23/04/2018 – 17:36
მთავარი Authors სტატიებიAdmin

Admin

1796 სტატიები 0 კომენტარები

ელტონ ჯონმა  ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა და ის უკვე ემზადება ქართველ მსმენელთან შესახვედრად.„მადლობა ყველას, ვინც Caesars Palace-ში ჩემს ერთ-ერთ უკანასკნელ შოუზე მოვიდა! მე აპრილში დაგიბრუნდებით, შემდეგ კი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გავმართავ კონცერტებს“, – წერს მუსიკოსი.
ბრიტანელი კომპოზიტორი და შემსრულებელი ელტონ ჯონი და მისი ბენდი, კონცერტებს საქართველოში 2018 წლის 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს გამართავს.

0 65

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ჟურნალისტებს დღეს დასწრების საშუალება არ მიეცათ. მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე სხდომის დასრულების შემდეგ, 11:00 საათზე განცხადებას გააკეთებს.

0 85

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბ.ა., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ა.-მ ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ მიჰყიდა “ტეტრაჰიდროკანაბინოლის” შემცველი ნარკოტიული საშუალება.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.

საქართველოს საგარეო სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხობს. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „შენი მედია გუნდი“ უცვლელად გთავაზობთ.
”გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალ ჟენევის რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრონველსაყოფად”, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოსკოვში ყურადღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას. „კმაყოფილებით აღვნიშნავთ მასში გადმოცემულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების პროცესის გაღრმავების შესახებ. არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.
გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხსენებული სწრაფვა პროგრესისკენ ჟენევის დისკუსიებში იმედს გვაძლევს საქართველოს მხარის კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით, რაც მარტის ბოლოსთვის დაგეგმილ მორიგ რაუნდს უკავშირდება.
დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკებების დანარჩენი მონაწილეების მიერაც, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას.
შეუძლებელია არ მივესალმოთ, ასევე, დეკლარირებულ მისწრაფებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირ დიალოგის შესახებ. სწორედ ასეთია ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების დასარეგულირებლად, რომლებიც საქართველოს აწუხებს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის ფარგლებს გარეთ არსებობს. კერძოდ, ეს ეხება ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით, რაც მწუხარებას იწვევს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ტაქსის მძღოლებს საქმიანობის ნებართვისთვის ერთჯერადად – ე.წ. ფურცლის საფასურის გადახდა მოუწევთ, ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელებისთვის კი ეს გადასახადი ბევრად ნაკლები იქნება“, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტაქსით მომსახურების სანებართვო რეგულაციასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.
მაია ბითაძემ აღნიშნა, რომ ტაქსით მომსახურების რეგულაცია 3 ეტაპად განხორციელდება.
„კანონპროექტის თანახმად, პირველ ეტაპზე, თბილისის საკრებულოს უჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ გამოსცეს აქტი, სადაც დადგენილი იქნება საქმიანობის სანებართვო პირობები. ანუ პირველ ეტაპზე არის აღრიცხვიანობა, გამოხატული სტატისტიკურ ფორმაში როგორც ნებართვა, რომელიც გაიცემა მარტივად, ერთი სარკმლის პრინციპით ელექტრონულად ან არაელექტრონულად, როგორც მოსახერხებელი იქნება იმ ადამიანისთვის, რომლსაც თავისი სერვისის მიწოდება უნდა მოსახლეობისთვის. იქნება მხოლოდ ერთჯერადი საფასური – ე.წ. ფურცლის საფასური, რასაც ჩვენ მაგალითად, პასპორტის ასაღებად ვიხდით. ჰიბრიდულ და ელექტროავტომობილებზე შეღავათიანი იქნება ეს გადასახადიც – პრაქტიკულად, ნული იქნება ელექტრომობილისთვის.
ტაქსის მძღოლი რეგისტრირდება, იხდის თანხას და ის არის ნებართვის მფლობელი. ნებართვის მფლობელობა პრაქტიკაში რას გულისხმობს და რას აკონტროლებს შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო?! ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება, მგზავრთა გადაყვანის დროს, იქონიოს სანებართვო ფორმა, რომელიც გაკრული უნდა ჰქონდეს მანქანაში. იქ იქნება იდენტიფიცირებული ნებართვის ნომერი, ადამიანის სახელი და გვარი. ასევე მას ევალება, რომ ავტომობილზე ჰქონდეს მანიშნებელი, რომ ის არის ტაქსი. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც არის აღრიცხვისა და რეგისტრაციის მარტივი ფორმა და სამართლებრივად ამას ნებართვის გაცემა ჰქვია.
რაც შეეხება მეორე ეტაპს… რატომ ვაკეთებთ და რატომ ვფიქრობთ, რომ ეს არის სატრანსპორტო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მათ შორის ავტოპარკის დარეგულირებისთვის გადადგმული ერთი ნაბიჯი. 2019 წელს ემთხვევა ეს, როცა უკვე ტექნიკური დათვალიერებაც შემოვა. ეს არის ამ ქალაქის იმიჯი, რომელიც ასევე უნდა გვადარდებდეს და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მუშაობს ამ ქალაქში, ყველა კეთილსინდისიერად უნდა ასრულებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, მეორე ფაქტორი არის ის, რომ სანდოდ და უსაფრთხოდ გადაადგილება მოხდეს. თუ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვაკონტროლოთ ავტობუსის მძღოლები და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, რომ ისინი უსაფრთხოდ გადააადგილებენ მოსახლეობას და ტურისტებს, რატომ არ უნდა მოეთხოვოთ იგივე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მომსახურეობაში ბევრად მეტს იღებენ. ასევე, მნიშვნელოვანია, ტაქსის ვიზუალი გარედან და მდგომარეობა შიგნით.
მესამე ეტაპზე, როცა სისტემა სრულად ამოქმედდება და ეს შეიძლება იყოს 3 წლის შემდეგ, ტაქსის მძღოლს დაევალება ტაქსომეტრის დაყენება, რომელიც სანდოს გახდის მგზავრობის ხარჯებს და ძალიან მნიშვნელოვანია იმ მოწყვლადი მომხმარებლისთვის, რომელიც შეიძლება იყოს ტურისტი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში საერთაშორისო კომპანიამ  QVI  და  QNET–მა მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს ბორჯომი რიქსოსში. კომპანიამ და მედიის წარმომადგენლებმა ერთად აღნიშნეს ქალებისადმი მიძღვნილი  დღე და ამავდროულად ისაუბრეს სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გეგმებზე.

unnamed (1)

კომპანია  QNET-მა განსაკუთრებულად იზრუნა ქალბატონებზე და მათ დაუვიწყარი დღე აჩუქა. სასტუმროს ნომერში მედიის წარმომადგენლებს  ყვავილების ულამაზეს თაიგულთან ერთად  ზემოთხსენებული კომპანიის საჩუქარი დახვდათ.

სანამ მედიის მშვენიერი ქალბატონები კიდევ ერთი სურპიზის შესახებ შეიტყობდნენ, კომპანიის  წარმომადგენლებმა  მათთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა  გამართეს, სადაც წარმოდგენილი იყო კომპანია  QVI  და  QNET–ის პროდუქცია, მომსახურება, სიახლეები და სამომავლო გეგმები.

unnamed (4)

მედიის  წარმომადგენლებს კი სარელაქსაციო მასაჟის შემდეგ , ქონდათ შესაძლებლობა  დაესვენათ  მშვიდ გარემოში  და  8 მარტის ულამაზესი საღამო საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ერთად  აღენიშნათ.

unnamed

საერთაშორისო კომპანია  QNET –მა წლევანდელი წელი ქალბატონების წლად გამოაცხადა, შესაბამისად საქართველოს წარმომადგენლობას  უკვე დაგეგმილი აქვს  რიგი ღონისძიებები, რომელიც უშუალოდ მიეძღვენება საქართველოში წარმატებული ქალბატონების წინა პლანზე წარმოჩინებას.

0 162

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს. განცხადება შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა 2013 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი საქართველოს მოქალაქე, 1969 წელს დაბადებული ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

ზაზა ბაქრაძე ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ, სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.

2004 წელს ზაზა ბაქრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა – იგი თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო.

ზაზა ბაქრაძეს, ჩადენილი დანაშაულის გამო, 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც, მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.

დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.” ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

0 125

Laureus-მა წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. კაცთა შორის 2017 წლის საუკეთესო შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი გახდა. გარდა ამისა, შვეიცარიელმა წლის „ქამბექის“ ნომინაციაშიც გაიმარჯვა. თავის მხრივ, 2017 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად Laureus-მა სერენა უილიამსი დაასახელა.

„დაუჯერებელია, რომ ასეთ დონეზე დავბრუნდი. 2017 წელი ჩემთვის ძალიან კარგი იყო. ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გასულ წელს მე ბევრი ოცნება ამისრულდა.“ – განაცხადა როჯერ ფედერერმა.

აღსანიშნავია, რომ როჯერმა Laureus-ის წლის სპორტსმენის ჯილდო მეხუთედ მოიგო.

0 149

UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა კალიფორნიის სპორტსმენთა კომისია ვერ დააჯერა იმაში, რომ დოპინგი შეგნებულად არ მიუღია.

MMAJUNKIE-ს ინფორმაციით, ჩვენებაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ჯონსი დარწმუნებით ამტკიცებდა და უფალს იფიცებდა, რომ დოპინგის მიღების დროს არ იცოდა, რას ჩადიოდა.

ჯონსის ადვოკატს მტკიცებულებად მოჰყავდა პოლ სკოტის დამოუკიდებელი ლაბორატორიის ჩვენებები, რომლის მიხედვითაც, ტურინაბოლის მეტაბოლიტების დონე სპორტსმენის სისხლში გაცილებით მეტი იქნებოდა, ჯონსს რომ დოპინგი შეგნებულად მიეღო. თუმცა, პოლ სკოტმა აღიარა, რომ ვერ გამოიტანს საბოლოო განაჩენს იმის თაობაზე, რა გზით შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ტურინაბოლი ჯონსის ორგანიზმში.

CSAC-ს გამოძახებული ექსპერტი დამოწმდა, რომ ის სკოტის ვერდიქტს ვერ დაეთანხმება და ვერ იტყვის დაზუსტებით, შეიძლება თუ არა, რომ ეს ყველაფერი საკვებ დანამატში ყოფილიყო.

ჯონსის გუნდმა 15 საკვებ დანამატზე და მასაჟის კრემებზე გაიარა შემოწმება, მაგრამ ტურინაბოლი არსად არ იყო აღმოჩენილი.

ყველა მტკიცების შემდეგ, CSAC-ы თავმჯდომარემ გაიხსენა, რომ ჯონსმა ადრე კომისიას დაუმალა იმის შესახებ, რომ თავის დროზე სქესობრივი დისფუნქციის საწინააღმდეგო წამლებს იღებდა, რასაც UFC 200-ის ტურნირზე დოპინგ-ტესტის ჩაგდებას აბრალებდა.

გარდა ამისა, სპორტსმენს მისი ძველი პრობლემებიც შეახსენეს კანონთან, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი ფიცის დაჯერება არ შეიძლება.

შედეგად, მებრძოლი 205 ათასი დოლარით დაჯარიმდა და ჩამოერთვა ლიცენზია, რომელსაც ვადა 28 აგვისტოს გასდიოდა. ახალი ლიცენზიის აღება კი, მას მხოლოდ USADA-სთან პრობლემების მოგვარების შემდეგ შეეძლება.

0 99

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, “ესპანიოლის” წინააღმდეგ განცდილ მარცხზე (0:1) ისაუბრა.

“პირველი ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ, რამდენიმე კარგი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში კი, საკუთარი თამაშის პოვნა ვეღარ შევძელით.

ზედიზედ ხუთი წარმატებული მატჩის შემდეგ, კვლავ ვერ მოვახერხეთ წარმატების მიღწევა. მარცხი არ დაგვიმსახურებია და ის ძალიან მტკივნეულია.

შედეგი თამაშს არ შეესაბამება, რადგან “ესპანიოლს” ძალიან ცოტა საგოლე მომენტი ჰქონდა. კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ გოლი დამატებით დროში გავუშვით. ამასთან, ამდენი დახარჯული ენერგიის შემდეგ, შეგუება ძალიან რთულია.” – აღნიშნა ზიდანმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.