25/11/2017 – 07:48
მთავარი კულტურა თეატრი

დღეს ქართული კინოს ლეგენდას,კახი კავსაძეს 81 წელი შეუსრულდა. კახი კავსაძე 1935 წელს თბილისში დაიბადა.
1959 წელს, თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში დაიწყო. მოგვიანებით, მისი კინოდებიუტიც შედგა. 1981 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. საქვეყნოდ ცნობილია მისი და მისი მეუღლის, მსახიობ ბელა მირიანაშვილის სიყვარულის ამბავი. მძიმედ ავადმყოფი ბელა 1992 წლის 27 აგვისტოს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კახი კავსაძემ სხვასთან ცხოვრება ვერ შეძლო და ბოლომდე მარტო დარჩა…
აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”);

2016-06-05_181734

კახი კავსაძე: „არ მიკვირს, თუ ვინმეს წარმატებული და ბედნიერი ვგონივარ. ისეთი პროფესია მაქვს, ვჩანვარ, სხვა არაფერი…“ “ზოგჯერ მეჩვენება, რომ არაფერი გამიკეთებია. ფილმს რომ ვუყურებ, ვამბობ, ეს რა უბედურებაა-მეთქი. კიდევ კარგი, ჩემს თავს სცენაზე ვერ ვუყურებ.“

005

„ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა. ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ – რა უფლება მქონდა, მისი აზრი არ გამემართლებინა?! ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ… ეს ძალზე ინტიმურია.“

2016-06-05_183612

კახი კავსაძე: „სად არის ბედნიერება? – რთულია, ამაზე გიპასუხოთ. იცით, რას გეტყვით? არ მინახავს ბედნიერი კაცი. მდიდარი რომ ხარ – ბედნიერი ხარ? მეფე რომ ხარ, ბედნიერი ხარ? არ არის ეგრე…“

13335687_1208103542556533_3687037984484130274_n

გვეშველება რამე !

2016-06-05_183758
კახი კავსაძე ყველაგან არტისტობს და არასოდეს კარგავს ოპტიმისზმს,სავადმყოფოშიც კი.

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია და ინტერნეტ პორტალი შენი მედია გუნდი ულოცავს კახი კავსაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებთ ბედნიერებას, ბევრ საინტერესო როლს და რაც მთავარია ულევ ჯამრთელობას !

„ცოცხალი წიგნები“ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე – ქართული მწერლობა ნიღბის, გრიმის და დეკორაციის გარეშე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თანამშრომლობას იწყებს.

პროექტი 1 თებერვალს ლია ლიქოკელის პოეზიის საღამოთი გაიხსნება.

მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20 :00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს დაეთმობა, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.

04lit.graphic(alex_manley)__862_700_90

12509493_922562504458691_730100945388871195_n

XXI საუკუნემ და განვითარებულმა ტექნოლოგიებმა ჩვენს დროში ბევრ ღირებულ რამეს დააკარგვინა თავისი ადგილი , რათქმაუნდა ეს ხელოვნებასაც შეეხო .ადრე თუ ხალხი განტვირთვისთვის თეატრში დადიოდა დღეს უმეტესს ურჩევნია სახლში , კომპიუტერში ჩართოს ფილმი და უყუროს. რატომღაც სცენაზე ცოცხლად შექმნილი უამრავი საინტერესო როლი თუ ამბავი ჩვენს დროში დიდად პოპულარული აღარ არის და ხალხიც ეკრანებთან მეტად ზის ვიდრე თეატრის დარბაზებში.
თუმცა მინდა მოკლედ მოგიყვეთ და გაგაცნოთ თუმანიშვილის თეატრზე, რომელიც თანამედროვეობას ფეხს უწყობს და თავისი მრავალწლიანი ისტორიით , თამაშის მანერით და გამორჩეული მსახიობებით კვლავ ავსებს დარბაზს მაყურებლით და ინარჩუნებს მათ სიყვარულს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 22 აპრილს 18:00 საათზე მოეწყობა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობის ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული 80–მდე ნამუშევარი.

ჟანრი ლოლაშვილი 1959 წლიდან ხატავს. მას გამოფენები ჰქონდა გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში). საქართველოში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა ასევე ერთი პერსონალური გამოფენა, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს იქნება პირველი მასშტაბური ექსპოზიცია, რომლითაც ფართო საზოგადოება ჟანრი ლოლაშვილს როგორც მხატვარს ისე გაიცნობს.

გამოფენას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი უწევენ ორგანიზებას. ნამუშევრები გალერეაში 30 აპრილამდე იქნება წარმოდგენილი.

გთავაზობთ მის რამდენიმე ნამუშევარს

11149335_10152839991750866_1913539090717080115_n

11038121_10152839992980866_2310899296141014686_n

11150424_10152679358386269_5679239695590646925_n

11165321_10152840004850866_4256894130795868640_n

ახალგაზრდულ შემოქმედებითი ფესტივალი “ფანARTი” რიგით მესამედ ჩატარდება. ფესტივალი ტრადიციულად მარტში ტარდება და ერთ კვირას გრძელდება, რის გამოც ამ პერიოდს ორგანიზატორებმა მარტისტების კვირეული უწოდეს.ტრადიცია წელსაც გრძელდება და ფესტივალი 24-დან 31 მარტამდე მწერალთა სახლში იქნება წარმოდგენილი.

საავტორო ან იმპროვიზირებული ნაწარმოები;
სარეკლამო Art;
ლიტერატურა;
ინტერიერის დიზაინი;
როკი/ალტერნატივა;
ჯაზი;
მოდა;
კინო/ანიმაცია;
ფოტოგრაფია;
მხატვრობა- ეს ის ათი კატეგორიაა რომლებიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია აირჩიოს სასურველი დარგი და წარმოაჩინოს თავისი ნიჭი.

თითოეულ დარგს ჰყავს თავისი კონსულტანტი, რომელიც გაგზავნილი ნამუშევრებიდან საუკეთესოებს ამოარჩევს ფესტივალში მონაწილეობისთვის.ყოველი დღე სხვადასხვა კატეგორიების მონაწილეებს დაეთმობათ:
24 მარტი – ფესტივალის გახსნა, საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა
25 მარტი – ლიტერატურა
26 მარტი – მხატვრობა/ფოტოგრაფია
27 მარტი – კინო/ანიმაცია/სარეკლამო ART
28 მარტი – როკი/ალტერნატივა
29 მარტი – ჯაზი
30 მარტი – მოდა/დიზაინი
31 მარტი – დაჯილდოვება. ფესტივალის საზეიმო დახურვა.

მონაწილეების ასაკი განისაზღვრება 15დან 29 წლამდე. მსურველებმა მონაწილეობის მისაღებად ონლაინ აპლიკაცია 17 მარტამდე უნდა შეავსონ https://www.facebook.com/cync.ge/app_137541772984354 .

ფანARTი პირველად 2013 წელს ჩატარდა და მისი დაარსების იდეა ეკუთვნის ნიკოლოზ რაჭველს, ორგანიზებას კი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უწევს. ფესტივალი მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ფართო აუდიტორიის წინაშე.

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე 1924 წლის 17 დეკემბერს დაიბადა და 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობად ჯერ სოხუმის დრამატულ თეატრში მუშაობდა, შემდეგ კი მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო.

ოთარ კობერიძე 1956 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის მსახიობი და რეჟისორია, აღსანიშნავია, რომ შესრულებული აქვს 50-ზე მეტი როლი. ამავე დროს , როგორც რეჟისორს ათამდე ფილმი აქვს გადაღებული.

2002 წელს მსახიობი მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა, ასევე სხვადასხვა პრიზები და წოდებები აქვს მიღებული.

მსახიობს 12 მარტს დაკრძალავენ, გამოსვენება დიდუბის ეკლესიიდან 15 საათზე მოხდება, მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა N10, II სადარბაზო, ბინა 26, მე-5 სართული.

2015 წლის 5, 6 და 7 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში „ნული საათის“ ქართული დადგმის საპრემიერო ჩვენება გაიმართება. ეს სპექტაკლი არის ბრიტანული ეკრანიზებული თეატრის სრულიად არაჩვეულებრივი და ინოვაციური ნიმუში. აღნიშნული წარმოდგენა საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში იდგმება.

ფილმის ჩარჩოებში მოქცეული, რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიერ შექმნილი „ნული საათი“, ორიგინალური შერწყმაა ცოცხალი წარმოდგენის წინასწარ ჩაწერილ ფილმთან, ანიმაციასთან, კომპიუტერულ იმიჯებთან და ყოველივეს მეშვეობით ქმნის სამყაროს, სადაც ადამიანური ურთიერთობები ისტორიულ მოვლენათა ეპიცენტრშია.

„ნული საათი“ არის სპექტაკლი, რომელიც აგებულია კინოსა და თეატრს შორის არსებულ ურთიერთობაზე. ამ პრემიერაში ჩვენ წარმოვაჩენთ კომპანიის “imitating the dog” (ITD) ერთგვარ ხელწერას, სავიზიტო ბარათს და რაც ჩვენი ღრმა რწმენით ქართულ აუდიტორიასა და თეატრალებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესძენს. მაყურებელს შეუძლია დიდ ეკრანზე ნახოს ცოცხალი შესრულება, რომელიც ხორციელდება წინა და უკანა პროექციებს შორის.

„ნული საათი“ მოგვითხრობს ჩახლართულ ამბავს და გვიჩვენებს ისტორიის რაღაც მომენტმა თუ წამმა რამდენად განუსაზღვრელი შედეგი შეიძლება მოუტანოს ამ ორომტრიალში ჩათრეულებს. ეს წარმოდგენა ამავდროულად არის თავდავიწყებამდე რომანტიკული და ტკივილამდე შეპყრობილი (სექსით, ბავშვებით, სიკვდილით, მეორე მსოფლიო ომით და დროში მოგზაურობით) და უშუალოდ ახდენს imitating the dog კომპანიისთვის დამახასიათებელი ინოვაციური თხრობის დემონსტრირებას.

„ნული საათი“, მისი დადგმა საქართველოში წარმოადგენს კომპანიის imitating the dog, ბათუმის მუსიკალური ცენტრისა და ბათუმის დრამატული თეატრის ერთობლივ ნამუშევარს. წარმოდგენის მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბრიტანეთის საბჭო.