23/10/2018 – 00:24
მთავარი ენის ბლოგი

ქართველი მწერლის დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალს“ შვეიცარიაში გამოსცემენ. ამის შესსახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე რახელ გრაცფელდმა იმუშავა, ხოლო გამოცემის საკითხზე ცენტრთან გამომცემლობა Dörlemann Verlag თანამშრომლობს.

დავით კლდიაშვილმა „სამანიშვილის დედინაცვალი“ 1896 წელს დაწერა. მასში სატირული ფორმით არის აღწერილი ბატონყმობის შემდეგ დაუძლურებული აზნაურების ცხოვრება.