მთავარი ეკონომიკა სადაზღვევო კომპანიები და ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

სადაზღვევო კომპანიები და ბროკერები სადაზღვევო ინდუსტრიის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

2 ოქტომბერს 12სთ-ზე სასტუმრო „იოტას“ საკონფერენციო დარბაზში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და ბროკერების გაერთიანებული კავშირის „დაზღვევის კავშირის“ პრეზენტაცია გაიმართა.

„დაზღვევის კავშირი“ სადაზღვევო სექტორის განვითარების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი მთავარი ამოცანა ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებზე დაყრდნობით სადაზღვევო სექტორის ზრდის და განვითარების ხელშეწყობაა.

კავშირი იმოქმედებს, როგორც დარგის განვითარების ხელშემწყობი, დამოუკიდებელი ორგანო და მნიშვნელოვნად ამოავსებს იმ ნიშას, რაც დღეს გვაქვს სექტორის ექსპერტული მხარდაჭერის კუთხით. კავშირი არ მოიაზრება სადაზღვევო ასოციაციის ალტერნატივად.

დაზღვევის კავშირი აერთიანებს სადაზღევო კომპანიებსა და დაზღვევის ბროკერებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაზღევის ბროკერებიც აქტიურად ერთვებიან მსგავს სამუშაო ფორმატში; ბროკერების ჩართულობა, როგორც მომხმარებლის წარმომადგენლისა და უფლებების დაცველის პოზიციიდან გამოდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია კავშირის წარმატებული საქმიანობისთვის.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად ,,დაზღვევის კავშირში“ განიხილავენ ბანკების აქტიურ ჩართულობას თავიანთ სადაზღვევო კომპანიებში, რაც არღვევს კონკურენციის კანონს, რომელიც ჯერჯერობით ბანკებზე არ ვრცელდება. ,,დაზღვევის კავშირში“ აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივებით პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიმართავენ.

resizedimage

დაზღვევის კავშირისერთ-ერთი დამფუძნებელი დასაქართველოს სადაზღვევო ჯგუფისხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე აცხადებს, რომ ახალჩამოყალიბებულ ორგანიზაციას ახალი ინიციატივები აქვს, რომლითაც პარლამენტის შესაბამის კომიტეტს უნდა მიმართონ.
დაზღვევის კავშირსსურს, ბანკებმა სადაზღვევო პორტფელის დივერსიფიკაცია მოახდინონ იმისთვის, რომ მთელი მათი პორტფელი მათთანვე დაკავშირებულ სადაზღვევოში არ იყოს მიმართული.
გვაქვს ინიციატივები, მაგალითად ბანკის მიერ სადაზღვევო პორტფელის დივერსიფიცირების ვალდებულება. ბანკმა თავისივე სადაზღვევო კომპანიაში არ უნდა განათავსოს მთელი სადაზღვევო პორტფელი.
ამ წელიწადში ბოლო 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, სავადლებულო დაზღვევის შემოღების კუთხით, ვგულისხმობ საზღვარზე მესამე პირის სავლადებულო დაზღვევის ამოქმედებას. იგეგმება ამის ქვეყნის შიგნითაც ამოქმედება. შესაბამისად, დიდი გამოწვევებია კონკურენტული გარემოს უზრუნველყფის კუთხით“,- აცხადებს არჩილ მორჩილაძე.

resizedimage (1) 

დაზღვევის კავშირისერთ-ერთი დამფუძნებლისა და სადაზღვევო კომპანიაუნისონისხელმძღვანელის ვასილ ახრახაძის განცხადებით, კონკურენციის შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავს არაპროფილური აქტივების მართვას დაზღვევის სექტორში, საბანკო სფეროზე არ ვრცელდება, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ახრახაძის განმარტებით, “დაზღვევის კავშირისერთ-ერთი პირველი ინიციატივა პარლამენტისადმი სწორედ ის იქნება, რომ კანონის მოქმედება ამ სფეროებზეც გავრცელდეს.

როდესაც სიღრმისეულად ჩავიხედეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ კონკურენციის შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავს არაპროფილური აქტივების მართვას დაზღვევის სექტორში, სამწუხაროდ, თურმე არ ვრცელდება დაზღვევისა და ფინანსურ ინდუსტრიაზე, აქედან გამომდინარე პრაქტიკულად დღეს სადაზღვევო ინდუსტრია გამოვიდა დაუცველი ბანკების ექსპანსიიდან გამომდინარე. ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იქნება ის, რომ მოხდეს რაც შეიძლება მოკლე პერიოდსი კონკურენციის კანონის გავრცელება საბანკო სექტორზე, რომელშიც ასევე გათვალისწინებუი იქნება სადაზღვევო ინდუსტრია“,- ამბობსუნისონისხელმძღვანელი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი