25/11/2017 – 02:21
მთავარი გურმანი

0 1021

ცომი:

500 გრ ფქვილი

250 მლ რძე

75 გრ კარაქი

75 გრ შაქარი

ცოტა მარილი (დაახლოებით 1/5 ჩაის კოვზი)

2 ჩაის კოვზი საფუარი

2 კვერცხი

ყველა ზემოთ მოცემული პროდუქტისგან მოვზილოთ ცომი და 30 წუთი თბილ ადგილას დავდგათ. აფუებულ ცომს ცოტა ფქვილი მოვაყაროთ და ერთხელ გადავზილოთ. 10 წუთი კიდევ დაველოდოთ ამოფუებას.

 

ამ დროს შეგვიძლია ქლიავი დავჭრათ და ფხვიერი მოსაყრელის მომზადება დავიწყოთ.

 

ფხვიერი მოსაყრელის (Streusel) დამზადება მიქსერით დავიწყოთ, ბოლოს ხელითაც გადავზილოთ.

275 გრ. ფქვილი

175 გრ. კარაქი

150 გრ. შქარი

1 შეკვრა ვანილი

ცოტა მარილი (დაახლოებით 1/5 ჩაის კოვზი)

1 კვერცხის გული

 

მას შემდეგ, რაც ყველაფერი მომზადდება შეგვიძლია ცომი საცხობზე გადავანაწილოთ. დავალაგოთ ქლიავის ნაჭრები. ზემოდან მოვაყაროთ ფხვიერი მასა. დაახლოებით 30 წუთი  180 გრადუსზე გამოვაცხოთ. უკვე მზა ნამცხვარს შეგვიძლია შაქრის პუდრი მოვაყაროთ.

 

თუ დიდი საცხობი არ გაქვთ, შეგიძლიათ ცომი 2 პორციად გაყოთ.

 

მოცემული რეცეპტით შეგიძლიათ ნამცხვარში სხვა ხილიც მოსინჯოთ.

 

0 10968

 

“მეჰრაბა”! -“აფიეტ ოლსუნ”! -შეგერგოს! , თურქეთში არ არსებობს ადამიანი, რომელიც საკვებს ან სასმელს მაგიდზე დაგიდებთ და ამ ფრაზას არ გეტყვიან. ეს , პირდაპირ მიუთითებს მათ კეთილ და ზრდილობიან დამოკიდებულებაზე სტუმრების მიმართ.

ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ

თურქული სამზარეულო ძალიან გემრიელი და ცნობილია მსოფლიოში, თურქები, ნაკლებ სანელებლებს იყნებენ საკვებში და შედეგიც კარგი აქვთ.

თურქებს აქვთ ასევე უგემრიელესი გამაგრილებელი ტკბილი სასმელები, ყველაზე ცნობილი ვარდის შარბათია.

მმმმმმმმმმმმმ

თურქული “ვარდის შარბათი”

თურქეთში, ჩაი, იმდენად პოპულარული სასმელია, რომ  მას დღის ნებისმიერ მონაკვეთში სვამენ, ნებსმიერ საჭმელთან.

დდდდდდდდდდდდდ

თურქული ჩაი

ყველაზე ნოყიერ საჭმელად, თურქები ხორცის პროდუქტებისგან მომზადებულ საკვებს თვლიან, განსაკუთრებული პოპულარობით საგებლობს ქაბაბი.

ნნნნნნნნნნნნნნნ

თურქული ქაბაბი

გაცხოველებული პოპულარობით სარგებლობს  თურქეთში, ძალიან გემრიელი საკვები “შაურმა”-რომელიც საქართველოშიც დიდად აქტუალურია, იმდენად აქტუალური, რომ ქალაქის ნებისმიერ საშაურმესთან, გრძელი რიგია.

ტტტტტტტტტტტტტ

თურქული “შაურმა”

თურქულ დესერტს  განსაკუთრებული გემო აქვს. მათ აქვთ აღმოსავლურ ტკბილეული: ხალვა, ბაქლავა, რახატ-ლუქუმი, ხილის დესერტი მარცეპანით. თურქეთში პოპულარულია ყავაც, ჩაის მსგავსად ხშირად მოიხმარენ ამ გემრიელ სასმელს, თურქული ნალექიანი ყავა ტურისტებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გგგგგგგგგგგგგგ

თურქული ხალვა

ნნნნნნნნნნნნნნნნ

რაჰათ-ლუჰუმი

დდდდდდდდდდდდდ

თურქული ჩაი

ბბბბბბბბბბბბბბბბ

თურქული ყავა

თურქული საკვები, ერთ-ერთია მსოფლიოს სამზარეულოებიდან, რომელსაც ადამიანი გულგრილი ვერ ჩაუვლის.

 

ავტორი: ბაჩო გოგრიჭიანი

 

0 7982

 ქართული სამზარეულო,  კულინარიის სტილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის.

უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

აღმოსავლეთ საქართველოში, ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს  სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა.

 

ლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ

ცცცცცცცცცცცცცცცცცცცცცც

test

საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ  ვაზი თითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს  ქვევრში აყენებენ.

ტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება  აპოხტი- დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია  თათარბერაკი- წვრილად დაჭრილი ცომის მოხახრშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ.

გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ

ქართლი

ქართლში, განვითარებულია მეხილეობა, დიდი წილი მოდის ვაშლსა და ატამზე. განვითარებულია მევენახეობა. თუმცა ქართლის სამზარეულო მაინც განთქმულია წვნიანებით. აქაურ ტრადიციულ შეჭამადებს მიეკუთვნება შინდის, დოსა და ღოლოს შეჭამანდი, პურის ხარჩო. აქ ისევე როგორც კახეთში გამოიყენება ნაირგვარი მწვანილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით პოპულარულია: ლობიო, კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო, კიტრი, პამიდორი, ბოლოკი, ნიორი, წიწმატი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური. ქართლი განთქმულია აგრეთვე შესანიშნავი მწნილეულობით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯონჯოლის მწნილი.

სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

ვვვვვვვვვვვვვვვვ

მთიულეთი,თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი

საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში კერძოდ თუშეთში პოპულარული და ტრადიციული კერძებია:ხინკალი ,გოდილა (წყალში მოხარშული ცომი),ყაღი (გამოყვანილი ხორცი), ყაურმა, კონტორი (ხაჭოს გულსართიანი ხაჭაპური). თუშური სამზარეულოს სიამაყეა გუდის ყველი .ფშავ-ხევსურეთში ხინკალი შეიძლება დამზადდეს როგორც ხორცით, აგრეთვე ხაჭოთი და კარტოფილითაც.

ნნნნნნნნნნნნნნნნნნნ

სვანეთი

სვანურ სამზარეულოში მეგრულის მსგავსად ტრადიციულია სულუგუნი. ტრადიციულია აგრეთვე ჭვიშტარი, რომელიც სიმინდის ფქვილისა და სულგუნის ნაზავისაგან მომზადებული კვერია და კუბდარი – პურის ცომში ჩაშუშული, წვრილად დაკეპილი ხორცი. აქ მზადდება თაშმიჯაბი რომელიც ყველით გადაზელილი კარტოფილის პიურეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სვანეთის სიამაყე სვანური მარილი- სუფრის მარილით, წიწაკითა და სხვადასხვა სურნელოვანი მცენარით შეზავებული სანელებელი, რომელიც კერძებს განუმეორებელ გემოს მატებს.

ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ

აფხაზეთი

მეგრულის მსგავსად აფხაზური სამზარეულოც მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზეთში ყოველდღიური საჭმელია  აბისტა- სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია: აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი), არიცვმგელი(ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა(ლობიოს შეჭამანდი) და სხვა.

მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ

გურია

გურულ სამზარეულოში იმერულის მსგავსად, აქტუალურია ფრინველის ხორცის კერძები და სხვადასხვა მცენარეულობისაგან მომზადებული მხალეულობა, აგრეთვე სიმინდის ფქვილი და ტრადიციული მჭადი.

რრრრრრრრრრრრრრრრრრრ

იმერეთი

იმერული სამზარეულოს მშვენებაა ჭყინტი ყველი და ხაჭაპური. მჭადს და ხაჭაპურს აქ როგორც წესი კეცზე აცხობენ. იკვებებიან მხალეულითა და ფრინველის ხორცით.

ქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქ

სამეგრელო

მეგრული სამზარეულოს მშვენებაა -სულუგუნი , რომელიც სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება. სამეგრელო გამორჩეულია ისეთი უმშვენიერესი კერძებით, როგორიცაა:ღომი (სიმინდის ღერღილის სქელი ფაფა), ელარჯი(ღომში ჩაზელილი სულგუნი),გებჟალია (პიტნით შეზავებული ყველის რულეტი.

ფფფფფფფფფფფფფფფ

ქართული სამზარეულო მდიდარი და მრავალფეროვანია, რაც მთავარია დიდ კონკურენციას უწევს მსოფლიო სამზარეულოს კერძებს.

ავტორი: რევაზ ცანავა