23/04/2018 – 11:51
მთავარი ამინდი

ხვალ აჭარაში ამინდის გაუარესებას ელოდებიან. დღის ბოლომდე შესაძლებელია ზღვის ღელვამ 5 ბალს მიაღწიოს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერ წვიმასთან ერთად ქარის სიჩქარეც მოიმატებს, იწვიმებს მაღალმთიან აჭარაშიც. აჭარის სამაშველო სამსახური მოსალოდნელი უმინდობასთან დაკავშირებით, სრულ მზადყოფნაშია. მამუკა თურმანიძის თქმით, რეგიონის სამაშველო სამსახურს სტიქიასთან საბრძლოველად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის 5 ეკიპაჟი კვლავ დაეხმარება. საჭიროების შემთხვევაში ისევ შეიქმნება მთავრობის საგანგებო შტაბი. აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს კატეგორიულად მოუწოდებს არ შევიდნენ ზღვაში საბანაოდ.

ავტორი: მარი კეკელიძე

0 1215

აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმი დაფიქსირდა. ამის შესახებ, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა.

0 1154

10355834_340924952735639_3683107100327866726_n

გუშინ ღამით ძლიერი წვიმა და 4 -ბალიანი შტორმი დაფიქსირდა აჭარაში. ზიანი მიადგა სამ მუნიციპალიტეტს – ბათუმს, ქობულეთს და ხელვაჩაურს. ქედაში, შუახევსა და ხულოში სტაბილური მდგომარეობაა. სინოპტიკოსების ცნობით დღეს ისევ წვიმაა მოსალოდნელი, საღამოს 4 საათისვის გამოიდარებს, ღამით ისევ იწვიმებს, მაგრამ ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მზიანი ამინდი შენარჩუნდება. რაც შეეხება ელექტრო ენერგიის მიწოდებას, ქობულეთს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტრო ენერგია; ბათუმში გათიშულია 7 000 აბონენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დენი არ მიეწოდება 1790 აბონენტს. გადაუღებელი წვიმების გამო ვერ ხერხდება სამუშაო ჯგუფების მიერ შესაბამისი სამუშაოების შესრულება. გამოდარებისთანავე სპეციალისტების დაიწყებენ ელ ენერგიის ჩართვას. ამ დროისათვის ბათუმში წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს – ე.წ ბენზეს, ბონის, გოროდოკის და ბარცხანის დასახლებებს.

10708405_340928299401971_797100964_n

წყლის სათავე-ნაგებობებში წყალი ამღვრეულია და სარეზერვო ფონდიდან წყლით მარაგდება ქალაქის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი. წყალთან დაკავშირებით პრობლემებია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ახალშენში დაზიანდა წყლის მილები და წყალი არ მიეწოდება თემის გარკვეულ ნაწილს. წყლის მიწოდება დასტაბილურდება ამინდის ამინდის გაუმჯობესებისთანავე. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქ. ბათუმის ჭაობისა, ბონი-გოროდოკის, აღამაშენებლისა და მახინჯაურის დასახლებებში მდებარე საცხოვრებელი სახლები, ასევე დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები. გამოდარებისთანავე მოხდება ქალაქის ქუჩების და სახლების სარდაფების წყლისგან გათავისუფლება. გუშინ დაფიქსირდა მეწყერული მოვლენებიც. ბათუმში მთისძირის ქუჩაზე მეწყერმა ერთი ადამიანი მოიყოლა, მაგრამ სამაშველო სამსახურის მიერ დროულად მოხდა მისი გამოყვანა. ქობულეთში, სოფელ ხალაში მეწყერი ჩამოწვა და ქარცივაძეების ოჯახში სახლის კედელი დააზიანა, ოჯახი დროებით ნათესავებთან არის გადაყვანილი. ხელვაჩაურში, ზედა სამებაში, მეშვიდე რაიონსა და ჩაქვისთავში გზაზე ჩამოწვა მეწყერი, ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ჩაისუბანში ხიდია ჩავარდნილი და ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მუშაობა. მძიმე ვითარებაა ორთაბათუმის თემში, ახალშენში, მახინჯაურსა და სარფში. წყალი შეუვარდა მოსახლეობას, იყო მეწყერული მოვლენები. გზა არის გადაკეტილი ახალშენში ე.წ. ტაშხანას მიმართულებით, მუნიციპალიტეტის ტექნიკა მობილიზებულია და გზა იწმინდება. რეგიონის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულება შეუფერხებლად ფუნქციონირებს. არ არის დაზიანებული არც ერთი სკოლა, შესაბამისად, ხვლიდან ყველა მათგანში განახლდება სწვლის პროცესი. სწრაფი რეაგირების ჯგუფები ბათუმსა და დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ამჟამადაც მობილიზებულია ქ. ბათუმის მერიის და სხვა მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები, აჭარის საგზაო დეპარტამენტი, შსს-ს სამაშველო დეპარტამენტი, სამაშველო სააგენტო, საპატრულო სამსახურები, პოლიციის დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო სამსახურები. მთავრობაში შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და დაითვლის ზარალს. ასევე, ბათუმის მერიასა და მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი 27 20 06, 27 26 06, 27 26 25. აქ შემოსულ ზარებზეც მოხდება დროული რეაგირება.

ავტორი: მარი კეკელიძე

1 1103

სამი საათია უკვე აჭარაში გადაუღებლად წვიმს. კოკისპირული წვიმის გამო, ხელვაჩაურის 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთა საცხოვრებელი სახლები დაიტბორა და დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. შექმნილი მგომარეობის გამო, მოსახლეობა აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვს, თუმცა ამ დრომდე ე.წ „ოცნების ქალაქში“ ხელისუფლებისგან არავინ გამოჩენილა.
უამინდობის გამო, გადაადგილება უჭირთ სატრანსპორტო საშუალებებს. შეფერხებულია ქობულეთი-ბათუმის ცენტრალური გზის ჩაქვის მონაკვეთი. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებებლი სიტუაციის მართვის სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე აცხადებს, აჭარის სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს, რომ მცურავი საშუალებებისა და დამსვენებლებისთვის ზღვაში შესვლა აკრძალულია.

10606545_340589412769193_7755021094670363330_n

10628360_340589659435835_959567519613157977_n

1907850_340589779435823_5834180012551695408_n

10311828_340589416102526_738947744333766170_n

10635986_340589686102499_5818713499468922275_n

10698670_340589409435860_3947392650765087295_n

ავტორი: მარი კეკელიძე