25/09/2018 – 21:02
მთავარი Authors სტატიებიN.M.

N.M.

295 სტატიები 0 კომენტარები

0 1434

ვენაში პირველად ქართველი, ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსი მიხეილ ყანდაშვილი 3 და 4 დეკემბერს Wiener Konzerthaus- ში ორკესტრთან ერთად მულტფილმი დისნეი ფანტაზიის მუსიკას და ჯონ ვილიამსის მიერ დაწერილ, ცნობილ კინო მუსიკას : „ჰარი პოტერიდან“, „ვარსკვლავური ომებიდან“ შეასრულებს. კონცერტს უდირიჟორებენ კრისტიან კოლონოვიტსი და გოტფრიდ რაბლი.
კინო მუსიკის და დისნეი ფანტაზია მუსიკის ცოცხალი შესრულების სეზონი ავსტრიაში ყოველწლიურად ტარდება.
ღონისძიებას საერთაშორისო სააგენტოები და მათ შორის “BBC” გააშუქებს.
„ ეს კონცერცერტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე მას. ასეთ მასშტაბურ და საინტერესო ღონისძიებაში პირველად ვიღებ მონაწილეობას. ჩემთვის ძალიან საინტერესოა „Max Steiner”- ის ორკესტრთან ერთად მუშაობა“ – აღნიშნა მუსიკოსმა.

11222343_923873127698162_8175569657815588826_n

12743591_964719553613519_6192572323162027181_n

    0 766

    ,,პრემიუმ ავტო“ განცხადებას ავრცელებს, ისინი ამბობენ, რომ სიცხეში ავტომობილი რომელიც გაჩერებულია ჩრდილში აწეული შუშებით, დღის განმავლობაში სალონში გამოყოფს 400დან 800 მგ-მდე ბენზოლს. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი გაჩერებულია მზეში, ბენზოლის დონე სალონში 2000 დან 4000 მგ აღწევს რაც დასაშვებზე 40 ჯერ მაღალია!

    ბენზოლი არის სახიფათო ტოქსინი, რომელიც სასუნთქი გზების საშუალებით გადადის სისხლში და აზიანებს თირკმელებს, შლის ძვლებს, ვნებს ღვიძლსა და სხვა ორგანოებს, იწვევს კიბოს! ხოლო ყველაზე ცუდი ის არის , რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში რჩება ადამიანის ორგანიზმში.

    ინსტრუქციაში, რომელიც ახალ ავტომობილებს მოყვება ნათლად წერია რომ, როდესაც ავტომობილში ჩაჯდებით და კონდინციონერს ჩართავთ 2 წუთით დატოვეთ ფანჯრები ღია! ხოლო რატომ?! – არცერთი მწარმოებელი არ აღნიშნავს, რადგან აღნიშნული მესიჯი ავტომობილის მწარმოებლის იმიჯს მეტნაკლებად შელახავს.
    კვლევების საფუძველზე სანამ კონდინციონერი დაიწყებს ჰაერის გაციებას იგი გამოყოფს პლასტმასის ცხელ ჰაერს რომელიც შეიცავს ბენზოლს, სახიფათო ტოქსინს, რომელიც იწვევს კიბოს და აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს ( გამოირჩევა გაცხელებული პლასტმასის სპეციფიური სუნით, რომელიც კონდინციონერს ჩართვის თანავე თან სდევს რამოდენიმე წუთით) ამიტომ აუცილებელია დავრწმუნდეთ, სანამ სუნი არ გავა, ფანჯრებს არ აუწიოთ.

    ავტომობილის დაქოქვამდე აუცილებელია გააღოთ ფანჯრები რამდენიმე წუთით და შემდეგ ჩართოთ კონდინციონერი, ფანჯრები არ დაკეტოთ ჩართვიდან კიდევ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, ხოლო რამოდენიმე წუთის მერე აუწიეთ შუშებს და იმგზავრეთ მშვიდად.

      0 787

      2014 წელს გავირუსებული ყინულებიანი წყლის გადასხმის აქციიდან შემოსულმა თანხამ, მნიშვნელოვანი მეცნიერულ აღმოჩენას დაუდო სათავე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

      ALS-ის ასოციაციის თქმით, Ice Bucket Challenge-დან მიღებული თანხით დაფინანსებული კვლევისას, აღმოაჩინეს ის გენი, რომელიც ხელს უწყობს დაავადების წარმოქმნასა და განვითარებას. ის არის NEK1.

      აის ბაქეთ ჩელენჯიდან სულ 111 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა, 2014 წელს მოქალაქეები ცივ წყალს ისხამდნენ, ვიდეოს იღებდნენ და თანხას ALS-ის ფონდში რიცხავდნენ.

      აქციას უამრავი ადამიანი აკრიტიკებდა, თუმცა მის მიერ მოზიდულმა თანხამ 6 კვლევითი პროექტი დააფინანსა.

      ALS, იგივე ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, პროგრესული, ხშირად ფატალური, ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც კუნთების დასუსტებას და მათ სრულ კვდომას იწვევს.

      წყარო : on.ge

        0 820

        თურქეთიდან CNN-ს ბოლო ცნობების მიხედვით, ამ დროისთვის დაღუპულია 60, ჰოსპიტალიზებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. დააკავეს 754 პირი, მათ შორის 34 ოფიცერი.
        თურქეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ვითარებას სრულად აკონტროლებს, თუმცა კვლავ რჩება წინააღმდეგობის მცირე კერები ქალაქ ანკარაში.
        CNN turk-ის ინფორმაციით, გათავისუფლებულია თურქეთის გენშტაბის უფროსი, რომელიც ამ დრომდე ამბოხებულებს ჰყავდათ დაკავებული.
        ცოტა ხნის წინ ასევე CNN-მ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ათავისუფლებენ ამბოხებულები მათ მიერ დაკავებულ ბოსფორის ხიდს და ხელებაწეულები ბარდებიან სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ ძალებს.
        გახსნილია ათათურქის აეროპორტი. სრულდება რეისები.
        თურქეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ვიტარებას სრულად აკონტროლებს, თუმცა კვლავ რჩება წინააღმდეგობის მცირე კერები ქალაქ ანკარაში.

        0 461

        „საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თურქეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე (+905336903040; +905418184400) დაკავშირებას ვერ ახერხებენ, დამატებით გაცნობებთ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერს: 577984020″, – წერია უწყების ინფორმაციაში.

        თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე:
        +905336903040
        +905418184400

        0 1506

        გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა მოადგილეებთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გარემოსდაცითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკო.

        გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად ციფრი ცამეტი ხავსით გამოსახეს.

        სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის სალიკვიდაციო სამუშაოებში გეოლოგები, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებდნენ.
        13443312_1075679815822321_3076324845941752748_o
        13433363_1075678535822449_7690295540745541664_o
        13427882_1075678642489105_8529048829004324573_n

          0 538

          ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, — განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

          ქართული მართლმადიდებლური სინოდის სხდომაზე დიდ კრებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ
          აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა პარასკევს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს, ამ დროისთვის ოქმი მზადდება, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება და მასში მონაწილეობაზე უარის მიზეზები დასახელდება.
          კუნძულ კრეტაზე სრულიად მართლმადიდებელთა კრება 16–27 ივნისს გაიმართება.
          „ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების გზაზე. მტკიცედ ვიდგეთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. 17-დან იწყება კრება საბერძნეთში. ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, მაგრამ ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე”, — ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

          საქართველო მართლმადიდებელთა დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს
          გავრცელებული ინფრომაციით, საქართველოს მსგავსად, დიდ კრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს ბულგარეთმა, ანტიოქიამ, სერბეთმა. კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქის მრჩეველმა იოან ხრისავიგმა განაცხადა, რომ „თუ ერთი ან რამდენიმე ეკლესია კრებაზე წარმოდგენილი არ იქნება, ან უარს განაცხადებს მონაწილეობაზე, თითოეულ გადაწყვეტილებას მაინც ექნება ძალა და ყველა მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სავალდებულო იქნება“.

          0 955

          მარჯანიშვილის თეატრში, დღეს თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიურ ფესტივალი გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალს პორტუგალიური თანამედროვე ქორეოგრაფიული დასის წარმოდგენა Terra Cha – „ვაკე“ გახსნის.
          თანამედროვე ცეკვის მე-3 სამხრეთკავკასიური ფესტივალი წელს პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, 12-14 ივნისს ტარდება და ორ ძირითად მიმართულებას – თანამედროვე ცეკვასა და ექსპერიმენტულ ხელოვნებას – აერთიანებს. ფესტივალი სისტემატურად ატარებს მასტერკლასებს ქორეოგრაფიასა და თანამედროვე ცეკვაში, დადგმების განსახორციელებლად იწვევს უცხოელ ქორეოგრაფებს საქართველოში, ხელს უწყობს ადგილობრივი პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ და ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული დასების გასტროლებს მასპინძლობს. ფესტივალის თბილისში ჩატარების იდეა 2012 წელს გაჩნდა და ის საქართველოში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების განვითარებასა და შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას ემსახურება.
          ფესტივალის ინიციატორი და ორგანიზატორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „პლატფორმა ცვლილებებისთვის”. ფესტივალის მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ისრაელის საელჩო, პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი არიან. პროექტის პარტნიორები არიან გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი, რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, Artarea, ევროპის სახლი, უზრუნველყოფს შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SCO).

          მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო ტრადიციების მქონე ქვეყანა რჯულით – ქრისტიანი, ბუნებით კი ურჩი და ამპარტავანია… ცალი თვალით დიონისოს კულტისკენ მომზირალი, ხელით ჯვარს ისახავს, გულით მრისხანებს, გონებით დაბინდულია… ქრისტემ ისეთი რელიგია ჩამოაყალიბა, ვერც ვერაფერს მოვაკლებთ და ვეღარც დავამატებთ…
          გვსურს, დავიმორჩილოთ, ვიდრე დავემორჩილოთ.
          ღმერთმა ერთი დღით მაინც განუსაზღვრელი უფლებები რომ მოგვანიჭოს, ძველი აღთქმის კბილი კბილისა წილ მონაგონი იქნებოდა, ისეთ ბართლომეს ღამეებს დავატრიალებდით.
          იესოს ჯვარცმა პირველ საუკუნეში არ დამთავრებულა, ის დღემდე გრძელდება და წამებაში, ურწმუნოებზე მეტად, ჩვენ, მორწმუნეები ვმონაწილეობთ. ყველაზე მეტად იმას ვერ ვპატიობთ, სამოცდაათგზის შვიდჯერ მიტევებას რომ ქადაგებს… დღემდე გვიკვირს, ავაზაკი პირველი როგორ შევიდა სასუფეველში, რატომ გადაეფარა უფალი ჩასაქოლად განწირულ მრუშ დედაკაცს, რატომ მიიღო უძღები შვილი, რატომ დააჯილდოვა მეთერთმეტე ჟამის მუშაკი, აღდგომის შემდეგ პირველი რატომ გამოეცხადა მაგდალინელს…
          გეთსიმანიის ბაღში სისხლის ცრემლებით თავის ტკივილს არა, ადამიანების დაუნდობლობასა და უმადურობას დასტიროდა იესო. იმას განიცდიდა, მას კი არა, კაცობრიობა თავის თავს რომ უმზადებდა სასჯელს…
          ვინ არის მორწმუნე?!
          ალბათ, ის, ვის გულსაც არასდროს გაჰკარებია მოყვასის განსჯა…
          ვინ არის მმარხველი?!
          ალბათ, ის, ვინც ცდილობს, ახლობლის ნერვები და ყოველდღიურობა ცინიზმითა და ირონიით არ მიირთვას… თითქოს არაფერი შეცვლილა მოსედან დღემდე, ორმოცწლიანი უდაბნო გვექცა უსასრულოდ და ღმერთთან მოსაუბრე წინამძღოლს ურწმუნოდ მივყვებით, შინაგანი განკითხვითა და აგრესიით. თუ საშუალება მოგვეცა, ოქრო და ვერცხლით ისევ კერპებს აღვმართავთ და არც თაყვანისცემას მოვერიდებით…
          თან გულში გაგვიელვებს, ერთი თუ არა, მეორე ღმერთი მაინც ხომ გვიშველისო… არასდროს გაგვახსენდება მაცხოვრის სიტყვები: „შენმა რწმენამ გიხსნასო“…
          არც ის, რომ ორთა უფალთა მონება შეუძლებელია… ერთი ხელით ეკლესიას ვამკობთ, მეორეთი – მამონას… კვირას ტაძარში დავდგებით, თუ არ დაგვეზარა ზიარების რიგსაც შევუერთდებით, მაგრამ ორშაბათს იქნებ კარგი მკითხავი გვირჩიოს ვინმემ… გვაინტერესებს, რატომ დავკარგეთ საფულე, რატომ არ გვემართება ხელი პირად საქმეში, რატომ ვერ ვიშოვეთ სამსახური… იქნებ იმიტომ, რომ სახარების მოსმენის შემდეგ მზად ვართ, მჩხიბავსაც მოვუსმინოთ… იქნებ იმიტომ, რომ მოსახსენიებლებში მხოლოდ იმას ვწერთ, ვინც გვიყვარს, დანარჩენს კი გულში კრულვას ვუგზავნით… სინამდვილეში კი სიყვარული საერთოდ არ შეგვიძლია, მაგრამ „ვლოცულობთ“ მასზე, ვინც გვჭირდება, ვისგანაც გასამრჯელოს მოველით. ჩვენი იაფფასიანი ღვთისმოსაობით ისიც რომ შეცდეს და სანაცვლოდ ძვირფასიანი ნივთები მივიღოთ…
          მარხვა სხვისი განკითხვისთვის არა, საკუთარი ცოდვების გლოვისთვის დაგვიდგინა უფალმა… თუ ვინმე სიკეთეს აკეთებს, თვალს ვხუჭავთ, მაგრამ, თუ ვინმეს მცირედი შეეშალა, მესამე თვალსაც ვახელთ და მზად ვართ, სინანულის დროც არ მივცეთ, ისე გავასამართლოთ… ერთადერთი, რასაც საეკლესიო სწავლებიდან ვისრუტავთ – „მხილებაა“… ოღონდ ზურგსუკან განვიკითხავთ და მხილებას ვეძახით…
          ფარისევლებმა კანონი ზედმიწევნით კარგად იცოდნენ, მაგრამ სიყვარულისა და მიტევების უნარი არ გააჩნდათ… რელიგია კი, უპირველესად, სიყვარულია… როგორც მაცხოვარი გვეუბნება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული… უსიყვარულო ღვთისმოსაობა კი ურწმუნო ლოცვას ემსგავსება, პავლე მოციქულის სიტყვებით – „კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი“. სწორედ ამიტომ ერთად შეუძლებელია მარხვა, ხმაური და მძვინვარება.

          მამა პეტრეს ბლოგი

          25 წლის ნიკა ბერიძეს დღეს, დღის სამ საათზე, ავტობუსის გაჩერებაზე, უცხო პირებმა საყურის ტარების გამო სცემეს. ბერიძის თქმით, პირს, რომელიც მას აქამდე არასოდეს უნახავს, მისი გახვრეტილი ყური არ მოეწონა და ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

          „ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექი. სამმა პირმა ჩამიარა, უცებ ერთ-ერთი მოტრიალდა და სიგარეტი მთხოვა. ვუთხარი არ ვეწევი-მეთქი, მერე მოვიდა და მითხრა – კარგი და ეს საყურე რატომ გიკეთიაო? მე ვუთხარი რომ ეს მისი საქმე არ იყო. სწორედ ამ დროს დამარტყა. მასთან ერთად მირტყამდა მისი თანხმლები ერთი პირიც, მესამე – პირიქით, მოუწოდებდა ამ ორს, რომ გაჩერებულიყვნენ” – განაცხადა ნიკამ.

          ბერიძე ცემის ფაქტში ჰომოფობიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს და ამბობს რომ გამოძიება შესაბამისი მუხლით უნდა დაიწყოს.

          „პოლიციამ დაბურულშუშიანი მანქანით მომატარა უბანი და ერთ-ერთ სკვერში დავინახე ის ადამიანები. დაიჭირეს და წაიყვანეს განყოფილებაში. პოლიციელები ძალიან გულისხმიერად მოეკიდნენ ამ საქმეს. მათი მხრიდან გულგრილობა არ მიგრძვნია და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი მუხლით გამოიძიებენ. ისინი ვინც ფიქრობენ რომ საქართველოში ყველაფერი გამოსწორდა ცდებიან, განსხვავებულობის გამო ადამიანს დღის 3 საათზე ავტობუსის გაჩერებასთან გამისწორდნენ ” – ამბობს ნიკა.

          შინაგან საქმეთა სამინისტროში „ლიბერალს” უთხრეს, რომ გამოძიება სს კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 2 სავარაუდო თავდამსხმელი დაადგინეს, რომელთაც დაკითხავენ.

          წყარო : http://liberali.ge