24/01/2018 – 01:59
მთავარი Authors სტატიებიAdmin

Admin

1780 სტატიები 0 კომენტარები

2 3789

7-8 ივლისს საზაფხულო სემინარები ჩატარდა ქართველი ჟურნალისტებისთვის, რომელიც დაკავშირებული იყო ნატოს პოლიტიკასთან. სემინარი არასამთავრობო ორგანიზაცია “ინტეგრაცია-გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ” ორგანიზებით უკვე მეხუთე წელია იმართება და მის მუშაობაში ცენტრალური და რეგიონალური ტელე, რადიო, ბეჭდური და ონ-ლაინ მედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობენ.

10547575_10202870573060072_1969027284464558576_n

სემინარი გახსნა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა. ასევე დაესწრნენ რუმინეთის ელჩი საქართველოში დიმიტუ ბადეა, ნატოს სახალხო დიპლომატიის სამსახურის წარმომადგენელი დესპინა ავენთული და ა/ო “ინტეგრაცია-გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ” ხელმძღვანელი რუსუდან ვაშაკიძე.

10376732_10202870584460357_9016587013579664326_n

რუმინეთისა და ნატო-ს ურთიერთობებზე , ისაუბრა რუმინეთის ელჩმა საქართველოში, დიმიტრი ბადეამ. ისტორიული მიმოხილვა, ალიანსის ბუნებაზე გააკეთა,რუმინეთის საელჩოს წარმომადგენელმა, რადუ გორინციომ.

10527328_10202870594140599_6330693406544880698_n

10450821_10202870627101423_1332361862671046429_n
საქართველოსა და ნატოს მეთაურობით მიმდინარე ოპერაციებზე ისაუბრეს ნატოს სამხედრო სამეკავშირეო ოფიცერმა პოლკოვნიკმა მაქსიმილიან ედერმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

10527577_10202870608180950_1166672388936996225_n

.ასევე ,მწერალმა დათო ტურაშვილმა, გაუზიარა თავისი შეხედულებები ნატოს-თან მიმართებაში ,,ჰოლიდეი ინ“ -ში შეკრებილ ჟურნალისტებს.ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქრისტინა ბელეშიტესთან კი დისკუსია წარიმართა ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობით.
ნატოს სახალხო დიპლომატიის სამსახურის წარმომადგენელმა, დესპინა აფენთულმა,კი ახსნა როგორ ურთიერთობს, ნატო მედიასთან.

10462867_10202870618861217_2757922217445607355_n

10409370_10202870630661512_4198876861407193516_n

7 ივლისს ქართველ ჟურნალისტებს ასევე შეხვდნენ , საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის დირექტორს ელენე გოცაძეს, რომელმაც ისაუბრა კომუნიკაციაზე ნატოსა და საქართველოს შორის. პირველი სემინარი კი დახურა ელენე ხოშტარიამ ,,საქართველოს რეფორმების ასოციაციამ“, რომელმაც ნატოს როლი განიხილა , ახალი უსაფრთხოების კონტექსტში.
10457888_10202870639701738_4471267980094176035_n

10494624_10202870640181750_5590778091702851213_n

მეორე დღე, 8 ივლისს, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატოს სათაო იფისის პოლიტიკურ და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, კრისტიან მესაზორმა ისაუბრა.

10458442_10202870648141949_5685803460085628417_n

10501650_10202870644741864_4387156256270679919_n

ასევე ბრიუსელიდან განხორციელდა ვიდეო-კონფერენცია. რადოსლავა სტეფანოვამ, ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა.
ბოლოს კი დოქტორმა ჯემი შმა, დახურა სემინარი ბრიუსელიდან, რომელმაც ნატოს მომავალზე და საქართველოს ნატო-ში ინტეგრირებაზე გაუზიარა თავისი შეხედულებები ქართველ ჟურნალისტებს . დისკუსია ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით წარიმართა: ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრინციპები, ღია კარის პოლიტიკა, პარტნიორობის პოლიტიკა, უელის სამიტის დღის წესრიგი და საქართველოს პერსპექტივა, ნატო-რუსეთის ურთიერთობა, უკრაინის პროცესების გავლენა ნატოს პოლიტიკაზე, ნატოს სამხედრო მისიები და საქართველოს მონაწილეობა ნატოს ოპერაციებში, აგრეთვე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები, იყო პასუხები, თუმცა არა ამომწურავი.
10384606_10202870650702013_5829826730311361168_n

10525915_10202870700583260_849804464095224785_n

10527604_10202870671862542_166666596957437972_n

დახურვის ცერემონიალზე , საზაფხულო სემინარში მონაწილე ,ყველა ჟურნალისტს, გადაეცა სერთიფიკატი ორგანიზატორებისგან.
1937463_10202870712463557_744720634305681147_n

10462764_10202870714943619_5255751554878363456_n

ნატოს საზაფხულო სემინარები საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო), საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით გაიმართა.

10384606_10202870650702013_5829826730311361168_n

ჯემი ში ასეთი სიტყვებით დაემშვოდობა ქართველ ჟურნალისტებს ,, ნატო არასდროს ივიწყებს რასაც ამბობს და რასაც ამბობს აუცილებლად ასრულებს, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“

დახურვის ცერემონიალზე ,,საქართველოს ახალგაზრა ჟურნალისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის გასაგონად, კი გაიჟღერა ასეთმა ფრაზამ, ,,ნატო ყოველთვის დადგება ახალგაზრდა ჟურნალისტების გვერდით და მათ განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“

ავტორი: მარიამ ქობულია

28 წლის ნიკოლოზ ბარტკულაშვილს მსოფლიო იცნობს, როგორც NIX ENEGY.
NIX -დამოუკიდებელი მოგზაურია, რომლის ცხოვრებაც სავსეა ენერგიით, მოგზაურობებით და თავგადასავლებით. მან მოინახულა 100-ზე მეტ ქვეყანა და იკვლევს ჩვენი პლანეტის დამალულ საწყისებს. იცის, ბევრი ენა – ის არის საკუთარი გიდი და თარჯიმანი, მისი აზრით ყველა უფლება, ყოველთვის მასთან არის. მოსწონს განსხვავებული რაღაცეების აღმოჩენა და ახალი ჰორიზონტები, ამოწმებს თავის შესაძლებლობებს ყველანაირ სიტუაციაში. მთავარი მიზანი მისი მოგზაურობის, არის შეისწავლოს ეროვნული და კულტურული მახასიათებლები სხვადასხვა ერების (საბრძოლო ხელოვნება, სამზარეულო, ცეკვა, რელიგია და ა.შ.). იგი არის დაკავებული ასტროლოგიითა და ფსიქოლოგიით. NIX ცდილობს თვითონ განავითაროს მასში არსებული შესაძლებლობები . არის ძალიან კომუნიკაბელური და მიზანდასახული ადამიანი.

1656223_290037587831742_3195285186448907807_n

10508272_309293655906135_1565904954_n

10406719_309282345907266_8613574812891456778_n

10514843_309293382572829_1648972787_n

10528067_309293585906142_1214608310_n

10531336_309293582572809_1096373473_n

10517158_309293775906123_505387624_n

NIX არის პირველი ადამიანი საქართველოდან და მსოფლიოდან, რომელმაც 1121 კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს, რომ გადაიღოს თეთრი დღეები და ,,ჩრდილოეთის სინათლეები” . ამ ეტაპზე NIX იმყოფება ნორვეგიაში, ჩრდილოეთ პოლუსზე. როგორც კი შეძლებს ჩვენთან შეხმიანებას , მოგაწოდებთ საინტერესო ინფორმაციას.

northernlights_2637131b

northern-lights-aurora-borealis-1024x578

Northern-Lights-Tumblr-Wallpaper-HD-Resolution

images

NIX ამ თემაზე პირველად ,,შენი მედია გუნდთან” ალაპარაკდა, რადგან მიაჩნია , როგორც თვითონ, თავისი ენერგიით აღწევს ყველაფერს , ჩვენც, ჩვენი ენერგიით მივაღწევთ გლობალურ წარმატებებს.

ავტორი: მარიამ ქობულია

0 1018

მაიამი წელსაც არ ღალატობს თავის ტრადიციას და მასპინძლობს დიზაინერებს, რომლებმაც ახალი საცურაო კოსტუმების კოლექცია წარადგინეს. ტროპიკული და ეგზოტიკური ცხოველების ანაბეჭდები, ნათელი კომბინაციები და დინამიური ქსოვილები, აუდიტორიის ყურადღებას იპყრობდა.
ადევნეთ თვალი მსოფლიო მოდის ტენდენციებს, ჩვენთან ერთად. თუ უკვე გადაწყვითეთ, დასასვენებლად ზღვის სანაპიროს ესტუმროთ , გადახედეთ მსოფლიოში წარმატებული დიზაინერების, ახალი საცურაო კოსტუმების კოლექციას.

10543081_10204275061303771_1409874777_n

10520591_10204275060983763_750824198_n

10521527_10204275061063765_1567864520_n

10517148_10204275061023764_781451993_n

10517165_10204275061223769_413247760_n

10461819_10204275061383773_1686488856_n

10008552_10204275061143767_1089272017_n

10531328_10204275061263770_55887075_n

10533695_10204275061183768_156427450_n

10534484_10204275060943762_2130149613_n

10543820_10204275061343772_2027236911_n

10543081_10204275061303771_1409874777_n

ამერიკულმა ბრენდმა, Guess – მა , ფიქრი დაიწყო საზაფხულო მოდის კომბინაციებზე. მრავალფეროვნება აქტიურად განიხილა და განსაკუთრებული ფერებიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. Guess-მა ჯინსის მოყავრულებისთვის, სპეციალური ხაზი აირჩია და კლასიკურ სპორტული სტილი ერთმანეთს შეუხამა. ყვავილები, ამ ზაფხულს Guess-ის კოლექციებში განსაკუთერბულ ადგილს იკავებს და მეტი მრავალეფროვნებისთვის აჭრელებულ სამოსსაც არ ერიდება.10524911_10204275061903786_601729019_n

10525053_10204275061583778_1334044066_n

10527734_10204275061823784_550493909_n

10528003_10204275061623779_1633153965_n

10528036_10204275061943787_1777807300_n

10528062_10204275062103791_107287141_n

10528158_10204275061743782_1105845176_n

10529572_10204275061863785_872092211_n

,,შენი მედია გუნდი“ გთავაზობთ, მოკლე ფოტო-კოლაჟს Guess-ის კოლექციიდან.

10529638_10204275061783783_530748687_n

10529725_10204275062023789_546722505_n

10531126_10204275061463775_2032000694_n

10531217_10204275062063790_473990527_n

10531247_10204275061703781_305798132_n

10534279_10204275062183793_504791886_n

10543742_10204275061983788_1932079554_n

10517145_10204275061663780_181105257_n

,,შენი მედია გუნდი“ გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს კინორეჟისორთან და საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარესთან ზაზა ურუშაძესთან.

10525084_10203203869874792_1986896744_n

საუბარს დავიწყებ, თქვენს ბოლო ფილმთან დაკავშირებით. საიდან გაჩნდა იდეა, გადაგეღოთ ფილმი ,,მანდარინები“ და რატომ გადაწყვიტეთ ამ ყველაფერში ესტონეთი ყოფილიყო ჩართული?

რეჟისორი, როცა რაღაცას არ იღებს ცოცხალ-მკვდარივით არის.წელიწადნახევარში გადავიღე სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი და ეს ძალიან კარგია, ბედნიერებაა რომ რეჟისორს აქვს იმის საშუალება , რომ გადაიღოს ფილმები, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში. ფილმი ,,მანდარინები“ ეს არის კოპროდუქცია ესტონეთთან. დაფინანსებულია საქართველოდან, ესტონეთიდან და ,,ევრიმაჟიდან“ (,,ევრიმაჟი“ – ყველაზე ცნობილი ევროპული კინო-ფონდი). დეკორაციები ავაგეთ გურიაში , გავიყვანეთ გზები, ავაშენეთ სახლები, ხეებიც კი დავრგეთ. ნახევარი ჯგუფი იყო ესტონელებისგან შემდგარი, ნახევარი-კი ქართველებისგან. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო , აფხაზეთში ვერ გადავიღეთ. სცენარი სწორედ, აფხაზეთის ომის დროს ვითარდება. ესტონეთის მხარე მას შემდეგ დაინტერესდა ჩემით, როდესაც ტალინში ქართული კინოს დღეები იყო , ჩემი ფილმით ,,სამი სახლით“ გაიხსნა, შემდეგ ერთმა ესტონელმა პროდიუსერმა შემომთავაზა გაგვეკეთებინა ერთობლივი კოპროდუქცია, ასევე ერთი ისტორიაც გამახსენა, სანამ აფხაზეთი ომი დაიწყებოდა, აფხაზეთის სამ სოფელში ესტონელები, 100 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდნენ, ხოლო ომის დაწყების შემდეგ, ესტონეთის ხელისუფლებამ, აფხაზეთში მცხოვრები ესტონელები, სამშობლოში დააბრუნა. ამ ისტორიის მოსმენის მერე, მომეწონა თვითონ თემაც. ძალიან მალე, ორ კვირაში, დავწერე სცენარი, რეალურად ორ კვირაში სცენარის დაწერა არ ხდება, მაგრამ ასე გამოვიდა.
10533460_611228468991440_1919449841_n

რომელ ფესტივალებზე, იყო წარდგენილი ფილმი ,,მანდარინები“ და რა წარმატებები ხვდა მას წილად?

ფილმს თხუთმეტი ჯილდო აქვს მოპოვებული. ძალიან იშვიათია ქართული კინო მთავარ კონკურსში ჩასვან ,,ა“ კლასის კინოფესტივალზე. მსოფლიო პრემიერა შედგა ვარშავაში,ავიღეთ ორი მთავარი პრიზი: ერთი იყო საუკეთესო რეჟისურა, მეორე კი – მაყურებლის პრიზი – ,,საუკეთესო ფილმი“. ასევე ძალიან მნიშვნელოვან ფესტივალზე გერმანიაში მანჰეიმ-ჰეიდელბერგზე წარდგა ფილმი, სადაც სამი მთავარი პრიზი ავიღეთ, შემდეგ იყო იტალია, ტალინი, ამერიკა და ახლაც გრძელდება ფილმის საფესტივალო გზა, მაგალითად ახლა, მთელ პოლონეთში, დგას კინოგაქირავებაში,,მანდარინები“ 20 კინოთეატრში.ესეც ძალიან იშვიათია მოვლენაა, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის.

შესაძლოა რომ ოსკარზეც ვიხილოთ, რამდენად არის ამის ალბათობა?

კი შეიძლება. ველოდებით ნომინაციებს ,,ფელიქსზე“ ,,ლუქსპრაიზსეც“ და ესტონეთი წარადგენს ოსკარზე წელს ფილმს, რადგან ესტონეთის დაფინანსება მეტია, ვიდრე საქართველოსი, მე ვთვლი, რომ ეს უფრო ქართული კინოა, ვიდრე ესტონური, რადგან რეჟისორი მე ვარ, სცენარის ავტორიც, საქათველოშია გადაღებული, ნაწილობრივ პროდუსერიც მე ვარ, მთავარი პროდუსერი არის ესტონელი ივო ფელტი, მაგრამ წილობრივად უფრო მეტი აქვთ ჩადებული ესტონელებს, შესაბამისად ოსკარზეც ესტონეთი წარადგენს. ევროპული ,,ფელიქსი“ ან ოსკარი, არ არის ფესტივალი, ეს არის დაჯილდოვება წლის საუკეთესო ფილმის.

როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ფილმის ასეთი პოპულარობა ? რეჟისორის ხედვა მოეწონა მაყურებელს, თემა თუ უბრალოდ ტრაგიკული ისტორიები ჰუმანიზმითა და ტოლერანტობით სავსე იზიდავს ყველას?

ალბათ ყველაფერმა ერთად, მგონია რომ ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. სასიამოვნო იყო ის, რომ მხოლოდ საფესტივალო წარმატება არ ქონდა ფილმს, მაყურებლისგანაც ვიღებდით მაღალ შეფასებებს, საქართველოში, ესტონეთში და საზღვარგარეთ. საქართველოში ფაქტობრივად ბილეთები არ იშოვებოდა, ასე მოხდა ესტონეთშიც და სადაც ვნახე ყველგან წინასწარ იყიდებოდა ბილეთები. უხერხულია საკუთარ ფილმზე საუბარი, ტრაბახი არ მინდა გამომივიდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი და განსხვავებული ჩვენება, რომელიც თქვენთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, შეგიძლიათ გაიხსენოთ?

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ევროსაბჭომ მოითხოვა ფილმის ნახვა და ევროსაბჭოში მოეწყო ფილმის ჩვენება სტრასბურგში, ასევე ბრიუსელში იყო ევროპარლამენტარებისთვის, ევროკომისიის თავმჯდომარემ – ჟოზე მანუელ ბაროზომ – გაუწია რეკლამა.

მთავარი იდეა რა იყო ამ ფილმის? იდეა რომელიც შეძლებდა მთელი სამყაროს გაერთიანებას? რადგან რომ არა, ამ იდეაში არსებული აზრი, ვერ მიაღწევდა ადამიანების ცნობიერ აღქმამდე, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

მთავარია ადამიანი,არა აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, რელიგიურ კუთვნილებას, მთავარია გქონდეს უნარი მიმტევებლობისა და სიყვარულის.სწორედ ამ იდეაზეა აგებული ეს ფილმი. ფილმის გმირები აღმოჩნდნენ შეიძლება ითქვას ცუდ დროს და ცუდ ადგილას-შუაგულ ომში.
მიუხედავად ამისა ისინი მაინც ინარჩუნებენ, ისეთ ადამიანურ ღირებულებებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რაღაცეები იდიალიზირებულია, იმიტომ რომ მხატვრული ფილმია და სურვილი მაქვს ადამიანები ასეთები იყვნენ, რომ ადამიანები ადამიანებად დარჩნენ.

1062259_611228472324773_261947763_n

კინოკრიტიკოსების მხრიდან, მოყვა თუ არა ამ ფილმს კრიტიკა?

კრიტიკით ყველა ფილმს გააკრიტიკებენ, მაგრამ მე ის გამიხარდა, რომ მსოფლიოს ძალიან ცნობილი კინოკრიტიკოსები, ჟიური, აგრეთვე კინო ჟურნლისტები, რა რევიუებიც დაიწერა ფილმზე, საშუალო შეფასება არ მოყოლია, ძალიან დადებითი შეფასებები მოყვა. აგრეთვე გამიხარდა, რომ იშტვან საბომ, მსოფლიოს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა კინორეჟისორმა „მანდარინები“ დაასახელა წლის საუკეთესო ფილმად. ეს შეფასება იყო ძალიან დიდი სტიმული ჩემთვის.

რატომ გადაწყვიტე, ფილმის სახელწოდება მანდარინებთან დაგეკავშირებინა?

მგონი ძალიან დასამახსოვრებელია და ინგლისურადაც კარგად ჟღერს ,, tangerines“, თან ძალიან ნეიტრალური სახელწოდებაა, ბევრი ფილოსოფიური აზრი არ აქვს ჩაქსოვილი, მაგრამ შიგნით რაღაცეები ხდება.

10525429_611228552324765_1626053636_n

რამდენად გქონდა ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან?

თავიდან ცოტა თანხა მომცა ეროვნულმა კინოცენტრმა, 100000(ევრომდე)
მერე უკვე ესტონეთის მხრიდან იყო გარკვეული შეფერხება, მაგ დროისთვის დეკორაციები უკვე აწყობილი გვქონდა და წელიწადნახევარი დეკორაციებს ვიცავდით. მერე უკვე წამოვიდა ,,ევრიმაჟიდან“ თანხა, მაინც არ გვყოფნიდა და კულტურის სამინისტრომ დაგვიმატა კიდევ 100000(ევრო) . ამის შემდეგ გადავიღეთ ფილმი. ასევე ძალიან დაგვეხმარა თავდაცვის სამინისტრო ძალიან, ავტომატებით, ტყვიებით, ვერტმფრენით, ბიჭებით .

თქვენი აზრით, როგორ მდგომარეობაშია დღეს ქართული კინო?

სხვათაშორის არ არის ცუდ მდგომარეობაში, რამოდენიმე საინტერესო ფილმი გამოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში, ეს ფილმებიც გახმაურდა საზღვარგარეთ,სხვადასხვა ფესტივალებზე. დღეს ევროპაში საუბარი უკვე არის ქართულ კინოზე. ის რომ, ბოლო პერიოდში გაკეთდა საინტერესო ფილმები ეს ცოტა არ არის.

რომელი ქართული ფილმები მიგაჩნიათ საუკეთესოდ, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა?

მაგალითად საინტერესო ფილმებია: ,,გრძელი ნათელი დღეები“, ,,ქუჩის დღეები“, ,,გაიღიმეთ“, ,,გაღმა ნაპირი“ არ მინდა რომელიმე გამომრჩეს, ასევე საინტერესო დოკუმენტური ფილმია ,,მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს“. ეს არ არის სრული ჩამონათვალი.
დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული კინო იწყებს აღორძინებას, თუმცა ამ ყველაფერს ხელისშეწყობა ჭირდება.

როგორ ფიქრობთ, რა პრობლემების წინაშე დგას დღეს ქართული კინო და როგორ გესახებათ ამ პრობლემების გადაჭრის გზები?

ფინასური მხარდაჭერა არის საჭირო სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი.
ყველა ევროპულ ქვეყანაში სახელმწიფო აფინანსებს კინოს, იმიტომ რომ კინო არ არის მარტო კულტურული მემკვიდრეობა, ბევრ რამეს მოიცავს ერთად. წარმოიდგინეთ, მთელი ქართული კინო ფინანსდება, ოთხ მილიონ ლარად. ევროპაში ორ მილიონ ევროდ შეფასებული ფილმი, ითვლება დაბალ ბიუჯეტიან ფილმად. მინიმუმ ოთხჯერ მაინც უნდა გაიზარდოს ქართული კინოს დაფინანსება. იტყვიან ხოლმე, რა დროს კინოაო?ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გაგვაჩნია, კულტურაა.რა გვაქვს ჩვენ რეალურად დღეს? უნდა ვიამაყოთ კულტურით, თუ უნდა ვიამაყოთ შადრევნებით? კინო საკმაოდ პოპულარული ხელოვნებაა, როდესაც უყურებენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები შენი ქვეყნის ფილმს, ეცნობიან შენს ტრადიციებს,ფესვებს, ღირებულებებს, ხედვას და უფრო სხვა დამოკიდებულება უჩნდებათ. ვერ წარმომიდგენია იყო პოლიტიკოსი და ვერ ხვდებოდე იმას, რომ კულტურა უნდა დააფინანსო უფრო სერიოზულად. ეს პოლიტიკოსებს ეხმარება პირველ რიგში, რადგან ქვეყანა წარმოჩინდება ძალიან კარგად. მთელი ქართული კინოს დაფინანსება ოთხი მილიონი ლარით ძალიან არასერიოზულია.

ახალგაზრდა რეჟისორებზე მინდა გკითხოთ, რამდენად აქვთ მათ ხელშეწყობა რომ ფილმები გადაიღონ?

სწავლების პრობლემა აქვთ სამწუხაროდ.
მე დავამთავრე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და შემიძლია ვთქვა რომ მაშინ მაღალ დონეზე იყო სწავლა.
ვფინანსდებოდით სერიოზულად, ვიღებდით ფილმებს და ყველანაირი პირობა გვქონდა გამოგვევლინა თავი. ახლა სავალალო მდგომარობაა უნივერსიტეტში, ცოტა კი გამოსწორდა სიტუაცია, აპარატურა შეიძინეს, რომელიც საერთოდ არ ქონდათ.
ცუდია ისიც რომ ათეულობით ადამიანი ყოველ წელს რეჟისორი გამოდის, მაშინ როცა, ჩვენ დროს, ხუთ წელიწადში ერთხელ იღებდნენ ხუთ ადამიანს კინო სარეჟისოროზე . წესიერი სელექცია არ ხდება ახლა, არც ხელობის შესწავლა,წარმოება ვერ გაიარეს ნორმალურად, ეს დიპლომები რომ ჰქონდეთ სახლში რა აზრი აქვს.

ჩვენ ვსაუბრობთ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც მომავალში შექმნიან კინოს და თუ მათ არ ექნებათ ხელშეწყობა, ეს ყველაფერი აისახება ჩვენს კულტურაზე, მაშინ რაშია გამოსავალი?

ნიჭი არაა საკმარისი, თუ პროფესიონალად არ გაზრდი ანუ ხელობას არ შეასწავლი, მაშინ ეს იქნება ნიჭიერი ადამიანის წინაშე ჩადენილი დიდი დანაშაული.

მოდიან თუ არა ახალგაზრდები თქვენთან, რამდენად აქვთ სურვილი გადაიღონ ფილმი და აქვს თუ არა შესაძლებლობა კინოს სახლს დაეხმაროს მათ?

ვერ ვეხმარებით.სამწუხაროდ ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დამხვდა, რაღაც ფუნქციებიც დაკარგა კინოკავშირმა, დარბაზიც არ ფუნქციონირებს. მინდა ეს ყველაფერი აღვადგინო. სახელმწიფო არ აფინანსებს კინოკავშირს, იჯარებიდან არის ძირითად შემოსავალი. მინდა აქ იყოს კინო ჩვენებები, სემინარები, შემოქმედებითი ატმოსფერო და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და აღსადგენი.

კულტურის სამინისტრო რამდენად არის ამ ყველაფერში ჩართული?

შესაძლოა დაგვეხმაროს და ვნახოთ რა იქნება.

აპირებთ თუ არა ახალი ფილმის გადაღებას?
რამოდენიმე შემოთავაზება მქონდა , ერთი ავირჩიე და დასავარაუდოდ მომავალ წელს გადავიღებ.
ჟანრი?
დრამა.

თქვენს შემოქმედებას თუ გადავხედავთ, ფილმი ,,დარჩი ჩემთან“ ჟანრობრივად სხვა ფილმებისგან განსხვავებულია, რატომ გადაწყვიტეთ გადაგეღოთ მელოდრამა?

ეს იყო შეკვეთა, თავიდან ვთქვი, მაგრამ მერე დავთანხმდი, დამაინტერესა როგორ გადავიღებდი მელოდრამას. რადგანაც შეკვეთა იყო, არ ვუღალატე მელოდრამის კანონებს.

რატომ აირჩიე ლელა წურწუმია ამ როლისთვის?

თვითონ ისტორია მომღერალთან იყო დაკავშირებული. სხვათაშორის ლელამ ძალიან კარგად ითამაშა, არც მეგონა ასე კარგად თუ ითამაშებდა, ძალიან ძნელია არ იყო ყალბი და ლელა არ იყო ყალბი. თან კარგი მომღერალია, არაჩვეულებრივი ადამიანია და საინტერესო იყო მასთან მუშაობა.

როდესაც ხარ რეჟისორი , სცენარის ავტორი , პროდუსერი. მაშინ როცა ხელოვნებას გარკვეულ ჭეშმარიტებამდე უნდა მივყავდეთ და როცა მაინც გიტოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას, მაშინ როდესაც ამ ხევლოვნებაში ფილმის სახით ავლენ შენს რაციონალიზმსა და ემპირიზმს, იწყებ ფიქრს ადამიანებზე, რამდენად სწორად დაინახავენ იმას , რასაც შესთავაზებ?

ცოტას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ფიქრობ, მაგრამ თუ ბევრს იფიქრებ მაყურებელზე,შეიძლება ვერ გადაიღო საინტერესო ფილმი. პირველ რიგში, გულწრფელი უნდა იყო, ასევე პროფესიონალი რა თქმა უნდა, რომ განახორციელო შენი ჩანაფიქრი და საინტერესოც უნდა იყოს სხვისთვის. ჩვენ ხომ ყოვლთვის გვაინტერესებს ახალი, რადგან ის განუმეორებელი სამყაროა.

და ბოლოს, რას გვისურვებთ ჩვენ, ,,შენი მედია გუნდის“ახალგაზრდა ჟურნალისტებს, რომლებიც მინიმალური რესურსით დამოუკიდებლად ვცდილობთ, ვაკეთოთ ის საქმე რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, ამასთან ერთად ვიყოთ პროფესიონალები და მიუკერძოებლები?

ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცი რა სიტუაციაც არის, არასდროს არ იყოთ კომფორმისტები, ძალიან რთულია ეს, მაგრამ ბოლომე უნდა იბრძოლოთ, მაშინ უკვე გექნებათ დიდი შანსი იყოთ პროფესიონალი ჟურნალისტები. დევიზი თქვენი უნდა იყოს: ,,NO compromise”

ავტორი: მარიამ ქობულია

0 4002

8 ივლისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, სუხიშვილები და ანსამბლი ,,რუსთავი” საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ…ბილეთის ფასი 10 და 15 ლარი..დასაწყისი 20:00 საათზე..

ინიციატივა თბილისის საკრებულოს ეკუთვნის.

0 2492

putini

რუსეთის აკრძალვა გინებაზე სატელევიზიო გადაცემებში, სპექტაკლებსა და წიგნებში, რომელიც ძალაში შევიდა სამშაბათს, კრიტიკოსების აზრით, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა.
ახალი კანონის მიხედვით, რომელსაც ვლადიმერ პუტინმა ხელი მაისში მოაწერა, სახალხოდ გინებისთვის ადამიანები დაჯარიმდებიან 2500 რუბლით, მსგავსი ენის გამოყენებისთვის კომპანიები კი 50000 რუბლით.
ფილმები, რომლებშიც სალანძღავი სიტყვები იქნება, აიკრძალება ფართო ჩვენებისთვის, წიგნებს კი ექნებათ გაფრთხილება ყდაზე. კრემლის მიხედვით, ახალი კანონი დაეხმარება დაიცვას რუსეთის ლინგვისტური კულტურა და მემკვირდეობა.
წინა თვეში რუსული გაზეთი ‘’იზვესტია’’ ამბობდა, რომ ქვეყნის მედიის მოდარაჯე ‘’როსკომნადზორი’’ (რუსეთის კომუნიკაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასმედიის ზედამხედველობის კომიტეტი) გეგმავს, რომ გამოიყენოს სპეციალური საძიებო სისტემა უწესო სიტყვების ამოსაძირკვად ონლაინ სტატიებსა და კომენტარებში.
კრიტიკოსების აზრით, სახალხოდ გინების აკრძალვა ცენზურის ფორმაა და გადმონაშთია საბჭოთა კონსერვატიულობის, რომელიც ხშირად აკრიტიკებდა დასავლეთის ‘’დეკადანსს’’.
პუტინი ხშირად აქებს იმას, რასაც ტრადიციულ რუსულ ფასეულობებს უწოდებს და მიიჩნევს, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ზნეობრივი ავტორიტეტია დასავლური ‘’უსქესო და უნაყოფო’’ ტოლერანტობის წინააღმდეგ.

http://www.independent.co.uk/news/world/europe/russian-ban-on-swearing-comes-into-effect-amid-criticism-9577202.html

0 3328

“NORMAN SICILY” – ასე ქვია დოლჩე-გაბანას ახალ კოლექციას.

,,NORMAN“- იყო სკანდინავიური ჯგუფი, რომელიც დასახლდა, დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში.
Dolce & Gabbana მამაკაცის ზამთრის 2015 კოლექციის შთაგონების საწყისი ხდება ნორმანდების მეფეები: რუჯერო I, რუჯერო II, უილიამ I, უილიამ II, ჰენრი VI, ფედერიკო II, ასევე არქიტექტურა, ტაძარი და ეკლესია.

dolce-and-gabbana-fw-2014-2015-men-fashion-show-runway-06

dolce-and-gabbana-fw-2014-2015-men-fashion-show-runway-09

dolce-and-gabbana-fw-2014-2015-men-fashion-show-runway-10
dolce-and-gabbana-fw-2014-2015-men-fashion-show-runway-12

ვინც აქტიურად მიყვებით მოდის ტენდეციებს , 2015 წლის ზამთრისთვის აქტუალური ფერები იქნება : რუხი, ბორდო, ყავისფერი, მწვანე, შავი და ლურჯი.
ნაქარგი ქურთუკები ვისაც მოსწონს, მათთვის ჯავშანის ეფექტით გაწყობილ ქურთუკებს სთავაზობს დოლჩე-გაბანას ახალი 2015 წლის ზამთრის კოლექცია.

,,შენი მედია გუნდი“ შეეცადა ქართველი მამაკაცების გემოვნების შესაფერისი, სამოსი შეერჩია , წარმატებული, აქტიური, გემოვნებიანი და საქმიანი , ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის.

ავტორი: მარიამ ქობულია

დღეს დილით ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში დაბომბა 34 სამიზნე, რომელსაც პალესტინური ორგანიზაცია “ჰამასი” აკონტროლებდა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ. როგორ The Times of Israel იუწყება, დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა.
დაბომბვა გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ნაპოვნი იქნა სამი გატაცებული ებრაელი მოზარდის გვამი. 12 ივნისს ებრაელი მოსწავლეები ქალაქ ხებრონიდან გაუჩინარდნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოზარდების გატაცებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰამასს” დააკისრა. მათ მოსაძებნად წამოიწყო ფართო მასშტაბიანი სამძებრო ღონისძიება, რომელშიც ათასობით ისრაელის არმიის სამხედროები მონაწილეობდნენ სპეცსამსახურებთან და პოლიციასთან ერთად.
ავიადარტყმები ისრაელსა და პალესტინას შორის აღნიშნული ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან გრძელდებოდა. თუმცა დღევანდელი ავიადაბომბვები ყველაზე მასშტაბური იყო.

წყარო: lenta.ru

0 3789

წელს დახეული და ნახმარი ჯინსები ისევ მოდაში ბრუნდება. ,,fashion“ ბლოგერები ამ ტენდენციას აქტიურად განიხილავენ . ცნობილი ვარსკვლავები, მირანდა კერი, ოლივია პალერმო, კიმ კარდაშიანი ამ ტენდენციის საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავენ და საჯაროდ გამოჩენასაც არ ერიდებიან, დახეულ ჯინსებში.
ჯინსის მოყვარულებს ნამდვილად ბევრი არჩევანი აქვთ. ადვილად კომბინირებული სპორტული , მაგრამ ელეგენტური სტილი, იქნება გარანტი, თქვენი ფიზიკური მონაცემების, უკეთ წარმოსაჩენად.

10487041_10204216228472987_1268165884_n

250x187

10521865_10204216228392985_1456575839_n

10521861_10204216228352984_1411012757_n
ავტორი: მარიამ ქობულია

წყარო: www.fashionmg-style.com