18/11/2018 – 08:29
მთავარი ეს საინტერესოა

ფეხსაცმლისა და ავტომობილების გერმანულმა ბრენდებმა ერთობლივი ნაწარმი წარმოადგინეს. 
სპორტული ფეხსაცმლის ცნობილმა ბრენდმა PUMA-მ და პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ BMW სპორტული ფეხსაცმელი, სახელწოდებით X-CAT DISC, წარადგინეს.
ფეხსაცმელი ფუტურისტული დიზაინისაა და PUMA-ს DISC ხაზის უკანასკნელი მოდელია. ფეხსაცმლის შექმნისთვის ინსპირაციის მთავარი წყარო BMW-ს მიერ ჯერ კიდევ 2008 წელს წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელი GINA გახდა, რომელმაც თავის დროზე დიდი ყურადღება მიიპყრო ინოვაციური მასალის გამო. მასალა გარს ეკროდა ავტომობილის ძარას და საჭიროების შემთხვევაში ფორმას იცვლიდა. წარმოდგენილი ფეხსაცმელიც სწორედ ამ მასალისგან არის დამზადებული და მეორე კანივით ეკრობა ფეხს.

X-CAT DISC ფეხსაცმელი PUMA-ს ცალკეულ მაღაზიებში დღეიდან გამოჩნდება.

კოკა კვირკველია

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული „ქართული პოეზიის მეფედ”. გალაქტიონი დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა – ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს“. 1924 წელს იგი იყო ჟურნალის „მნათობი“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმხანად გაბატონებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია. ამის ნათელი დასტურია, თუნდაც, გალაკტიონის პოემა „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“ (1924), რომელიც 1924 წლის ეროვნულ ამბოხებას მიეძღვნა. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. „პოეტების მეფემ“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ოფიციოზის მისდამი გულგრილი დამოკიდებულებით[საჭიროებს წყაროს მითითებას].

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები „კავკასიონი“, „ბედი ქართლისა“ და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია „მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში“, რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული „ქართული პოეზიის მეფედ“. მისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: „ლურჯა ცხენები“, „გობელენი“, „შერიგება“, „მთაწმინდის მთვარე“, „ალვები თოვლში“, „ოფორტი“, „შიშველი“, „მარმარილო“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“, „დგება თეთრი დღეები…“, „მგლოვიარე სერაფიმები“, „ყორანი“, „Voiles“, „სიშორით შენით“, „ვინ არის ეს ქალი?“, „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“, „შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში“, „ქარი, მსოფლიო ომის მაუწყებელი“, „ეფემერა“, „ისევ ეფემერა“, „მშობლიური ეფემერა“, „არდაბრუნება“, „იმ ვარდისფერ ატმებს…“, „სასაფლაონი“, „სროლის ხმა მთაში“, „ყანები“, „თოვლი“, „ავდრის მოლოდინი“, „ქარი ქრის“, „ქარი მოგონებათა“, „ქარი დაცხრა სიბობოქრის…“, „რაოდენ ფიქრს და ოცნებას იტევ…“, „სანამ წვიმა გადივლიდეს…“, „მუხებს ჩოხათ საქილეში…“, „კუმისი“, „სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა“, „რამდენი დარჩა გაუგებრობა“ და სხვა.

ჰელან აბდულა (დ. 16 ნოემბერს, 1988 წ.) – ქურთი მომღერალი, მსახიობი, მოდელი. 2015 წელს გადაიღო კლიპი “რევოლუცია” (ერაყის ქ. მოსულთან ახლოს, რომელიც “ISIS”-ის ხელშია). გადაღებები მიმდინარეობდა საბრძოლო ფრონტიდან რამოდენიმე კილომეტრში. აქტიურად ეხმარება ერაყელ ქურთებს – სხვადასხვა მისიების ფარგლებში ამარაგებს ქურთ მებრძოლებს (ე.წ. “ფეშმერგა”) საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით.

რატომ მოკლეს კადაფი ?
გადახედეთ ლიბიაში კადაფის მიღწევების სიას:
1. ბენზინი წყალზე იაფი ღირს. 1 ლიტრი ბენზინი – $ 0.14
2. ახლად დაქორწინებულებს ბინის შესაძენად 64 000 $ ჩუქნიან
3. განათლება და მედიცინა სრულიად უფასოა
4. წელიწადში, თითოეული ოჯახის წევრს სახელმწიფო $ 1,000 ჩუქნის.
5. უმუშევარს ყოველთვიურად 730 $
6. დალუქა, გააუქმა ნატოს სამხედრო ბაზები.
7. მედდის ხელფასი 1 000 $.
8. ყოველ ახალშობილს ეძლევა 7 000 $.
9. ბიზნესის წამოსაწყებად ერთჯერადი ფინანსური დახმარება – $ 20,000
10. მსხვილი გადასახადები და მოსაკრებლები აკრძალულია.
11. ქვეყანაში წარმოებული საქონელი გაყოფილი მოსახლეობაზე (დაახლოებით) – 14 192 $
12. საზღვარგარეთ განათლება და სტაჟირება – ქვეყნის ხარჯზე
13. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ქსელურ მაღაზიებში, პროდუქტებზე სიმბოლური ფასები.
14. ვადაგასული პროდუქტის გაყიდვისას – ჯარიმა
15. ნაწილ აფთიაქებში – მედიკამენტები უფასოდ
16. წამლების გაყალბებისთვის – სიკვდილით დასჯა
17. ბინის, საცხოვრებელი ადგილის გადასახადი (ქირა) არ არსებობს
18. ელექტრო ენერგიის გადასახადი არ არსებობს
19. ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა და მოხმარება აკრძალულია – „მშრალი კანონი“
20. კრედიტი ავტომობილის ან ბინის შესაძენად – უპროცენტო
21. უძრავი ქონების სააგენტოს მომსახურეობა აკრძალულია
22. ავტომობილის შესაძენი თანხის 50 % იხდის სახელმწიფო, სახელწიფო სამსახურში მყოფი პირების შემთხვევაში – 65%
23. ხელისუფლებაში მოსვლისას, ქვეყანა დაატოვებინა საერთაშორისო კორპორაციებს.
24.მხოლოდ კადაფის დროს სამხრეთ ლიბიის ფერადკანიანებმა მოიპოვეს ადამიანის უფლებები.
25.მისი 40წლიანი მმართველობის პერიოდში ლიბიის მოსახლეობა 3-ჯერ გაიზარდა.
26.სიკვდილიანობა ბავშვებში 9-ჯერ შემცირდა.
27.სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 51,5-დან 74,5-მდე.
28.კადაფმა მიიღო გადაწყვეტილება გაეყვანა ლიბია საერთაშორისო საბანკო სისტემიდან და ამ გადაწყვეტილების გაზიარება სურდა 12 არაბულ სახელმწიფოს.
და მაინც, რატომ მოკლეს კადაფი ? : )

“მის ამერიკის” ტიტულის  მფლობელი პირველად ამერიკის არმიის ოფიცერი გახდა.  65-ე ყოველწლიური  სილამაზის კონკურსის  გამარჯვებული  26 წლის შავკანიანი ვაშინგტონელი დეშონი ბერბერი გახდა.

“როგორც ქალი, რომელიც ემსახურება ამერიკის არმიის, ვფიქრობ, რომ არანაკლებ ამტანები ვართ, ვიდრე  მამაკაცები.  სქესი არ ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს შეერთებული შტატებში”, – განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა.

ოფიცერმა ასევე განაცხადა, რომ კონკურსში გამარჯვებას სახელმწიფოსა და საზოგადოების  ყურადღების მისაქცევად გამოიყენებს, ვეტერანთა და სამხედრო პერსონალის  მიმართ პრობლემების მოგვარების კუთხით.

არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში მცხოვრებმა ბიზნესმენმა მანქანის ნომერი 5 მილიონ დოლარად  იყიდა. ნომერი Emirates Auction-ის აუქციონზე იყო გამოტანილი და მისი საწყისი ღირებულება 280 ათას დოლარს შეადგენდა.

 ბიზნესმენ  არიფ აჰმედ ალ-ზარუნის ავტომობილს მხოლოდ ერთი ნომერი – 1 –  აქვს.

“ყოველთვის მქონდა ამბიცია, რომ პირველი ვყოფილიყავი”, –  განაცხადა ბიზნესმენმა.

აუქციონზე  შედარებით “ღარიბი” მდიდრებისთვის  გამოტანილი იყო  ორიდან ხუთ რიცხვიანი ნომრები –  12, 22, 50, 100, 333, 777, 1000, 2016, 2020, 99999.

1) კოცნა, რომელიც არც იმდენად რომანტიკულია, როგორიც გვგონია

“V-J Day, Times Square, 1945″, “The Kiss”Alfred Eisenstaedt

 

 

V-J Day_ იაპონიაზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. Victory over JAPAN.

1945 წლის 14 აგვისტოს მთელს ამერიკაში გავრცელდა ინფორმაცია იაპონიის კაპიტულაციის შესახებ, რაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მოასწავებდა. გამარჯვების ყიჟინა ქუჩებს მოედო და ალბათ, სამხედრო უნიფორმიანებზე გახარებული იმ დროს არავინ იყო. ისინი ახალი დაბრუნებულნი იყვნენ ევროპიდან და სულ ეშინოდათ, რომ ისევ მოუწევდათ ბრძოლაში ჩაბმა.
ტაიმ-სკვერში შეკრებილ მოზეიმე ხალხს შორის იყო ერთი ფოტოგრაფიც (უფრო სწორად კი, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფოტოგრაფი), ემიგრანტი გერმანიიდან_ Alfred Eisenstaedt. გახარებული სახეების აღბეჭდვისას მან შეამჩნია მეზღვაური, რომელიც გარბოდა ქუჩებში და ყოველ შემხვედრ გოგოს ეხუტებოდა (და არა მხოლოდ ეხუტებოდა). შემდგომში ფოტოზე აღბეჭდილმა მეზღვაურმა თქვა, მოხუცი, დანაოჭებული ქალი რომ შემხვედროდა, იმასაც ასე ,,დავზასავდიო”.

რა თქმა უნდა, მოხუცი ქალისა და მეზღვაურის კოცნა ვერ გახდებოდა საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ფოტო, მაგრამ მეზღვაური, მომხიბვლელ მედდასთან ასეთ რომანტიკულ პოზაში.. _ გულჩვილ ამერიკელებს ასეთ რამეებზე სულ ეტირებათ. მათ, ვისაც .ოჰ..” აღმოხდათ ამ ფოტოს ნახვისას, ნამდვილად არ იცოდნენ, რომ ეს კოცნა არ იყო გულწრფელად შეყვარებულების კოცნა. თუმცა ამას ბევრი არაფერი შეუცვლია. ფოტო მაინც გახდა ხანგრძლივი ომის დასასრულის სიბოლო ამერიკისათვის.

2) ფოტო, რომელმაც შეცვალა ინდუსტრია.
“Hindenburg” Murray Becker, 1937

ხცხ

ზეპელინებზე თუ მხოლოდ მოტკეცილ შარვალში გამოწყობილი ქერა და ქარიზმატული პლანტი არ გახსენდებათ, მაშინ გეტყვით, რომ სწორედ ამ ფოტოს გამო შეწყვიტა ზეპელინმა, როგორც საჰაერო ხომალდმა, არსებობა. ამერიკაში დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ ჰინდენბურგის აფეთქება (6 მაისი, 1937) უფრო დიდი კატასტროფა იყო, ვიდრე ,,ტიტანიკის” ჩაძირვა ან კიდევ ჩერნობილის დიდი ბენგი. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არავის გადაუღია. თუ ფაქტებს დავუჯერებთ, სწორედ ფოტოები აქცევენ კატასტროფას კატასტროფად და არა დაღუპულთა რიცხვი.

სინამდვილეში ჰინდენბურგის კატასტროფა ძალიან დიდიც არ ყოფილა. მხოლოდ ლოკალური კატასტროფუნა იყო (ახლა მახსენდება ჩემი შოკი, როცა გავიგე, რამდენი ადამიანი დაიღუპა 9 აპრილს და მეცოტავა). 92 მგზავრიდან 62 გადარჩა. ამ ფოტოს ძლევამოსილებას ხაზი რომ გავუსვა, იმასაც გეტყვით, რომ ეს ზეპელინების ისტორიაშიც კი არ იყო ყველაზე დიდი უბედური შემთხვევა. 4 წლით ადრე ატლატიდის ოკეანეში ზეპელინის ჩამოვარდნის შედეგად ორჯერ მეტი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ჰინდენბურგი ის შემთხვევაა, როცა ფოტოს დანახვისას აღმომხდარმა შეძახილმა ,,ღმერთო ჩემო!” დაღუპულთა რიცხვი გადაფარა.

ამ ფოტომ წერტილი დაუსვა გერმანიაში წარმოებულ პიარ-კამპანიას, რომლის მიხედვითაც სწორედ ეს მოდელი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი იყო საჰაერო ტრანსპორტთა შორის. ამ ფოტომ ხალხს რწმენა შეურყია ზეპელინის მიმართ. მთელი 30 წლის განმავლობაში ზეპელინები რეგულარულად დაფრინავდნენ ამერიკასა და გერმანიას შორის. ამ ფოტომ კი ყველაფერი შეცვალა. ამის შემდეგ დირიჟაბლები (არა მხოლოდ ეს სახე) საერთოდ აღარ გამოუყენებიათ მგზავრების რეგულარულად გადასაყვანად. ჰინდერნბურგის ისტორია სწორედ ასე, დიდი ,,bang!”-ით დასრულდა, ხოლო ზოგადად, ზეპელინებისა_ ერთი ,,ჩხაკ!”-ით.

3) ფოტო, რომელმაც უკვდავყო
“The Corpse of Che Guevara” Freddy Alborta, 1967

 

სოციოპათი ჩხუბისთავი? სოციალიზმის მნათობი? თუ როგორც სარტრი იტყოდა, ყველაზე სრულყოფილი ადამიანი ჩვენს ერაში? რაც გინდათ ის დაარქვით, იმას კი ვერ უარყოფთ, რომ ჩე ყველა რევოლუციონერის კერპია და ზოგადად, ნებისმიერი რევოლუციის სიმბოლოც. აქვე, არც იმის უგულებელყოფა შეიძლება, რომ ჩე კერპად უფრო მისმა სიკვდილმა აქცია, ვიდრე სიცოცხლემ.

ჩე 1967 წელს შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა ბოლივიის არმიამ (ყოველი ჯარისკაცი გაწვრთნილი იყო ამერიკის სამხედრო ძალებისა და CIA-ს მიერ). ეს სავსებით ლოგიკურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლება სულაც არ იყო აღფრთოვანებული ჩეს ,,ჰობით”, წამოეწყო რევოლუცია სადაც და როგორც კი შეძლებდა. სანამ მის სხეულს საიდუმლო საფლავს მიაბარებდნენ, ჩეზე გამარჯვებულებს უნდა დაემტკიცებინათ მსოფლიოსათვის, რომ ამხანაგი გევარა მოკვდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ჩეს სიკვდილი ამბოხსაც დაუსვამდა წერტილს.

თუმცა ფოტომ, რომელსაც ყოველგვარი აღტკინება უნდა ჩაეკლა, ლეგენდის დაბადებას შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე ჩეს გვერდით მისი მკვლელები იწონებენ თავს, ერთ-ერთი მათგანი კი სავარაუდოდ ჭრილობაზე მიუთითებს, ხალხმა სხვა რამეს მიაქცია ყურადღება, კერძოდ კი ჩეს სახის გამომეტყველებას, რომელზეც მათ მოწყალება ამოიკითხეს. ასე რომ, ფოტომ ჩე კი არ მოკლა, დასაბამი მისცა ახალ სლოგანს ,,ჩე ცოცხალია” და გევარას მიანიჭა უკვდავება, როგორც სოციალისტური იდეებისათვის წამებულს.

 

ზხ

4) ფოტო, რომელმაც გენიოსებს უფლება მისცა, იუმორის გრძნობა ჰქონოდათ

“Einstein with his Tongue Out” Arthur Sasse, 1951

დდც

თუკი აინშტაინმა ადამიანებს შეუცვალა წარმოდგენა სამყაროს შესახებ, ამ ფოტომ ადამიანებს შეუცვალა წარმოდგენა აინშტაინის შესახებ. სწორედ ამ ფოტოს გამო იქცა აინშტაინი არა მხოლოდ გენიოსის, არამედ ,,დარტყმული გენიოსის” სინონიმად. აინშტაინს აქვს დედამიწის ზურგზე ყველაზე ცნობილი ენა, რის გამოც დღემდე ჯიუტად ვნანობ, რომ მის კლასში არ ვსწავლობდი და დიდ დასვენებაზე მისთვის არ მიკოცნია ფრანგულად.

რაც შეეხება ფოტოს, მასზე გამოსახულია 72 წლის აინშტაინი, რომელსაც საკუთარ დაბადების დღეზე გული შეუღონეს ფოტო_ჟურნალისტებმა. სხვა ფოტოგრაფებმა მისი ღიმილი მილიონჯერ დააფიქსირეს, აი შასეს კი ძალიან გაუმართლა. ეს ფოტო უკვე კლასიკაა. ამ ფოტოს გამო აინშტაინი ყოველთვის გაახსენდებათ როგორც კაცობრიობის ყველაზე ჭკვიანი და ჭკუამხიარული მოხუცი.

5) ფოტო, რომელმაც სიურეალიზმი რეალობად აქცია

“Dalí Atomicus” Philippe Halsman, 1948

დფფ

ფილიპ ჰალსმანი მგონი ერთადერთი ფოტოგრაფია, ვინც მოხტუნავე ადამიანების გადაღებით გაითქვა სახელი. ის ამბობდა, რომ ხტუნვისას ჩანს ადამიანის ნამდვილი ბუნება. ეს რომ გავიგე, ნახევარი საათი ვიხტუნავე სარკესთან, მაგრამ მანამდე ვერ დავეთანხმე, სანამ Dalí Atomicus-ს არ დავხედე.

ამ სურათით ჰალსმანმა პატივი მიაგო ატომური ეპოქის დასაწყისსაც (prompted by physicist’ then-recent announcement that all matter hangs in a constant state of suspension) და დალის ნახატსაც “Leda Atomica”, რომელიც ფოტოზეც აღიბეჭდა, სადღაც მარჯვნივ, კატების უკან, ჯერაც დაუმთავრებელი. ამ ფოტოს გადაღებას 6 საათი, 28 ახტომა და უამრავი ასისტენტი დასჭირდა, რომლებიც კატებს ისროდნენ და წყალს ასხამდნენ კადრში .

ფოტოს კონეცპტმა საბოლოო სახის მიღებამდე რამდენჯერმე განიცადა ცვლილება, ჰალსმანს უნდოდა, წყლის ნაცვლად კადრში რძე ყოფილიყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემორჩენილი შეხედულებებით, მნახველები ამას ფოტოგრაფს რძის უთავბოლო ხარჯვად ჩაუთვლიდნენ, მერე ფილიპმა გადაწყვიტა, კადრში კატა აეფეთქებინა, მაგრამ, ეს, ალბათ, კატების უთავბოლო ხარჯვა იქნებოდა.

ჰალსმანის იდეები უნიკალურიც აღმოჩნდა და ეფექტურიც. იგი პირველი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც სიურეალიზმის გადაღება შეძლო.

ჩვენ ყველას, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა გვაქვს სურვილები და ოცნებები, რომლის ასრულებასა და ახდენას ვნატრულობთ. თითქმის ყველა ცნობილ და წარმატებულ ადამიანს აქვს ან ჰქონდა თავისი ხერხი და გზები საკუთარი სურვილების სიცხადეში მოყვნის. თქვენც შეგიძლიათ თქვენი საკუთარი ფორმულა შექმნათ და ისარგებლოთ მისით. გადახედეთ სტატიას, ის ნამდვილად დაგეხმარებათ ამაში.

1) შეუძლებელი არაფერია
სანამ კონკრეტულად ოცნებების ახდენაზე გადავალთ, პირველი, რაშიც უნდა იყოთ ბოლომდე დარწმუნებული – შეუძლებელი არაფერია. თითქოს ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი ეს ფრაზა და გაცვეთილია, მაგრამ არაც და არამც არ მიიღოთ ეს მითად. ოცნება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ბოლომდე ხართ მის ასრულებაში დარწმუნებული.

2 )აფრიმაციები
რა არის აფრიმაციები? აფრიმაციები არის მოკლე წინადადებები, რომლის დახმარებით შეგეძლებათ საკუთარი თავის გამხნევება. ადამიანმა გამუდმებით უნდა გაამხნევოს თავი. დავუშვათ თქვენ ხართ უიმედოდ, ხართ დაღლილი და ფიქრობთ, რომ თქვენი ჩანაფიქრი არ გამოდის და არც სურვილს არ უწერია ახდენა ფიქრობთ, რომ ყველაფერი სცდეთ, მაინც ნუ დაყრით ფარ-ხმალს. გონებაში ან დაბალ ხმაზე ისე, რომ თქვენ გესმოდეთ საკუთარი ჩურჩულით მხოლოდ, გაიმეორეთ, რომ თქვენ ამას აღწევთ თქვენ ღებულობთ იმას რაც გსურთ. “მე ამას შევძლებ, მე ამას მივაღწევ”. დანებება და ხელის ჩაქნევა არ არის სწორი პოლიტიკა.

3 )სწორად დასახეთ გეგმა
იმისათვის, რომ ახდეს ოცნება და მიაღწიოთ საწადელს, გარდა პოზიტიური განწყობისა და ფიქრისა, აუცილებელია ქმედება. თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯები, თუნდაც ნელ-ნელა. ყოველდღიურად მცირედით და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ შედეგს. სასურველია თუ სურვილის ჩაფიქრებას და დაგეგმვას რამე თქვენთვის ღირსშესანიშნავ თარიღს დაამთხვევთ, მაგალითად: დაბადების დღე, ახალი წელი, შობა, აღდგომა. ან თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის გამორჩეული თარიღი.

4 )იყავი მომთმენი, შეგეძლოს ლოდინი
“თუ გინდა, რომ საკუთარი ნაშრომის შედეგი იმ წამსვე მიიღო გახდი მაშინ მეწაღე”, ასე ბრძანა უორენ ბაფეტმა, რომელიც მსოფლიო მილიარდელების (ფორბსის სიის მიხედვით ბილ გეითსის შემდეგ) სამეულში შედის. როცა გაქვს ოცნება, გაქვს გეგმა, ყველაფერს აკეთებ და ატყობ, რომ არ გამოგდის, ნუ დაგწყდება გული და ნუ დაკარგავ იმედს. შეიძლება სულ მცირე დროში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. ამის მაგალითები ბევრი არსებობს, მითუმეტეს თანამედროვე სამყაროში.

5) სწორად დასახეთ პრიორიტეტები
ადამიანებს ხშირად ძალიან ბევრი რამ, ძალიან უცებ სურთ. უფრო მეტიც, მათ არ აქვთ სათანადოდ გააზრებული თუ რატომ უნდათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გაქვთ ბევრი ოცნება. დაჯექით მყუდროდ, მშვიდად, ფხიზელ მდგომარეობაში. დააჯგუფეთ თქვენი სურვილები. დასახეთ პრიოტიტებები თუ რომელია უფრო მნიშვნელოვანია და რა დროისთვის. ასევე გამოყავით თუ რომლის ასრულებას უფრო ინატრებდით. აიღეთ რამე ნივთი, თილისმა რომელიც გაგახსენებთ თქვენს ოცნებაზე. მოდით შევხედოთ ყველაფერს პრაქტიკაში. თქვენ გსურთ გყავდეთ ახალი მანქანა. რა ასოცირდება მანქანასთან? დავუშვათ გასაღები, ან საკიდი (ბრელოკი) დაკიდეთ სახლის გასაღებებთან ერთად მანქანის უბრალოდ მსგავსი გადასაღები, ან საკიდი თქვენი სასურველი მარკის. რამდენჯერაც კი თქვენ დაინახვათ ან ხელით შეეხებით სახლის გასაღებებს გაიხსენეთ თქვენი სურვილი და გაიმეორეთ, რომ აუცილებლად ახლო მომავალში გეყოლებათ სასურველი მანქანა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიმე მობილური ოპერატორის, ან ლატარეის გათამაშებაში მოიგებთ მას.

6) რელიგიური ფაქტორი
მოგეხსენებათ რწმენას აქვს დიდი მნიშვნელობა. ლოცვას კი – დიდი ძალა რომელიც უზრუნველყოფს სულის სიმტკიცეს. არსებობს უხილავი და ჩვენთვის დღემდე შეუცნობელი ბევრი რელიგიური ფაქტორი, რომელიც გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესთხოვეთ თქვენ მფრაველ წმინდანებს, ანგელოზებს და უფალს სურვილების ასრულება. “ითხოვეთ და მოგეცემათ თქუენ” თქვა თავად იესო ქრისტემ. დანარჩენი თქვენზეა რამდენად იცით ლოცვა და რის თხოვნას აპირებთ უფლისადმი. ეგ თქვენ უნდა განსაზღვროთ რა სთხოვოთ უფალს, რა წმინდანებს და ანგელოზებს.

7) აზრი მატერიალურია
მოერიდეთ ყოველგვარ ნეგატიურ აზრს. იმ წამს, როგორ კი ცუდზე დაიწყებთ ფიქრს, გადაერთეთ პოზიტიურისკენ. შეცვალეთ საქმე ან გამოცვალეთ ადგილი. ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე უარყოფითად მოქმედებენ. ადამიანს ცხოვრებაში ემართება ის რაზეც უმეტესად ფიქრობს. იფიქრეთ თქვენ სურვილების ასრულებაზე. თუ რას იზავთ და როგორ მათი ახდენისას.

8) მედიტირება და თვითგიპნოზი
მედიტირება და თქვითგიპნოზი ცნობილია უძველესი დროიდან. დილით გაღვიძებისას და ძილის წინ გამოყავით 15-30 წუთი. დარჩით საკუთარ თავთან მარტო. იფიქრეთ და შეიგრძენით თითქოს ყველფერი ეგ უკვე გაქვთ. ნუ დაუშვებთ, რომ გექნებათ მომავალში, რომ სურვილი და ოცნება აგიხდებათ მერე. მომავალი, იქნება ყოველთვის მომავალში. ხაზი გაუსვით, რომ უკვე გაქვთ და რას იზავდით. ეს არ არის მხოლოდ ჯდომა და ოცნება ჰაერზე. პირიქით, თქვენ თქვენი ფიქრებით იზიდავთ იმას რისი მიღებაც გსურთ. ასევე გეცოდინებათ, თუ რას იზავთ მათი ასრულებისას.

9) გაიაზრეთ რა გსურთ, ანუ ფრთხილად იყავით საკუთარ სურვილებთან.
ადამიანი, რომელიც გაიუაზრებლად იმეორებს ერთსა და იმავეს. ან სურს რამე გაუაზრებლად, საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს. შეიძლება ადამიანმა იმეოროს, რომ სურს დასვენება სამსახურიდან, წუწუნებდეს – გავიდეს ცოტა ხანი და ის დაითხოვონ, ან გახდეს უნარშეზღუდული და ვეღარასდროს შეძლოს მუშაობა. არსებობს ბევრი ნიუანსი რაზეც სიფრთხილე გმართებთ. რაზეც ფიქრობთ და საუბრობთ, დროთა განმავლობაში ყველაფერს იზიდავთ და ყველაფერი მატერიალიზდება.

10) იყავით მადლიერი
ეს უკანსკნელი აუცილებელია! ყოველთვის, როცა გისრულდებათ ჩანაფქირი იყავით მადლიერი. ხაზი გაუსვით, რომ მიაღწიეთ იმას რაც გინდოდათ. დაიწყეთ მცირე ოცნებების ასრულებით. როცა რამოდენიმეჯერ მოახერხებთ ამას და დაგეუფლებათ გამარჯვებისა და წარმტების შეგრძნება, ეს ყველაფერი გადაებმება ერთმანეთს. უბედურებას ხშირად კვლავ ცუდი და უბედურება მოჰყვება, როცა ოცნების ასრულებას მოყვება სხვა წარამტებები. იყავით მადლიერი და კმაყოფილი. დააფასეთ !

იტალიაში 1.8 კილომეტრიანი პიცა გამოაცხვეს, რომლის სიგრძემაც წინა რეკორდს 200 მეტრით გადააჭარბა. პიცა  იტალიის ქალაქ ნეაპოლში 6 საათსა და 11 წუთში გამოაცხვეს.

პიცისთვის  2000 კგ ფქვილი, 1,6 ათასი. კგ პომიდორი, 2 ათასი კგ მოცარელა, 200 ლიტრი ზეთი და 30 კგ რეჰანი. გამოიყენეს. პიცა  ხუთ სპეციალურ, შეშის  ღუმელში გამოაცხვეს.

მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო ტრადიციების მქონე ქვეყანა რჯულით – ქრისტიანი, ბუნებით კი ურჩი და ამპარტავანია… ცალი თვალით დიონისოს კულტისკენ მომზირალი, ხელით ჯვარს ისახავს, გულით მრისხანებს, გონებით დაბინდულია… ქრისტემ ისეთი რელიგია ჩამოაყალიბა, ვერც ვერაფერს მოვაკლებთ და ვეღარც დავამატებთ…
გვსურს, დავიმორჩილოთ, ვიდრე დავემორჩილოთ.
ღმერთმა ერთი დღით მაინც განუსაზღვრელი უფლებები რომ მოგვანიჭოს, ძველი აღთქმის კბილი კბილისა წილ მონაგონი იქნებოდა, ისეთ ბართლომეს ღამეებს დავატრიალებდით.
იესოს ჯვარცმა პირველ საუკუნეში არ დამთავრებულა, ის დღემდე გრძელდება და წამებაში, ურწმუნოებზე მეტად, ჩვენ, მორწმუნეები ვმონაწილეობთ. ყველაზე მეტად იმას ვერ ვპატიობთ, სამოცდაათგზის შვიდჯერ მიტევებას რომ ქადაგებს… დღემდე გვიკვირს, ავაზაკი პირველი როგორ შევიდა სასუფეველში, რატომ გადაეფარა უფალი ჩასაქოლად განწირულ მრუშ დედაკაცს, რატომ მიიღო უძღები შვილი, რატომ დააჯილდოვა მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, აღდგომის შემდეგ პირველი რატომ გამოეცხადა მაგდალინელს…
გეთსიმანიის ბაღში სისხლის ცრემლებით თავის ტკივილს არა, ადამიანების დაუნდობლობასა და უმადურობას დასტიროდა იესო. იმას განიცდიდა, მას კი არა, კაცობრიობა თავის თავს რომ უმზადებდა სასჯელს…
ვინ არის მორწმუნე?!
ალბათ, ის, ვის გულსაც არასდროს გაჰკარებია მოყვასის განსჯა…
ვინ არის მმარხველი?!
ალბათ, ის, ვინც ცდილობს, ახლობლის ნერვები და ყოველდღიურობა ცინიზმითა და ირონიით არ მიირთვას… თითქოს არაფერი შეცვლილა მოსედან დღემდე, ორმოცწლიანი უდაბნო გვექცა უსასრულოდ და ღმერთთან მოსაუბრე წინამძღოლს ურწმუნოდ მივყვებით, შინაგანი განკითხვითა და აგრესიით. თუ საშუალება მოგვეცა, ოქრო და ვერცხლით ისევ კერპებს აღვმართავთ და არც თაყვანისცემას მოვერიდებით…
თან გულში გაგვიელვებს, ერთი თუ არა, მეორე ღმერთი მაინც ხომ გვიშველისო… არასდროს გაგვახსენდება მაცხოვრის სიტყვები: „შენმა რწმენამ გიხსნასო“…
არც ის, რომ ორთა უფალთა მონება შეუძლებელია… ერთი ხელით ეკლესიას ვამკობთ, მეორეთი – მამონას… კვირას ტაძარში დავდგებით, თუ არ დაგვეზარა ზიარების რიგსაც შევუერთდებით, მაგრამ ორშაბათს იქნებ კარგი მკითხავი გვირჩიოს ვინმემ… გვაინტერესებს, რატომ დავკარგეთ საფულე, რატომ არ გვემართება ხელი პირად საქმეში, რატომ ვერ ვიშოვეთ სამსახური… იქნებ იმიტომ, რომ სახარების მოსმენის შემდეგ მზად ვართ, მჩხიბავსაც მოვუსმინოთ… იქნებ იმიტომ, რომ მოსახსენიებლებში მხოლოდ იმას ვწერთ, ვინც გვიყვარს, დანარჩენს კი გულში კრულვას ვუგზავნით… სინამდვილეში კი სიყვარული საერთოდ არ შეგვიძლია, მაგრამ „ვლოცულობთ“ მასზე, ვინც გვჭირდება, ვისგანაც გასამრჯელოს მოველით. ჩვენი იაფფასიანი ღვთისმოსაობით ისიც რომ შეცდეს და სანაცვლოდ ძვირფასიანი ნივთები მივიღოთ…
მარხვა სხვისი განკითხვისთვის არა, საკუთარი ცოდვების გლოვისთვის დაგვიდგინა უფალმა… თუ ვინმე სიკეთეს აკეთებს, თვალს ვხუჭავთ, მაგრამ, თუ ვინმეს მცირედი შეეშალა, მესამე თვალსაც ვახელთ და მზად ვართ, სინანულის დროც არ მივცეთ, ისე გავასამართლოთ… ერთადერთი, რასაც საეკლესიო სწავლებიდან ვისრუტავთ – „მხილებაა“… ოღონდ ზურგსუკან განვიკითხავთ და მხილებას ვეძახით…
ფარისევლებმა კანონი ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, მაგრამ სიყვარულისა და მიტევების უნარი არ გააჩნდათ… რელიგია კი, უპირველესად, სიყვარულია… როგორც მაცხოვარი გვეუბნება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული… უსიყვარულო ღვთისმოსაობა კი ურწმუნო ლოცვას ემსგავსება, პავლე მოციქულის სიტყვებით – „კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი“. სწორედ ამიტომ ერთად შეუძლებელია მარხვა, ხმაური და მძვინვარება.

მამა პეტრეს ბლოგი