23/04/2018 – 23:24
მთავარი Authors სტატიებიAdmin

Admin

1796 სტატიები 0 კომენტარები

ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „შენი მედია გუნდი“ უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, 28 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შენობის გარე ფასადიდან ჩამოვარდა მინის კონსტრუქციის ნაწილი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოზარდები, რომლებიც მომხდარისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანი, 14 წლის ა.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახსა და ახლობლებს. სიტყვები უძლურია ამ უდიდესი ტრაგედიის და ტკივილის გამოსახატავად. ამ მძიმე წუთებში ვდგავართ ოჯახის გვერდით. უსაფრთხოების მიზნით, შემთხვევის ადგილის პერიმეტრი შემოღობილია. შენობის მოსაპირკეთებელი სამუშაოები განხორციელდა 2008 წელს და ამჟამად არანაირი სარემონტო სამუშაოები არც ფასადზე და არც შენობაში არ მიმდინარეობდა. მიზეზების დასადგენად სამხარაულის ექსპერტიზა აწარმოებს მოკვლევას. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები. ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ სტრუქტურებთან და ველოდებით გამოძიების შედეგებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, თბილისში ორბელიანის მოედანზე, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, 6 ბავშვი დაშავდა, მათ შორის, ერთი გარდაიცვალა.

„დედე” პირველი ქართული ფილმია, რომლითაც ფრანგული უმსხვილესი ავიაკომპანია ”Air France”დაინტერესდა.
ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. „Air France”-მა გამოთქვა სურვილი, რომ მარიამ ხაჭვანის ფილმი „დედე” მათი ავიახაზების მგზავრებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მალე მგზავრებს „დედეს“ ნახვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თვითმფრინავით ფრენისას შეეძლებათ.
2017 წლის მონაცემებით, ”Air France” ავიახაზების მომსახურებით 98.7 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.
„ფილმის ჩვენება ”Air France’-ის’ ავიახაზების თვითმფრინავებში ნიშნავს 98.7 მილიონ შესაძლებლობას, 98.7 მილ. ადამიანს გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ქვეყანა, ვაჩვენოთ ჩვენი პატარა სამოთხე. ეს არის შესაძლებელობა, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ტურიზმის დიდი განვითარებისა.
ეს დიდი წარმატებაა არა მხოლოდ მარიამისთვის და შემოქმედებითი ჯგუფისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის! გვიხარია, რომ ქართულ კინოს შეუძლია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.
22 თებერვლიდან –  ”დედე: სვანური ბალადა” საქართველოს კინოთეატრებში.
28 თებერვალს ”დედეს” რეჟისორი მაყურებელს კინოთეატრ „ამირანში“ 19:30- საათიანი სეანსის დამთავრების შემდეგ შეხვდება.

0 4556

მსოფლიოში ერთ-ერთმა  წარმატებულმა მარკეტინგულმა კომპანია ,,QNET”-მა, რომელიც  აქტიურად უჭერს მხარს  სპორტის განვითარებას საქართველოში, მიმდინარე წლის 24 თებერვალს,საფუძველი ჩაუყარა სამთო-სათხილამურო ტურნირს გუდაურში.  შეჯიბრში მონაწილეობა  ორმოცდაათმა მოყვარულმა მოთხილამურემ მიიღო და გამარჯვებულები,  როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში გამოვლინდნენ.

DSC_5945

დაჯილდოვების ცერემონიალი საზეიმო  ვითარებაში  გაიმართა, სადაც კომპანია  ,,QNET“ -მა  ექსკლუზიური  პრიზები გადასცა  გამარჯვებულ სპორტსმენებს.

DSC_6000

გოგონებში  პირველი ადგილი  თამუნა  ჯაღმაიძემ დაიკავა , ხოლო ვაჟებში-შოთა ნათაძემ.

DSC_6036

DSC_6066

აღსანიშნავია, რომ ტურნირში გამარჯვებისთვის იბრძოდა ყველაზე პატარა მონაწილე, ბიბი ცაგარელი, რომელიც კომპანია  ,,QNET“ -მა და  მთის კურორტების განვითარების  ორგანიზაციამ  ასევე პრიზებით დააჯილდოვა.

DSC_6076

როგორც  კომპანია  ,,QNET“-ში  აცხადებენ, სამთო-სათხილამურო ტურნირი მოყვარულ სპორტსმენებს შორის ყოველწლიურად გაიმართება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს, როგორც სპორტის განვითარებას  ასევე  ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

0 283

ქალაქ თბილისის პროკურორად დანიშნული მალხაზ კაპანაძე 1985 წელს დაიბადა. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2009-2010 წლებში მალხაზ კაპანაძემ კარიერა დაიწყო თბილისის პროკურატურის სტაჟიორად, ხოლო სტაჟირების გავლის შემდეგ საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე დაინიშნა. 2010-2012 წლებში მუშაობა განაგრძო თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში ეკავა თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო ნაწილის, შემდგომ საგამოძიებო ნაწილის პროკურორის თანამდებობა. 2013 წელს მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად, ხოლო 2013-2015 წლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროს პროკურორად. 2015 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობას დეპარტამენტების ხელმძღვანელებად გააგრძელებენ.
„სულ საქართველოს პროკურატურაში 17 შიდა საკადრო ცვლილება განხორციელდა.
საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე“, -აცხადებენ პროკურატურაში.

0 175
საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განხორციელდა, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ,,შენი მედია გუნდი” უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ქალაქ თბილისის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ნათია სონღულაშვილი დაინიშნა. დასავლეთ საქართველოს პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა. კახეთის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი დაინიშნა. სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა.
რაც შეეხება ქალაქ თბილისის ყოფილ პროკურორს და მის მოადგილეს, მიხეილ შაყულაშვილი და გიორგი გაბოძე მუშაობას საქართველოს მთავარ პროკურატურაში გააგრძელებენ.
საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება. ყველა სხვა საკადრო ცვლილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება პროკურატურის ოფიციალურ ვებ გვერდზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო ქსელური მარკეტინგის კომპანია QNET საქართველოში ფინანსური პირამიდების წინააღმდეგ კანონის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, იურისტმა იასე ზაუტაშვილმა საქართველოში მოქმედ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

DSC_1874

შეხვედრას კომპანიის გენერალური დირექტორი ტრევორ კუნა და დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთში კომპანიის რეგიონალური დირექტორი ჯემ გეიკი ესწრებოდნენ.

კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზაობა, მედიასთან თანამშრომლობით, საზოგადოებას QNET -ის შესახებ ობიექტური და გამჭვირვალე ინფორმაცია მიაწოდონ. მათ აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში, ამ მიზნით , სხვადასხვა აქტივობა იგეგმება.

DSC_1801

„QNET -ი ვერ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ვინმემ ის ფინანსურ პირამიდად მოიხსენიოს. ჩვენც გვახსოვს ფინანსური პირამიდები, მაგრამ მათი მიდგომა და ე.წ. ბიზნეს-მოდელი მკვეთრად განსხვავდება პირდაპირი გაყიდვებისა და ჩვენი კომპანიის ბიზნეს-მოდელისგან. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩრდილიდან. ფინანსური პირამიდის, კომპანიის იმიჯისა და მომდევნო საქმიანობის შესახებ შეკითხვებზე პასუხი უნდა იყოს გამჭვირვალე. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ Q NET -ი მომხრეა საქართველოში მიიღონ ფინანსური პირამიდების შესახებ კანონი, ამ სიაში კი ჩვენი კომპანია ვერასოდეს მოხვდება. აქვე გეტყვით, რომ ისეთი ცნობილი საფეხბურთო კლუბი, როგორიც არის მანჩესტერ სიტი, ფინანსურ პირამიდებთან არ თანამშრომლობს. ასევე, დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე, ფინანსურ პირამიდებს არ ეპატიჟებიან, ჩვენი კომპანია კი, იქ მიწვეული იყო. ეჭვებს იწვევს ის ფაქტი, რომ მედიაში არასრული ინფორმაციები ვრცელდება“,- აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.

კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს Q NET -ის პროდუქციისა და ბიზნეს-გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს. მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზევე დაეთვალიერებინათ ექსკლუზიურად Q NET -ისთვის დამზადებული შვეიცარული საათები და კოსმეტიკური ნაწარმი.

საერთაშორისო კომპანია Q NET-ის სათაო ოფისი ჰონგ-კონგში მდებარეობს და 25-ზე მეტ ქვეყანაში ფილიალები და სააგენტოები გააჩნია. საქართველოში Q NET 2014 წლიდან დაფუძნდა და ბაზაში დაახლოებით 20 000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, რომელმაც კომპანიის პროდუქცია შეიძინა.

0 549

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი კიდევ ერთ ბრალდებაში გამართლდა.
მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალები, რომელიც საქმეში დევს, არასაკმარისად მიიჩნია და კეზერაშვილი, ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის ეპიზოდზე, გაამართლა.
ცნობისათვის, პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ედავებოდა.
საქმის მასალების თანახმად, 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა, გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი. პროკურატურის ცნობით, რამდენიმედღიანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის შემდეგ, ნიჟარაძეებმა კეზერაშვილს ქონება გადაუფორმეს.

რამდენიმე საცხობმა პურის ფასი უკვე გაზარდა – ამის შესახებ, რადიო “პალიტრას” გადაცემაში „საქმე“ პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საცხობების ნაწილში პური 5-10 თეთრით არის გაძვირებული.
„ტარიფები იზრდება და ეს მეწარმისთვის მტკივნეულია, რადგან სწორედ ტარიფიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება – ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს,“-აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება. როგორც მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ გადაცემა „საქმეში“ განაცხადა,

ორივე ტარიფი ფქვილის ფასზე მოქმედებს და წინასწარი დათვლებით, ფასი 1 ტომარაზე დაახლოებით 20-50 თეთრის ფარგლებში გაიზრდება.

0 435

„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე და პრემიაც ცალკე, ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება, პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ”,-ამის შესახებ თბილისის, მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსებისთვის ხელფასის მატების შესახებ ინფორმაცია არასწორია და მატება არ მომხდარა.
„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე და პრემიაც ცალკე, ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება. პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება და ეს არის ნორმალური. ეს ხდება ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად და შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

0 466

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის გადადგომის შესახებ ინფორმაცია, ,,შენი მედია გუნდს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

პრესსამსახურის უფროსის განცხადებით, ლევან მაისურაძე საკუთარი სურვილით, უწყებაში საქმიანობას აღარ გააგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა ცნობით, აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან წასვლა როტაციის წესს არ უკავშირდება. უწყებაში კი რეორგანიზაცია არ იგეგმება.

აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, ლევან მაისურაძე 2017 წლის ივნისში გიორგი მღებრიშვილმა დანიშნა. რამდენიმე თვეა მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი აღარაა და იგი საქმიანობას, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე აგრძელებს.

მაისურაძე  ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტშიც მუშაობდა. უფრო ადრე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი იყო.

ლევან მაისურაძემ კახაბერ ბუხრაძე ჩაანაცვლა, რომელმაც როტაციის პრინციპით 11-12 მარტის აქციების შემდეგ რამდენიმე თვეში თანამდებობა დატოვა.