25 აგვისტოს ცნობილ რეჟისორს 81 წელი შეუსრულდა. ყველა თაობის მაყურებელი გიორგი დანელიას ფანია. მან შექმნა ახალი მიმართულება კინემატოგრაფში, ლირიკული კომედია – ამას აღიარებენ მსოფლიო კინოს წარმომადგენლები. კეთილი იუმორი, ირიბი სარკაზმი, ერთი შეხედვით უბრალო ფრაზებსა და მოქმედებებს ამოფარებული თითქმის პოლიტიკური პროტესტი – გიორგი დანელიამ საბჭოთა კინოში სახელობითი კინო შექმნა – გიორგი დანელიას კინო. მან შექმნა ისეთი ცნობილი კინოები,რომელიც ყოველთვის პოპულალური იქნება.

ესენია:
სერიოჟა (1960)
გზა ნავმისადგომთან (Путь к причалу) (1962)
დავდივარ მოსკოვის ქუჩებში (Я шагаю по Москве) (1963)
33 (1965)
არ იდარდო! (Не горюй, Ar daidardo) (1969)
ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები (Совсем пропащий; 1972)
აფონია (Афоня ) (1975)
მიმინო (Мимино) (1977)
შემოდგომის მარათონი (Осенний марафон) (1979)
ცრემლები ცვიოდა (Слёзы капали) (1982)
ქინ-ძა-ძა (Кин-Дза-Дза) (1986)
პასპორტი (Паспорт) (1990)
ნასტია (Настя) (1993)
არიოლი და რეშკა (Орёл и решка) (1995)
ფორტუნა (Фортуна) (2000)
კუ! ქინ-ძა-ძა (ანიმაციური კინო) (2013)

”საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალსიტთა ასოციაცია” და მულტიმედია ”შენი მედია გუნდი” რეჟისორს ჯამრთელობას და ბედნიერებას უსურვებს.

საქართველოს ეროვნული არქივი პროექტ “კვირის დოკუმენტის” ფარგლებში ნატო ვაჩნაძის ბერლინში, გადასაღებ მოედანზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ეროვნული არქივიდან აცნობეს, ნატო ვაჩნაძის ფოტო მხატვრული ფილმის, “ცოცხალი გვამის” გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად. ბერლინში, 1928 წელს არის გადაღებული.
“ლევ ტოლსტოის ნაწარმოების ეკრანიზაცია საბჭოთა კავშირისა და გერმანიის პირველი ერთობლივი ნამუშევარია. ფოტოზე: ზედა რიგში მარცხნიდან მესამე რუსი მსახიობი ვლადიმერ ურალსკი და მეოთხე – გერმანელი მსახიობი კარლ იუნგ სვინბურნი არიან გამოსახული”, – ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტოს ნახვა შეგიძლიათ აქ

ნატო ვაჩნაძე ბერლინში, 1928

კვირას 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი კრისტოფერ ლი, თუმცა მისმა ცოლმა ეს ამბავი რამდენი დღის შემდეგ გაასაჯაროვა. პირველ რიგში ლის ახლობლებისთვის.
კრისტოფერ ლიმ 200-ზე მეტ კინოში მიიღო მონაწილეობა. ამათგან ყველაზე მეტი იყო საშიში ჟანსრის კინოები. მან თავი გიათქვა გრავ დრაკულის, შერლოკ ჰოლმსით და მრავალი სხვა როლებით. ლის კარგი ვოკალი ჰქონდა და რამდენიმე კინოში კიდევაც იმღერა.

0 1986

‘ადელაინის ასაკი'( The Age of Adaline) ლი ტოლანდ კრიგერის სარეჟისორო ნამუშევარია, რომლის მსოფლიო პრემიერა 2015 წლის 24 აპრილს გაიმართა, ხოლო საქართველოს კინოთეატრების ეკრანებზე 21 მაისიდან გამოვა. ფილმი მოგვითრხობს ახალგაზრდა ქალის, ადელაინის ისტორიას – ის მე20 საუკუნეში დაიბადა. ერთი ცნაური შემთხვევის შემდეგ, ადელაინი აღარ ბერდება. ის უკვე  100 წლისაა, თუმცა, კვლავ ახალგაზრდაა. საბოლოოდ, ის ხვდება მამაკაცს, რომლის გამოც შეძლებს გახდეს კვლავ მოკვდავი და მასთან ერთად დაბერდეს.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ბლეიქ ლაივლი, მიშელ ჰაისმანი და ჰარისონ ფორდი.

კინოკრიტიკოსებმა ფილმი უკვე აღიარეს 2015 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად.

 

 

ცნობილი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კინორეჟისორი და საქართველოს სახალხო არტისტი რეზო ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს დაიბადა.1943-46 წლებში რეზო ჩხეიძე რუსთაველის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლობდა. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ , „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“

მისი შემოქმედებაა ფილმები: „მაგდანას ლურჯა,“ „ჩვენი ეზო,“ „განძი,“„ღიმილის ბიჭები,“ “ნერგები,“ “ჯარისკაცის მამა,” „მშობლიურო ჩემო მიწავ“ და ა.შ
ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს სიახლის გრძნობა, სისადავე და მოქალაქეობრივი ჟღერადობა.

რეზო ჩხეიძე თავისი საქმიანობისთვის დაჯილდოვებულია არაერთი ჯილდოთი და მედლებით.რუსთაველის თეატრის შესასვლელს მისი ვარსკვლავი რამდენიმე წლის წინ შეემატა. ის 1963-1981 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი, 1974 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. ბოლო წლებში კი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 22 აპრილს 18:00 საათზე მოეწყობა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული 80–მდე ნამუშევარი.

ჟანრი ლოლაშვილი 1959 წლიდან ხატავს. მას გამოფენები ჰქონდა გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში). საქართველოში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა ასევე ერთი პერსონალური გამოფენა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს იქნება პირველი მასშტაბური ექსპოზიცია, რომლითაც ფართო საზოგადოება ჟანრი ლოლაშვილს როგორც მხატვარს ისე გაიცნობს.

გამოფენას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი უწევენ ორგანიზებას. ნამუშევრები გალერეაში 30 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.

გთავაზობთ მის რამდენიმე ნამუშევარს

11149335_10152839991750866_1913539090717080115_n

11038121_10152839992980866_2310899296141014686_n

11150424_10152679358386269_5679239695590646925_n

11165321_10152840004850866_4256894130795868640_n

0 1015

ყველასათვის ცნობილი სერიალი ”საიდუმლო მასალები” კვლავ გაგვახარებს ახალი სერიებით. ამ სერიალში კვლავ მთავარ როლებს შეასრულებენ: დევიდ დუხოვნი და ჯილიან ანდერსონი. ეს სერიალი 1993 წელს გამოვიდა და აქვს 9 სეზონი და 2 ფილმი. როგორც კი გამოვიდა მან ბევრი მაყურებელი ტელევიზორებთან მიაჯაჭვა. მთელი მისი არსებობის მანძილზე მას აქვს მოპოვებული 16 ემი და პოპულალობით ”lost-ს” და ”Fringe-ს” გაუტოლდა. გადაღებები დაიწყება 2015 წლის ზაფხულს და იქნება სულ 6 სერია.