25/11/2017 – 07:48
მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია,  ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

,,ჩვენ, პირველ რიგში მხარს ვუჭერთ, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ კანონს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ და  მიგვაჩნია, რომ საქართველოს კანონმდებლობით  ამ კანონის დარღვევა ნებისმიერი ფორმით დაუშვებელია. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ  ყველა იმ  მედია საშუალებასა და ჟურნალისტს, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებდა და ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას საზოგადოების წინაშე და იმედს გამოვთქვამთ , მათი საქმიანობა  რაიმე ფორმით შეზღუდული  არ იქნება.

რაც შეეხება  ტელეკომპანია ,,რუსთავი-2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებთ. კანონის პატივისცემა არ მოიცავს მხოლოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემას, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მოითხოვს იმ კანონის დაცვას, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. შესაბამისად ველოდებით სასამართლო პროცესის  სამართლიანად წარმართვას, ისე რომ ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხებას ადგილი არ ჰქონდეს. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების სწორად ინფორმირება და  ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალის გასაჯაროება, რაც ასე თუ ისე საზოგადოებისთვის  გარკვეულწილად მიუწვდომელი და გაუგებარია.

ასევე მიგვაჩნია ,რომ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ ამ ეტაპზე მედიალიდერია, რაც ნიშნავს იმას , რომ საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, ის სტატისტიკა რაც არსებობს ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მედია საშუალებების სასარგებლოდ, ამ შემთხვევაშიც გამართლდება და  ტელეკომპანია შეძლებს თავისი სიმართლის დამტკიცებას.”

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა, საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. როგორც ,, შენი მედია გუნდისთვის” გახდა  ცნობილი, სოფელში უამრავი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ხელისუფლებისგან ითხოვს.

  1. მოსახლეობა აპროტესტებს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ არეულობასა და პროვოკაციებს საოკუპაციო ზოლთან, რადგან ამ პროვოკაციების შემდეგ ხდება სოფლის მაცხოვრებლების გატაცება. მოსახლეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს თხოვნით, მოახდინოს მსგავსი პროვოკაციების დროული პრევენცია და დასჯა იმ პირებისა რომლებიც აღვივებენ კონფლიქტს და ეწევიან უშედეგო პროპაგანდას.
  2. სოფლამდე მისასვლელი სამანქანო გზა, რომელიც არის 4 კილომეტრი სიგრძის, არის საშინელ მდგომარეობაში, საჭიროებს შეკეთებას, გზის გაუმართაობის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა ხშირად აგვიანებს გამოძახებაზე მისვლას, რასაც რამდენიმე ხნის წინ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.11223998_471410183036534_4895263544007424721_n

3. სოფელს არ მიეწოდება სასმელი წყალი, ერთადერთი წყარო არის სოფლის ცენტრში და ამ წყალს იყენებს დაახლოებით 250-დან 300 ოჯახამდე, არის მუდმივი რიგი წყალზე, რადგან ამ წყალს იყენებენ სასმელად, პირადი ჰიგიენისთვის და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის არ გააჩნიათ წყალი.11230902_471413729702846_294722346253742811_n

 

11179953_471409926369893_4154076605409951502_n

4. სოფელს  ასევე აქვს ბუნერბივი აირის პრობლემა, ზამთრამდე ითხოვენ გაზიფიცირებას,  რადგან ზამთარში შეშის პრობლემა ექმნებათ.
5. სოფელს არ აქვს საბავშვო ბაღი, რის გამოც მცირეწლოვანი ბავშვები ვერ იღებენ სკოლამდელ განათლებას.
6. სოფელში არსებობს სკოლა, რომელიც საოკუპაციო ზოლიდან 50 მეტრში მდებარეობს, რის გამოც მოსახლეობა არ არის დარწმუნებული საკუთარი შვილების უსაფრთხო გადაადგილებაში.
7. სოფელს აქვს ამბულატორია, მაგრამ არ ყავთ ყოველდღიური ექიმი, ექიმი არის მაგრამ კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ, ასევე ამბულატორიას არ გააჩნია სამედიცინო ინვენტარი და გასამართია ინფრასტრუქტურა. მაგალითისთვის ჯანგბადის ბალიშიც კი.
8. სოფლის მაცხოვრებლების 90% არის უმუშევარი, რის გამოც სოფლის მაცხოვრებელთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და სავალალო.
9. სოფლის მაცხოვრებლები ასევე ითხოვენ საკუთარი ქონების(სახლ-კარი, მიწა) რეგისტრაციას, რადგან მათ არ გააჩნიათ ფინანსები ისინი ვერ არეგისტრირებენ კუთვნილ მამა-პაპისეულ ქონებას.
10. მოგეხესენებათ შარშან წლის ამ დროს, დაისეტყვა სოფელი, რის შემდეგადაც მოსახლეობა დაზარალდა, სახელმწიფომ აღწერა ზარალი, მაგრამ მიუხედავად ამისა არ მოხდა ზარალის ანაზღაურება დღემდე.11737927_471409846369901_600915221546379603_n

11. ოკუპაციის ზოლში ასევე მოყვა დამუშავებული სახნავ-სათესი ტერიტორია, რის გამოც მოსავალს ვერ იღებს მოსახლეობა. მათ ეშინიათ გადასვლა ამ ტერიტორიაზე რადგან არ მოხდეს მათი გატაცება ოკუპანტების მიერ.
12. სოფელს ჰყავს 2008 წლის ომის მონაწილე 3 ვეტერანი, რომელთაც არ გააჩნიათ წამლების შეძენის საშუალება.
13. სოფელს არ გააჩნია აფთიაქი, რის გამოც უწევთ გორში ჩასვლა მედიკამენტების შესაძენად, ასევე გორამდე ტრანსპორტი ძალიან ძვირია, 1 ლარი და 50 თეთრი ღირს რის გამოც ხშირად ვერ ახერხებენ გადაადგილებას.
14. სოფელში უმრავლესობა გახლავთ სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელი, რომელთაც მოუხსნეს სოციალური დახმარებები, ასევე ერთი ოჯახი მოყვა საოკუპაციო ზოლში, რის გამოც მას მოუხსნეს სოციალური დახმარება და წინასწარ 3 თვის აღებული ავანსის დაბრუნება მოსთხოვეს, და ეს ადამიანი გახლავთ მიხეილ ჩხიტაური. (3 შვილის მამა) მობილურის ნომერი: 551 33 38 98.
15. ელექტრო ენერგიის მრიცხველებს ვერ აყენებენ უსახსრობის გამო , მოახლეობა ითხოვს გამრიცხვლიანებას.
16. მოსახლე ფატი ცინცაძეს, საკონტაქტო ნომერი: 557 30 06 29, სახლთან მიმდებარე ხევი ჩაინგრა, რის გამოც სახლს ექმნება საშიშროება, მან მიმართა გამგეობას მაგრამ უსახსრობის გამო უარი უთხრეს დახმარებაზე, შემდეგ თავისი ძალებით ბანკიდან სესხის გამოტანილი თანხით შეაკეთა მაგრამ წვიმის დროს ისევ ჩამოინგრა.

11202586_471409946369891_4103777685357504285_n

 

11745670_471412103036342_3872798175741746568_n

17. მოსახლე ფიცხელაური ოლეგი, საკონტაქტო ნომერი: 593 05 80 08 საჭიროებს მედიკამენტებს და ეტლს „ხელის ჭოჭინა“-ს.
18. მოსახლე, მჭედლიძე მორისი, რომელიც გახლავთ  II ჯგუფის ინვალიდი, საჭიროებს ფინანსურ დახმარებას, მას არ გააჩნია ტანსაცმელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
19. მოსახლე, უჩაშვილი ნანული, რომელიც არის ასაკში და აქვს პარკინსონის დაავადება, მოუხსნეს სოციალური დახმარება, საჭიროებს დროულ რეაგირებას.
20. მოსახლეობა ითხოვს, როგორც სხვა სოფლების მაცხოვრებელი ბავშვებისთვის ასევე მათი შვილებისთვისაც მოხდეს დასასვენებლად გაშვება, რადგან ამ დაძაბულ ვითარებაში ბავშვები არიან სტრესულ მდგომარეობაში.
21. სოფელში არ ტარდება არანაირი კულტურული ღონისძიება, ასევე არის ტელევიზიის პრობლემა, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის გამო სოფელში ვეღარ უყურებენ ტელევიზორს და არიან ინფორმაციულ ვაკუუმში.
22. მოსახლებამ შეიძინა საფეხბურთო პატარა მოედანი თავისი ძალებით რამდენიმე წლის წინ, მაგრამ არ არის კეთილმოწყობილი, და მათი თხოვნაა ამ მოედნის კეთილმოწყობა, რადგან ახალგაზრდობას მიეცეს საშუალება ცხოვრების ჯანსაღი წესი შეინარჩუნონ.

11205036_471409943036558_4183109764582317667_n

 

,,შენი მედია გუნდი” მადლობას უხდის გიორგი გაბედავასა და საინიციატივო ჯგუფს , ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებისთვის.

,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაიცია”  თურქეთში, ქალაქ რიზეში, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

,, ჩვენ ვგმობთ ჟურნალისტის მიმართ მსგავს ქმედებას, ეს არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის დარღვევა.  დაუშვებელია როგორც ფიზიკური ან სიტყვიერი ანგარიშსწორება, ასევე  ნებისმიერი ფორმით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. მივმართავთ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, კანონით გათვალისწინებული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ დაფიქსირებულ დარღვევებზე. ასევე მივმართავთ თურქეთის  სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება. იმ შემთხვევაში თუ ქართველი ჟურნალისტების უფლებების დარღვევაზე არ მოხდება  ადეკვატური რეაგირება ,,საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია” გამოიყენებს  ყველა იმ უფლებას რაც კანონის ფარგლებში დასაშვებია , რათა დაიცვას ქართველი ჟურნალისტების უფლებები სათანადოდ “-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, თურქეთში, ქალაქ რიზეში, ქართველ ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცჰყოფა მიაყენეს. შემთხვევა იმ საავადმყოფოში მოხდა, სადაც კვირას მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს 2 და თურქეთის 1 მოქალაქე მკურნალობს. ჟურნალისტებს თურქეთის მოქალაქის ახლობლები დაუპირისპირდნენ. ინციდენტის შედეგად დაზიანდა აჭარის ტელევიზიის კამერა.

სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტონში, აფრიკულ-ამერიკულ ეკლესიაში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. 21 წლის დილან რუფი პოლიციამ გუშინ, 200 მილის დაშორებით, ჩრდილოეთ კაროლინაში დაიჭირა.  მას ბრალად, ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანის მკვლელობა ედება.

dilan

ქალაქ ჩარლსტონსა და მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით, ეკლესიებში ღამე ლოცვაში გაათენეს იმ 6 ქალისა და 3 მამაკაცის ხსოვნისთვის, რომლებიც ოთხშაბათს ღამით სროლის შედეგად დაიღუპნენ.

პოლიცია ამ საქმეს, როგორც სიძულვილის დანაშაულს, კერძოდ რასობრივი კუთხით, ისე განიხილავს.

დაღუპულთა რამდენიმე ოჯახის წევრის თქმით, ისინი უკვე მიუტევებენ დამნაშავეს და განაცხადებენ, რომ სიყვარული სიძულვიზე უფრო ძლიერია.

ხუთშაბათ საღამოს ქალაქ ჩარლსტონის ეკლესიები სავსე იყო სალოცავად მისული ხალხით. ზოგიერთი წირვა-ლოცვა ღია ცის ქვეშაც ჩატარდა.

locvgaret

ემანუელის სახელობის აფრიკულ ამერიკული ეკლესიის წინ, სადაც მკვლელობა მოხდა, ასობით ადამიანი შეიკრიბა გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად.

ეჭვმიტანილი დილან რუფის პირველი სასამართლო პროცესი, გირაოს თაობაზე ხვალ, პარასკევს შედგება. სასამართლოში იგი ვიდეო ლინკის მეშვეობით გამოჩნდება. ფიზიკურად იგი ქალაქ ჩარლსტონის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.

დილან რუფის სოციალური ქსელის გვერდიდან ირკვევა, რომ იგი თეთრკანიანთა რასის უზენაესობის მომხრეა. მის Facebook გვერდზე დევს ფოტო, სადაც ჩანს რომ ქურთუკზე დამაგრებული აქვს აპარტეიდის დროინდელი სამხრეთ ამერიკისა და როდესიის, ამჟამინდელი ზიმბაბვეს დროშის საბნევები.

droshebi

როგორც ირკვევა, ეჭვმიტანილი, ცეცხლის გახსნამდე 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ეკელსიაში და სალოცავ ჯგუფს შეუერთდა. მრევლის განცხადებით, მათ იფიქრეს რომ ამ ადამიანს ბიბლიის განხილვაში მონაწილეობა სურდა. მოგვიანებით კი იგი უეცრად აგრესიული გახდა. შედეგად, ადგილზე 8 ადამიანი ემსხვერპლა სროლას, 1 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

 

 

იური ვაგაშვილის მეუღლე დუმილს არღვევს“,- ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში ციალა შანავას მიმართვას აქვეყნებს.
ციალა შანავა მიმართვის ტექსტში ხელისუფლებასა და ქმარ-შვილის მკვლელებს მიმართავს. ამავე ტესტში იური ვაზაგაშვილის მეუღლე უკმაყოფილებას გამოთქვამს, შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე და აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილმა საქმე გამომძიებლებისაგან დამოუკიდებლად გამოიძია და მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობები გამოძიებას გადასცა, თუმცა გამოძიებამ მას ყურადღება არ მიაქცია. ციალა შანავა უკმაყოფილობას გამოთქვამს ხელისუფლების მიმართაც და ამბობს, რომ ხელისუფლებას „დააგვიანდა“.
„რამდენი შეურაცხყოფა აიტანა ჩემმა ოჯახმა, რამდენი ცრუ ბრალდება, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია. ჩემი ზურიკო „მკვლელი“ და „ყაჩაღი“ გახადეს, ჩემმა მეუღლე ნარკოტიკების „ბარიგად“ და „ქურდული სამყაროს“ წევრად შერაცხეს. ირაკლი ფირცხალავა, ირაკლი ქადაგიძე, გივი თარგამაძე დასცინოდნენ ჩემს მეუღლეს და რა ხმებს არ უვრცელებდნენ. ძალაუფლება მათ ხელში იყო. როგორი დიქტატორი, შეურაცხადი მმართველი ჰყავდათ, ისეთები იყვნენ მისი მიმდევრებიც. გვეღირსა მთავრობის მოსვლა. ჩემს მეუღლესა და მის მიერ შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობას – „გადაარჩინე სიცოცხლეს“ დიდი წვლილი მიუძღვით სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დამარცხებაში, მაგრამ არც ახალმა მთავრობამ გამოიჩინა დიდი ყურადღება ჩვენი გაუბედურებული იჯახის მიმართ. არადა იურის იმედი ჰქონდა, ფიქრობდა, ესენი მაინც დამეხმარებიან შვილის მკვლელების დასჯაშიო, მაგრამ ამათაც გაუცრუეს იმედები. გული მეწვოდა, მის ტანჯულ სახეს რომ ვუყურებდი, იური კიდევ უფრო უარესად განადგურდა, რადგან ხელისუფლებამ ისევ ის მკვლელები დატოვა თანამდებობაზე, რომლებმაც შვილი დაგვიხვრიტეს“, – აცხადებს იური ვაზაგაშვილის მეუღლე.
ამავე მიმართვის ტექსტში ციალა შანავა მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატზეც ამახვილებს ყურადღებას. როგორც შანავა ამბობს, სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე ყოვლად სამარცხვინო და უბოროტესი ადამიანია.
„მიცვალებულს მიწაშიც არ მიყენებს. რამდენ ზღაპარს ყვება ეს უწმინდური.. ვითომ ჩემს ქმარს დეიდაშვილი ჰყავდა საყვარლად. ეტყობა თვითონ ერთმანეთისგან ვერ არჩევს სისხლის ნათესავსა და გარეულს. ბოლოს თქვა, იური ვაზაგაშვილმა თვითონვე აიფეთქა თავიო. ცალი ხელი მოგლეჯილი ჰქონდაო. არადა, მე იურის ცივ ხელებს ვუთბობდი გასვენების დღეს. ჯოგლიძე მათხოვარო, ვერ ასცდები ღვთის რისხვას“, – აცხადებს ციალა შანავა.
იური ვაზაგაშვილის მეუღლე მიმართვის ტექსტში ყურადღებას ამახვილებს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ 35 წლის მანძილზე ოჯახში ცოლ-ქმარს.
„მე გამინადგურეს ოჯახი. ორი საწოლი დააცარიელეს ჩემს სახლში. მომიკლეს ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მზრუნველი ქმარი, რომელიც 35 წლის განმავლობაში ბავშვივით მივლიდა. მე ის მიყვარს უსაზღვრო სიყვარულით. მე მას ყოველდღე მადლობას ვეუბნებოდი ამ სიყვარულისა და ყურადღებისთვის, რასაც ჩემი შვილებისა და შვილიშვილის მიმართ ავლენდა. ახლა კი იურის გარეშე ობლად ვგრძნობ თავს. ვაჟა-ფშაველამ თქვა: „ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ ჯობს ერთი მკვდარია“. იური ვაზაგაშვილი კაცური კაცის სახელით წავიდა თავის შვილებთან. ჩემს ქმარს მთელი საქართველო დასტირის. თქვენ კი ვინ გიტირებთ, მკვლელობო?! ჯერ მიწიერი მოსამართლე გაგასამართლებთ, ზეციური გასამართლება კი უარესი იქნება. იური ვაზაგაშვილი ვერ მოკალით! თქვენ კი ღმერთისთვის მკვდრები ხართ“! – ამბობს ციალა შანავა მიმართვის ტესტში, რომელიც დღეს გაზეთ „ასავალ-დასავალმა“ გამოაქვეყნა.

 გიორგი გუდაძე,რომელიც  11 მაისს,  ბარნოვის ქუჩაზე, ეგრეთწოდებული  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს, 20 დღეა შიმშილობს. მას ბრალი 273 და 236 მუხლებით წაუყენეს.

ხვალ, 09:30 , უწმინდესის ლოცვა კურთხევით ,გიორგი გუდაძეს ,მთიანეთის და ფშავხევსურეთის ეპისკოპოსი, მიქაელ გაბრიჩიძე მოინახულებს.

2015 წლის 11 მაისს 21:45 გიორგი გუდაძის დაკავების ადგილას დამონტაჟებულმა მაღაზიის სათვალთვალო კამერამ მისი დაკავება დააფიქსირა , თუმცა ჩხრეკა არ დაუფიქსირებია, რადგან იგი პოლიციელების მიერ გადაყვანილ იქნა რამდენიმე მეტრის მოშორებით,სადაც კამერების მიერ არ ფიქსირდება თუ როგორ ხდება მისი ჩხრეკა.

როგორც  გიორგი გუდაძის დედამ ,,შენი მედია გუნდთან” საუბარში  აღნიშნა, გიორგის ხასიათიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერავინ ვერ ჩაუდებდა მას აღნიშნულ  ნარკოტიკულ ნივთიერებას.

,, გიორგი არ იცით როგორი ადამიანია, ის შეაკვდებოდა ამ ყველაფერს და მაინც არავის არ ჩაადებინებდა აღნიშნულ ნივთიერებას, ის როცა მანქანაში ჩასვეს მხოლოდ მაშინ აჩვენეს , რომ მას მარჯვენა ჯიბეში აღმოუჩინეს ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში გახვეული  კონკრეტული ნივთიერება”- განაცხადა  გიორგი გუდაძის დედამ.

როგორც ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, აღნიშნული ნივთიერება აღწერილია როგორც ბალახისებრი, დაქუცმაცებული  ნივთიერება, ხოლო ექსპერტ  ნანა ლომიძის დასკვნაში წერია, რომ გიორგი გუდაძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში გახვეული მოთეთრო-მონაცრისფრო ფერის მცენარეული მასა , შეიცავს კუსტარული წესით მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დედექტივ-გამომძიებელს ოპერატიული ინფორმაცია, გუდაძის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე , თვითონ გამოძიების მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ასევე  დასკვნაში წერია, რომ ის საერთოდ არ იყო ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი.

ჩნდება კითხვა, თუ გამომძიებელი იღებს კონკრეტულ ინფორმაციას , კონკრეტული ფაქტის შესახებ და ის ნაწილობრივ არ დასტურდება , რაც ლაბორატორიულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, მაშინ რამდენად უტყუარი იქნებოდა ის ფაქტი, რომ გიორგის აღნიშნული ნივთიერება ჯიბეში აღმოაჩნდებოდა და თუ ნამდვილად უტყუარი ინფორმაციას ფლობდნენ , რატომ არ გადაიყვანეს პირდაპირ განყოფილებაში? ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბალახისებრი , დაქუცმაცებული ნივთიერება და მოთეთრო-მონაცრისფრო მცენარეული მასა ერთმანეთისგან აღწერილობითაც განსხვავდება .

მეორე ბრალდება

236-ე  მუხლის თანახმად, მას ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვაში.

,,არსებობს  დასაბუთებული ვარაუდი, რომ გიორგი გუდაძემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. გიორგი გუდაძემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოთ შეიძინა  ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში”

გიორგი გუდაძის საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის დროს, ამოღებულ იქნა დამბაჩა, რომელიც გადაგზავნილ იქნა ბალისტიკურ ექსპერტიზაზე და ექსპერტის დასკვნით ის წარმოადგენს რამდენიმე საუკუნის წინანდელ ნივთს, რომლისგანაც გასროლა სავარაუდოდ ამდენივე ხანია არ მომხდარა.

ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჩვენებით კი ირკვევა, რომ აღნიშნული დამბაჩა წარმოადგენს მე-17 საუკუნის ნივთს , რომელიც გიორგის ბაბუას დიდმა ქართველმა კლასიკოსმა, ჭაბუა ამირეჯიბმა, მეგობრობის ნიშნად უსახსოვრა.

მტკიცებულებები , რომელიც საქმეშია ნათლად აბათილებს გიორგი გუდაძის მიერ წაყენებულ ბრალდებებს.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა , რომ გიორგი გუდაძე პროფესიით ექიმია და ის სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, რასაც მისი არა ერთი მეგობარი ადასტურებს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ იგი ცხოვრობდა ეკლესიური ცხოვრებით და მიმდინარე წელს მონაწილეობას იღებდა იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანაში.

შეგახსნებთ, რომ გიორგი გუდაძე ვაკის საცურაო აუზთან რამდენიმე თვის წინ დაჭრეს დამნაშავე კი დღემდე არ არის დაკავებული. მისი სახელი ასევე დაკავშირებულია, ყოფილი ციხის უფროსის ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტთან.

უახლოეს დღეებში ,,შენი მედია გუნდი” შემოგთავაზებთ  სიუჟეტს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი მიმდინარე საქმე.

ავტორი: მარიამ ქობულია

ვაკის საცურაო აუზთან რამდენიმე თვის წინ დაჭრილი გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია დღეს (24:05:2015წ) მრგვალ ბაღთან გაიმართა. უფლებადამცველების, გიორგის ახლობლებისა  და ოჯახის წევრების განცხადებით წყლაბურთელს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. მშვიდობიან და აპოლიტიკურ აქციას  საზოგადოების ის ნაწილიც შეურთდა, რომელიც აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს. 

_DSC8415

შეგახსენებთ  გიორგი გუდაძე, 4 მაისს, 23:00  საათისთვის  ბარნოვის ქუჩაზე  ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიორგი გუდაძე, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა დაკავების  დროს, რასაც ადასტურებს ლაბორატორიული  დასკვნა. მისი ახლობლები და ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რითაც დაამტკიცებენ წყალბურთელის უდანაშაულობას.

_DSC8441

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატიული ინსტიტუტის” დამფუძნებელმა ლაშა ჩხარტიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ხელისუფლების  მთავარი პრობლემა დამნაშავე პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების სხვადასხვა თანამდებობეზე ყოფნაა და რომ მათ მიმართ არანაირი სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა.

,,ჩემთან როგორც უფლებადამცველთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, ინფორმაციით იმის თაობაზე, რომ მათთან მიმართებით მოხდა ნარკოტიკის ჩადება,იარაღზე ნაკლებად მსმენია. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ვგულისიხმობ გიორგი გუდაძეს, ბევრი მნიშვნელოვანი გარემოებაა , რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ოჯახისა და ადვოკატების  პოზიცია არის მართებული. გიორგიმ როდესაც მანქანა გააჩერა კამერები ამას აფიქსირებდა, მაგრამ ჩხრეკა კამერებისგან მოფარებულ ადგილას მოხდა ეს და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები ადასტურებს მის უდანაშაულობას.აშკარად მოხდა  მასთან აგრესორება იმ პოლიციელებისა და ძალოვნების მხრიდან, რომლებსაც პირადი და პოლიტიკური მოტივები ამოძრავებდათ, ეგრეთწოდებულ ნარჩენებს რომ ეძახიან, თუმცა არ ვიცი სად მთავრდება ნარჩენები და იწყება ახალი. ჩემი აზრით, იმ დამნაშავე პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების კვალი იკვეთება ამ საქმეში, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ციხეში პატიმრებს აწამებდნენ და სხვადასხვა დანაშაულს ჩადიოდნენ და ის რომ ისინი სხავადასხვა თანამდებობებზე არიან დღემდე, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა თუ მთავარი არა. რატომ არ ახორციელებს მოქმედი ხელისუფლება დღემდე მათ შეცვლას   და სამართლებრივ დევნას, ეს არის  ერთ-ერთი შეკითხვა მოქმედი ხელისუფლების მიმართ. ამ ადამიანების გარეშე ვერ იქნება ვერც პოლიცია, ვერც სასჯელაღსრულების სისტემა ვერც პროკურატურა ნდობით აღჭურვილი. მე შემიძლია თამამად ვთქვა, საქართველოში ჩადების სისტემა ისევ არსებობს და ამას სჭირდება დროული მიხედვა და არა ხელის გადაფარება.”-განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

_DSC8411

არასამთავრობო ორგანიზაცია „ ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ასევე ადასტურებს, რომ  გიორგი გუდაძეს მიზანმიმართულად ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება.

,,მრგვალ ბაღთან რამდენიმე მეტრშია მაღაზია ,,ნონეიმი”, გიორგი გუდაძემ იცოდა რომ მთელი დღის განმავლობაში დასდევდნენ, ამიტომ მანქანა სპეციალურად განათებულ ადგილას გააჩერა, ადამიანი რომელიც ღიად იძახდა, ჩამიდებენ ისე ვერ დამიჭერენო, ეს ადამიანი შედის მაღაზიაში ათვალიერებს კეტებს და იქ ხდება პოლიციის მისვლა და გაიყვანეს ბნელ ადგილას და იქ  ჩაუდეს ნარკოტიკი, მეორე დღეს წამალი გადაიქცა ისეთ ნივთიერებად, პროკურორმაც ვერ წარმოთქვა, შემდეგ მოიფიქრეს უფრო კარგი რამ და გიორგი გუდაძის სახლიდან ამოიღეს მე-17 საუკუნის მოვერცხლილი გატეხილი დამბაჩა. მე უბრალოდ როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს დიდი სურვილი მაქვს არ მივიდეს სასამართლომდე ეს საქმე, თავი რომ არ მოეჭრათ და იმედი მაქვს გომელაური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დასაჯოს ის ადამიანები , რომლებიც მას სახელს უტეხავენ. აქ მხოლოდ გიორგი გუდაძეზე არ არის საუბარი თვითონ ეს საშინელი ტენდენცია უნდა გაჩერდეს. ” -განაცხადა ლალი მოროშკინამ .

_DSC8426

 

გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცის მშვიდ ვითარებაში  დასრულდა, ადგილი არ ჰქონია არანაირ მოწოდებასა და პოლიტიკურ განცხადებას , როგორც ოჯახის წევრები და წყალბურთელის მეგობრები აცხადებენ  მათ  არ სურთ ამ საკითხის პოლიტიზირება და მოუწოდებენ, როგორც ჟურნალისტებს ასევე პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ ამ საკითხის მანიპულირებით.

 

ავტორი:

მარიამ ქობულია

ვაკის საცურაო აუზთან რამდენიმე თვის წინ დაჭრილი გიორგი გუდაძის მხარდასაჭერი აქცია – 24 მაისს, 14:00 სთ-ზე მრგვალ ბაღთან გაიმართება.

შეგახსენებთ  გიორგი გუდაძე, 4 მაისს, 23:00  საათისთვის  ბარნოვის ქუჩაზე  ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის ახლობლებისა და ადვოკატის ინფორმაციით, გუდაძე ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად, შიმშილობს. გიორგი გუდაძის ახლობლები და ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ დაკავებულს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა,ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ პოლიცია მას უსაფუძვლოდ არ დააკავებდა. როგორც გომელაური განმარტავს, ექსპერტიზის პასუხებიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტს, რა ზომებს მიმართოს.

„გუდაძე რომ დააკავეს, თუ ნარკოტიკი არ ჰქონდა, რატომ დააკავებდნენ მაშინ? თუ არ ექნებოდა ნარკოტიკი, მას გაათავისუფლებდნენ. როდესაც ხდება პოლიციური შემოწმება, თუ ადამიანს არაფერი არ აღმოაჩნდება, არც იარაღი, არც ნარკოტიკი, მას ათავისუფლებენ. თუ დააკავეს, ესე იგი, რაღაც აღმოაჩნდა. დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, შეიძლება, ეს იყოს სხვადასხვა ნარკოტიკის სახეობა, ფსიქოტროპული იქნება თუ რაც იქნება, იქიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტს, თუ რა მიუსაჯოს ამ ადამიანს – გაათავისუფლოს, გირაოთი გამოუშვას თუ რა გააკეთოს.მე არ მინდა, ისეთი განცხადებები გავაკეთო, მაგრამ ციხეში რომ შევბრძანდეთ და ვკითხოთ ყველა დამნაშავეს, თუ რა ჩაიდინა, 99 პროცენტი გვეტყვის, რომ უდანაშაულოა”, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გიორგი გუდაძე, ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა დაკავების  დროს, რასაც ადასტურებს ლაბორატორიული  დასკვნა. მისი მეგობრები აცხადებენ, რომ მათ გააჩნიათ მტკიცებულებები, რითაც დაამტკიცებენ წყალბურთელის უდანაშაულობას.

273 მუხლით აღძრული საქმე, რაც ითვალისწინებს პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები.ამ მუხლში არსებული შენიშვნა მნიშვნელოვანია, რადგან გიორგი გუდაძე 2-ჯერ არის  დაჯარიმებული ნარკოტიკების მოხმარების გამო, რომელიც დამტკიცებულია მხოლოდ კლინიკურად და არა ლაბორატორიულად . სწორედ ეს შენიშვნა და ასევე  236-მუხლის 1 ნაწილი, – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, რომელიც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (აქვე აღვნიშნავთ ცეცხლსასროლ იარაღში იგულისხმება 17-ე საუკინით დათარიღებული დამბაჩა, რომლის კანონიერი გადაფორმება არ ხდება და ის მიეკუთვნება კულტურულ მემკვიდრეობას) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგის 3-დან 5 წლმადე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.გიორგი გუდაძეს სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 შეგახსენებთ, რომ გიორგი გუდაძე რამდენიმე თვის წინ, ვაკის საცურაო აუზთან დაჭრეს, თუმცა დამნაშავეები დღემდე არ დაუკავებიათ.  მისი სახელი ასევე უკავშირდება ლაშა ბრეგვაძის ცემის ფაქტს.  ამ ფაქტთან დაკავშირებით, გიორგის პირობითი სასჯელი სწორედ დაკავების საღამოს სრულდებოდა. მნიშვნელოვანი დეტალი რომელზეც გიორგის მეგობრები და ადვოკატები საუბრობენ, არის ის , რომ დაკავების  დროს, გიორგი  გაიყვანეს  მიმებარე ტერიტორიაზე, რომელსაც კამერა არ უყურებდა. ამ ფაქტის დადასტურება მხოლოდ ვიდეო მასალით ან საქმეში არსებული მოწმეებით იქნება შესაძლებელი და თუ ეს დადასტურდება კიდევ უფრო გაამყარებს წყალბურთელის უდანაშაულობას. კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც გიორგი გუდაძის დაჭრას უკავშირდება საცურაო აუზთან , ფიგურირებს ვინმე ბექა კალმახელიძე, რომელიც გირაოს შეფარდებით გაათავისუფლეს, თუ რომელ საქმესთან დაკავშირებით ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის, თუმცა ფაქტია რომ გიორგის სწორედ ამ ადამიანის დასახელებას სთხოვდნენ, როდესაც ის ვაკეში დაჭრეს. წყალბურთელმა სასამართლო პროცესზე, კონკრეტული პოლიციელები დაასახელა, რომლებიც მას და მის მეგობრებს ემუქრებოდნენ.„როდესაც ბორკილების დადება დამიწყეს, ვკითხე რატომ მადებდნენ ბორკილებს. ამის შემდეგ ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული რაღაც დამანახა და მითხრა – ეს შენ მარჯვენა ჯიბეში გედოო. ვუთხარი, რომ ის მე არ მეკუთვნოდა. დავით კიკნაძე, რომელიც არის კრიმინალი სამმართველოს, თუ არ ვცდები, რომელიღაც განყოფილების უფროსი, მისი მოადგილე მაისურაძე, ასევე ბუხრაშვილი, კასრაძე და ბესელია მე და ჩემ მეგობრებს გვდევნიან და გვემუქრებიან ციხეში გაშვებით“, – განაცხადა  გიორგი გუდაძემ სასამართლო პროცესზე.

,,შენი მედია გუნდი” უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ჟურნალისტურ გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

ავტორი: მარიამ ქობულია

 

რომელი

“მარაოს” გადაცემა  “ერთგულების ტესტი” თავისი ფორმატით დამაინტრიგებელია, თუმცა იდეის სათავე იმ სტერეოტიპიდან მომდინარეობს, რომ მამაკაცებს  ერთგულება და მონოგამიურ ურთიერთობაში ყოფნა უჭირთ. ეს გადაცემაც, ექსპერიმენტის სახით, ამ მოსაზრების მართებულობის გადამოწმებას ცდილობს. თუმცა საკითხავია “ერთგულების ტესტი” ზემოთხსენებულ სტერეოტიპს ამსხვრევს თუ ამყარებს?

2015 წლის 5 მაისის “ერთგულების ტესტი” კიდევ უფრო მეტ კითხვას ბადებს. ამ შემთხვევაში ექსპერიმენტმა თავის კულმინაციას მიაღწია და  სრულიად საქართველომ ტომას ჯელეკისა და მარი ბაბეტას სექსი იხილა. ეპატაჟურობა რომ პოპულარობის მოპოვების უმოკლეს გზად იქცა, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის სიახლეს აღარ წარმაოდგენს. მაგრამ სად გადის ზღვარი?

საინტერესოა წინასწარ აფრთხილებენ თუ არა მსხვერპლთან შესაგზავნ ქალბატონებს რისი უფლება აქვთ და რისი არა? თუ გოგოები თავად ირჩევენ ინტიმური სიახლოვის ზღვარს? მარი ბაბეტას გადაწყვეტილება, რომ კამერის თანდასწრებით სქესობრივი აქტი დაემყარებინა, ექსკლუზიურად მისია თუ უნდა ვიფიქროთ, რომ მისი წინამორბედებიც მსგავსად მოიქცეოდნენ თუკი ექსპერიმენტი შორს წავიდოდა? ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაცემის ყველა მონაწილეს და მათ გადაწყვეტილებებს. მაგრამ რადგანაც დაისვა კითხვა, თუ რას იზამდნენ სხვა გოგოები, ეს უკვე ირიბი უპატივცემულობაა გადაცემის მხრიდან მათ მიმართ.

რა თქმა უნდა, ეჭვიც არ გვეპარება, რომ “მარაო” მონაწილეთა თანხმობის გარეშე, არცერთ ფარულ ჩანაწერს არ გაუშვებს ეთერში, თუმცა მაყურებელზეც ხომ უნდა ვიფიქროთ? ერთი შეხედვით გასართობი, სკანდალური გადაცემა რა გავლენას შეიძლება ახდენდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმიბრებაზე? რატომ ვამოწმებთ მამაკაცებს ერთგულებაზე? რატომ ვაკეთებთ ამით აქცენტს ერთი კონკრეტული სქესის ქცევაზე? როგორი იქნება მოზარდების რეაქცია, როდესაც ისინი მსგავსი ტიპის მესიჯებს იღებენ მედია საშუალებიდან?

სამწუხაროა, რომ ჩვენც იმ დიდი გამოხმაურების ნაწილი გავხდით, რომელიც ამ გადაცემის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა. არ ვიცით რამდენად რეალურია თუ დადგმული ეს შოუ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. უამრავი კითხვა გაგვიჩნდა და  არ შეგვეძლო ჩვენი კომენტარი არ გაგვეკეთებინა.

საბედნიეროდ “ერთგულების ტესტი” საღამოს ეთერში გადის და ტომას ჯელეკისა და მარი ბაბეტას სქესობრივი კავშირი ბევრ არასრულწლოვანს არ უნახავს. მაგრამ ღამის 9 საათი არც ისე გვიანი დროა 15-17 წლის მოზარდებისთვის.  18+ მითითებაც ადევს აღნიშნულ გადაცემას, თუმცა მოგმართავთ თხოვნით, რომ YOUTUBE-ის სივრცეშიც და MYVIDEO-ზეც დაადოთ ასაკობრივი ზღვარი, რადგან ამჯერად ეს ვიდეო ყველასთვის ხელმისაწვდომია.

 

პატივისცემით,

“საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია”

ეკა ბესელია, ქობულეთის გამგეობაში,გასვლით სხდომას ატარებს, სადაც დღის წესრიგით სამ საკითხს განიხილავენ.

დღის  წესრიგი:  

  1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტები: „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/287, 25.12.14)   III მოსმენა
    (მომხსენებლები:   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე – კახა კახიშვილი;
    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  სამართლებრივი  უზრუნველყოფის  დეპარტამენტის უფროსი – შალვა ხუციშვილი)
  2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს  კანონის პროექტები: „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“  (07-2/322, 02.04.2015)
    (მომხსენებლები: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი – შალვა  თადუმაძე;
    სსიპ  საქართველოს ფინანსური  მონიტორინგის  სამსახურის უფროსის მოადგილე – გიორგი თევდორაშვილი)
  3. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№5310, 10.03.2015)