21/08/2018 – 09:48
მთავარი Authors სტატიებიadmin

admin

102 სტატიები 0 კომენტარები

    0 607

    სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 1 აპრილიდან სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თანამედროვე ფორმატზე გადადის. ახალი რეგულაციების მიხედვით, სამინისტროსა და ფედერაციებს შორის დოკუმენტბრუნვის პროცესი ელექტრონული გახდება. სამინისტრო მსგავი ფორმატით 73 აღიარებულ ორგანიზაციასთან ითანამშროლებს.
    ახალ ფორმატზე გადასვლამდე ერთი თვით ადრე კი პრგრამა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. სამინისტროს თანამშრომლები სპორტული ორგანიზაციების წარმომაგენლებს ახალი ფორმატით მუშაობის სპეციცფიკას ყოველდღიურად აცნობენ.

      0 730

      იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 10 მარტიდან მშობელთა სკოლა იხსნება.
      ჰოსპიტლის წამყვანი პედიატრები ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს მშობლებისათვის სხვადსხვა აქტუალურ თემებზე უფასო ღია გაკვეთილებს ჩაატარებენ.
      სოციალური პროექტი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს მშობლების ინფორმირებულობის გაზრდას კონკრეტული დაავადებებისა და გადაუდებელი მდგომარეობების შესახებ. სალექციო თემები წინასწარ არის განსაზღვრული და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ მათთვის საინტერესო გაკვეთილი.
      უფასო ლექციაზე დასასწრებად აუცილებელია ტელეფონის ან ელექტრონული ანკეტის მეშვეობით განხორციელდეს რეგისტრაცია, თითოეულ ლექციაზე დამსწრე მშობელთა რაოდენობა 50 ადამიანამდეა შეზღუდული.

      უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება ფოტოკონკურსი “მე ვხედავ მზეს”.
      კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.თემატიკა უსინათლოთა ცხოვრება, პრობლემები და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. გამარჯვებულ სამ კონკურსანტს გადაეცემა სერთიფიკატი და სპონსორებისაგან დაწესებული სხვადასხვა სამახსოვრო პრიზი.
      ფოტოკონკურსი არასამთავრობო ორგანიზაცია ” ახალგაზრდები ბედნიერი მომავლისათვის” ორგანიზებით ტარდება.
      შეგახენებთ , რომ უსინათლოთა საერთაშორისო დღე საქართველოში 2010 წლიდან აღინიშნება.
      კონკურსის მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ხარისხიანი ფოტო აღნიშნულ თემაზე და გააგზავნონ მოცემულ მეილზე youthforfuture777@gmail.com.

        0 675

        ევრაზიის ინფექციურ დაავადებათა რიგით მე-7 საერთაშორისო კონგრესს საქართველო პირველად მასპინძლობს.

        თბილისში რეგიონის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩამოსულები. ექიმები სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამი დღის განმავლობაში წაიკითხავენ ლექციებს ინფექციური პათოლოგიების და რთული შემთხვევების შესახებ.

        კონგრესის მსვლელობისას C ჰეპატიტის მენეჯმენტის საკითხებზეც ისაუბრეს.

          0 1581

          საქართველოს პარლამენტს ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები ეწვივნენ.

          ფონდის ინიციატივით, საქართველოში უკვე მეორედ, ყოველწლიური „სიცოცხლის ფესტივალი“ იმართება.

          პატარები პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრნენ, სადაც მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დეპუტატებთან ერთად შეხვდა.

            0 1079

            გაერო-ს შტაბბინასთან პალესტინის დროშა აღმართეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გენერალურმა ასამბლეამ შენობასთან პალესტინისა და ვატიკანის დროშების აღმართვას მხარი დაუჭირა.

            მანამდე, პალესტინის ავტონომიის ლიდერმა გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ისრაელი ღია აგრესიაში დაადანაშაულა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი მაჰმუდ აბასის გამოსვლას აბსურდული უწოდა.

            გაერო-ში დამკვირვებლის სტატუსი პალესტინის ავტონომიამ 3 წლის წინ მიიღო, თუმცა იმისათვის, რომ პალესტინა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, უშიშროების საბჭოს თანხმობაა საჭირო.

            0 864

            ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

            ტოკიოს რიგით 27-ე საერთაშორისო ექსპოზიციაში 141 სახელმწიფოს 1 161 ორგანიზაცია მონაწილეობდა.

            პარალელურად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტთან და ტურისტულ კომპანიებთან.

              0 883

              სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან ერთად, მეთექვსმეტე დაწესებულებას ესტუმრა.

              მათ საცხოვრებელი კორპუსები, გრძელვადიანი პაემნების ოთახები, ბიბლიოთეკა, სასადილო, მაღაზია, პირველადი ჯანდაცვის პუნქტი და სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.

              კახა კახიშვილმა და კრისტიან ურსემ იმ მსჯავრდებულებს, რომელთაც კომპიუტერის შემსწავლელი საბაზისო კურსი გაიარეს, სერტიფიკატები გადასცეს.

              0 774

              საერთაშორისო გაერთიანება რუსეთისგან სირიაში დაწყებული ოპერაციის მიზნებზე ახსნა-განმარტებას ითხოვს.

              ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თქმით მოსკოვს მოუწევს დაამტკიცოს, რომ მისი იერიშები ტერორისტების წინააღმდეგაა მიმართული.რუსეთისგან მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს შეერთებულ შტატებშიც.

              პენტაგონში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, რუსეთის სამიზნე სირიაში გუშინ ისლამური სახელწმიფოს პოზიციები არ ყოფილა, რადგან იმ ქალაქებს, რომლებიც რუსულმა მოიერიშეებმა დაბომბეს, სამთავრობო ძალები აკონტროლებენ და მათ წინააღმდეგ იქ მხოლოდ ოპოზიციის მებრძოლები იბრძვიან.
              ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, გუშინდელი იერიშების სამიზნე ისლამური სახელწმიფოს პოზიციები იყო. ლავროვის განცხადებით, რუსეთს სურს დემოკრატიული და ერთიანი სირია იხილოს.

                0 788

                არგენტინასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. დოკუმენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის არგენტინაში ვიზიტის დროს გაფორმდა.

                შეთანხმება ორდინალური პასპორტების მქონე საქართველოსა და არგენტინის მოქალაქეებისათვის ორივე ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს.