შემწვარი ტოსტი ქათამთან და სოკოსთან ერთად
არის მომენტი როცა იმტვრევ თავს რა შეჭამო. გააკეთო ისეთი საჭმელი, რომელიც არ იქნება ძნელი გასაკეთებელი,ბევრ კალორიას არ შეიცავდეს და რაც მთავარია ძალიან გემრიელი იყოს. სწორედ ასეთ რეცეპტს შემოთავაზებთ.
ჩვენ დაგვჭირდება:
- ქათმის ფილე -1
- კამა სოკო- 1 ცალი
- რძე – 100მლ
- ფქვილი – 1 ჩაის კოვზი
- სუნელები (გემოვნებით)
- მაგარი ყველი (ესეც გემოვნებით)
- მწვანილი (რა თქმა უნდა ეგეც გემოვნებით)
ვჭრით ქათმის ფილეს და ოდნავ ვწვავთ. შემდეგ ვუმატებთ კამა სოკოს,რომელიც კუბიეკბათ დაიჭრება. როცა ყველაფერი კარგად შეიწვება ღუმელს ვთიშავთ. ვუმატებთ ფქვილს და ყველაფერს კარგად ვურევთ. ისევ ვდგამთ ღუმელზე ვამატებთ რძეს და სუნელებს თქვენს გემოზე. ყველაფერს ვურევთ მაქამდე სანამ ჩვენი სოუსი არ გასქელდება.
შემდეგ ვიღებთ ტაფას და ვუსვამთ კარაქს. ამ ტაფაზე ჩვენ ვწვავთ პურს ორივე მხრიდან. ღუმელი 200 გრადუსზე უნდა გავაცხელოთ.
შემდეგ ვიღებთ ჩვენ სოუს და ვუსვამთ პურს. შეგვიძლია ზემოდან ყველიც დავაყაროთ და მწვანილი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ამ ყველაფერს ღუმელში 5წუთის განმავლობაში ვწვათ,რათა ყველი დადნეს და ყველაფერმა ფორმა მიიღოს.
bo n’a petite – გემრიელად მიირთვით !