22/10/2018 – 01:42
მთავარი ბიზნესი

გამოცემა Forbes-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგს აქვეყნებს. უკვე მეექვსე წელია პირველ ადგილს კომპანია Apple იკავებს. ,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ Apple-ი იყოს საუკეთესო. ეს შედეგებზეც აისახება. უკვე მეექვსე წელია ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სახელს ვატარებთ. მომხმარებელი გვენდობა და ჩვენ ეს სტიმულს გვაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.” – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.  ძვირადღირებული ბრენდების 10-ეული კი ასე გამოიყურება:

  1. Apple –  ბრენდის ღირებულება: 154,1 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +6%.
  2. Google – ბრენდის  ღირებულება 82,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +26%.
  3. Microsoft – ბრენდის ღირებულება: 75,2 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: + 9 %.
  4. Coca-cola – ბრენდის ღირებულება: 58,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +4%.
  5. Facebook – ბრენდის ღირებულება: 52,6 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +44%.
  6. Toyota – ბრენდის ღირებულება: 42,1  მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: + 11%.
  7. IMP –  ბრენდის ღირებულება: 41,4 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: -17%.
  8. Disney –  ბრენდის ღირებულება: 39,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +14%.
  9. McDonald’s – ბრენდის ღირებულება: 39,1 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: -1%.
  10. GE – ბრენდის ღირებულება: 36,7 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: -2%.

მსოფლიოს ძვირადღირებული ბრენდების 10-ეულიდან ნახევარს ტექნოლოგიური კომპანიები წარმოადგენენ.

0 1189

რუსეთის კონცერნმა ,,კალაშნიკოვმა” გაანახლა 2006 წელს შეჩერებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ექსპორტი საქართველოში. როგორც კონცერნის მარკეტინგის დირეკტორმა ვლადიმირ დმიტრევმა განაცხადა, უახლოეს 5 წლის განმავლობაში იგეგმება ცეცხლსასროლი იაღარის მასობრივი ექსპროტი საქართველოში. კონცერნმა პირველად რუსეთის ფარგლებს გარეთ, თბილისში ,,კალიბრის” იარაღის მაღაზიაში სპეციალური განყოფილება გახსნა. საფირმო განყოფილება გახსნილია კონცერნის დილერის ქსელის გასავითარებლად,რომელიც 2015 წლიდან მიმდინარეობს. საფირმო განყოფილებაში იქნება ტრადიციული იარაღები და ისეთი იარაღიც,რომელიც ,,კალაშნიკოვი”-ს და ,,ბაიკალი”-ს სახელით გამოვა. ,,კალაშნიკოვ”-მა 2015 წლის მონაცემებით რუსეთის იარაღების მაღაზიებში 20 ,,სპეც-ზონა”გახსნა. კონცერნი გეგმავს 2017 წლისთვის 60 ათასი ,,სპეც-ზონა”გახსნას.

0 553

ქართულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ღვინოზე, ბოლო პერიოდში აზიური ბაზრის დაინტერესება გაზრდილია, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განუცხადა.

მისი თქმით, წინა წლის მონაცემებთან შედარებით დაინტერესება 109%-ით არის გაზრდილი. დანელია არ გამორიცხავს, რომ წელს ჩინურ ბაზარზე მინიმუმ 3 000 000 ბოთლის ექსპორტირება მოხდეს.

„აზიურ ბაზარზე ჩვენ გვაქვს სერიოზული ზრდა. საუბარია ღვინოზე – 2 600 000-მდე ბოთლის ექსპორტი მოხდა ჩინეთში. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 109%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 3 მილიონი ბოთლის ექსპორტი უნდა მოხდეს 2016 წლის ბოლომდე. არსებული ტენდენცია არის აბსოლუტურად პროგრესული. ჩვენი გათვლაა, რომ 2020 წლისთვის გვქონდეს 10 მილიონი ბოთლის ექსპორტი ჩინეთში. ასევე დიდი ინტერესია ქართულ თაფლზე, თხილზე, რადგან ჩინეთი, გარდა იმისა, რომ არის ექსპორტიორი, ასევე არის დიდი იმპორტიორიც. რაც შეეხება რუსულ ბაზარს, არის პროგრესი განსაკუთრებით ცხოველური წარმოების პროდუქტებზე. ხდება უწყებათაშორის მოლაპარაკებები. ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები ამ ქვეყანასთან, თუმცა კერძო სექტორი კოლეგიალურ დონეზე მაინც ახერხებს საერთო ენის გამონახვას“, – განაცხადა ოთარ დანელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

კითხვაზე, ბაზარზე რამდენად სტაბილურ მიმწოდებლად ითვლება საქართველო, დანელია განმარტავს, რომ სტაბილური მიმწოდებლების ნაწილში არის შემთხვევები, როდესაც მიწოდება არ არის ორგანიზებული. ამას სჭირდება კოოპერირება, გაერთიანება და დისტრიბუციის გზების განვითარება. არის ასევე როგორც წარუმატებელი, ასევე ძალიან წარმატებული შედეგები“, – განაცხადა ოთარ დანელიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საერთაშორისო ფონდ IFAD-ის დაფინანსებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მედიატური ტარდება, სადაც ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დაათვალიერონ სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები.

ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდი MANGO საქართველოში ბრუნდება და თბილისი ორი მაღაზიის სახით იქნება წარმოდგენილი. 
ესპანური ბრენდის პირველი მაღაზია ხვალ Tbilisi Mall-ში გაიხსნება. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელთა განცხადებით, სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ხვალ საღამოს „მანგოს“ მაღაზია ოფიციალურად გაიხსნება. 
„წარმოდგენილი იქნება როგორც ქალის, ასევე ბავშვის ხაზი. მაღაზია 500 კვ. მეტრი ფართობზე იქნება განთავსებული“, – განაცხადა Tbilisi Mall-ის წარმომადგენელმა. 
„მანგოს“ მეორე მაღაზია უახლოეს ხანებში გაიხსნება სავაჭრო კომპლექს East Point-ში, სადაც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმელი გაიყიდება. 
აქართველოში MANGO-ს Retail Group Georgia წარმოადგენს.Retail Group Georgia 35-ზე მეტი გლობალური ბრენდის ფრენჩაიზ-პარტნიორი და Alhokair ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებას უწევს საქართველოში არსებულ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და კოსმეტიკის ბრენდ-მაღაზიებს.

სპილენძის ექსპორტის მოცულობა, რომელმაც ბოლო პერიოდში საექსპორტო ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, წელს იანვარ-ივნისში შარშანდელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა და 114 ათას ტონას მიაღწია.

ზრდის მიუხედავად, ღირებულებით გამოხატულებაში 6%-ით შემცირდა და 130 ათასი დოლარით განისაზღვრა, რაც ლითონზე საერთაშორისო ფასების დაცემას უკავშირდება. როგორც bpn-ს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განუცხადეს, თუ 2014 წლის პირველ ნახევარში ძირითადი საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთი იყო (ისევე როგორც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში), მისი წილი ექსპორტის მოცულობაში 69%-დან 56%-მდე შემცირდა. ამ მიმართულებით სპილენძის გადაზიდვები წელს 12%-ით შემცირდა და 72 ათასი ტონა შეადგინა. 

2,5-ჯერ შემცირდა ფერადი ლითონის ექსპორტი ესპანეთში და 8 ათასი ტონით განისაზღვრა. ტრადიციული ბაზრების დაკარგვის კომპენსირება წელს ჩინეთის მიმართულებამ შეძლო, სადაც წითელი მეტალის რეალიზაცია 2,7-ჯერ გაიზარდა და 34 ათასს ტონას გადააჭარბა. 

აღსანიშნავია, რომ პარალელურ რეჟიმში 14,8%-ით გაიზარდა სპილენძის იმპორტიც და 95 ათას ტონას მიაღწია (17%-ით გაიზარდა ღირებულება და 110 მილიონი დოლარით განისაზღვრა). იმპორტის ძირითადი ნაწილი (47%) სომხეთიდან შემოდის, საიდანაც პროდუქციის იმპორტი გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 11%-ით შემცირდა და 45 ათასი ტონა შეადგინა. მეორე ადგილზე, 19 ათასი ტონით, პორტუგალიაა, მესამეზე – 14 ათასი ტონით შვეიცარია. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში ექვსჯერ გაიზარდა სპილენძის იმპორტი მაროკოდან და 12 ათას ტონას გადააჭარბა.

ავტორი: ბელა ნოზაძე

0 834

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურისთ, ლარი დოლართან მიმართებით 0.0117 პუნქტით უფასურდება და ერთი დოლარის ღირებულება 2.2915 ლარი ხდება. ეროვნული ვალუტა მყარდება ევროსთან მიმართებით. ერთი ევრო ხვალ 2.4886 ლარი ეღირება, რაც 0.0137 ლარით ნაკლებია მის დღევანდელ ღირებულებაზე.

0 1556

2015 წლის ივლისიდან, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მაკდონალდსის ყველა რესტორანში შესაძლებელი იქნება ბავარიული სამეფო ლუდის „კალტენბერგი“ შეძენა, აცხადებს მაკდონალდსი. საქართველო მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა იქნება, ევროპის სხვა ქვეყნებს შორის, რომელშიც ადგილობრივად წარმოებული ბავარიული ლუდი გაიყიდება.მაკდონალდსი წლის ბოლომდე საქართველოში 5 მილიონი ლიტრი გერმანული სამეფო ლუდის გაყიდვას გეგმავს, ხოლო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში დამზადებული ბავარიული სამეფო ლუდის ექსპორტს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოიცავს, სადაც საექსპორტოდ გამზადებული ლუდის რაოდენობა ათეულობით მილიონი ლიტრი იქნება. მაკდონალდსის ინფორმაციით, ხარშვის დაწყების საზეიმო ცერემონიალს სამეფო ოჯახის წინამძღვარი, ბავარიის პრინცი, ლუიპოლდ რუპრეჰთ ჰაინრიხი (Luitpold Rupprecht Heinrich Prinz) დაესწრო. ლუდი, რომელიც საქართველოში გერმანულ – ქართული ინვესტიციით დამზადდება, გერმანული, კერძოდ, ბავარიული სამეფო ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. ”მაკდონალდსი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება ადგილობრივი წარმოების პროდუქტების შეტანას საკუთარ ქსელში, თუმცა, საქართველოში დამზადებულმა ბავარიულმა სამეფო ლუდმა მაკდონალდსის უმკაცრესი სტანდარტები დააკმაყოფილა. მაკდონალდსის ქსელი საქართველოში დიდი ხანია გასცდა სწრაფი კვების ობიექტის კონცეფციას, გარდა იმისა, რომ ის რესტორანი სადაც დღეს ვიმყოფებით, მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზ კომერციულ შენობას შორის მოხვდა, მაკდონალდსს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული ტურისტული და ეკონომიკური დატვირთვა აქვს, ჩვენმა რესტორნება ქუთაისსა და ზუგდიდში განსაკუთრებით ხელი შეუწყო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა მაკდონალდსი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა თეგა კაპანაძემ.
ბავარიული სამეფო ლუდის ჩამოსხმა კომპანიამ „კასტელი„ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ხოლო ქარხნის გადაირაღებისა და გერმანული სტანდარტების მისაღწევად კომპანიამ 3 მილიონ 200 ათასი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2844 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, 25 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2844 ლარად იქნება შესაძლებელი. 
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 25 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4747 ლარად იქნება შესაძლებელი.

0 870

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს.
შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ხატია მოისწრაფაშვილის განცხადებით, აპლიკაციის შევსების მსურველთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის გამო, ვებგვერდის გამართულად მუშაობა შეუძლებელია. დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად დეკლარაციების ატვირთვა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დღეს დაიწყო. უკვე 01:01 საათისთვის ატვირთული იყო 3 000-ზე მეტი დეკლარაცია.

,, ამ წუთებში ძალიან დიდი რიგებია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში, ასევე საბანკო დაწესებულებების ფილიალებში. მინდა, მოვუწოდო და თხოვნით მივმართო დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს, რომ შევსების დღეზე არ არის დამოკიდებული დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება. ასე მხოლოდ ვაფერხებთ სისტემას. ხელს ვუშლით მის გამართულ მუშაობას. ვცეთ ერთმანეთის საქმიანობას პატივი.დაუბეგრავი მინიმუმით დასაბრუნებელი თანხა ყველა მოსარგებლე პირს დაუბრუნდება. ამ პირებს დეკლარაციის შევსების შესაძლებლობა 30 სექტემბრამდე ექნებათ. “-განაცხადა ხატია მოისწრაფაშვილმა.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახურს აქვს სიახლე, რომლის თანახმადაც, დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციას რიგითი ნომერი მიენიჭება, რაც ნიშნავს, რომ პირებს, რომლებმაც დეკლარაცია შეავსეს, შეეძლებათ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით იმ დღის მონაცემები აკონტროლონ, რომელ დეკლარაციებსაც თანხა დაუბრუნდათ.

დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება დაიწყო. მოქალაქის 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს 6 000 ლარს. “თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში უფლება გაქვთ მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

0 875

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დღეს ბიზნეს ფორუმი „ასტანა-ბათუმი“ გაიხსნა. ფორუმი ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების ვიცე-მინისტრმა ჟენის კასიმბეკმა გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძემ, ასევე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის პალატის თავმჯდომარემ საბრ ესიმბეკოვმა.
არჩილ ხაბაძემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, საუბარი შეეხო ქვეყანაში მოქმედ მოქნილ საგადასახადო სისტემასა და აჭარის ტერიტორიაზე არსებულ საპრივატიზაციო ობიექტებს.
„ჩვენი მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია, პოტენციური ინვესტორებისა და ვიზიტორებისთვის ტურისტული და საინვესტიციო მიმართულებით რეგიონის გაცნობა. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო ყაზახური მხარისთვის. შეხვედრებში ჩაერთნენ სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ბიზნესმენები“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ ფორუმის დასრულებისას. ასტანაში, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აჭარაში მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
ბიზნეს ფორუმზე პრეზენტაციებით ბათუმის საზღვაო პორტი, სასტუმრო „ჰილტონი“, სამშენებლო კომპანია „ორბი“ და ტურისტული კომპლექსი „დრიმლენდ ოაზისი“ წარსდგნენ. ქართულმა კომპანიებმა უცხოელ პარტნიორებს აჭარის რეგიონში ბიზნესის დაწყებისა და მისი წარმოების შესახებ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ფორუმში მონაწილეობს აჭარის საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაც.
„ყაზახეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა და რა თქმა უნდა ამ ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაღრმავებთ. დღეისათვის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 115 მლნ ევროს შეადგენს. ყაზახური ინვესტიციების უმეტესობა აჭარის რეგიონზე მოდის. თქვენი რეგიონი ჩვენთვის კლიმატური პირობებითაც საინტერესოა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ჰიდროენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით თანამშრომლობას. გვაქვს პირველი პირებისგან ხელშეწყობის პირობაც” – განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების და განვითარების ვიცე-მინისტრმა ჟენის კასიმბეკმა.
საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ, ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართა. ე.წ. B2B შეხვედრები ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას და მათ სამომავლო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
ბიზნეს ფორუმი „ასტანა-ბათუმი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. აჭარის სამთავრობო დელეგაცია ყაზახეთს 31 მარტს დატოვებს.