16/10/2019 – 20:41
მთავარი Featured
Featured posts

0 52

თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ვერ იჭერთ ტერორისტებს, ბატონო ვახტანგ? – ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა შს მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

„რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ჩანაწერები, ტელევიზიის საშუალებით და მერე პრემიერ-მინისტრმა დაიწყო და გააგრძელეს უმრავლესობის წევრებმა აბსოლუტურად ლეგიტიმურად, რომ ქვეყანა გადაარჩინეთ ძალიან დიდ ტერორისტულ საფრთხეს. თუ ტერორისტული საფრთხე აღიკვეთა, ვერ იჭერთ ტერორისტებს, ბატონო ვახტანგ? არის კონკრეტული შედეგი იმ ჩანაწერების, რა მოხდა და როგორ მოხდა? მიმდინარეობს გამოძიება? ვიცით, რომ რეალურად საფრთხე აღკვეთილია და ტერორისტები განეიტრალებულები არიან?“ – ჰკითხა გოგიჩაიშვილმა გომელაურს.

რფ-ის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის დიმიტრი შუგაევის განცახდებით, თურქეთი გეგმავს რუსეთისგან შეძენილი S-400 ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების განლაგებას 2020 წლის გაზაფხულისთვის.

    0 39

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს დღეიდან ზურაბ ბერიკაშვილი უხელმძღვანელებს.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 36 წლის ზურაბ ბერიკაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა ჭანუყვაძე შეცვალა.
    ბერიკაშვილი 2017 დეკემბრიდან დღემდე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
    მანამდე კი, 2016 წელს, ის კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
    ​უწყების ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პოლიცის უკვე ყოფილი დირექტორი შოთა ჭანუყვაძე მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.

    კომუნიკაციების კომისიამ ტვ პირველი 23513,21 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ტვ პირველის დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა,სოციალურ ქსელში დაწერა.

    ,,ჯერ იყო კიბერშეტევით ტვ პირველის ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!”

    დღის ამბები

    ❗ რატომ დაჯარიმდა ტვ პირველი?✔ არხის ხელმძღვანელის კომენტარი მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაზე

    Publiée par TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი sur Mardi 3 septembre 2019

     

    0 289

    პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაშია დაბარებული. ბურჭულაძის მეუღლის ადვოკატებმა დღეს სასამართლოში წარადგინეს დოკუმენტები, რომ მსოფლიო ბანის მეუღლე საქართველოდან გაფრინდა და მზად არის დაკითხვაზე რვა ოქტომბერს გამოცხადდეს.

    „მოქალაქე ანგელა ვასილენკო გამოთქვამდა მზადყოფნასა  2018 წლის მარტის თვიდან  რომ მოსულიყო ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ეს აქამდე საჭიროდ არ ჩაუთვლია გამოძიებას გუშინ მოულოდნელად გამოიძახეს. ანგელა ვასილენკომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ 8 ოქტომბერს კანონით დადგენილი წესით მოვალ და მივცემ ჩვენებას. ამის მიუხედავად მაინც დაიბარეს, თუ რატომ ასეთი ფორსმაჟორული წესით გაუგებარია. საქმე მიმდინარეობს რა თქმა უნდა, ფონდ “იავნანასთან” დაკავშირებით, როგორც იცით მითვისება გაფლანგვის მუხლით. ერთადერთი კითხვა შეიძლება ანგელა ვასილენკოს ვინმემ დაუსვას – რატომ გააკეთე ამდენი კარგი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ფონდი ეხმარებოდა,“-ამბობს ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.

    0 559

    სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ კლინიკის დატოვების ვიდეოკადრებს ავრცელებს.

    ვანო მერაბიშვილი დღეს კლინიკა „მედიქლაბში“ დამატებითი კვლევებისთვის იყო გადაყვანილი.

    გუშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მკურნალმა ექიმმა ელენე ხურციძემ განაცხადა, რომ მისი ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ექიმის თქმით, სიმსივნე გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ.

    „კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს. მისი კლინიკაში დატოვების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ექიმმა.

    მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

    „ნატოს კარი ღიაა. ლიდერებმა ივლისში გამოხატეს ერთგულება 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. დღეს ნატოს წევრებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ეს ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია.

    მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს რეგიონებიდან. შეშფოთებულები ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდით. შავი ზღვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია ნატო-სთვის და პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ ისე მჭიდროდ, როგორც არასდროს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

    2 ოქტომბერს 12სთ-ზე სასტუმრო „იოტას“ საკონფერენციო დარბაზში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და ბროკერების გაერთიანებული კავშირის „დაზღვევის კავშირის“ პრეზენტაცია გაიმართა.

    „დაზღვევის კავშირი“ სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით სადაზღვევო სექტორის ზრდის და განვითარების ხელშეწყობაა.

    კავშირი იმოქმედებს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი, დამოუკიდებელი ორგანო და მნიშვნელოვნად ამოავსებს იმ ნიშას, რაც დღეს გვაქვს სექტორის ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით. კავშირი არ მოიაზრება სადაზღვევო ასოციაციის ალტერნატივად.

    დაზღვევის კავშირი აერთიანებს სადაზღევო კომპანიებსა და დაზღვევის ბროკერებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაზღევის ბროკერებიც აქტიურად ერთვებიან მსგავს სამუშაო ფორმატში; ბროკერების ჩართულობა, როგორც მომხმარებლის წარმომადგენლისა და უფლებების დაცველის პოზიციიდან გამოდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია კავშირის წარმატებული საქმიანობისთვის.

    ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ,,დაზღვევის კავშირში“ განიხილავენ ბანკების აქტიურ ჩართულობას თავიანთ სადაზღვევო კომპანიებში, რაც არღვევს კონკურენციის კანონს, რომელიც ჯერჯერობით ბანკებზე არ ვრცელდება. ,,დაზღვევის კავშირში“ აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივებით პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართავენ.

    resizedimage

    დაზღვევის კავშირისერთერთი დამფუძნებელი დასაქართველოს სადაზღვევო ჯგუფისხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე აცხადებს, რომ ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციას ახალი ინიციატივები აქვს, რომლითაც პარლამენტის შესაბამის კომიტეტს უნდა მიმართონ.
    დაზღვევის კავშირსსურს, ბანკებმა სადაზღვევო პორტფელის დივერსიფიკაცია მოახდინონ იმისთვის, რომ მთელი მათი პორტფელი მათთანვე დაკავშირებულ სადაზღვევოში არ იყოს მიმართული.
    გვაქვს ინიციატივები, მაგალითად ბანკის მიერ სადაზღვევო პორტფელის დივერსიფიცირების ვალდებულება. ბანკმა თავისივე სადაზღვევო კომპანიაში არ უნდა განათავსოს მთელი სადაზღვევო პორტფელი.
    ამ წელიწადში ბოლო 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, სავადლებულო დაზღვევის შემოღების კუთხით, ვგულისხმობ საზღვარზე მესამე პირის სავლადებულო დაზღვევის ამოქმედებას. იგეგმება ამის ქვეყნის შიგნითაც ამოქმედება. შესაბამისად, დიდი გამოწვევებია კონკურენტული გარემოს უზრუნველყფის კუთხით“,- აცხადებს არჩილ მორჩილაძე.

    resizedimage (1) 

    დაზღვევის კავშირისერთერთი დამფუძნებლისა და სადაზღვევო კომპანიაუნისონისხელმძღვანელის ვასილ ახრახაძის განცხადებით, კონკურენციის შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავს არაპროფილური აქტივების მართვას დაზღვევის სექტორში, საბანკო სფეროზე არ ვრცელდება, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ახრახაძის განმარტებით, “დაზღვევის კავშირისერთერთი პირველი ინიციატივა პარლამენტისადმი სწორედ ის იქნება, რომ კანონის მოქმედება ამ სფეროებზეც გავრცელდეს.

    როდესაც სიღრმისეულად ჩავიხედეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ კონკურენციის შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავს არაპროფილური აქტივების მართვას დაზღვევის სექტორში, სამწუხაროდ, თურმე არ ვრცელდება დაზღვევისა და ფინანსურ ინდუსტრიაზე, აქედან გამომდინარე პრაქტიკულად დღეს სადაზღვევო ინდუსტრია გამოვიდა დაუცველი ბანკების ექსპანსიიდან გამომდინარე. ჩვენი ერთერთი პირველი ინიციატივა იქნება ის, რომ მოხდეს რაც შეიძლება მოკლე პერიოდსი კონკურენციის კანონის გავრცელება საბანკო სექტორზე, რომელშიც ასევე გათვალისწინებუი იქნება სადაზღვევო ინდუსტრია“,- ამბობსუნისონისხელმძღვანელი.

    0 185

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისსკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც მან განხორციელებულ რეკეტზე ისაუბრა, რომლის სათავეშიც ოქუაშვილის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი დგას.

    ოქუაშვილმა სკანდალურ ინტერვიუში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიც დაასახელა, რომლებიც მისი განცხადებით,  ბიზნესზე ზეწოლას პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით ახორციელებდნენ.

    მამუკა ბახტაძის თქმით, ზაზა ოქუაშვილმა მტკიცებულებები არსებობის შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებებს უნდა წარუდგინოს.

    „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ვინმეს დაზარალებაზე, ამ შემთხვევაში თუ ადამიანს რამე ფაქტები აქვს და მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ ოქუაშვილს, მან ეს ერთ პაკეტად უნდა შეკრას და თავისი იურისტის ან ადვოკატის მეშვეობით წარუდგინოს საგამოძიებო ორგანოებს,“ – განაცხადა პრემიერმა.

    ბახტაძის თქმით, ოქუაშვილი ვითარების გამწვავებას ცდილობს და სწორედ ამიტომ არ მიაქვს მასალები საგამოძიებო უწყებაში. პრემიერის თქმით, ბიზნესმენი თავს ვერ აარიდებს იმ გადასახადებს, რომელიც მის კომპანიას აქვს დაგროვილი.

    „როდესაც ამას აქვს პროცესის შექმნის იმიტაცია, აქ, რა თქმა უნდა, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, მე მიჩნდება და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილსაც უჩნდება დარწმუნებული ვარ. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავყოთ ის საკითხი, რომლის გაყოფაც არ სურს, როგორც ჩანს ბატონ ოქუაშვილს, ეს არის საქმე, რომელიც ეხება გადასახადების გადახდას და ყველა სხვა ეპიზოდი. არ არსებობს  ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო,“ – განაცხადა ბახტაძემ.

    ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ  გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა და ასევე, ამ დროს მის გვერდით მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია.

    ოქუაშვილი დეტალურად ყვება, როგორ მოსთხოვა მას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა.

    0 180

    ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის ჩააგდეს სარდაფში, კაცი თავის მოკვლას აპირებდა -ასე იხსენებს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანის მიმართ სარდაფში მომხდარ ინციდენტს. მისივე თქმით, ყიფიანმა ეს არამარტო მას, არამედ ყველას მოუყვა.

    “იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა, გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ ჯობია. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ რომ ლევანი რომ წავიდა, იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს, ჩვენ, სუყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ეს სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო. ემუქრებოდნენ ჩემს ხალხს. ყიფიანი ამას ყველას უყვებოდა. მათ ვერ შეძლეს დაშინება. ჩვენზე ამან გავლენა ვერ მოახდინა“, – განაცხადა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-თან. გადაცემა “აქცენტებში” საუბრისას.