25/09/2018 – 21:28
მთავარი Authors სტატიებიAdmin

Admin

1917 სტატიები 0 კომენტარები

0 633

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ ჭინჭარაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე მუხლით, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში თელავი-ფშაველი-თუშეთის საავტომობილო გზაზე მთათუშეთისკენ ფეხით მიმავალ საქართველოში სტუმრად მყოფ ტურისტს, უცხო ქვეყნის მოქალაქე ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს დაემგზავრა მიხეილ ჭინჭარაშვილი.

დაახლოებით 20:00 საათზე, გზის მე-18 კილომეტრზე, მიხეილ ჭინჭარაშვილსა და ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც მიხეილ ჭინჭარაშვილმა ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერს, მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში 16 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის რამდენიმე გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად ფრიტზ ვოლფგანგ მუსსერი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მიხეილ ჭინჭარაშვილი 13 აგვისტოს მთათუშეთის გზაზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ ჭინჭარაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

0 578

რომის პაპმა ფრანცისკემ პრესაში დეზინფორმაციის მომატების ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ მედიას ამ თვალსაზრისით „ყველაზე ცუდი ზიანის მოტანა შეუძლია“,-ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ვფიქრობ, მედია გამჭვირვალე, ყველასათვის გასაგები უნდა იყოს და კოპროფაგიის ( Coprophagia – ადამიანებში მძიმე ფსიქიკური აშლილობის ფონზე საკუთარი, ან სხვისი ფეკალური მასების ჭამა და ცხოველებში, ბევრ შემთხვევაში ნორმატიული გამოვლინებაა) დონეზე არ უნდა დაეცეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, მუდმივად სკანდალებზე და საშინელებებზე ჰყვებოდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საშინელება სიმართლეა,“-განაცხადა რომის პაპმა ბელგიურ კათოლიკურ გამოცემა Tertio-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ადამიანს ამა თუ იმ სიტუაციაში სერიოზული დასკვნების გამოტანა არ შეუძლია, თუ მედია მათ მხოლოდ სიმართლის ნაწილს მიაწვდის და ფაქტის სრულ სურათს არ აჩვენებს.

ამ განცხადებით რომის პაპი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ის ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთ-ერთ კანდიდატს მხარს უჭერდა. აღნიშნულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, თუმცა ვინ გაავრცელა დეზინფორმაცია, ამის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ახალი ამბები მალევე წაშალეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ facebook-მა ალგორითმის ტესტირება დაანონსა, რომელიც დეზინფორმაციას გამოაშკარავებს.

მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში – ტექნოპარკი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ფორუმი სახელწოდებით: „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“,- ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტმა მიხეილ გიორგაძემ გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანუშ ჰერმანმა.

საერთაშორისო ფორუმი 8-9 დეკემბერს ტარდება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ, ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებას.

ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ორი დღის მანძილზე ერთმანეთს გაუზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას. მოეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები, „შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი საქართველოში“ და სხვ.

ფორუმის ფარგლებში იგეგმება აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელების მიერ, „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის“ მიღება, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონულ თანამშრომლობას.

ფორუმის გამართვამდე, 7 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგა სამუშაო შეხვედრა თემაზე – „გზამკვლევი შემოქმედებითი საქართველოსთვის: რეკომენდაციები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორისათვის“. შეხვედრაზე ექსპერტთა ექვსმა ჯგუფმა წარმოადგინა ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციები ქვესექტორების მიხედვით.

ფორუმის დასრულების შემდეგ კი, 10 დეკემბერს, სტუდენტებისთვის გაიმართება ღონისძიება TeamLAB Georgia 2016. ინტერდისციპლინური ბიზნესის განვითარების სემინარის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს ხელოვნების, დიზაინის, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა შემოქმედებითი ძალისხმევა და ცოდნა.

ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა; მხარდამჭერები – თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი.

ფორუმში ასევე მონაწილეობენ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები ევროპიდან, კულტურის პროფესიონალები, განათლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა მხარს უჭერს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას და მათი კონტრიბუციის გაზრდას აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სოციო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განვითარებაში.

0 547

მედია მუდმივად საშინელებებზე არ უნდა ყვებოდეს, თუნდაც ეს საშინელება სიმართლე იყოს,-ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ბელგიურ კათოლიკურ გამოცემა Tertio-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რომის პაპმა ფრანცისკემ პრესაში დეზინფორმაციის მომატების ფაქტი დაგმო და განაცხადა, რომ მედიას ამ თვალსაზრისით „ყველაზე დიდი ზიანის მოტანა შეუძლია“.

„ვფიქრობ, მედია გამჭვირვალე, ყველასათვის გასაგები უნდა იყოს და კოპროფაგიის დონეზე არ უნდა დაეცეს. მათ არ უნდა ჰქონდეთ სურვილი, მუდმივად სკანდალებზე და საშინელებებზე ჰყვებოდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საშინელება სიმართლეა,“-განაცხადა რომის პაპმა ბელგიურ კათოლიკურ გამოცემა Tertio-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ადამიანს ამა თუ იმ სიტუაციაში სერიოზული დასკვნების გამოტანა არ შეუძლია, თუ მედია მათ მხოლოდ სიმართლის ნაწილს მიაწვდის და ფაქტის სრულ სურათს არ აჩვენებს.

ამ განცხადებით რომის პაპი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს ის ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ერთ-ერთ კანდიდატს მხარს უჭერდა. აღნიშნულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, თუმცა ვინ გაავრცელა დეზინფორმაცია, ამის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ახალი ამბები მალევე წაშალეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ facebook-მა ალგორითმის ტესტირება დაანონსა, რომელიც დეზინფორმაციას გამოაშკარავებს.

თოვისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ50მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ძლიერი თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ27–კმ193 (ნატახტარი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა და ლიპყინული) გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონკვეთზე, ლიპყინულის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საჯარო სკოლებში სასმელი წყლის 129 სინჯიდან 45 ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო და არაეფექტურად გაუვნებელყოფილი აღმოჩნდა,-ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატიდან იუწყებიან.

საქართველოს სახალხო დამცველმა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის მიმართვის საფუძველზე საქართველოს საჯარო სკოლებში წყლის ხარისხის მდგომარეობის შესწავლა დაიწყო.

როგორც სახალხო დამცველის აპარატიდან იუწყებიან, ომბუდსმენმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან 2015–2016 წლებში საჯარო სკოლებში წყლის ხარისხიანობის საკითხის შესწავლის მიზნით ჩატარებული შემოწმების შედეგები მოითხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხის მიხედვით, 2015–2016 წლებში სააგენტომ საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლია და 45 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათ მიერ რიგი საჯარო სკოლების შესწავლის შედეგად, ასევე გამოვლინდა სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემა.

“გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ბავშვის სიცოცხლისა და გადარჩენის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლებაზე, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის პრინციპის განხორციელების აუცილებელ პირობაზე.

სახალხო დამცველი გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო და მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებს, რათა ქვეყნის ყველა სკოლაში სათანადო რეგულარობით შემოწმდეს წყლის ხარისხი და მიღებული იქნეს ყველა საჭირო ზომა საჯარო სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანის, წყლის ხარისხის შემოწმებისა და წყლის გაუვნებელყოფის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი და მოითხოვს აღნიშნული პრობლემის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაუდებელ მოწესრიგებას”,-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

0 501

ხულოს მუნიციპალიტეტში მცირე გამოდარების შემდეგ, გუშინ საღამოდან ისევ თოვს. თოვლის საფარმა გოდერძის უღელტეხილზე 1,8 მეტრს, მაღალი ზონის სოფლებში 1,5 მეტრს, ხოლო დაბლობში 1 მეტრს მიაღწია.
თოვლმა შეფერხებები შექმნა საავტომობილო მიმოსვლასთან და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ დროისათვის ელექტორენერგიის გარეშე დარჩენილია ფუშრუკაულის, სხალთის, ვაშლოვანის და დეკანაშვილების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი რამდენიმე სოფელი, სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. პარალელურად, დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოებიც. ამ დროისათვის ღორჯომის, ხიხაძირის და ვაშლოვანის მიმართულებით მუშაობს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხულოს წარმომადგენლობის 7 ერთეული მძიმე ტექნიკა. დღის მეორე ნახევარში მათ შეუერთდება კიდევ 8 ერთეული ტექნიკა და გზები დანარჩენ სოფლებშიც პერიოდულად გაიწმინდება.
სასწავლო პროცესი შეჩერებულია 11 საჯარო სკოლაში. მუშაობს მხოლოდ დაბის ბაგა-ბაღები.
შუახევის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე თოვს. ღამით იყო ძლიერი ქარბუქი. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 30-50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში კი თოვლის საფარი 120-140 სმ აღწევს.
საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეჩერებულია. ორხიდიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებამდე. ღამით კვლავ დაზიანდა ელ. გადამცემი ხაზები და დენი მუნიციპალიტეტს ღამის საათებში წყვეტილად მიეწოდებოდა. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება ბარათაულის, ჭვანის, წყალსაყრის, ოლადაურის, უჩამბის, ნაწილობრივ შუახევის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. სასწავლო პროცესი შეჩერებულია რამდენიმე სკოლაში. სახელმწიფო დაწესებულებები, მოსახლეობა უზრუნველყოფილია გათბობით.
სააღმზრდელო დაწესებულებიდან მუშაობს მხოლოდ დაბისა და ჭვანის ბაგა-ბაღები. საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში კვლავ აგრძელებს მუშაობას.
ქედის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნილა. ახალი თოვლის საფარმა დაბლობში 10-15 სანტიმეტრია, ხოლო მაღალ სოფლებში 50-60 სანტიმეტრი.
ამ დროისთვის გადაადგილება ორხიდიანი ავტომობილებით თითქმის ყველა მიმართულებითაა შესაძლებელი. გუშინ ამინდის გამოსვლისთანავე გაიწმინდა სოფელ დოხოძეებში საავტომობილო გზა, სადაც მეწყერის შედეგად 9 ოჯახთან მისასვლელი გზა იყო ჩაკეტილი. ქედის საგზაო წარმომადგენლობამ დილიდან დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები, ამ დროისთვის 4 მიმართულება იწმინდება.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, შუქი არ მიეწოდება მერისისა და დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულებს, წონიარისის 3 სოფელს და ცხმორისის 2 სოფელს. მობილიზებულია მობილური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
სასწავლო პროცესი მოსწავლეთ გამოუცხადებლობის გამო შეწყდა სოფელ ჯალაბაშვილების არასრულ სკოლაში და 5 საბავშვო ბაღში.
ამ დროისთვის ქედაში კვლავ თოვს.
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევი – ხულოს მონაკვეთი კურორტ გოდერძამდე სისტემატურად იწმინდება. გოდერძი ახალციხის მონაკვეთი კი დიდთოვლობის გამო გაზაფხულამდე იკეტება.

0 481

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, აჭარაში ტურისტების 4,7% -იანი ზრდა ფიქსირდება, რაც 435 585 ტურისტს გულიხმობს. მათ შორის უცხოელი ტურისტების რაოდენობა 19,5 -ითაა გაზრდილი, რაც აჭარაში 295 269 ტურისტის ვიზიტს ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტების რაოდენობის კვლევა რეგიონში არსებულ რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
გაზრდილია რეგიონში ვიზიტორების რაოდენობაც. სამივე საზღვრის კვეთის მონაცემებზე დაყრდნობით, რეგიონს 11 თვის განმავლობაში 1 332 215 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.
საერთაშორისო მოგზაურების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფიქსირდება. 11 თვეში, საჰაერო გზით აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა, რაც 126 474 უცხოელ ვიზიტორს გულისხმობს.
მოგზაურების უმრავლესობა რეგიონს ისევ თურქეთიდან (962 382), აზერბაიჯანიდან (114 177), რუსეთიდან (62 150), უკრაინიდან (36 922) და სომხეთიდან (16 158) სტუმრობდა. თუცმა გასული წლისგან განსხვავებით, 2016 წელს აჭარაში განსაკუთრებით გაიზარდა ებრაელი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა. რეგიონს, 11 თვეში 28 982 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა ისრაელიდან, რაც 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. მათი ძირითადი ნაწილი 28 498 კი აჭარაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან შემოვიდა.
გასული წლისგან განსხვავებით, წელს განსაკუთრებით, 87%-ით გაიზარდა მოგზაურების რაოდენობა ირანიდან, საიდანაც რეგიონში 11 თვის განმავლობაში 32 340 ვიზიტორი შემოვიდა.

მიმდინარე წელს, ასევე გამოიკვეთა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა არაბეთის გაერთიანებული საამიროები (+5%) და საუდის არაბეთი (+44%).

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული:

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის (ავტობუსი, მიკროავტობუსი, სატვირთო, მსუბუქი ავტოტრანსპორტი და სხვა) მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

0 548

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ძიება მიმდინარეობს ჭიათურაში მანგანუმის უკანონოდ მომპოვებელი კომპანიების მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწრამეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულია ლაშა საღარეიშვილი და ზვიად კუპატაძე.

დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ბრალდებული პირები ჩართულები იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ მანგანუმის მადანს და მისგან იღებენ მანგანუმის კონცენტრატს. მისი რეალიზაციისა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით კი, დაფუძნებული ჰქონდათ შპს „ტრანს მანგანუმი“, შპს „ლარე“, შპს „ლგლ“, შპს „ნიგი“, შპს „ტექნოლოჯი“, შპს „გეორგიან ნანო ტექნოლოგი +“. აღნიშნული საწარმოებს შორის, ფიქტიური ოპერაციების მეშვეობით ნიღბავდნენ მანგანუმის კონცენტრატის წარმომავლობას და ახდენენ მის რეალიზაციას. დაკავებულებმა უკანონო მოპოვებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიიღეს ათეულობით მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი. საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებული პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

დამატებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა კომპანიების ხელმძღვანელ პირთა მიერ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა-დადგენის მიზნით.

საქმეზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 9-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.