მთავარი პოლიტიკა იაპონიამ საქართველოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტისთვის 343 მილიონი დოლარი გამოუყო

იაპონიამ საქართველოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტისთვის 343 მილიონი დოლარი გამოუყო

0 177

საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა, ნორიკო სუზუკიმ ხელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტის (ფაზა ორის) სასესხო შეთანხმებას მოაწერეს.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პროექტის დასაფინანსებლად, იაპონიის მთავრობა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით, საქართველოს ფინანსურ რესურსს შეღავათიანი სესხის სახით, 343 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით გამოუყოფს. “პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი რთული შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იაპონური ტექნოლოგიები იქნება. პროექტის დასრულება 2023 წლის პირველ კვარტალში იგეგმება და მას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს”,- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი