მთავარი პოლიტიკა “ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი… ჩააგდეს სარდაფში…კაცი თავის მოკვლას აპირებდა”

“ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი… ჩააგდეს სარდაფში…კაცი თავის მოკვლას აპირებდა”

0 87

ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის ჩააგდეს სარდაფში, კაცი თავის მოკვლას აპირებდა -ასე იხსენებს „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ლევან ყიფიანის მიმართ სარდაფში მომხდარ ინციდენტს. მისივე თქმით, ყიფიანმა ეს არამარტო მას, არამედ ყველას მოუყვა.

“იმ შემთხვევაში ივანიშვილი იყო უკმაყოფილო, როგორც ლევანმა თქვა, გადასცა ეს ფარცხალაძეს და ფარცხალაძემ დასაჯა ლევანი ზედმეტი სიარულისთვის და არასწორი მისამართისთვის. ჩააგდეს სარდაფში და დანარჩენი ლევანს ჰკითხოთ ჯობია. ჩვენ როგორც ვიცით, ჩააგდეს სარდაფში და სცადეს შეუარცხყოფის მიყენება, კაცი თავის მოკვლას აპირებდა. ჩემი ხალხი თვალყურს ადევნებდა, იმიტომ რომ ლევანი რომ წავიდა, იცოდნენ და როცა დაიკარგა ლევანი იმ ღამეს, ჩვენ, სუყველა განვიცდიდით. მერე იყო უფრო მეტი დაშინება და იგივე ჩვენი დირექტორების, რომ ეს სარდაფის ილეთები არ გაგრძელებულიყო. ემუქრებოდნენ ჩემს ხალხს. ყიფიანი ამას ყველას უყვებოდა. მათ ვერ შეძლეს დაშინება. ჩვენზე ამან გავლენა ვერ მოახდინა“, – განაცხადა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-თან. გადაცემა “აქცენტებში” საუბრისას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი