18/11/2018 – 07:29
მთავარი ეს საინტერესოა

სასტუმროდ გადაკეთებული ძველი მატარებელი, სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ მოსელ ბეისში, ზღვის სანაპიროზეა გაჩერებული. სამსტუმრო, რომლის სახელიც არის – ”Santos Express Train Lodge” ან უბრალოდ ”მატარებელი”, მიტოვებულ ლიანდაგზე, ზღვიდან დაახლოებით 30 მეტრში დგას. სულ არის შვიდი ვაგონი. აქედან ოთხი არის საძინებელი ოთახი. ისინი ერთმანეთისგან ორი საპირფარეშოთი და საშხაპეთი გამოიყოფიან.
მეხუთე ვაგონი გადაკეთებულია საძინებლად, რომელშიც არის 16 საწოლი და სამზარეულო. ბოლო ორი ვაგონი ”სამეფო დედოფალი” 1920 წელს არის აწყობილი. მანდ არის ძალიან კარგი რესტორანი, რომელიც გთავაზობთ ტრადიციულ სამხრეთ აფრიკულ კერძებს, როგორიცაა ბაბოტი (ხორცი სუნელებლით და ცხარე სოუსით).

0998-620x415

13525-620x414

51142-620x414

6934-620x414

41355-620x415

2.gif1-620x464

31618-620x464

22004-620x412

ქართველები სხვადასხვა გზით ხვდებოდნენ ირანში. მათი ნაწილი საკუთარი სურვილით, პოლიტიკური ან სამხედრო კარიერის გასაკეთებლად მიდიოდა ირანში, დიდი ნაწილი კი ძალადობით გადაასახლეს სამშობლოდან, ან ტყვეობაში ყოფნის შედეგად მოხვდა იქ.

არადსროს ირანის პოლიტიკურ სარბიელზე ისეთი დიდი რაოდენობით არ მოღვაწეობდნენ ქართველები, როგორც შაჰ-აბას პირველის მმართველობის ხანაში. მის დროს საქართველოდან მოსახლეობის გაყვანამ მასობრივი ხასიათი მიიღო. შაჰს სჭირდებოდა მშვიდობიანი მიწათმოქმედი გლეხობა ირანის ურწყავი პროვინციების ბაღნარად გადასაქცევად. ასევე, მეორეს მხრივ, მის მიერ გატარებული რეფორმის შედეგად ირანის რეგულარული არმიის რიცხოვნობა შვიდჯერ გაიზარდა. განახლებული არმია კი ძირითადად დაპყრობილი ქვეყნებიდან გაყვანილი და ძალით გამაჰმადიანებული ახალგაზრდებით კომპლექტებოდა.

ირანის სამხედრო რეფორმა კი შაჰის დავალებით გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ განახორციელა. მან რეგულარული არმია დაჰყო ყორჩიების (კავალერია), თოფანგჩების (მსროლელების), თოფჩიების (არტილერია) და ღოლამების (შაჰის გვარდია) კორპუსად. ეს უკანასკნელი კი მთლიანად ქრისტიანული ქვეყნებიდან (ქართველები, სომხები, ჩერქეზები) ტყვედ წაყვანილი, ნაყიდი ან შაჰისთვის ხარკად მირთმეული ახალგაზრდა ვაჟებისგან შედგებოდა. მათთი რიცხოვნობა 10 ათასი კაცი იყო. მეთაური, ანუ ყულარ-აღასი კი ტრადიციულად ქართველი იყო.

ასევე ტრადიციულად ქართველი იყო ირანის დედაქალაქის ისპაჰანის ტარუღა, ანუ ქალაქისთავი 1618 წლიდან 1723 წლებში. პირველი ქართველი ტარუღა ხოსრო მირზა იყო, რომელიც შემდგომ ფარსადაც გორგიჯანიძემ შეცვალა. მის შემდეგ კი აღნიშნული თანამდებობა პაატა გურჯს  ეკავა.  ისპაჰანის ბოლო ქართველი ტარუღა ერეკლე პირველის ვაჟი დავით ბატონიშვილი, ანუ იმამ ყული ხანი იყო.

ირანში დაწინაურებული ქართულ საგვარეულოთა შორის გამორჩეული იყო უნდილაძეთა გვარი. ირანში ტყვედ მოხვედრილმა ალავერდი-ხანმა  განსაკუთრებული ნიჭიერებით შაჰის ყურადღება მიიპყრო, რის შედეგადაც იგი გახდა შაჰ-აბას პირველის უახლოესი მრჩეველი, პირველი ყულარაღასი, იმავდროულად იგი იყო ირანის ცენტრალური პროვინციის – ფარსის ბეგლარბეგი.

166_2395_516585_alaverdi-_200

1598 წელს შაჰ-აბასმა ირანის დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაჰანში გადაიტანა და მისი მშენებლობა დაიწყო. ამ საქმეში კი ქართველებსაც დიდი წვლილი მიუძღოდათ. კერძოდ, მდინარე ზაიენდე-რუდზე ალავერდი-ხანმა ოცდაცამეტთაღიანი ქვის ხიდები ააგო, მათგან ერთი 350 მეტრიანი დღესაც შემორჩენილია და მის სახელს ატარებს. მას განსაკუთრებული ისტორიული და ტირისტული დატვირთვა გააჩნია. უნდილაძის მიერ აშენებული ხიდის 33 თაღი შეესაბამება ქართული ანბანის 33 ასოს, თითოეულ თაღზე თითო ქართული ასოა გამოსახული.

17_xidi

ისპაჰანის ცენტრალური მოედნის წინ ქართველების მიერ ასევე აშენდა 40-სვეტიანი სასახლე “ჩეჰელსუთიუნ”, რომელიც დღესაც შემორჩენილია და ტურისტებისათვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ამ სასახლის ერთ-ერთ კედელზე შაჰ-აბასის ნადიმობაა აახული. იგი ხალიჩაზე ზის და შარბათს მიირთმევს, აქვეა მთელი სასახლის კარი, თუმცა აბასის გვერდით, როგორც პირველი პირველთა შორის- ალავერდი ხან უნდილაძე ზის.

 

Shah_Abbas_I

 

 

 

 

 

 

 

 

წარმოშობით ქართველმა ფეოდალმა ირანში განუზომელ ძალაუფლებას მიაღწია. “მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი ხანს ვემორჩილებიო” – თქვა უნდილაძით მოხიბლულმა შაჰ-აბასმა.

ალავერდი-ხანი უნდილაძის სამხედრო ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია ბაჰრეინისა და ბაღდათის დაპყრობა, ასევე მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ირანის არტილერიის შექმნას.

იგი გარდაიცვალა 1614 წლის 24 მაისს. გარდაცვალების შემდეგ  შაჰ-აბას პირველის ბრძანებით დიდი პატივით დაკრძალეს მეშჰედში. მისი შვილები კი დააწინაურა და უფროსმა შვილმა ფარსის ბეგლარბეგობა მიიღო, ხოლო უმცროსმა – ყარაბაღის.

 

დანიელ უეილი პენტაგრმის პარტნიორია სადაც სხვადასხვა კონსტრუქციებს ქმნის ადამიანებისათვის. თავისუფალ დროს დენიელი საათებს ხელით ამზადებს.
33 წელია რაც დანიელ უაილი კონსტრუქციებს ქმნის სხვადასხვა საგნებისათვის. ამ დროში, პენტარგამის პარტიონი ინიშნავდა დაკვირვებებს, ნახატებსა და მოუმწიფებელ იდეებს შავად სამუშაო რვეულებში, რომელიც 300 გვერდზე მეტია. ეს რვეულები, რომლებიც ლონდონიში უეილსის ოფისის თარობზე დევს, ჰგავს პირადი დროის კაფსულას რომელიც დოკუმენტალურად ანვითარებს ფიქრსა და ცოდნას.

ვიდეოში მოცემულია 10 სასარგებლო რჩევა, რომელიც ცხოვრებაში გამოგადგებათ, რამდენიმე კი აუცილებელია ზაფხულში გამოვიყენოთ.

მაგალითად:  როგორ გავაციოთ წყალი?

როგორ გავაქროთ სამზარეულოდან ჭიანჭველები და ქინქლები?

მოგზაურობისას სად შევინახოთ ფული, ტელეფონი და გასაღები?

როგორ დავჭრათ მანგო?

როგორ შევთავაზოთ მეგობრებს ჩიფსები?

როგორ  შევჭამოთ ჰამბურგერი?

 

როგორც იცით, ჟირაფს ძალზე გრძელი კისერი აქვს, ამიტომ მისი თავი გულიდან თითქმის სამი მეტრით მაღლა მდებარეობს. მეცნიერები დიდი ხანია დაინტერესდნენ, თუ როგორ ააქვს ჟირაფის გულს ასეთ დიდ სიმაღლეზე სისხლი.
გამოკვლევებმა დაადასტურა, ჟირაფის გული მძლავრ ტუმბოს ჰგავს და 12 კილოგრამს იწონის, გულის კედლის სისქე 8 სანტიმეტრამდეა. სისხლის წნევა ჟირაფს ორჯერ მეტი აქვს, ვიდრე ადამიანს, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჟირაფის მძლავრ გულს სისხლი სამი მეტრის სიმაღლეზე აქვს.

მიუხედავად მეცნიერული და ტექნოლოგიური წინსვლისა, დედამიწაზე დღესდღეობით არც თუ ისე ცოტა მისტიური და ამოუცნობი მოვლენა ფიქსირდება. ერთ-ერთი მათგანია მკვდარი ველი – კალიფორნიაში მდებარე დაცული ტერიტორია, სადაც იდუმალებით მოცულ ფაქტს აქვს ადგილი- ქვის საკმაოდ დიდი ლოდები თავისით გადაადგილდება . მცურავი ქვები, იგივე მოძრავი ლოდები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ამოუხსნელი გეოლოგიური ფენომენია.

10551864_1447045008912889_1649447761_nმკვდარი ველი , ასევე ცნობილი, როგორც სიკვდილის ხეობა, ქვიშიანი ტერიტორიაა. სწორედ ამიტომ, კარგად ჩანს ლოდების გადაადგილებისას დარჩენილი საკმაოდ გრძელი ნაკვალევი.ქვები საშუალოდ ორ-სამ წელიწადში ერთხელ იცლის მდებარეობას და ნელა გადაადგილდება, ხშირად ეს პროცესი წელიწადზე მეტიც გრძელდება.

10545010_1447045052246218_1612265020_n

აღნიშნულ მოვლენას მე-20 საუკუნის დასაწყისიდან შეისწავლიან მეცნიერები. მიუხედავად უამრავი ექსპერიმენტისა და რამდენიმე თეორიისა, ქვების მოძრაობის მიზეზი ბოლომდე ვერ აიხსნა. საინტერესოა ისიც, რომ ქვები გადაადგილდება სხვადასხვა მიმართულებით, რაც გამორიცხავს დაქანების არსებობას. კვლევებისას გამოკვეთილი ჰიპოთეზებიდან , ყველაზე აღსანიშნავია „ყინულის მასის“ თეორია.მოსაზრების თანახმად, ქვებს გარკვეულ პერიოდში ყინულის ძალიან თხელი ფენა ეკვრის გარშემო და სწორედ ეს იწვევს მისგადაადგილებას, თუმცა ეს თეორია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება და მკვდარი ველის საიდუმლო ისევ ამოუხსნელი რჩება.

 

 

 ავტორი: ნინო იმერლიშვილი