მთავარი საერთო კომუნიკაციების კომისიამ ტვ პირველი 23513,21 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტვ პირველი 23513,21 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტვ პირველი 23513,21 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ტვ პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა,სოციალურ ქსელში დაწერა.

,,ჯერ იყო კიბერშეტევით ტვ პირველის ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!”

დღის ამბები

❗ რატომ დაჯარიმდა ტვ პირველი?✔ არხის ხელმძღვანელის კომენტარი მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაზე

Publiée par TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი sur Mardi 3 septembre 2019

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი