მთავარი ეს საინტერესოა სიკვდილმისჯილი რეიჰანე ჯაბარის ბოლო ხმოვანი წერილი

სიკვდილმისჯილი რეიჰანე ჯაბარის ბოლო ხმოვანი წერილი

2009 წელს თეირანის სასამართლომ 26 წლის ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ირანში სიკვდილით დასაჯეს რეიჰანე ჯაბარი, რომელმაც მამაკაცი მასზე სექსუალური ძალადობის გამო მოკლა.

მიუხედავად საერთაშორისო კამპანიისა და მოწოდებისა, შეეცვალათ 26 წლის რეიჰანე ჯაბარისთვის  სასიკვდილო განაჩენი, ის თეირანის ციხეში ჩამოახრჩვეს.

 რეიჰანე ჯაბარი 2007 წელს დააკავეს ირანის დაზვერვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მორტეზა აბდოლალი სარბანდის მკვლელობისთვის.  2009 წელს თეირანის სასამართლომ 26 წლის ირანელ ქალს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

რეიჰანე ჯაბარიმ – 7 წელი გაატარა ევინის ციხეში, სანამ მას სიკვდილით დასჯიდნენ

მისი ბოლო ხმოვანი წერილი დედის მისამართით ასე ჟღერდა:

“დედა, სიცოცხლეზე ძვირფასო, გთხოვ ნუ იტირებ იმის გამო, რასაც ახლა ჩემგან გაიგებ.. ნუ მიხვალ სასამართლოში, ნუ შეევედრები ჩემს სიკვდილისგან დახსნას! მხოლოდ ერთი ნატვრა შემისრულე, ნუ გამომაწყვდევ მიწის ტყვეობაში.. არ მინდა ჩემი თვალები და ახალგაზრდა გული მტვრად იქცეს.. შეევედრე მათ, როგორც კი განაჩენს აღასრულებენ, წაიღონ ჩემი თვალები, გული, ძვლები, ყველაფერი რაც გადარჩება და მისცენ მათ ტრანსპლანტაციისთვის, ვისაც ეს სჭირდება. მან, ვინც ჩემს თვალებს მიიღებს, ვინც ჩემს გულს მიიღებს, არ მინდა, რომ რაიმე იცოდეს ჩემს შესახებ, უბრალოდ იყოს საჩუქარი ჩემგან. არც ყვავილები მინდა მათგან,არც ლოცვა.
არ მინდა, რომ გქონდეს ჩემი საფლავი, სადაც მოხვალ შავი კაბით და დამიტირებ. გთხოვ, ქარს გამაყოლე..
და ნუ იტირებ, ძვირფასო დედა!“

მოამზადა: მარიამ ქობულიამ

55 კომენტარები

  1. რუსეთმა რაც გვიქნა არაფრით არ განსხვავდბა ყიზილბაშების ნამოქმედარისგან. მიწები წაგვართვა, ეკლესიები გადაათეთრეს, ხალხი ზოგდი დახოცეს, ზოგი დაგვიწიოკეს და გამოყარეს სახლებიდან. მტერია დღეს ჩვენი. ახლა ვისაც არ ჯერა ვურჩევ დატესტოს მავთულხლართზე გადასვლით და ივარაუდეთ სადაური წარმოების ტყვია წამოვა.

  2. Jano Zhvania რუსეთი არ გვითეთრებდა ეკლესიებს. მაგას აკეთებდა საბჭოთა კავშირი რომელიც იყო ათეისტური სახელმწიფო და მის სათავეში იდგნენ ქართველები სტალინი და ბერია. მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჰიმნი იყო ფრანგული ინტერნაციონალი. საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა რუსეთის მართ₾მადიდებელი მეფე და დაუბრუნა თურქეთს მის მიერ განთავისუფლებული ტაო-კლარჯეთი. არც აფხაზეთი იყო ჩვენი სანამ რუსი შემოვიდოდა კავკასიაში და წაართმევდა თურქეთს დიდი სისხლის ფასად.

  3. Sonam Nguvien როგორ შეიძლება ღერუსების "გაპრავება" ტაო კლარჯეთი მიგიერთად და გაგივსო იქ უცხო ტომებით როცა უნდა რომ აჯანყდებიან, ეკლესიები საბჭოთა კავშირმა კი არა რუსებმა გაათეთრეეს ენკავედეს პირდაპირი მითითებით, 100 ჯერ ათეისტიც რომ იყოს ქართველი საკუთარ ისტორიას (არც სხვისას)ამა ს არ აკადრებს. ღორი და გაზულუქებული იმპერიალისტი ერია, არაფერს არ გაგიკეთებს თუ შორს მიმავალი მიზნები არა აქვს. აფხაზეთი ჩვენი რომ იყო იმიტომ შეგარჩინა, დაგიტოვა აგაყვავებინა და წაიღო. ერთ სოჭი დაგიბრუნა და მერე კიდევ რაღაცას გაგიკეთებს? გაახილეთ რა თვალები.

  4. Sonam Nguvien და კიდევ ვერ მომიყვანთ ვერც ერთ ისტორიულ ფაქტს სადასც რუსეთმა ომი აწარმოა საქართველოს ინტერესებისთვის, ლაზეთი სწორედ რუსეთმა დაუკანონა თურქეთს ყირიმის სანაცვლოდ. სოჭი მიითვისა, ჩვენის ზღვრის პირა მიწები გააჩუქა აფხაზეთი და ოსეთი თვითონ წაგვართვა, ეს რაც დღს შენი თვალით უყურებ. და ისტოირული როგორც ასეთი ომი სადასც რუსები იბრძოდნენ საქართველოს დასაცავად არ არსებობს.

  5. მართალი ბრძანდებით, საუდის არაბეთშიც ხდება ეს, ირანშიც და სამწუხაროდ, ზოგიერთ ისეთ ქვეყანაში, სადაც „დემოკრატიას“ ფარად იყენებენ, მაგრამ რეიჰანე ჯაბარი მაგალითია თუ როგორ უნდა იბრძოლო და მოკვდე ღირსეულად, არა აქვს მნიშვნელობა ის ირანში ცხოვრობდა, საუდის არაბეთში თუ სხვაგან… ის საერთაშორისო ორგანიზაციები კი, ვინც ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ ყველგან უნდა ებრძოდნენ ასეთ უმსგავსოებას.

  6. ეს არის „აუცილებელი მოგერიების“ შემთხვევა.. მოძალადე მოკლა. ეს ქალბატონი მკვლელი არ არის. სხვათა შორის არც ირანული სამართლის მიხედვით (კანონი ყველგან კარგად იკითხება) უბრალოდ, მან ძალიან გავლენიანი პირუტყვი მოკლა ეგ, არის და ეგ!

  7. This means that the Iranian justice. Where the authorities of Georgia THAT DON'T LET TO IRANIAN FOR LIVE IN GEORGIA???? This oppression is to spread throughout the country and people are forced to leave their homes and country and unfortunately when goes to any country like as GEORGIA the government or any official organisation response their with mistreatment and humiliation Just under obedience of Europe and American policy…!!! it means HUMANITY RIGHT IN GEORGIA. just GOD must help us

  8. რუსეთმა 1811 წელს გააუქმა თორმეტსაუკუნოვანი საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესია და აკრძალა ქართული ღვთისმსახურება.

    დახურა 15 მონასტერი და 860-ზე მეტი ეკლესია, რუსულმა ეკლესიამ შეათეთრა ქართული ფრესკებით მოხატული ტაძრები და მონასტრები, საქართველოს ეკლესიას ჩამოერთვა 140 მილიონი მანეთის ქონება.

    რუსმა ეგზარქოსებმა გაყიდეს იმერეთის საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა, მათ იმერეთის საკათალიკოსო სამოსიც კი გაძარცვეს, საიდანაც 4 კგ-მდე ოქრო გამოადნეს.

    რუსებმა მთლიანად დაწვეს ქართული ეკლესიის კანონებისა და დადგენილებების არქივი, რაც გადარჩა, მტკვარში გადაყარეს.

    1886 წელს თბილისის გუბერნიის რუსმა ეგზარქოსმა პავლემ დასწყევლა ერთმორწმუნე ქართველი ერი.

  9. ეს ქალი სიკვდილით ნამდვილად არ უნდა დაესაჯათ,აბა რა ექნა როგორ მოეგერიებინა გარეული პირუტყვი,როგორ მოერეოდა სხვანაირად?მაგას განზრახული სულაც არ ქონდა მისი მოკვლა ეს შედეგმა მოიტანა,მაგრამ კანონი ამას არ ითვალისწინებს,როგორც ასე,სიკვდილით დასჯა არაკანონიერია,ამქვეყნიერების გადასაწყვეტი არ არის ეს ზეცაში წყდება,მაგ უბედურ ქალს ღმერთი გასცემდა პასუხს თავის დროზე, ამით ირანის სასამართლომ(მოსამართლემ)სული დაიმძიმა……ნათელი მიუძღოდეს წინ მის ნაწამებ სულს

  10. თუ გაინტერესებთ რა იქნებოდა საქართველო რუსეთის გარეშე ამისთვის შორს წავლა არ არის საჭირო. ფაქტი სახეზეა. შეადარეთ ერთმანეთს რუსეთის საზღვრებში მოქცეული საქართველო თურქეთის საზღვრებში მოქცეულ საქართველოს და ფერეიდანს ირანში სადაც გადაასახლეს ქართველები გენოციდის მიზნით. არც ერთი ქართული ეკლესია აღარ მოქმედებს თურქეთში. მათგან მხოლოდ ნანგრევები შემორჩა. იქაური ქართველები გათურქდნენ და ზოგიერთს თუ ახსოვს წინაპრების გვარი. ლაპარაკიც ზედმეტია ქართულ დამწერლობაზე და სხვა კულტურულ ნიშნებზე. იგივე ბედი ეწიათ თურქეთის საზღვრებში მოქცეულ სომხებს და ქურთებს.

  11. Jano Zhvania სოჭი ჩერქეზებს მიაჩნიათ თავიანთ ყოფილ დედაქალაქად. ჩერქეზები და აფხაზები უკვე იყვნენ გამუსულმანებული და გადასახლდნენ ან გადაასახლეს რუსებმა მუჰაჯირობის დროს 1870-იან წლებში. მათი ადგილი დაიკავეს სხვა ქრისტიანმა ხალხებმა, ქართელებმა, სომხებმა, ბერძნებმა და რუსებმა. ასევე გათურქებული იყო ქვემო გურია და აჭარა. რუსებმა ბრძოლებით აიღეს ფოთი და ბათუმი. ქართველებისთვის არ წაურთმევიათ. თურქებს წაართვეს.

  12. მამაკაცებისთვის იარსებებს, კი.

    ჰო, თან დაზვერვის თანამშრომელი მოკლა „ადამიანზე დაბლამდგომმა“ ქალმა 🙁

  13. დურნოვოს სტატია კარგად დაგიმახსოვრებიათ, მაგრამ დურნოვოც რომ რუსი იყო?თანაც დუმის წევრი? ))))))

  14. Tor Nike – მართალია, რუსები ათეთრებდნენ ეკლესიებს თავისი აზრით არემონტებდნენ, იმიტომ რომ კედლები ალაგ-ალაგ ჩამოფხეკილი და დაზიანებული იყო, ხოლო კომუნისტები პირდაპირ ანგრევდნენ!

  15. გეოგრაფიულად რუსეთი ევროპაა საქართველო კი ახლო აღმოსავლეთი. საქართელოს ევროპასთან ასოცირება კულტურულად და პოლიტიკურად მოხდა ჯერ ბიზანტიის იმპერიისა და შემდეგ მისი მემკვიდრე რუსეთის იმპერიის ზეგავლენით. დღესაც რუსეთის კავკასიიდან გაქრობის შემთხვევაში საქართელო დაუბრუნდება ისლამურ გარემოცვას და ჩაიყლაპება ისევე როგორც ჩაიყლაპა ერთ დროს ქრისტიანული ლიბანი.

  16. ამ რუსეთუმეებისა მიკვირს – არც მაგათ და არც მაგათ ვაჭრუკანა წინაპრებს რუსეთში გუმის და ცუმის მეტი რომ არაფერი უნახავთ და რუსული ენაც "საყველპუროდ" რომ იციან, რამ შეაყვარათ ასე?! რუსეთში "სულიერებას" რომ ეძებს ბნელი, წერა-კითხვის უცოდინარი ბრბო…

  17. Jano Zhvania რა გჭირთ ხალხო? ვის ეკამათებით? ეს Sonam Nguvien ხომ ყოფილი უშანგი გაბადაძეა, დაქირავებული "ტროლი"?!

  18. რუსეთმა 1811 წელს გააუქმა თორმეტსაუკუნოვანი საქართველოს ავტოკეფალიური ეკლესია და აკრძალა ქართული ღვთისმსახურება.

    დახურა 15 მონასტერი და 860-ზე მეტი ეკლესია, რუსულმა ეკლესიამ შეათეთრა ქართული ფრესკებით მოხატული ტაძრები და მონასტრები, საქართველოს ეკლესიას ჩამოერთვა 140 მილიონი მანეთის ქონება.

    რუსმა ეგზარქოსებმა გაყიდეს იმერეთის საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა, მათ იმერეთის საკათალიკოსო სამოსიც კი გაძარცვეს, საიდანაც 4 კგ-მდე ოქრო გამოადნეს.

    რუსებმა მთლიანად დაწვეს ქართული ეკლესიის კანონებისა და დადგენილებების არქივი, რაც გადარჩა, მტკვარში გადაყარეს.

    1886 წელს თბილისის გუბერნიის რუსმა ეგზარქოსმა პავლემ დასწყევლა ერთმორწმუნე ქართველი ერი.

  19. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ 200 000 ბერძენი ქრისტიანი გაიქცა ან იქნა დეპორტირებული. სოფელ რიზოკარპასოში სადაც აიკრძალა ქრისტიანული რიტუალი ცხოვრობდა 3000 ქრისტიანი; დღეს იქ რამდენიმე ქრისტიანია. თურქეთის რესპუბლიკამ გამოიყენა ეთნიკური წმენდა, არაპროპორციული ძალა, ვანდალიზმი, რელიგიური არატოლერანტობა, რეპრესია და დევნა. ქრისტიანული მოსახლეობა ჩრდილოეთში შემცირდა 450-მდე. ციტატა:
    With the establishment of the Turkish Republic of Northern Cyprus, the 200,000 Greek Christian Cypriots in the north escaped or were deported to the south. The village of Rizokarpaso, where the Christian Mass was prevented, once had a population of 3,000; now it has few Christians. The Turkish Republic has epitomized qualities of ethnic cleansing, disproportionate use of force, vandalism, religious intolerance, repression, and persecution. The Christian community in the north has dwindled to about 450.

    ქრისტიანულ პრაქტიკაზე, რელიგიურ და სალოცავ ადგილებზე დაწესებული იქნა შეზღუდვები. მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა თურქეთს შეექყვიტა ქრისტიანული საკუთრების დანგრევა და შეურაცხოფა, ადგილი ქონდა ეკლესიების დანგრევას, კერძოდ 2011 წლის მაისში 200 წლის ეკლესიის დანგრევას სოფელ ვაკოლიდაში. ჯამში 530 ეკლესია იქნა დაზიანებული, ვანდალიზირებული და დანგრეული. ზოგი მათგანი გადაკეთებული იქნა სამხედრო საწყობად, საჯინიბოდ, კაზინოდ, ღამის კლუბად. 78 მათგანი გადაკეთებული იქნა მეჩეთად. ციტატა:
    Restrictions have been put on Christian practices, as has access to religious sites and places of worship. In spite of international calls for the Turks to stop desecrating and destroying Christian properties, demolitions of churches have occurred, including in May 2011 the 200-year-old one in the village of Vokolida. In all, at least 530 churches have been damaged, vandalized, or destroyed. Some have been converted to military storage facilities, stables, casinos, or nightclubs; 78 have been transformed into mosques.

    ქრისტიანობა საფრთხეშია თურქულ კვიპროსზე. სტატია ამერიკელ მოაზროვნეში.
    http://www.americanthinker.com/articles/2013/06/christianity_in_peril_in_turkish_cyprus.html#ixzz2XhByKtSn

დატოვეთ კომენტარი