22/10/2018 – 22:16
მთავარი ამინდი

0 732

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიორი პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების კიდევ 2 მონაკვეთზე:

თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 (ზუგდიდი-ლახამურა) მონაკვეთზე ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

0 1336

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე დღეს 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორმა, რუსუდან დიასამიძემ განუცხადა, ტალღები საღამოს საათებიდან გააქტიურდება და ღამის განმავლობაში 5 ბალიან შტორმს მიაღწევს.
მისივე განმარტებით, ზღვის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი თოვლ-ჭყაპის სახით, ხოლო მთებში თოვა.
რუსუდან დიასამიძის თქმით, უამინდობა შენარჩუნდება ხვალაც, ხოლო 21 იანვარს გამოიდარებს.

0 895

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
18 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი (20-25 მ/წმ).19-20 იანვარს გავრცელებას იწყებს ხმელთაშუაზღვის ციკლონთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 19 იანვარს იქნება +9, +14 გრადუსის ფარგლებში, ხოლო 20 იანვარს დაიკლებს +3, +8 გრადუსამდე.21 იანვარს გამოიდარებს. 22-24 იანვარს კვლავ მოსალოდნელია შედარებით ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდი.

0 814

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, გუდაურამდე მისასვლელ გზამდე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ზვავსაშიშროება ისევ რჩება, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე რის გამოც, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.

მათივე ცნობით, ინტენსიური წვიმების შედეგად გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ70-კმ172 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ69 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად დაზიანდა დროებითი შემოვლითი გზა, რის გამოც აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ57 (ტყიბული-ნიკორწმინდა) მონაკვეთზე, ჩატერებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგდად, ავტოტრანსპორტის მოძრაობისას მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამყენების რეჟიმი მოიხსნა და თოვლისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

0 801

8-9 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. 9 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია +4, +9 გრადუსი. 10-12 იანვარს ნალექი შენარჩუნებული იქნება მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შეწყდება. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. 11-12 იანვარს მოსალოდნელია + 15, +17 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +8, +13 გრადუსი.

0 780

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე ინტენსიური წვიმების შედეგად, მდინარე ჩხარას ადიდების გამო დაზიანდა საგზაო მონაკვეთი და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით მოძრაობა დაიკეტა. მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნული საგზაო მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, დროებითი შემოვლითი გზის ფუნქციას ასრულებს და სტიქიის შედეგად ის განმეორებით დაზიანდა.

ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ინტენსიურად წვიმს. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები. წყლის დონის დაწევასთან ერთად, დაუყოვნებლივ დაიწყება წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

0 886

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში და დიდუბე-ჩუღურეთში ძლიერი ქარია. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ რაიონში ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.

ძლიერი ქარმა ასევე ხეები მოგლიჯა. როგორც ცნობილია, ხის ტოტი 25 წლის გოგონას დაეცა. მას სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია. ხეები დაეცა მანქანებსაც. დაზიანებულია 6 ავტომობილი.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები რჩებიან.

0 769

1-2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის დაცემაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან გახდა ცნობილი.
უწყების ინფორმაციით, 1 ნოემბერს დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში მოსალოდნელია +3, +8, მთაში +1, +6, მაღალმთაში – 4, +1 გრადუსის ფარგლებში.
“1 ნოემბერს ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში ზოგან თოვლი. 2 ნოემბერს ღამის საათებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც შესაძლოა -1 გრადუსამდე დაეცეს. 3 ნოემბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

0 1823

აჭარის მთებში თოვლი მოვიდა. გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან დაახლობით 2 200 მეტრზე თოვლის საფარი 15 სანტიმეტრს აღწევს.
როგორც ,,შენი მედია გუნდისთვის” გახდა ცნობილი ამ დროისთვის, უღელტეხილთან მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს.

0 893

9 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმიანი და ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, დღეს ქვეყნის უმეტეს რაიონებში გამოიდარა, თუმცა ღამით ძლიერი წვიმა იყო კახეთში, კერძოდ, ლაგოდეხსა და ყვარელში.
დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე წვიმა შენარჩუნდება და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხვალ კი, ქვეყნის უმეტეს რაიონებში გამოიდარებს. 7-9 ოქტომბერს კი მთელს საქართველოში კვლავ იწვიმებს და არამდგრადი ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 10-15, ხოლო ზოგან 17-22 მეტრი იქნება.
ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 28-30 გრადუსია მოსალოდნელი. 7-8 ოქტომბერს კი 22 გრადუსამდე დაეცემა, 9 ოქტომბერს – 18-23 გრადუსია მოსალოდნელი.
ხვალ, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს და 24 გრადუსი იქნება. 7-8 ოქტომბერს კი 23 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 9 ოქტომბერს ტემპერატურა 14-18 გრადუსის ფარგლებში იქნება.
სინოპტიკოსები, 10-11 ოქტომბერს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, გამოდარებას პროგნოზირებენ.