25/11/2017 – 02:22
მთავარი ბიზნესკონტაქტი

საქართველოდან ექსპორტირებული კივი გერმანიაში, ლიდლის ფილიალებში იყიდება. ამ ინფორმაციას ინტერნეტ გვერდზე “Georgien Heute” აქვეყნებს.

საქართველოში კივი პირველად მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან შემოვიდა. ქვეყნის დასაველეთ ნაწილის სუბტროპიკული კლიმატი ამ ხილისთვის კარგ პირობებს ქმნის. კივის კარგ მოსავალს განსაკუთრებით გურიასა და სამეგრელოში იღებენ.

პირველად კივი ჩინეთიდან მისიონერებმა 1904 წელს ნიუზელანდში წაიღეს.

ჟურნალი “Forbes” ყოველთვის აქტიურად ადევნებს თვალს მსოფლიო ეკონომიკასა და ბიზნეს სიახლეებს. შედეგად,  მკითხველს მუდმივად სთავაზობს ამ სფეროში მომხდარ ცვლილებებს. ეკოლოგიის, პოლიტიკისა თუ ეკონომიკის ცვალებადობასთან ერთად, იცვლება ბიზნეს გარემოც –  იშლება კორპორაციები, იქმნება ახალი კომპანიები, ეცემა და იზრდება სხვადასხვა აქციის ფასი… ამ ყველაფრის შედეგად კი, იცვლება მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენებისა და ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება.

“Forbes”-მა ამჯერადაც  არ უღალატა ტრადიციას და დეკემბრის ბოლოს წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე მდიდარია დამიანების რეიტინგი 2014 წლის მდგომარეობით.

1. ბილ გეითსი – $81.2 მილიარდი

bill-gates_100x100 (1)

ბილ გეითსი ამჯერადაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეშია 81,2 მილიარდი დოლარით. 59 წლის ამერიკელი მილიარდერი  არის კომპანია Microsoft”-ის დამაარსებელი. წელს, მისი შემოსავალი $853.7 მილიონით გაიზარდა, რამაც მისი ქონების 1,1% შადგინა.

2. უორენ ბაფეტი – $74.9 მილიარდი

warren-buffett_100x100

84 წლის ამერიკელი მაგნატი კომპანია Berkshire Hathaway” -ს მფლობელია. წელს, ბაფეტის შემოსავალი რეკორდული მაჩვენებლით – $2.1 მილიარდით გაიზარდა, რამაც მისი მთლიანი ქონების 2,8% შეადგინა.

3. კარლოს სლიმ ჰელუ და მისი ოჯახური დინასტია – $71.4 მილიარდი

carlos-slim-helu_100x100

მექსიკელი მილიარდერი თავისი ოჯახით, ამ სიაში მესამე საპატიო ადგილს იკავებს. 74 წლის მილიარდერმა წელს, თავის ქონებას $1.7 მილიარდი შემატა. ეს მისი მთლიანი შემოსავლის 2,4% შეადგენს

4. ამანსიო ორტეგა – $61.7 მილიარდი

amancio-ortega_100x100

ამანსიო ორტეგა 78 წლის ესპანელი მილიარდერია. წელს, მან თავისი შემოსავალი $2,7 მილიარდით გაზარდა, რამაც მისი ქონების 4,4% შეადგინა.

5. ლარი ელისონი – $56.1 მილიარდი

larry-ellison_100x100

ამერიკის მოქალაქე 70 წლის მილარდერი კომპანია “Oracle“-ის მფლობელია. წელს, მისი შემოსავალი $4,6 მილიარდით გაიზარდა, რაც მისი მთლიანი ქონების 8,2 % არის.

6. ქრისტი უოლტონი და მისი ოჯახური დინასტია – $41.5 მილიარდი

christy-walton_100x100

ქრისტი უოლტონი და მისი ოჯახი კომპანია Wal-Mart”-ის მფლობელები არიან. უოლტონი 59 წლისაა და ის ამერიკის მოქალაქეა. წელს, მისი შემოსავალი გაიზარდა $764,2 მილიონით და ეს თანხა მისი მთლიანი ქონების 1,8% შეადგენს.

7. ჩარლზ კოჰი – $41.2 მილიარდი

charles-koch_100x100

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჩარლზ კოჰი 79 წლისაა. წელს მისი ქონება არ შეცვლილა.

8. დევიდ კოჰი – $41.2  მილიარდი

david-koch_100x100

დევიდ კოჰი ამერიკის მოქალაქეა. 74 წლის მილიარდერის ქონება წელს უცვლელია.

9. ჯიმ უოლტონი – $40.5 მილიარდი

jim-walton_100x100

ჯიმ უოლტონი ქრისტი უოლტონის ოჯახის წევრია. მისი შემოსავალი წელს $704,5 მილიონით გაიზარდა, რაც მისი ქონების 1,7% შეადგენს

10. ალის უოლტონი – $39.1 მილიარდი

alice-walton_100x100

ალის უოლტონი ჯიმ უოლტონისა და ქრისტი უოლტონის ოჯახის წევრია და მათთან ერთად ფლობს კომპანია Wal-Mart”-ის წილს. წელს, მისი შემოსავალი გაიზარდა $700,2 მილიონით, რაც მისი ქონების 1,8% შეადგენს.

 

 

 

 

“ბიზნეს იდეები საქართველოსთვის”  – ასე ჟღერდა იმ ორდღიანი ტრეინინგის სახელი, რომელიც ფრანკფურტში, სპეციალურად ქართველი ემიგრანტებისთვის, გერმანული მხარის ხელშეწყობით გაიმართა.

ტრენინგი 21 –  22 ნოემბრის ჩათვლით, განვითარების ცენტრ –  “კომპასის” ოფისში მიმდინარეობდა. პროექტი  გერმანული კომპანიების –  GSMEA, GIZ, CIM და KOMPASS -ის  პარტნიორობით  დაიგეგმა და ის ქართველი ემიგრანტების სამშობლოში  დაბრუნების ხელშეწყობასა და მათი ბიზნეს იდეების დამუშავებას ისახავდა მიზნად. ასევე პარტნიორი კომპანია იყო  ქართულ-გერმანული ფირმა Bridge to Germany (სამედიცინო და ბიზნეს კონსულტაია გერმანიაში) ამ სემინარებს  ესწრებოდა Bridge to Germany-ს დირექტორი ქალბატონი თეა კობახიძეც. KOMPASS – ში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ემიგრანტები შეიკრიბნენ, ყველა მონაწილისთვის ერთადერთი მოთთხოვნა იყო ის, რომ მხოლოდ ბიზნეს იდეის მოკლე აღწერა გაეგზავნათ. პროექტი ამ სახით  2012 წლიდან ტარდება.

“Kompass”  ბიზნეს იდეების რეალურ განხორციელებას უწყობს ხელს. პროექტი რამდენიმე ქვეყანაში ტარდება –  განვითარების პირველი პროგრამა 2009 წელს, მაროკოში დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება.

IMG_5394

ამ პროექტის შესახებ, ჩვენ ვესაუბრეთ ქალბატონ ელენ ბომერსჰაიმს, რომელიც “კომპასის” დამფუძნებელი და მენეჯერია. ეს ორგანიზაცია 15 წლის წინ დაარსა იმ მიზნით, რომ სხვა კომპანიების ჩამოყალიბებაში დახმარებოდა შესაბამისი იდეის მქონე ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ “კომპასი” მთლიანად ორიენტირებულია დაინტერესებული პირის მიერ, წარმოდგენილი ბიზნეს იდეის განხორციელებაზე და  საკუთარ ინტერესებს არ დებს ახალი ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში. ამ ორგანიზაციის დევიზი ისაა, რომ გამოირჩეოდეს ნეიტრალურობით, ობიექტურობით და მხოლოდ არსებული იდეის დახვეწასა და სრულყოფაში მიიღოს აქტიურ მონაწილეობა.

IMG_5374

 ქაბატონო ბომერსჰაიმ, ეს პროექტი ორი წელია მიმდინარეობს. რა იყო მისი დაწყების მიზანი?

სემინარების მიზანია, საკუთარი ორგანიზაციის შექმნაში დავეხმაროთ ემიგრანტ ქართველებს, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, აქ მიიღეს განათლება. ამ გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მათ, დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში წარმატებული საქმიანობით. სწორედ ამ ადამიანებს შეუძლიათ მეგობრული ხიდები ააგონ ორ ქვეყანას შორის. ეს შეეხება როგორც ქართული კომპანიების აქ შემოსვლას, ასევე საქართველოში მათ დაფუძნებას –  ჩვენი ამოსავალი წერტილიც ეს იყო.

 ამ ორი წლის განმავლობაში იყო წარმატებული პროექტები?

ასეთი  პროგრამა მრავალი წლის წინ სხვა ქვეყნებში დავიწყეთ, მაგალითად, მაროკოში ეს პროექტი GTZ- თან ერთად,  ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჩვენ ძალიან ბევრ ადგილობრივს დავეხმარეთ. მათი უმეტესობა უკან დაბრუნდა და დღეს, საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვთ – შექმნეს ახალი სამუშაო ადგილები, უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ეკოლოგიას, დემოკრატიის განვითარებას, განათლების დაფინანსებას… რაც შეეხება საქართველოს, მე თავად ვიყავი თქვენს ქვეყანაში და ვნახე, რომ  ბიზნესის განვთარების დიდი პოტენციალია. ცხადია, ბიზნესის დაწყებას დიდი დრო სჭირდება –  პირველი იდეიდან პრაქტიკაში დანერგვამდე, არც თუ პატარა გზაა გასავლელი, ხოლო როცა კომპანიის საზღვარგარეთ გახსნაზეა საუბარი, ეს კიდევ მეტად ხანგრძლივი პროცესია. ტრენინგის  ყველა მონაწილე დიდი პოტენციალის მატარებელია – აქვთ კარგი განათლება, კარგი იდეები, არიან ძლიან მოტივირებულნი. ჩვენი მიზანიც ისაა, რომ მათ საკმარისი დრო ჰქონდეთ, იდეა კარგად დაამუშავონ და მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებულებს, საკუთარი ცხოვრების დაფინანსება შეეძლოთ.

IMG_5383

 თქვენი კომპანია აფინანსებს მონაწილეებს?

ჩვენ მათში ინვესტიციას იმ კუთხით ვდებთ,  რომ რჩევები, სემინარები და ტრეინინგები აქ სრულიად უფასოა. ასევე საქართველოში გვყავს პარტნიორი ორგანიზაცია და ისიც უფასოდ უწევეს კონსულტაციას (ეს არის GSMEA Georgian assotiation small Companies).  თუმცა, უხეშად რომ ვთქვათ, მონაწილეებს ბიზნესის დაწყებისთვის თანხას არ ვაძლევთ.

აქვს რომელიმე იდეას უპირატესობა?

ესაა იდეები ორგანიზაციის დაარსების შესახებ და ასეთი იდეები შეიძლება იყოს ნებისმიერ სფეროში – ეს ადამიანის კრეატიულობაზეა დამოკიდებული.

რამდენად არის საქართველო საინტერესო  ქვეყანა ბიზნესის დაწყების კუთხით?

ამის შესახებ, საქართველოდან ჩამოსულმა დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელმა - მაგდა კორახაშვილმა არსებული პერსპექტივები მოკლედ მიმოიხილა. ეს შეეხებოდა 2014 წლის მდგომარეობით, საქართვლოში ბიზნეს გარემოს განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

IMG_5410

მაგდა კორახაშვილი

დღეს მთავარი თემა იყო საქართველოში ბიზნეს გარემოს შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. რამდენად მიმზიდველია ემიგრანტებისთვის ეს გარემო ?

ჩვენი ასოციაცია არის ორიენტირებული, რომ მცირე და საშუალო საწარმოებს შევუქმნათ შესაძლებლობები , რომ მიაღწიონ წარმატება-გაფართოებას, რასაც ავტომატურად, საქართველოს ეკონომისკის განვითარება მოჰყვება. ჩვენი ასოციაცია, ამ პროექტის ფარგლებში, მაქსიმალურად ცდილობს, გაუწიოს კონსულტაცია იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათი იდეა საინტერესო და პერსპექტიულია. ეს არაა კომერციული ორგანიზაცია – ის ემსახურება ბიზნესის განვითარებას.

IMG_5407

როგორც ინტერვიუდან შეიტყვეთ, ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ბიზნესის განვითარებას.

რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას, რომელიც მოვიძიეთ შემდეგია –  ასოციაცია ღიაა და მხარს უჭრს ნებისმიერ დაფინანსებას, იქნება ეს სახელმწიფოსა თუ კერძო სტრუქტურების მხრიდან, რამდენადაც ეს პროცესები ერთობლივად ხელს შეუწყობს ბიზნეს იდეების პრაქტიკაში განხორციელებას. ასოციაცია ასევე მხარს უჭერს პროექტს “აწარმოე საქართველოში”, რომელიც არის სახელმწიფო პროგრამა. ასევე, აქცენტი კეთდება საქართველოში ბიზნეს შესაძლებლობების განხილვაზე და ეს ემსახურება მიზანს – უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს და გაუჩნდეს სურვილი საქართველოში ბიზნესის წამოწყებისა.

საინტერესოა ტრეინინგის თემები და პრობლემური საკითხების განხილვა. პროექტის ფარგლებში, ტრეინინგზე  მთავარ პრობლემად დასახელდა – კრიმინალის ზრდა საქართველოში; საგადასახადო სისტემის შესაბამისობა ბიზნესთან; ასევე, მარკეტინგსა და ამ სფეროში კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხები. მნიშვნელოვანი თემა იყო კვალიფიციური და კომპეტენტური კადრების არსებობა-არარსებობის საკითხი. აღსანიშნავია, რომ განსახილველ მაგალითად დასახელდა ზურაბ შევარდნაძის ბიზნეს საქმიანობა, რომელიც განხორციელდა გერმანული სტანდარტების დაცვით.

 

საინტერესოა, როგორი შთაბეჭდილება დატოვა პროექტმა უშუალოდ მონაწილეებზე და მათი აზრით, რეალურად არის, თუარა ის რაიმეს მომტანი. ამის შესახებ, რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ.

ეკატერინე როგავა : ამ ეტაპზე, სამსახურს ვეძებ და ამიტომ, ჯერჯერობით, ამისათვის ვერ მოვიცლი, თუმცა,  სამომავლო გეგმის სახით გამომადგება.

IMG_5388

მინდა, რომ საქართველოსთან კავშირი შევინარჩუნო, რათა შემდგომში რეინტეგრაცია  არ გამიჭირდეს. სამომავლოდ, შემიძლია უკვე გეგმის დასახვას და იდეების ჩამოყალიბებას შევუდგე. პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო იდეები მოვისმინე. გარდა ამისა, ქართველებთან თითქმის არ მაქვს კონტაქტი და აქ საინტერესო ადამიანები გავიცანი. ყოველთვის მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა მსგავს პროგრამებში. გერმანიასთან ამ სახით ურთიერთობები სიახლეა და, რა თქმა უნდა, მივესალმები.

დავით ქვირია: უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას. ნამდვილად საჭიროა ამგვარი დახმარება და ხელშეწყობა. ვაპირებ, ამ პროექტის ფარგლებში, მომავალი წლის ნოემბრიდან ბიზნესი დავიწყო საქართველოში.

IMG_5415

 

ირმა შმიდტი: ძალიან საინტერესო იყო. ამ ეტაპზე მივიღეთ საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

IMG_5403

ბიზნესის განხორციელებას კარგად დაფიქრება, იდეების საფუძვლიანად გაანალიზება სჭირდება, რამდენადაც ის დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება უშუალოდ ამ პროექტს, ამგვარ შეხვედრებს მივესალმები.

 

ავტორი: ანნა კარდანახიშვილი

ფოტოების ავტორი: ჰანა ბუშკე