25/09/2017 – 10:12
მთავარი ამინდი

0 409

კვირის ბოლომდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განაცხადა, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმს, იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგიერთ რაიონებში ძლიერი, კერძოდ, შავი ზღვისპირეთში და კოლხეთის დაბლობზე 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 24-29 გრადუსი იქნება.

დღეს იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია სეტყვაც. დღისით იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან ძლიერი – 20-25 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით 32-37 გრადუსამდე იქნება. 

თბილისში დღეს წვიმიანი ამინდია, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება 20-25 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა დღისით 35 გრადუსამდე იქნება. 

საქართველოში ცვალებადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა 29-31 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში – 34-36 გრადუსის ფარგლებში. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი წვიმა 22-23 ივლისაც არის მოსალოდნელ

0 580

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებული იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩავა. 
როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან გახდა აცნობილი, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შესაბამისი სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში ჩავლენ.

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

სტიქიის გამო გადაიდო ურეკის საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena გადმოცემის საზეიმო ცერემონია. ასევე, გადაიდო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი, ბაში-დაფნარის ახალი საგზაო მონაკვეთის გახსნა.

0 806

გთავაზობთ ბათუმში მოსული უხვი ნალექის შედეგად შექმნილი წყალდიდობის ფოტო და ვიდეო მასალას.  ყველაფერი სოციალური ქსელიდან არის აღებული.

13567220_513539978841904_8590458495585582237_n 13567446_513540045508564_4694061069435889373_n 13592366_513539872175248_2068360358845381158_n 13599984_513539688841933_3267017237487875796_n 13600009_513539708841931_4774484321267126340_n 13600062_513540062175229_2938517855950406952_n 13600213_513539742175261_8828463570193362827_n 13606604_513489622180273_5007627907797631137_n 13606783_513489542180281_4396549342809967570_n 13606977_513489092180326_3203751429858631009_n 13607019_513489572180278_8254776330618985430_n 13612143_513539635508605_7359320861248205358_n 13615116_513540032175232_8513065732806735944_n 13615262_513539858841916_7836877208085710712_n 13626966_513539902175245_709310470185158740_n 13627032_513489648846937_3906515842416390072_n

 

 

 

0 414

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც სააგენტოდან გახდა ცნობილი, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან და 24-25 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელია სეტყვაც.

0 438

ძლიერი ქარიშხალის და სეტყვის შედეგად ლაგოდეხის რაიონის რამდენიმე სოფელი დაზარალდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფელ ჭაბუკიანსა და ონანაურშია.

“იმედის” ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 200 ჰა-მდე ვენახი, ასწლიანი კულტურები და საზამთროს ბაღების 80%-მდე განადგურდა.

ადგილობრივების თქმით, ქარიშხალი და სეტყვა დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა.

შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.

0 626

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +23, +28° იქნება. 7-10 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +20, +25° – ის ფარგლებშია მოსალოდნელი.11 – 12 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 3 – 4 გრადუსით მოიმატებს.

0 544

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით მთელ საქართველოში ხვალიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი და უმეტეს ქალაქებში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. თბილისში ხვალ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება, თუმცა იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი ქარი 17-22მ/წმ.

0 1088

ძლიერმა წვიმამ რუსთავის ცენტრალური გზა და ქუჩები დატბორა. ქალაქში შეზღუდულია სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეების გადაადგილება. რამდენიმე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებელ სახლამდე მისვლას ვერ ახერხებს.
ძლიერი წვიმის გამო ქალაქის რამდენიმე უბანს ავარიულად გაეთიშა ელექტროენერგიაც. ადგილზე იმყოფებიან რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები.

13321635_1391251270890602_3853904515507734239_n

13307205_1738980253043214_8656103275594723094_n

13321730_1735858430029209_2164452321126369858_n

13321956_1735868333361552_4678788077261050505_n

13327613_1735794913368894_966296953827969633_n

ფოტოები და ვიდეო აღებულია სოციალური ქსელიდან

0 654

ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება, 30 აპრილს გვიან საღამოდან 1 მაისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

წვიმა ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება. 1-ელ მაისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +16-21 გრადუსი, აღმოსავლეთში +17+22 გრადუსი, ხოლო თბილისში +21 იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათს, 2 მაისს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ.
ორშაბათს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ.

2 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში +20+25, ხოლო აღმოსავლეთში +18+23 გრადუსი, ხოლო თბილისში +22 გრადუსი იქნება.

0 651

უახლოესი ორი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური თოვა გაგრძელდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ითოვებს მთაში, მაღალმთაში, დაბლობში, ბარში, ზღვაზე. მისივე ცნობით, ამჟამად ფოთში წვიმს, თუმცა იქაც მოთოვს.

“იქნება დაბალი ტემპერატურა, მთებში და მაღალმთებში – ქარბუქი. თოვლი იქნება ხვალ და ზეგ. 26 იანვარს თოვლის ინტენსივობა შემცირდება და ზოგან შეიძლება შეწყდეს კიდეც. 26-27 იანვარს ყინვებიც გაძლიერდება”, – აცხადებს ჰიდრომეტეოლოროგიური სამსახურის ხელმძღვანელი.
მისივე ინფირმაციით, 27 იანვრიდან გამოიდარებს, მაგარ ცოტ-ცოტა ნალექი მაინც დარჩება.