21/08/2018 – 15:59
მთავარი ამინდი

0 729

ფოთში, ნაბადის უბანში, რამდენიმე ქუჩა ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა. წყალი შენობების პირველ სართულებზე შევიდა და მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა დაუზიანა.

ფოთის მერიაში დატბორვის მიზეზად, რამდენიმე საათის განმავლობაში, ელექტროენერგიის არარსებობის გამო, სატუმბი სადგურის მუშაობის შეფერხებას ასახელებენ.

ფოთის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურაბ დონდუას განცხადებით, ამჟამად, სადგური გამართულად მუშაობს. დატბორილ ქუჩებზე მცხოვრებლებს იგი დაზარალებულებად არ მიიჩნევს.

„დაზარალებულს ვერ დავარქმევ, ჩვეულებრივი მოვლენაა ამ პერიოდში. სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, მაგრამ რამდენიმე საათის განმავლობაში, შუქი არ მიეწოდებოდა. ამის შედეგად მოხდა დატბორვა. პრობლემა უკვე აღმოფხვრილია“, – აცხადებს დონდუა.

0 775

5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარა, თუმცა 31 აგვისტოს შესაძლოა, საქართვლოს ზოგიერთ რაიონში საღამოსა და ღამის საათებში იყოს წვიმა, ელჭექით.
მზიანი, უნალექო ამინდები 5 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 2 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33 გრადუსზე მეტი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 30-31 გრადუსამდე.
თბილისში 31 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა იყოს ხანმოკლე წვიმა. 5 სექტემბრის ჩათვლით დედაქალაქში დათბება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსამდე იქნება.

0 888

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, აჭარის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, გაწმენდით და ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ზვიად ქაწაშვილის დავალებით, ბათუმში დამატებით მობილიზებულ იქნა სამაშველო ჯგუფები თბილისიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან. ძლიერმა წვიმამ ფოთშიც დატბორა სახლები და ქუჩები. წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები სპეციალური წყალსაქაჩი ტექნიკით მიმდინარეობდა. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 205 მაშველ-მეხანძრე.

ფოთსა და ბათუმში სამაშველო, გაწმენდითი და ამოტუმბვითი სამუშაოები დღესაც გრძელდება.

 

0 1308

საქართველოში 29 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე უნალექო ამინდი იქნება. როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განაცხადა, საქართველოში დღეს აგვისტოში ყველაზე ცივი და წვიმიანი დღე იქნება. 
ხვალიდან წვიმის ნალექის ინტენსივობა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შესუსტდება. დასავლეთ საქართველოში დღისით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
28 აგვისტოს კი საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იწვიმებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა თბილისში 24 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ბარში – 32 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოში – 32 გრადუსი. 
29 აგვისტოდან მთელს საქართველოში გამოიდარებს. ტემპერატურა თანდათან, როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთ საქართველოში 34 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 29 აგვისტოს 26 გრადუსი იქნება. 
30 აგვისტოს მცირე ნალექი იქნება ბათუმში. შემდეგ კი 4 სექტემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

ბათუმის მერია ქალაქში შექმნილ ვითარებაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს შეგვექმნა რთული მდგომარეობა, დღის ბოლოს ნალექის რაოდენობა უხვი მოცულობით მოვიდა, ხახული მეჯინის წყალი ამ ეტაპზე უკვე 80 პროცენტით იქნა გაწმენდილი. მიუხედავათ 4 ბალიანი შტორმისა ხახულის, მეჯინის, ჟილინის და ე.წ. არდაგანის არხები ყველა მოქმედია და გახსნილი, არხების გადინებით პრობლემა არ დგას მაგრამ არხები ვერ ღებულობს უხვი რაოდენობით ნალექს.

ძირითადი პრობლემა არის ჭავჭავაძე და გრიბოედოვის ქუჩების კვეთიდან ჭაობის დასახლების მიმართულებით, ეს არის მაიაკოვსკის ქუჩის ბოლო მანთაშევის გადასავლელამდე,

სისტემატურად ვღებულობთ ადმინისტრაციული ერთულებიდან უბნებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამაშველოს და საგანგებო სამსახურები საპატრულო პოლიციასთან ერთად ვმუშაობთ, სამწუხაროდ ელექტრო ენერგიის გათიშვაც ფიქსირდება ქალაქში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური და მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობს შეუფერხებლად.დავიწყებთ ყველგან ამოტუმბვით სამუშაოებს. ჩვენთ ხელთ არსებული ტექნიკა რაც გაგვაჩნია ამ ეტაპზე საკმარისია. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ეკიპაჯებიც ჩამოვლენ. ძირითადი პრობლება ჭაობის დასახლებაშია სადაც ახლა კეთდება სანიაღვრე სარეაბილიტაციო სამუშაოები.“ – ნათქვამია განცხადებაში

0 801

24-25 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, ხვალ კი წვიმა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იქნება.
სინოპტიკოსები 24 აგვისტოდან საქართველოში კვლავ ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. კერძოდ, 24 და 25 აგვისტოს წვიმაა მოსალოდნელი. 25 აგვისტოს კი ღამის საათებში, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.
დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 32 გრადუსი იქნება, 24 აგვისტოდან კი შედარებით აგრილდება და ჰაერის ტემპერატურა 25-28 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში ხვალ 30 გრადუსამდე იქნება. 25 აგვისტოს შედარებით აგრილდება და შესაბამისად ტემპერატურა მცირედით დაიკლებს. 26 აგვისტოდან კი ტემპერატურა მოიმატებს.
თბილისში დღეს 25-27 გრადუსია მოსალოდნელი. საღამოს საათებში იწვიმებს. ნალექი ხვალ საღამოს საათებშიც შენარჩუნდება. თბილისში წვიმა 24-25 აგვისტოსაც მოსალოდნელია.
საქართველოში არამდგრადი წვიმიანი ამინდები თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

0 771

დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ასევე იქროლებს ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით უნალექო ამინდი შენარჩუნდება საქართველოს დედაქალაქში. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსი იქნება და იქროლებს ქარი, რომლის სიჩქარეც 10-15 მეტრი წამში იქნება.

0 846

შტორმისა და ძლიერი ტალღების გამო, აჭარის სანაპირო ზოლზე, აგრეთვე ურეკში ზღვაში შესვლა დღის ბოლომდე  რეკომენდებული არ არის.ზღვაზე 2-3 ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ. 
სანაპირო ზოლზე არსებულ სამაშველო სამსახურის კოშკურებზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. 

როგორც სინოპტიკოსები იტყობინებიან  ძლიერი წვიმა და ელჭექი მოსკოვში და სხვა რეგიონებში პრიველ აგვისტომდე გასტანს. ელვა ერთ ქალს მოხვდა,მაგრამ საბედნიეროდ გადარჩა. მოსკოვში ”ნარინჯისფერი” დონეა გამოცხადებული.  თვითმფრინავები გადადიან სარეზერვო აეროპორტებზე, რის  გამოც რამდენიმე რეისი გადაიდო.

წარმოგიდგენთ ფოტო და ვიდეო მასალას:

ძლიერი ქარი და სეტყვა ბრიანსში

363905

 

 

395285

589648

621028

 

893875

 

909600

 

 

0 800

30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილის, ნინო წვერავას ინფორმაციით, 28-29 ივლისს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა, იყოს სეტყვაც.
28-29 ივლისის ღამისა და საღამოს საათებში თბილისში ასევე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – 37 გრადუსი.
30 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით კი, საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსამდე მოიმატებს.