25/09/2018 – 04:57
მთავარი Authors სტატიებიAdministrator

Administrator

2421 სტატიები 0 კომენტარები

0 764

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისიდან 56 კილომეტრში, ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 7 კილომეტრში, სეფელ შახმარლოსთან 3 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვირის მაგნიტუდამ 4.4 შეადგინა

0 732

„საკოკნსტიტუციო სასამარლოს მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობს“ ეს განცხადება, საკონსტიტუციუო სასამართლოს თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. „საკონსტიტუციო დასამართლოს მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა და თვალთვალი. ახლა რაც განხილვაშია იმ საქმეებზთან დაკავდირებით მოსამართლეებზე არის ზეწოლა და ახლობლების დაკავებით ემუქრებიან.“

 

 

ავტორი: მარიამ კეკელიძე

მრცხვენია იმ დაზარალებულებულების, რომლებთანაც არ მქონდა ნორმალური კომუნიკაციის საშუალება, რათა გამომეხატა მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რასაც მათ წინაშე განვიცდი, – ამის შესახებ ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა  და ”ცენტრ პოინტის” საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა.

”მე მრცხვენია იმის, რომ ამდენი ხანი ვაწუხებთ საზოგადოებას, რომ ჩვენს ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, დღემდე არ არის გადაწყვეტილი. მე მრცხვენია როგორც ადამიანს, პოლიტიკოსს, დედას და მოქალაქეს. მრცხვენია იმ ადამიანების, დაზარალებულებულების, რომლებთანაც არ მქონდა ნორმალური კომუნიკაცია და არ მქონდა საშუალება გამომეხატა მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რასაც მათ წინაშე განვიცდი”, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.

მისივე თქმით, სამი წელია ყოველკვირეული სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და ოჯახი სასამართლოსთან მუდმივი თანამშრომლობის პირობებში იყო. კერვალიშვილის თქმით, მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის ოპერაცია, რომელიც აღნიშნულ საქმეზე განხორციელდა. იგი მიიჩნევს, რომ ამის საჭიროება არ იყო.

რუსუდან კერვალიშვილის თქმით, ყველაფერი მის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში ცდილობდა მოეძიებინა ქალბატონები, რომლებიც მზად იქნებოდნენ დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად ეყარათ კენჭი და სწორედ ამას უკავშირდება ის ოპერაცია, რაც ჩატარდა.

კერვალიშვილის თქმით, ის ზურაბ ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს პირადად იმყოფებოდა მასთან და ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, სრულად გადასცა.

”მე არ ვითხოვ ჩემი დის ციხიდან გათავისუფლებას. მაია ტყვეობაშია, პირიქით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოთხოვნას, მე ვიქნები იმ სახელმწიფოს მომხრე, რომელიც სამართლიანად განსჯის, მე ერთი ადამიანი დღეს ისეთივე დაზარალებული ვარ რაც შეეხო ზოგადად, ომის შედეგად ადამიანს”, – აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა და დასძინა, რომ 89 სასამართლო პროცესის მიუხედავად, რომელიც ”ცენტრ პოინტის საქმეზე ჩატარდა, არც ერთი მოწმე დამფუძნებლების დაკავებას არ ითხოვდა.

რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოსგან სამართლიანობას ელოდება. მისი თქმით, ხელისუფლებასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია და არც გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ ინსტიტუციები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს.

”უცებ მაისის ბოლოს შეიქმნა ჯგუფი, დაიწყო აქციების მოწყობა. ამ 24 ადამიანისგან შექმნილ ჯგუფს ხელმძღვანელობდა თემურ ფიფია. ისინი მართალი არიან ჩვენთან, თუმცა საეჭვოდ დაემთხვა ეს გააქტიურება ჩემს აქტიურობას”, – განაცხადა კერვალიშვილმა. 

მისივე თქმით, თუკი აქამდე პოლიტიკაში მოსვლა არ უფიქრია, ამაზე დაიწყებს ფიქრს, თუმცა ”ნაციონალურ მოძრაობაში” შესვლას არ აპირებს, რადგან არ სურს, ეს პარტია ”გასვაროს თავისი რეპუტაციით”.

”ყველა ზომა მიიღეთ რაც კი შეიძლება, რომ თქვენთვის უკეთესი იყოს. თუ თქვენთვის უკეთესი იქნება პატიმრობა? კი ბატონო, ოღონდაც მოსთხოვეთ სახელმწიფოს რელური გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა”, – აღნიშნა რუსუდან კერვალიშვილმა.

0 741

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტი გამოავლინა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ქმედებაში ბრალდებული შუა ხნის მამაკაცია, თუმცა ბავშვის გაუპატიურება არ მომხდარა.
„ბავშვს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს. დანიშნულია ექსპერტიზა“, – აცხადებენ შსს-ში.
რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულს, ოფიციალური ინფორმაციით,მას შემდეგ, რაც შემთხევის ადგილზე პოლიცია მივიდა, შუა ხნის მამაკაცმა გაქცევა სცადა, რა დროსაც წაიქცა და ფეხი დაიზიანა. შესაბამისად, ის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ლუგელას ხეობაში ავარიას 4 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა – 5. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ის რაც ლუგელას ხეობაში მოხდა ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის. ავტოსაგზაო შემთხვევას სამწუხაროდ ჩვენი რეგიონის 4 ახალგაზრდა ემსხვერპლა. ჩემი თვალით ვნახე ის უბედურება რაც ამ ხეობაში ახლა ხდება. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს.

მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო დაშავებულებს. ამ უბედური შემთხევის შედეგად ხუთი მოქალაქე დაშავდა, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათი გამოჯანმრთელებისთვის“, – განაცხადა გუბერნატორმა.

საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება, – „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას“ მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
პროგრამით გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რამდენიმე თვის წინ მიღებული სტრატეგიის თანახმად კი, მთელი საქართველოს ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყო და კერძო სექტორთა ერთად, სხვადასხვა ინტერესის ზონები განისაზღვრა.
„არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული, ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე, რადგან ინფორმაციაზე წვდომა არის თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბების მთავარი პირობა. ვფიქრობთ, როგორც განათლებისთვის, ისე, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ასეთ მოკლე პერიოდში მოხერხდა პროექტის ისეთი სტრუქტურირება, რომ ის მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო ბევრი თვალსაზრისით.
პროექტს ფონდი „ქართუ“ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია, ერთეული – Open net-ი, რომლის მეშვეობით, კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის პარტნიორობა ხორციელდება.
„მნიშვნელოვანია, რომ ქსელი აგებული იქნება თავისუფალი დაშვების პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ აგებულ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურას, ექნება არა მხოლოდ ტექნიკური თავსებადობა, არამედ, ბიზნესპრინციპი იქნება ის, რომ ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც შემდგომში ამ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურასთან მიერთებას მოინდომებს, იგი დაშვებული იქნება. ეს პროექტი, ერთის მხრივ – ქველმოქმედების, ხოლო მეორეს მხრივ, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის თვალსაჩინო მაგალითია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

198 დევნილ ოჯახს, თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, – განკარგულებას საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები, 12 ათასზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი გრძელდება.
„ჩვენ სრული დატვირთვით ვაგრძელებთ ამ პროცესს, რომელსაც დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2017 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა დიდი ბრიტანეთის ნაცვლად ესტონეთი გახდება. აღნიშნულზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გუშინ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემეირ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე დაგეგმილი მოლაპარაკებების გამო, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში თავმჯდომარეობაზე უარს აცხადებს.

ერევანში საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ სამართალდამცველებმა 136 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
არეულობა ერევნის გარეუბანში მდებარე ერებუნის რაიონში, სადაც ამ დრომდე შეიარაღებული ჯგუფი პოლიციის განყოფილების შენობაშია გამაგრებული და მძევლები ჰყავს აყვანილი, გუშინ საღამოს საათებში მოხდა.
შენობასთან ჯგუფის მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც სომეხი ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
აქტივისტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, აქედან 25 სამართალდამცველია.

ღამის არეულობის ქრონიკა. (ფოტო,ვიდეო)

როგორც თურქეთის ადგილობრივი მედია იუწყება ანკარაში ძლიერი აფეთქება მოხდა. მიზეზი დგინდება.