25/09/2017 – 10:13
მთავარი კულტურა

0 889

ვენაში პირველად ქართველი, ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსი მიხეილ ყანდაშვილი 3 და 4 დეკემბერს Wiener Konzerthaus- ში ორკესტრთან ერთად მულტფილმი დისნეი ფანტაზიის მუსიკას და ჯონ ვილიამსის მიერ დაწერილ, ცნობილ კინო მუსიკას : „ჰარი პოტერიდან“, „ვარსკვლავური ომებიდან“ შეასრულებს. კონცერტს უდირიჟორებენ კრისტიან კოლონოვიტსი და გოტფრიდ რაბლი.
კინო მუსიკის და დისნეი ფანტაზია მუსიკის ცოცხალი შესრულების სეზონი ავსტრიაში ყოველწლიურად ტარდება.
ღონისძიებას საერთაშორისო სააგენტოები და მათ შორის “BBC” გააშუქებს.
„ ეს კონცერცერტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე მას. ასეთ მასშტაბურ და საინტერესო ღონისძიებაში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ჩემთვის ძალიან საინტერესოა „Max Steiner”- ის ორკესტრთან ერთად მუშაობა“ – აღნიშნა მუსიკოსმა.

11222343_923873127698162_8175569657815588826_n

12743591_964719553613519_6192572323162027181_n

0 639

„ერისიონს“ აქამდე არ ჰქონდა საშუალება, საქართველოში ასეთი დიდი მასშტაბის კონცერტი ჩაეტარებინა, „ბლექ სი არენას“ ტექნიკური აღჭურვილობა და გრანდიოზული სცენა კი ანსამბლს სრულ თავისუფლებასა და ფანტაზიის გაშლის შესაძლებლობას მისცემს.

პროექტს „ქართული საგანძური“, რითაც „ერისიონმა“ საზღვრებს გარეთ ათი ათასობით მაყურებლის მოხიბლვა შეძლო, ამ მასშტაბით პირველად წარადგენენ ქართველი მაყურებლის წინაშე.

როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა, ჯემალ ჭკუასელმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში ბევრი საინტერესო სიახლეც იქნება. მისივე თქმით, სცენა იმდენად დიდია, რომ პროექტი სწორედ „ბლექ სი არენას“ მოარგეს.

ბედნიერი ვარ, რომ ამ სცენაზე გამოსვლის საშუალება გვექნება. იმდენად მოხიბლული ვარ არენით, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ. ჩვენი გამოსვლისთვის სპეციალურად ფრანგი გამნათებლებისა და გამხმოვანებლების ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც საზღვრებს გარეთ ჩვენთან ერთად მუშაობენ. როდესაც მათ არენის ტექნიკური მახასიათებლები გავუგზავნეთ, გაკვირვებულები დარჩნენ და გვეკითხებოდნენ, მართლა არის თუ არა ამის საშუალება საქართველოში.

ახლახან დავბრუნდით საფრანგეთიდან და ვემზადებით გრანდიოზული შოუსთვის, რომ მაყურებელს მოლოდინი გავუმართლოთ. დარბაზიდან გასვლისას ყველა იტყვის, ეს რა ვნახეთო…

0 835

მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს.

დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება.

ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც “Brit Awards”-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს “მსოფლიო მუსიკის ჯილდო”.

კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.

0 742

/შეკვეთილის საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena დღეს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება. შოუზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს ექნება.

ბილეთების შეძენა ონლაინ იყო შესაძლებელი და ფასი 50-დან 600 ლარამდე მერყეობდა.

დღევანდელი კონცერტისთვის საქართველოს რკინიგზამ სპეციალური რეისი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დანიშნა.

მარიამ კეკელიძე

0 851

კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე 16 საათზე ბრიფინგს მართავს. ბრიფინგის მთავარი თემა სავარაუდოდ ოპერის გარშემო მიმდინარე მოვლენები იქნება.

0 689

ბათუმის ჯაზ-ფესტივალმა ნიკ ვესტის კონცერტს უმასპინძლა. ახალგაზრდა მუსიკოსმა მსმენელს საათნავეხვრიანი პროგრამა შესთავაზა.

ბათუმში ნიკ ვესტის სოლო შოუ ჯეიმი ქალამის ჩაშლილი კონცერტის მაგივრად გაიმართა.

თურქეთში განვითარებული მოვლების გამო, ფესტივალის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილებაა – დღეს მსმენელის წინაშე კრის ბრაუნის ნაცვლად, ბასტა რაიმსი წარსდგება.

ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ხვალ მეისი გრეის კონცერტით დასრულდება.

0 619

Check in Georgia”-ს ფარგლებში დღეს, საქართველოს ორ რეგიონში ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტები გაიმართება.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან ინფორმაციით, ოზურგეთში, 19:00 საათზე, მერაბ კოსტავას სახელობის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება, ღონისძიების ფარგლებში მსმენელის წინაშე, ასევე წარდგება ზურა დოიჯაშვილი ბენდით.
მათივე ცნობით, ქალაქ ფოთში, 21:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე (თეატრის მიმდებარე ტერიოტრიაზე) კონცერტს გამართავს მერაბ სეფაშვილი ბენდით.

”აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.

პროექტის „Check in Georgia“ განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი”, – განმარტავენ სამინისტროში.

0 680

პროექტის ”Check in Georgia“ ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით მეათე ჯაზ-ფესტივალი გრძელდება. გუშინ, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში კონცერტი, ლეგენდარულმა ჯგუფმა პროდიჯიმ გამართა. ინგლისურენოვანი ჯგუფი ბიგ-ბიტის პიონერად მიიჩნევა, რომელმაც 1990-იან 2000-იან წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია. კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს მრავალი მუსიკალური ჯილდო, ჯგუფი ორჯერ იყო ნომინირებული გრემიზე. ჩექინ ჯორჯიას პროგრამაში ცვლილებებია, რომლის მიზეზად ორგანიზატორები თურქეთში მიმდინარე არასტაბილურ ვითარებას ასახელებენ.

0 1047

მევიოლინე ვანესა მეი 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს.

დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მსმენელის წინაშე ცნობილი ჰიტებით და შოუ-კონცერტით წარდგება.

ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც “Brit Awards”-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს “მსოფლიო მუსიკის ჯილდო”.

Black sea arena-ზე ვანესა მეის კონცერტზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა 18 ივლისს დილის 9:00 საათიდან tkt.ge-ზე შეეძლებათ.

0 708

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა”,- აღნიშნულის შესახებ კულტურის სამინისტრომ განაცხადა.