მთავარი პოლიტიკა „თი-ბი-სი“ ბანკი ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხობს

„თი-ბი-სი“ ბანკი ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხობს

0 128

„თი-ბი-სი“ ბანკი, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის „რუსთავის 2“-ის ეთერით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„თი-ბი-სი“ ბანკი აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას.
„თი-ბი-სი“ ბანკისთვის უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას. ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თი-ბი-სი“ ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თი-ბი-სი“ ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება. „თი-ბი-სი“ ბანკი მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი