მთავარი საზოგადოება ქართველმა რეჟისორმა ლევან ციქურიშვილმა Avicii -ის კლიპისთვის MTV-ის ჯილდო მიიღო

ქართველმა რეჟისორმა ლევან ციქურიშვილმა Avicii -ის კლიპისთვის MTV-ის ჯილდო მიიღო

ქართველმა რეჟისორმა ლევან ციქურიშვილმა MTV-ის ჯილდო მიიღო. იგი Avicii -ის კლიპისთვის დააჯილდოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე თავად რეჟისორი ავრცელებს.
MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონიაზე ქართველს ეს ჯილდო პირველად გადაეცა.
MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების ცერემონია ნიუ-იორკში, რადიო „სითი მიუზიქ ჰოლში“ გაიმართა. მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები გამარჯვებულად სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ. წლევანდელ ცერემონიაზე MTV-იმ უპირატესობა ახალგაზრდა შემსრულებლებს მიანიჭა.

ლევან ციქურიშვილმა Avicii-ის სიმღერაზე Lonely Together გადაიღო კლიპი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი