მთავარი პოლიტიკა გიორგი გახარია: ,, ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან. ლონდონშიც, თბილისშიც და...

გიორგი გახარია: ,, ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან. ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც”

0 135

„ერთი მსახიობის თეატრი, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია“ „რა თქმა უნდა, ეს ერთი მსახიობის თეატრი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია“ – ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს, რომელიც მან გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გააჟღერა.
როგორც, გიორგი გახარიამ განმარტა, ზაზა ოქუაშვილს ბიუჯეტში თითო თეთრისა და ლარის გადახდა მოუწევს.
ამასთან, მინისტრმა განაცხადა, რომ იგი ზაზა ოქუაშვილს შეხვდა, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც გიორგი გახარია ბიზნესობმუდსმენის პოსტს იკავებდა.
„რა თქმა უნდა ეს, ერთი მსახიობის თეატრი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. თუ სერიოზულად გვინდა ვილაპარაკოთ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ მოისურვებს ბომბეიში. არანაირი პრობლემა არააა, თუმცა ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითო თეთრი და ლარი, რაც გადასახდელია ბიუჯეტში ბატონ ოქუაშვილს მოუწევს გადახდა. შეხვედრა შედგა, რა თქმა უნდა, მე მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი და როგორც ჩანს ვიყავი ძალზეც ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი და რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ გაუბედურებული კომპანიის მხადაჭერა, რომელმაც როგორც ჩანს, ამ პერიოდში სამწუხაროდ, დააგროვა ამხელა ვალი ბიუჯეტის წინაშე და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიტყვი, რომ მე, პირდად, ჩემს ყველა ვალდებულებას გავცემ პასუხს ყველგან. ლონდონშიც, თბილისშიც და ბომბეიშიც. ბატონი ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში რაც ეკუთვნის“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი