25/11/2017 – 07:48
მთავარი ეს საინტერესოა

კომპანია QNET-ი, რომელიც უმსხვილესი აზიური კომპანიაა, გთავაზობთ 100%-იან ნატურალურ მწვანე ყავას, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტური შედეგი მიიღოთ უმოკლეს დროში და გამოიყურებოდეთ შესანიშნავად.

Qafé-ს მწვანე ყავა ნუტრიოზთან ერთად არის ნატურალური საკვები დანამატი, რომელიც დაგეხმარებათ ვარჯიშებს შორის შუალედში ცხიმის დაწვაში და ზედმეტი წონის დაგდებაში.  კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ამცირებს ორგანიზმის უნარს აღადგინოს ცხიმის უჯრედები და ზრდის უნარს ცხიმის დაწვის შესაძლებლობების კუთხით. Qafé-ს მწვანე ჩაი ნუტრიოზთან ერთად გეხმარებათ გაზარდოთ თქვენი სხეულის მეტაბოლიზმის დონე, რომლის ეფექტსაც პირველივე მიღებიდან იგრძნობთ და რომლის მუშაობაც თქვენი ძილის პროცესის დროსაც გაგრძელდება.

მთავარი უპირატესობები

  • წვავს ცხიმს და აღადგენს კუნთებს დასვენების დროს
  • უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას
  • ეხმარება ნაწლავების გამართულ მუშაობაში
  • ამაგრებს ბოჭკოებს
  • ზრდის მეტაბოლიზმისა და ენერგიის დონეს
  • არის 100% ნატურალური
  • არ გააჩნია რაიმე გვერდითი ეფექტი

ცივილიზაციის სხვადასხვა ეტაპზე, პოლიტიკურმა თეორიებმა,  ახალი სიტყვა თქვეს  და  შეცვალეს ადამიანების ხედვა  და დამოკიდებულება  არათუ პოლიტიკური თვალსაზრისით , არამედ   რაციონალური მიმართულებითაც. განსაკუთრებულ ყურადღებას, რეალიზმის  ერთგული  ქომაგი და ფუძემდებელი  ნიკოლო მაკიაველი (1469-1527) იპყრობს, იტალიის ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე იყო იმ შეულამაზებელი რეალობის მამამთავარი, რომელიც  მოითხოვდა ფილოსოფიურ ანალიზს.  მისი ცხოვრება  ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ალბათ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მისცა ის უნარი მას ქონოდა, წინამორბედებისგან განსხვავებული  ხედვა.

მაკიაველი, რომელმაც შეძლო მედიჩების გვარის ოპოზიციონერობა, მრავალი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა, არც ქონია არანაირი იმედი, რომ ის ერთ მშვენიერ დღეს შეძლებდა  რაიმე თანამდებობის დაკავებას. 1594 წელს, როდესაც  იტალიაში  ვითარება ძალიან დაიძაბა, მედიჩების განდევნის შემდეგ, სასტიკი ასკეტი  სავონაროლას  მმართველობამ  იტალიისთვის წარმატება არ მოუტანია, ის ებრძოდა როგორც მედიჩებს ასევე რომის პაპს და მათ ამქვეყნიური ღირებულებებითა და ფუფუნებით გადაცებაში სდებდა ბრალს. მისმა ფანატიზმა  იტალიას დიდი უბედურება მოუტანა, მისი გაძლება კი აღარც სასულიერო და აღარც  საერო ხელისუფლებას შეეძლო. ხალხი , რომელიც  ერთპიროვნულად მხარს უჭერდნენ მის გაბატონებას, მალევე მათვისაც აუტანელი გახდა , მისი რადიკალიზმი და გაუმართლებელი სისასტიკე. სავონაროლა  1498 წელს სიკვდილით დასაჯეს და ამავე წელს მიიღო მაკიაველმა  შემოთავაზება, მნიშვნელოვანი თანამდებობა დაეკავებინა მთავრობაში.  იგი ფლორენციის საშინაო, საგარეო და საომარი ვითარებების კურატორი  იყო, სადაც მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. 1512 წელს  მედიჩების დაბრუნების  შემდეგ  მან დაკავებული თანამდებობა  დაკარგა, რის შემდეგაც ის საკუთარ მამულში გადაასახლეს, ერთი წლის შემდეგ  კი მან უმნიშვნელოვანესი საქმე დაასრულა- დაწერა ,,მთავარი“ , რომელიც  ლორენცო  ბრწყინვალის შვილიშვილს , ლორენცო  მედიჩის მიუძღვნა, ეს იყო ერთგვარი  პატიების თხოვნა და მისი მზადყოფნა სამსახურისთვის, თუმცა ახალგაზრდა მედიჩს არც ეს წიგნი წაუკითხვას და არც მაკიაველის მიმართ გამოუჩენია რაიმე  ყურადღება.

მისთვის სახელმწიფოს და მთავრის ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანი  იყო.

,,სახელმწიფოს ინტერესებს, პიროვნების ინტერესებთან მიმართებაში სრული  უპირატესობა აქვს“

,,ადამიანი  სახელმწიფოს გარეშე ვერ იცხოვრებს  ადამიანურად“.

მაკიაველისთვის მნიშვნელოვანი იყო  საკუთრების დაცვა.  თუ პლატონისთვის ადამიანური  არსებობა ნიშნავდა ზნეობრივ  არსებობას. მაკიაველი  დარწმუნებული იყო , სახელმწიფოს ინტერესები, პრინციპულად უფრო მაღლა იდგა ვიდრე თუნდაც ზნეობა.

მაკიაველს არ აწუხებდა სახელმწიფო მეთაურის ზნეობრივი სახე, არც მისი მიმართება მოქმედ სამართალთან, არც მათი სისასტიკე და გარყვნილება. მაკიაველს არ აწუხებდა არც უდანაშაულობის და არც მითუმეტეს მორალურობის პრეზუმცია. იგი რეალისტი იყო და გამოდიოდა არა იქიდან, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, არამედ იქიდან, თუ როგორ იქცევიან ისინი და რა მიზნები აქვთ მათ სინამდვილეში, მიუხედავად იმისა თუ რას აცხადებენ  თავის მიზნად. იტალიელი მოაზროვნე, ამართლებდა ყველანაირ გზას ხელისუფლებაში მოსასვლელად  და ,,მთავარს“ არანაირი განსაზღვრულობით საზღვრავდა.

იგი  რჩევასაც  აძლევს  გარეწარს, თუ როგორ გამოიყენოს სისასტიკე ძალაუფლების შესანარჩუნებლად .

,,როგორ იყენებენ სისასტიკეს – ავად თუ კარგად?“- თუკი ბოროტების მიმართ შეიძლება ითქვას, რომ ,,კარგადო“ – მაშინ როცა ერთხელ მიმართავენ მას, როგორც თავდაცვის აუცილებელ  საშუალებას, შემდეგ კი, ხელს იღებენ მასზე  და  მხოლოდ  იმას  ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი სარგებლობა მოუტანონ თავის ქვეშემდგომთ. ავად იყენებენ მაშინ, როცა თავდაპირველად მხოლოდ  ნაწილობრივ  ავლენენ სისასტიკეს, შემდეგ კი დროთა განმავლობაში,  თანდათან  ზრდიან…აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ სახელმწიფოს  ხელში  ჩაგდებისას დამპყრობელმა  ერთბაშად,ერთი დაკვრით უნდა გამოიჩინოს მთელი სისასტიკე, რათა შემდეგ ყოველდღიურად  არ დასჭირდეს  მისი  გამოყენება და ამრიგად შეძლოს ხალხის დაშოშმინება  და ქველმოქმედების წყალობით  მისი გულის მოგება“.

სახელმწიფოს  შესაძლებელ ფორმებს შორის, მაკიაველის  უმჯობესად დემოკრატიული  რესპუბლიკა მიაჩნდა, მაგრამ მის აუცილებლობას  არ იცავდა.

მისთვის  მნიშვნელოვანი იყო ორი პრნციპი:

  1. ,,ყოველი ადამიანი იბადება, ვითარდება და კვდება“
  2. ,,ადამიანის ბუნება ყველგან და ყოველთვის  ერთი და იგივეა“

ამიტომ ის წინამორბედების  გამოცდილების ალბათობას უშვებდა და ამართლებდა, სწორედ მეორე პრინციპის დაშვებით.

მაკიაველი ადამიანის მზაკვრულ ბუნებასაც აღიარებდა: ,, ადამიანები მზაკვრები არიან და თუ  არ აიძულებ იყვნენ კეთილნი, ისინი აუცილებლად ბოროტებად  იქცევიან.

მას ასევე პლატონის მსგავსი  შეხედულება გააჩნდა, კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, მაკიაველის აზრით ძალიან მდიდრებისა და ძალიან ღარიბების  არსებობა, სახელმწიფოს სტაბილურობის მტერია.

კიდევ ერთი დებულება, რომელსაც მაკიაველი  იცავდა , არის ის, რომ ადამიანის ნება თავისუფალია.  მისი თავისუფალი ნების გადაწყვეტილების  შდეგებიც, საბოლოო ჯამში აუცილებლად  პროგრესს ემსახურება.

მაკიაველი სახელმწიფოში  კამათისა და დაპირისპრების  აცილების ორ  გზას გამოყოფდა: პირველი ეს იყო სამართლებრივად მოწესრიგებული  ქცევა, ხოლო მეორე – ძალმომრეობა.

პირველს იყენებენ- ადამიანები, ხოლო მეორეს  მხეცებიო , თუმცა იმასაც აღნიშნავდა    რომ პირველი რახან ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა, ადამიანები იძულებულნი არიან  ძალმომრეობის გზას დაადგნენ.

მაკიაველი შესაძლებელია მრვალმხრივ  განვიხილოთ და  ვიკვლიოთ მისი პოლიტიკური თუ ფილოსოფიური მიდგომები, მაგრამ  ამ შემთხვევაში ყურადღება გავამახვილე, სიკეთისა და ბოროტების გასაყარზე  როგორი იყო მისი პოზიცია .

მაკიაველი ისევე , როგორც  კანტი პავლე მოციქულის  პრინციპს ემყარებოდნენ, რომ ადამიანში ყოველთვის არის სიკეთისა და ბოროტების  ბრძოლა, რაგინდ ძალა დაკარგოს ბოროტებამ, იგი ადამიანში არასდროს გაქრება, კაცი  ზე-კაცი ვერასდოს გახდება, როგორც ამას ნიცშე ამტკიცებდა.

მაკიაველს არ დასცალდა  თავისი  იდეების განხორციელება და  მაინც სათუოა, რომ ქონოდა ყველანაირი შესაძლებლობა პრაქტიკულად ხორცი შეესხა თავისი იდეებისთვის, რამდენად შეძლებდა  იტალიის გაერთიანებას.

 

მარიამ ქობულია

ჩინეთში მსოფლიოს უხუცესი პანდა ბასი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბასი 4 წლამდე ტყეში, ველურ გარემოში ცხოვრობდა, სანამ გაყინულ მდინარეში არ ჩავარდა და სასიკვდილოდ განწირული მიმდებარე სოფლის მაცხოვრებლებმა არ გადაარჩინეს. ასე აღმოჩნდა იგი ფუჯიანის პროვინციაში არსებულ პანდების კვლევისა და მოვლის ცენტრში. სახელიც იმ ხეობის მიხედვით დაარქვეს, სადაც მოსახლეობამ იპოვნა.

ბასიმ პოპულარობა მას შემდეგ მოიხვეჭა, რაც 1990 წელს პეკინში გამართულ აზიის თამაშების თილისმის მოდელი გახდა. ბოლო პერიოდში იგი ხშირად ავადმყოფობდა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პანდების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მხოლოდ 15 წელია. 1 წლის წინ მისი მომვლელი ქალბატონი დაიღუპა, რომელიც ბასის 27 წლის განმავლობაში უვლიდა და სავარაუდოდ ამ შემთხვევამაც მოახდინა უარყოფითი გავლენა უხუცესი პანდის ჯანმრთელობაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთში პანდების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს და ეს ცხოველი ფაქტობრივად ქვეყნის სიმბოლოდ აღიქმება, ამიტომ ბასის სხეული მომავალში მის სახელზე აშენებულ მუზეუმში განთავსდება.

„კოკა-კოლას“ 3-განზომილებიანი სარეკლამო ბანერი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.
ბილბორდი ნიუ იორკში, თაიმს-სქვერზეა გამოფენილი. 6-სართლიანი შენობის სიმაღლის ბილბორდის დამზადებისთვის კომპანიას 1 760 LED-ეკრანი დასჭირდა. ეკრანი, რომელიც სიმა ე.წ. „ცოცხალი“ ბილბორდის შეგრძნებას იწვევს და ეკრანზე სხვადასხვა ფორმის უზარმაზარი კუბი ჩნდება.
სარეკლამო ბილბორდი კომპანია Display Devices-მა შექმნა. ბილბორდი გინესის რეკორდების წიგნში შევისა, როგორც პირველი სამგანზომილებიანი და ყველაზე დიდი ზომის სარეკლამო ბილბორდი. ბილბორდი 20 მეტრი სიმაღლის და 12 მეტრი სიგანისაა.

მიმდინარე წლის ივნისში, კალიფორნიის ქალაქ პეტალუმაში ჩატარებულ მსოფლიოს მახინჯ ძაღლთა 29-ე ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვება იზეიმა ნეაპოლიტანურმა მასტიფმა მართამ. 3 წლის და 56 კგ წონის მართამ უშეღავათო და დაძაბულ ბრძოლაში ჩამოიცილა ცამეტივე კონკურენტი და ჟიურის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაეუფლა მთავარ პრიზს 1500$-ს და მოგზაურობას ნიუ იორკის გადამღებ სტუდიებში, სადაც მას აქტიურად მოუწევს კამერების წინაშე პოზირება.

თავისი შეუდარებელი დაქანცული და ინფანტილური გარეგნობის წყალობით მართამ ადვილად მოიპოვა გულშემატკივრების სიმპათია და ამაყად დააბიჯებდა სცენაზე. საინტერესოა, რომ მართა მისმა პატრონმა შირლი ზინდლერმა ჯერ კიდევ პატარა ასაკში და ფაქტიურად დაბრმავებული წამოიყვანა სანტა როზას ძაღლთა თავშესაფრიდან და შვილივით გაზარდა. რომ არა იგი, ვინ იცის სად იქნებოდა დღეს მომავალი ჩემპიონი.

მეორე ადგილზე გავიდა ბრიუსელური გრიფონისა და მოპსის ნაჯვარი 16 წლის უხუცესი მო, რომელიც როგორც ფოტოსურათიდან ჩანს აშკარად უკმაყოფილო დარჩა ჟიურის გადაწყვეტილებით.

 

21443290_10212576345516760_25239235_n

 

 

 

გამოცემა Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგს აქვეყნებს. უკვე მეექვსე წელია პირველ ადგილს კომპანია Apple იკავებს. ,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ Apple-ი იყოს საუკეთესო. ეს შედეგებზეც აისახება. უკვე მეექვსე წელია ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სახელს ვატარებთ. მომხმარებელი გვენდობა და ჩვენ ეს სტიმულს გვაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.” – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.  ძვირადღირებული ბრენდების 10-ეული კი ასე გამოიყურება:

  1. Apple –  ბრენდის ღირებულება: 154,1 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +6%.
  2. Google – ბრენდის  ღირებულება 82,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +26%.
  3. Microsoft – ბრენდის ღირებულება: 75,2 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: + 9 %.
  4. Coca-cola – ბრენდის ღირებულება: 58,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +4%.
  5. Facebook – ბრენდის ღირებულება: 52,6 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +44%.
  6. Toyota – ბრენდის ღირებულება: 42,1  მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: + 11%.
  7. IMP –  ბრენდის ღირებულება: 41,4 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: -17%.
  8. Disney –  ბრენდის ღირებულება: 39,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +14%.
  9. McDonald’s – ბრენდის ღირებულება: 39,1 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: -1%.
  10. GE – ბრენდის ღირებულება: 36,7 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: -2%.

მსოფლიოს ძვირადღირებული ბრენდების 10-ეულიდან ნახევარს ტექნოლოგიური კომპანიები წარმოადგენენ.

გამოჩენილი გერმანელი მწერლის, ე.წ. „დაკარგული თაობის“ წარმომადგენლის, ერიხ მარია რემარკის ,,ტრიუმფალური თაღი” სიყვარულის ტრაგიკულ ბედზეა, ადამიანის ბედი ფაშისტურ, გულცივ სამყაროში და სიყვარული, როგორც ერთადერთი, თუნდაც დროებითი თავშესაფარი.

 ფაშისტური გერმანიიდან განდევნილი, ნიჭიერი ექიმი რავიკი პარიზში ცხოვრობს და ემიგრანტის საშინელ ხვედრს იზიარებს, დაეძებს ჯალათს, რომელმაც არაერთი ადამიანი აწამა და ერთპიროვნულად უსწორდება მას. ემიგრანტის სტატუსი და მის ქვეშ მცხოვრებ ადამიანთა მძიმე ხვედრი.სიყვარული, რომელიც განწირულია დასაღუპავად და შურისძიების წყურვილი, ადამიანს რომ საკუთარ თავს ავიწყებს და ოსტატურად გადმოცემული ეს ყოველივე.

 

რავიკის ცხოვრებისეულ გამოცდილებას აირეკლავს მისი ყოველი ნაბიჯი, ჭეშმარიტებით აღსავსეს ხდის მის ყოველ სიტყვას. რემარკი მისი ენით გადმოგვცემს არაერთ ცხოვრებისეულ სიბრძნეს. ამასთან, ავტორის ენა, მისი ოსტატური წერის მანერა არაჩვეულებრივად საინტერესოს ხდის კითხვის პროცესს. საოცარი ძალა აქვს მის ყოველ სიტყვას.

რემარკი ხშირად ექცეოდა კრიტიკის ქარცეცხლში. ყოველ მის რომანს მოყვებოდა როგორც დაგმობა და უარყოფა, ასევე დიდება და პოპულარობა. 

გთავაზობთ ამონარიდებს  ,,ტრიუმფალური თაღიდან”, რომელიც რემარკისეულ ხედვას უფრო ნათლად წარმოაჩენს.

ყველაფერი რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება იაფია

***

მძიმე ჟამს ღმერთს ყოველთვის აქვს რაღაც შანსი

***

შებრალება საპატიებელია მხოლოდ მშვიდობიან დროს, მაშინ კი არა , როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება

***

იაფფასიანია მხოლოდ ის, რასაც საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანები ატარებენ

***

შეიძლება გახდე მთავარანგელოზი, მასხარა, დამნაშავე – და ვერავინ შენიშნავს ამას. მაგრამ აი, ვთქვათ ღილი მოგწყდა სადმე- ამას კი მაშინვე ყველა დაინახავს. რა სულელურად არის ქვეყნად მოწყობილი ყველაფერი!

***

იმ კატას გავდა , ჩიტს რომ უთვალთვალებს და ისეთ სახეს იღებს, ვითომ მისი მზერით ტკბება 

***

თუ რაიმეს გაკეთება გინდა , არასდროს იკითხო ამას რა მოყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ

***

ბედნიერება იწყება შენით და შენთანვე მთავრდება

***

ვინც მართლა დაღუპულია, ის არაფერს ამბობს

***

კლინიკა მონასტერივითაა- ხელახლა სწავლობ ყველაზე უბრალი ამბების დაფასებას,იგებ , რას ნიშნავს სიარული, სუნთქვა, ხედვა

***

ბედნიერება, როგორღაც ძალიან უბრალოდ მოდის ხოლმე და მუდამ ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე კაცი ფიქრობს

***

დიდ სიღრმეზე მობინადრე თევზს არ აღელვებს ოკეანის ზედაპირზე მძვინვარე ქარიშხლები

***

ღამით ბევრი რამ მუქ ფერებში ეხატება ადამიანს.

***

მისთვის, ვინც მოკვდა, მისი სიკვდილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე თავისი ღერძის გარშემო მბრუნავი მთელი დედამიწა.

***

რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს, ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?

***

სიცოცხლე – იმაზე მეტია, ვიდრე სენტიმენტალურ ცნობათა კრებული.

***

ვიდრე ცოცხალი ხარ, არავის ენაღვლები. მოკვდები თუ არა, არაჩვეულებრივარ მნიშვნელოვანი ხდები.

***

პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო.

***

შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, თანაგრძნობისაგან კი – არა.

***

დედამიწაზე ყველაფრისთვისაა საკმარისი ადგილი. მხოლოდ ადამიანებს არა აქვთ ადგილი.

***

ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას. ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.

***

ყველაზე მსუბუქი ხასიათი ცინიკოსებს აქვთ, ყველაზე აუტანელი – იდეალისტებს.

***

ყველაფერი რისი მოგვარებაც ფულით ხერხდება, იაფია.

***

მხოლოდ ოცნება გვაიძულებს შევურიგდეთ სინამდვილეს.

***

მეტისმეტად სერიოზული რამ არის ცხოვრება, რომ იმაზე ადრე დასრულდეს,ვიდრე სუნთქვას შეწყვეტთ.

***

დამარხე მიცვალებული და კბილით ჩაეჭიდე ცხოვრებას.

***

თუ რაიმეს გაკეთება გინდა,არასოდეს არ იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ.

***

ორიდან ერთი ყოველთვის ტოვებს მეორეს. მთავარი ისაა, რომელი რომელს დაასწრებს.

***

ნელი, ნელი მოძრაობა ცხოვრების გზაზე. გულის ყოველ ძგერაზე მილიმეტრობით ვუახლობდებით სიკვდილს.

***

უსიყვარულოდ ადამიანი იგივეა, რაც მიცვალებული შვებულებაში.

***

ცხოვრება არის ცხოვრება,არაფერი არ ღირს და უსასრულოდ ბევრიც ღირს.

***

ღამით დრო გაჩერებულია, მხოლოდ საათი მიდის.

***

ზღაპრული ბედნიერება – იწვე და არაფერზე ფიქრობდე.

***

ყველაფერი ყოველთვის წინასწარ არის გადაწყვეტილი, ხოლო ადამიანები არა გრძნობენ ამას და კვანძის დრამატული გახსნის მომენტი ჰგონიათ გადამწყვეტი საათი, თუმცა ამ საათმა უკვე დიდი ხანია უხმაუროდ დაჰკრა.

***

აი, დღეც დადგა, სადღაც, დედამიწის მეორე მხარეს კი ჯერ ისევ ღამეა. როდისმე ისეთ თვითმფრინავებს გამოიგონებენ, რომ შესაძლებელი იქნება, ადამიანი ღამეს დაეწიოს, დედამიწის ბრუნვის სისწრაფით გაფრინდეს. და თუ დილის ოთხ საათზე გეყვარები, საქმეს ისე მოვაწყობთ, რომ სულ დილის ოთხი საათი იქნება. დროსთან ერთად გავეშურებით დედამიწის გარშემო, და დრო-ჟამი შეჩერდება ჩვენთვის.

***

ცხოვრება ჯოჯოხეთური სისწრაფით მიექანება. არაფერს არ უნდა მიეჩვიო.

***

საკმარისია ნამცეცი ფანტაზია – და ნაგვის ყოველი ზვინი ვერცხლის საბადოებად იქცევა ხოლმე.

***

თუ სისულელეების ჩადენაზე ხელი ავიღეთ – ჩანს, დავბერებულვართ.

***

გაიღვიძა და მაშინვე იგრძნო, რომ ჟოანი მის ოთახშია. ჯერ კიდევ ბნელოდა, ქალის დანახვა არ შეეძლო, მაგრამ იცოდა, რომ ქალი იქვე იყო. ოთახიც სხვა გახდა, ფანჯარაც სხვანაირი, ჰაერიც სხვაგვარი, და თვითონაც სულ სხვა არსებას იქცა.

***

ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, ყველაფერი დანარჩენი – სიცრუეა.

***

ყველანი ცხოვრების ჩრდილოვანი მხარეების ანგარიშზე ვცხოვრობთ.

***

უეცრად სუნთქვა შეეკრა: ერთი წამით მოეჩვენა, რომ ეს ქალი გაგიჟებით უყვარს.

***

საკუთარ გრძნობას ისე ვკვეთ, როგორც მორგში დასვენებულ გვამს, მაგრამ ეს არ მშველის, ასმაგად ძლიერ ტკივილებსა ვგრძნობ. ვიცი, ბოლოსდაბოლოს ყველაფერი გაივლის, მაგრამ არც ეს მშველის. თუმცა ვერაფერს ხედავდა, თვალები ჟოანის ფანჯარას მიაპყრო, თანაც გრძნობდა,უგუნურობამდე სასაცილო რომ იყო… მაგრამ ესეც არაფერს ცვლიდა…

***

არ მინდოდა სიყვარული და არ მწამდა, არ მეგონა, თუ ხელახლა მომევლინებოდა… მაგრამ მოვიდა და მთელი ჩემი გამოცდილება უსარგებლო გახადა, ცოდნა კი მხოლოდ ტკივილს მაყენებს.

 

ავტორი: მარიამ ქობულია

ფეხსაცმლისა და ავტომობილების გერმანულმა ბრენდებმა ერთობლივი ნაწარმი წარმოადგინეს. 
სპორტული ფეხსაცმლის ცნობილმა ბრენდმა PUMA-მ და პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ BMW სპორტული ფეხსაცმელი, სახელწოდებით X-CAT DISC, წარადგინეს.
ფეხსაცმელი ფუტურისტული დიზაინისაა და PUMA-ს DISC ხაზის უკანასკნელი მოდელია. ფეხსაცმლის შექმნისთვის ინსპირაციის მთავარი წყარო BMW-ს მიერ ჯერ კიდევ 2008 წელს წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელი GINA გახდა, რომელმაც თავის დროზე დიდი ყურადღება მიიპყრო ინოვაციური მასალის გამო. მასალა გარს ეკროდა ავტომობილის ძარას და საჭიროების შემთხვევაში ფორმას იცვლიდა. წარმოდგენილი ფეხსაცმელიც სწორედ ამ მასალისგან არის დამზადებული და მეორე კანივით ეკრობა ფეხს.

X-CAT DISC ფეხსაცმელი PUMA-ს ცალკეულ მაღაზიებში დღეიდან გამოჩნდება.

კოკა კვირკველია

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული „ქართული პოეზიის მეფედ”. გალაქტიონი დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა – ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანეს. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს“. 1924 წელს იგი იყო ჟურნალის „მნათობი“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში.

მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმხანად გაბატონებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია. ამის ნათელი დასტურია, თუნდაც, გალაკტიონის პოემა „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“ (1924), რომელიც 1924 წლის ეროვნულ ამბოხებას მიეძღვნა. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას.

უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. „პოეტების მეფემ“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ოფიციოზის მისდამი გულგრილი დამოკიდებულებით[საჭიროებს წყაროს მითითებას].

გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები „კავკასიონი“, „ბედი ქართლისა“ და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია „მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში“, რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)გეორგიკა (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.

გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული „ქართული პოეზიის მეფედ“. მისი პოეზიის უთვალსაჩინოესი ნიმუშებია: „ლურჯა ცხენები“, „გობელენი“, „შერიგება“, „მთაწმინდის მთვარე“, „ალვები თოვლში“, „ოფორტი“, „შიშველი“, „მარმარილო“, „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“, „დგება თეთრი დღეები…“, „მგლოვიარე სერაფიმები“, „ყორანი“, „Voiles“, „სიშორით შენით“, „ვინ არის ეს ქალი?“, „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“, „შემოდგომა “უმანკო ჩასახების” მამათა სავანეში“, „ქარი, მსოფლიო ომის მაუწყებელი“, „ეფემერა“, „ისევ ეფემერა“, „მშობლიური ეფემერა“, „არდაბრუნება“, „იმ ვარდისფერ ატმებს…“, „სასაფლაონი“, „სროლის ხმა მთაში“, „ყანები“, „თოვლი“, „ავდრის მოლოდინი“, „ქარი ქრის“, „ქარი მოგონებათა“, „ქარი დაცხრა სიბობოქრის…“, „რაოდენ ფიქრს და ოცნებას იტევ…“, „სანამ წვიმა გადივლიდეს…“, „მუხებს ჩოხათ საქილეში…“, „კუმისი“, „სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნდა“, „რამდენი დარჩა გაუგებრობა“ და სხვა.

ჰელან აბდულა (დ. 16 ნოემბერს, 1988 წ.) – ქურთი მომღერალი, მსახიობი, მოდელი. 2015 წელს გადაიღო კლიპი “რევოლუცია” (ერაყის ქ. მოსულთან ახლოს, რომელიც “ISIS”-ის ხელშია). გადაღებები მიმდინარეობდა საბრძოლო ფრონტიდან რამოდენიმე კილომეტრში. აქტიურად ეხმარება ერაყელ ქურთებს – სხვადასხვა მისიების ფარგლებში ამარაგებს ქურთ მებრძოლებს (ე.წ. “ფეშმერგა”) საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით.