მთავარი პოლიტიკა ზაზა სარალიძე: სპეციალურად გააყალბეს ეს საქმე და დააფარეს ხელი ჩემი შვილის მკვლელებს

ზაზა სარალიძე: სპეციალურად გააყალბეს ეს საქმე და დააფარეს ხელი ჩემი შვილის მკვლელებს

0 54

“სპეციალურად გააყალბეს ეს საქმე და დააფარეს ხელი ჩემი შვილის მკვლელებს”, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ შეიქმნა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.
„კომისიამ რაც გამოავლინა, ეს ფაქტები პროკურატურის მიერ იყო დამალული. არც ერთი ფაქტი არ გამოუკვლევიათ, თუმცა ჰქონდათ ყველა ვიდეო, ფოტო, მაგრამ სპეციალურად გააყალბეს ეს საქმე და დააფარეს ხელი ჩემი შვილის მკვლელებს. მ.კ-ს დაკავების რეკომენდაცია დღემდე უნდა ყოფილიყო შესრულებული, მაგრამ პროკურატურაში განმიმარტეს, რომ არ არსებობს მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, რომ კალანდია დავაკავოთო, რაც დაადასტურეს მოქმედმა პროკურორებმა.
მათ დაადასტურეს, რომ რა ბრალდებაც არ უნდა წავუყენოთ მ.კ-ს, ყველანაირად ვეცდებით, ეს ბრალდება გავაბათილოთო. თქვეს, რომ არ აპირებენ არავის დაჭერას“,- განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას დათანხმდა, რადგან, როგორც სარალიძე ამბობს, საზოგადოებამ დაინახა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიების პროცესში დარღვევები იყო.
„ამ კომისიის შექმნასაც დავთანხმდი, რადგან ხალხმა დაინახა რა დარღვევებიც იყო, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. თან არ მინდოდა, ვინმეს ეთქვა, სარალიძეს ხელისუფლების გადატრიალება უნდოდაო. მივეცი სამი თვე და არაფერი არ გააკეთეს, იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეები დაეჭირათ, სასამართლო დარბაზებიდან გაათავისუფლეს. ამ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს“,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძის თქმით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ის, რაზეც ცხრა თვეა საუბრობს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი